2. ჩვენს შესახებ
• YBN არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება
ახალგაზრდებს 18-35 წლამდე, დაიწყონ ან განავითარონ
თავიანთი ბიზნესი. YBN უზრუნველყოფს მათ ბიზნეს–
კონსულტაციებით, ფრანჩაიზინგის მოდელებით, ტრეინინგებით,
მენტორინგით, და ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებით.
• ჩვენი მისია არის განვავითაროთ კავკასიის რეგიონი
მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნისა და მხარდაჭერის
გზით, რის შედეგადაც მოხდება დამატებითი სამუშაო
ადგილების შექმნა და ახალგაზრდების ინტეგრაცია
ბიზნესსამყაროში.
• ჩვენი ხედვა არის, გავხდეთ ბიზნეს განვითარების
კონსოლიდებური მოდელი კავკასიის რეგიონში.
3. როგორ ვეხმარებით ახალგაზრდებს
ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოებასთან, სხვადასხვა კომპანიებთან,
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და
ინსტიტუციებთან დამაკავშირებელ რგოლს.
ეს ნიშნავს:
ახალგაზრდებისთვის - ნდობის გაზრდას, დასაქმების ზრდასა და
ფინანსურ დამოუკიდებლობას.
ბიზნესისთვის- უკეთეს ურთიერთობას საზოგადოებასთან,
მეწარმეობის განვითარებას, პოტენციური დასაქმებულის
უნარების განვითარებას და მცირე და საშუალო ზომის
საწარმოების განვითარების დინამიკის გაუმჯობესებას.
მოსახლეობისთვის- უმუშევრობის შემცირებას ახალგაზრდებში,
სიღარიბის შემცირებას, ახალგაზრდების სოციალიზაციისა
და ხშირ შემთხვევებში რესოციალიზაციის პროცესის
უმტკივნეულოდ გადაწყვეტას.
4. ჩვენი სერვისი
YBN –ს გააჩნია შემდეგი სერვისები და შესაძლებლობები:
•კომპანიის ჩამოყალიბების სერვისი საქართველოსა და უცხოეთში.
•ბიზნეს ინკუბატორის სერვისი
•ფრანჩაიზების ჯგუფი
•ბიზნესის მენეჯმენტი, ფინანსური და იურიდიული კონსულტაციები;
•HR კონსულტაციები, ტრეინინგები და დასაქმების ხელშეწყობა;
•სტაჟირების პროგრამები საქართველოსა და საზღვარგარეთ;
•მენტორინგი;
•ბიზნეს პარტნიორების მოძიების სერვისი ;
•პირდაპირი გაყიდვების ქსელი;
•ბაზარზე შესვლის სერვისი;
•რეკლამა და PR;
•ღონისძიებების მენეჯმენტი და მონაწილეობა;
•მარკეტინგული კვლევები და ანგარიშები;
•ექსპორტ-იმპორტის მხარდაჭერა;
5. ბაზარზე შესვლა
ჩვენი სერვისი შეიცავს:
• ინფორმაციას ბაზრის შესახებ, კვლევებს, კონკურენტების
ანალიზს;
• ბაზრის შეფასებასა და შესაძლებლობების
იდენტიფიკაციას;
• ბაზრის ბარიერის იდენტიფიკაციას;
• პროდუქციის გაცნობასა და გაყიდვების მხარდაჭერას;
• B2B და B2C გაყიდვების ერთიანი სისტემის
ჩამოყალიბებასა და ამ სისტემაში ლოკალური
და გლობალური კომპანიების ინტეგრაციას.
6. ბიზნეს პარტნიორის შერჩევა
წარმატება ბიზნესში მეტწილად დამოკიდებულია, თუ რომელ ბიზნეს
პარტნიორს აირჩევთ.
YBN დაგეხმარებათ პოტენციური ბიზნეს პარტნიორების
იდენტიფიკაციაში, მასთან ხელსაყრელი ურთიერთობებისა და
სტრატეგიული ალიანსის ჩამოყალიბებაში. ეს პარტნიორები
შეიძლება იყვნენ:
• ბიზნესის მყიდველები/გამყიდველები/ინვესტორები;
• პარტნიორები ერთობლივი საწარმოსთვის;
• ფრანჩაიზის გამყიდველები;
• თანადამფინანსებლები;
• გაყიდვების წარმომადგენლები;
• შესაბამისი პროდუქციის ან სერვისის მომწოდებლები;
• დისტრიბუტორები;
• პროფესიონალი კონსულტანტები, ექსპერტები, მენტორები;
• ზედა რგოლის მენეჯერები და დირექტორები;
• ბიზნეს ასოციაციები, გაერთიანებები და ლობისტები;
7. ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა
სტაჟირება გულისხმობს მუშაობის დროს სწავლების პროცესს, რომლის
მიზანია სტაჟიორის (ინტერნის) თვითრეალიზაცია და მისი პროფესიული
უნარების განვითარება. სტაჟიორებს ენიჭებათ უპირატესობა ორგანიზაციის
პროექტებში ახალი თანამშრომლების აყვანისას და ვაკანსიის არსებობისას
ისინი ითვლებიან შიდა კანდიდატებად.
