SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 4
ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი
ცხოვრება
ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ
ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა
მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ
ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა
სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი
როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც
გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის
მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა
ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის
აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!
ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი,
ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და
დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების
პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის
განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია
ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ,
განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური,
ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის
ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით.
ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის
სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება,
ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს
რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი,
ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ
სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური
თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს
როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების
საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ,
თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:
 ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
 გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების
შესწავლა;
 მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე)
უარის თქმა;
 კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი,
აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
 მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური
ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების
გათვალისწინებით;
 ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი
ჩვევების ცოდნა;
 გაკაჟება.
ცნობილია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მისი
ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პიროვნების
მენტალურ თავისებურებებზე, ამიტომ ზოგიერთი ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის
განხილვისას შემდეგ ასპექტებსაც გამოყოფს:
ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი
განმსაზღვრელი ფაქტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა – ეს არის ფიზიკური, სულიერი და
სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ
არსებობა.
მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების
განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს – მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი
შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ – ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად
გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა
მაჩვენებლები.იცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული
მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
ცხოვრების წესი და პირობები – 48-50%,
გარემო – 20-22%,
გენეტიკური ფაქტორები – 18-20%,
ჯანმრთელობის დაცვის წილი – 12-14%.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ
წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის
სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების
წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.
ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე.
სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად
ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას,
გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.
მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების
პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის
მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა
და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა
დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე.ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი
ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ
ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე,
მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ
განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში,
დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ
დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

ჯანსაგი კვება
ჯანსაგი კვებაჯანსაგი კვება
ჯანსაგი კვება
Natia Gvilia
 
სწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონისწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონი
Geo World Events & Tours
 
ჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრება
shorena984
 
მოზარდები და სწორი კვება
მოზარდები და სწორი კვებამოზარდები და სწორი კვება
მოზარდები და სწორი კვება
Marina Jaliashvili
 
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
nabdaladze
 
2 კლასის ტესტი ბუნებაში
2 კლასის ტესტი ბუნებაში2 კლასის ტესტი ბუნებაში
2 კლასის ტესტი ბუნებაში
makaafriamashvili
 
ყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზი
ყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზიყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზი
ყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზი
liagoxidze1965
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
irma
 
ბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენციაბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენცია
Inga Gogaladze
 
დედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალია
დედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალიადედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალია
დედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალია
chemisicocxle
 

Mais procurados (20)

ჯანსაგი კვება
ჯანსაგი კვებაჯანსაგი კვება
ჯანსაგი კვება
 
სწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონისწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონი
 
კვება პრეზენტაცია.pptx
კვება პრეზენტაცია.pptxკვება პრეზენტაცია.pptx
კვება პრეზენტაცია.pptx
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმაჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
 
ჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრება
 
მოზარდები და სწორი კვება
მოზარდები და სწორი კვებამოზარდები და სწორი კვება
მოზარდები და სწორი კვება
 
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
ჯანმრთელობა და ჰიგიენაჯანმრთელობა და ჰიგიენა
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
 
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
 
პირადი ჰიგიენა
პირადი  ჰიგიენაპირადი  ჰიგიენა
პირადი ჰიგიენა
 
2 კლასის ტესტი ბუნებაში
2 კლასის ტესტი ბუნებაში2 კლასის ტესტი ბუნებაში
2 კლასის ტესტი ბუნებაში
 
ყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზი
ყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზიყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზი
ყვავილოვანი მცენარეები, ფოთოლი, ფოტოსინთეზი
 
ნარკომანია
ნარკომანია ნარკომანია
ნარკომანია
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
 
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა    ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა
 
სუფთა გარემო
სუფთა გარემოსუფთა გარემო
სუფთა გარემო
 
ბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენციაბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენცია
 
დედამიწის დღე 22 აპრილი
დედამიწის დღე 22 აპრილიდედამიწის დღე 22 აპრილი
დედამიწის დღე 22 აპრილი
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
 
დედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალია
დედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალიადედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალია
დედამიწის დღე!. პრეზენტატორი: სანდრო ქობალია
 

Semelhante a ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი ...

Microsoft PowerPoint Presentation (5).pdf
Microsoft PowerPoint Presentation (5).pdfMicrosoft PowerPoint Presentation (5).pdf
Microsoft PowerPoint Presentation (5).pdf
oboladzenino
 
Microsoft PowerPoint Presentation (5).pptx
Microsoft PowerPoint Presentation (5).pptxMicrosoft PowerPoint Presentation (5).pptx
Microsoft PowerPoint Presentation (5).pptx
oboladzenino
 
Copy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptx
Copy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptxCopy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptx
Copy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptx
sharadze
 

Semelhante a ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი ... (20)

Microsoft PowerPoint Presentation (5).pdf
Microsoft PowerPoint Presentation (5).pdfMicrosoft PowerPoint Presentation (5).pdf
Microsoft PowerPoint Presentation (5).pdf
 
Microsoft PowerPoint Presentation (5).pptx
Microsoft PowerPoint Presentation (5).pptxMicrosoft PowerPoint Presentation (5).pptx
Microsoft PowerPoint Presentation (5).pptx
 
healthy lifestyle.pdf
healthy lifestyle.pdfhealthy lifestyle.pdf
healthy lifestyle.pdf
 
Healthy lifestyle
Healthy lifestyleHealthy lifestyle
Healthy lifestyle
 
gigi2.pptx
gigi2.pptxgigi2.pptx
gigi2.pptx
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
gza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptxgza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptx
 
Physical Activity (Sport)
Physical Activity (Sport)Physical Activity (Sport)
Physical Activity (Sport)
 
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
 
Copy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptx
Copy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptxCopy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptx
Copy of ჯანსაღ სხეულშიჯანსაღი სულია.pptx
 
b6ac57da7 (7).pptx
b6ac57da7 (7).pptxb6ac57da7 (7).pptx
b6ac57da7 (7).pptx
 
mari maTe [Autosaved].pdf
mari maTe [Autosaved].pdfmari maTe [Autosaved].pdf
mari maTe [Autosaved].pdf
 
mari2.pdf
mari2.pdfmari2.pdf
mari2.pdf
 
mari2.pdf
mari2.pdfmari2.pdf
mari2.pdf
 
mari2.pptx
mari2.pptxmari2.pptx
mari2.pptx
 
Presentacia eljan
Presentacia eljanPresentacia eljan
Presentacia eljan
 
კვება
კვებაკვება
კვება
 
ორსულობა
ორსულობაორსულობა
ორსულობა
 
ჯანსაღი კვება.pdf
ჯანსაღი კვება.pdfჯანსაღი კვება.pdf
ჯანსაღი კვება.pdf
 
სწორი კვება
სწორი კვებასწორი კვება
სწორი კვება
 

ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი ...

  • 1. ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით! ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური,
  • 2. ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:  ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;  გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;  მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;  კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;  მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;  ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;  გაკაჟება. ცნობილია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პიროვნების მენტალურ თავისებურებებზე, ამიტომ ზოგიერთი ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის განხილვისას შემდეგ ასპექტებსაც გამოყოფს:
  • 3. ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა – ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა. მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს – მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ – ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა მაჩვენებლები.იცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ცხოვრების წესი და პირობები – 48-50%, გარემო – 20-22%, გენეტიკური ფაქტორები – 18-20%, ჯანმრთელობის დაცვის წილი – 12-14%. ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.
  • 4. ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას, გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი. მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე.ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე, მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.