პროგრამის ძირითადი მიზანია:
• ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის ორგანიზება და
მათი ახალგაზრდული ბიზნესის ქსელში ჩართვა.
• აგრეთვე ხელი შეუწყოს:
ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას.
ახალგაზრდების ინტეგრაციას გლობალურ ბიზნესში
ბიზნესის სფეროში აუცილებელი უნარ-ჩვევების ათვისებას
მომავალი კარიერისთვის მომზადებას
ახალგაზრდების დასაქმებას
8. ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა
პროგრამის მონაწილე მხარეები:
• ახალგაზრდული ბიზნესის ქსელი;
• გლობალური ბიზნესის განვითარების ცენტრი;
• ინვესტირების მხარდაჭერის ქსელი;
• პირდაპირი გაყიდვების ასოციაცია;
• ქართული და უცხოური კომპანიები, რომლებიც დაინტერესე –
ბულები არიან კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებაში
და პოტენციურ დასაქმებაში;
• ელექტრონული და აუთსორსინგის სერვისის შემკვეთი
კომპანიები;
• საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებუ–
ლებები;
• ახალგაზრდები, რომელთაც სურთ შეიძინონ დამატებითი
ცოდნა და უნარ-ჩვევები;
9. ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა
სტაჟირების პროექტი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• მონაწილეების ანკეტირება-შერჩევა-გასაუბრება;
• მონაწილეების ტესტირება;
• ტრეინინგი მცირე და საშუალო ბიზნესის საფუძვლებში;
• სტაჟირების I რაუნდი - კომპანიების მონაცემთა ბაზების შექმნა;
• II რაუნდი - ბიზნესკომუნიკაცია რეალურ პირობებში:
წერილების მიწერა, დარეკვა, სკაიპით კომუნიკაცია;
• III რაუნდი - ბიზნეს ქეისების შექმნა და ანალიზი;
• IV რაუნდი - საქმიანი პირისპირ შეხვედრები,
პრეზენტაციები და გამოკითხვები;
• წერილობითი ტესტირება და საბოლოო შეფასება.
• სერთიფიკატების გაცემა და გაშუქებასაზეიმო ვითარებაში
10. ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა
პროექტის სამიზნე ჯგუფებია:
• მე 2-4კურსზე მყოფი სტუდენტები,
• მაგისტრატურის სტუდენტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი პროფილის
სპეციალობა
• ახალგაზრდები, რომელთაც ახლახან დაასრულეს სწავლა;
სარგებელი სტუდენტებისთვის:
• სტაჟირების სერთიფიკატის მიღება, წარჩინებულთათვის –რეკომენდაციის;
• კვალიფიკაციის ამაღლება სასურველ სფეროში;
• ელექტრონული, საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობის
გაცნობა;
• საერთაშორისო ვაჭრობის საფუძვლების მიღება რეალურ
პირობებში;
• გამოცდილების, რეკომენდაციის მიღება და შემდგომში დასაქმების
მეტი შესაძლებლობა
11. ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა
სარგებელი თანამონაწილე კომპანიებსა და ორგანიზაციებს :
• პროექტში სრული მონაწილეობა და მისი შედეგებით სარგებლობა;
• კომპანიებისა და ორგანიზაციების კორპორატიული–სოციალური
პასუხისმგებლობის ამაღლება (CSR);
• პროექტის ფარგლებში დაფიქსირება–PR;
• კვალიფიციური კადრის აღზრდა, შემდგომში საკუთარ
პროექტებში დასაქმების შესაძლებლობის უპირატესობით;
• ურთიერთთანამშრომლობის სინერგიული შედეგით
სარგებლობა;
• ახალგაზრდული ბიზნესის ქსელის გაძლიერება
გამოიწვევს ორგანიზაციის საქმიანობების გაშლას,
რაც თითოეული წევრისათვისა და პარტიორი სასიკეთოა;