SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 10
Baixar para ler offline
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 1/10
გაფართოებული
საბავშვო ფოლკლორი ინტერვიუ სამეცნიერო ესე ეპისტოლარული მემკვიდრეობა ისტორია
დრამატურგია სამართალი პოეზია პერიოდიკა ლექსიკონები აუდიო-ლიტერატურა ნათარგმნები
მთავარი > პროზა > დოსტოევსკი თეოდორ >
დოსტოევსკი თეოდორ
მოთხრობა
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
Read: NOWNOW LATERLATER EMAILEMAIL
I
ბიჭი `პატარა ხელით~
ბავშვები უცნაური ხალხია.
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის
პროზა
Like 687 Send
მთარგმნელი წერეთელი ფატმან
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 2/10
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის
მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის
კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ
ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე
მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე
ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა `პატარა ხელით~. ეს
მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს,
თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს. ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს
ბევრს წააწყდებით, ისინი თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც
გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან. თუმცა ეს ბიჭი ყველასგან
განსხვავდებოდა, ლაპარაკით არავის აწუხებდა, მისი ყოველი სიტყვა
უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა, თან ნდობით სავსე თვალებით
შემომცქეროდა.
შესაძლოა პროფესიას ის-ის იყო ითვისებდა. როცა მის შესახებ
ვკითხე, მიპასუხა, რომ უმუშევარი და ავადმყოფი და ჰყავდა. იქნებ
ასეც იყო, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე, რომ უამრავი ასეთი ბიჭი
დაიარება. მათ აუტანელ ყინვაშიც კი `პატარა ხელით~ ქუჩაში
აგდებენ და თუ ვერაფერს შეუგროვებენ, დაბრუნებულს სასტიკად
სცემენ. ბიჭი ნამათხოვრები კაპიკებითა და ყინვისაგან
აწითლებული ხელებით რომელიღაც სარდაფში ბრუნდება, სადაც
თავზეხელაღებულთა ბრბო ლოთობს. ეს ის ხალხია, რომელიც
შაბათს, კვირადღის წინ გაფიცვას აწყობს, სამუშაოზე კი ოთხშაბათ
საღამომდე აღარ ბრუნდება. მათთან ერთად მათი მშიერი, ნაცემი
ცოლები ლოთობენ, იქვე შიმშილით დაოსებული ჩვილები ტირიან.
არაყი, სიბინძურე, გარყვნილება _ უმთავარესი მაინც არაყია იქ.
ამგვარია მათი ცხოვრების წესი. ბიჭუნას დაბრუნებისთანავე
თავისი შეგროვებული კაპიკებით ღვინის მოსატანად დუქანში
აგზავნიან. ზოგჯერ კი თავზეხელაღებულები მასაც არაყს ასხამენ
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 3/10
აგზავნიან. ზოგჯერ კი თავზეხელაღებულები მასაც არაყს ასხამენ
პირში და იმით ერთობიან, რომ სუნთქვაშეკრული ბავშვი იატაკზე
თითქმის უგონოდ ეცემა...
` და შემდეგ ვიღაც ძალდატანებით
პირში საზიზღარ არაყს ასხამდა...~
ეს ხალხი უკვე წამოზრდილ ბიჭს სამუშაოდ რომელიმე ფაბრიკაში
სასწრაფოდ ამწესებს. ყველაფერი, რასაც გამოიმუშავებს, მან ისევ ამ
თავზეხელაღებულებს უნდა მიუტანოს, რომლებიც ამ ფულსაც
უდარდელად დაამღერებენ. ჯერ კიდევ ფაბრიკაში მუშაობის
დაწყებამდე ეს ბავშვები ნამდვილ დამნაშავეებად ყალიბდებიან.
ისინი ქალაქში დაეხეტებიან და სხვადასხვა ფარდულებში ისეთ
ადგილებს ეძებენ, სადაც შეძვრომა და ღამის შეუმჩნევლად გათევა
შეიძლება.
ამათგან ერთ-ერთს ერთ მეეზოვესთან კალათში რამდენიმე ღამე
გაუთენებია, ხოლო პატრონს ვერც კი შეუნიშნავს იგი. ბუნებრივია,
რომ ასეთი ცხოვრება მათ პატარა ქურდ-ბაცაცებად აყალიბებს, უკვე
რვა წლის ბავშვებს ქურდობა მოთხოვნილებად ექცევათ. ხშირად
თავისი საქციელს დანაშაულად ვერც აღიქვავენ. ბოლოს კი
ყველაფერს იტანენ _ შიმშილს, სიცივეს, ცემას, _ მხოლოდ
ერთისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის რომ თავი დააღწიონ
თავზეხელარებულთა ხროვას და მათხოვრობა დამოუკიდებლად
დაიწყონ. ამ ველურმა არსებებმა ხშირად არაფერი იციან _ არც ის
თუ სად ცხოვრობენ, რა ეროვნების არიან, არსებობს თუ არა
ღმერთი, ან ვინაა ხელმწიფე. ყოველივე ამის შესახებ ხშირად ისეთ
ამბებსაც ჰყვებიან, რომ თმები ყალყზე დაუდგება კაცს.
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 4/10
II
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
მე რომანისტი ვარ და მგონია, რომ ერთი `ისტორია~ თვითონ
გამოვიგონე. არ ვიცი, როტომ ვწერ, რომ მგონია, მე ხომ
დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ამბავი მოვიგონე, მაგრამ მეჩვენება,
რომ ეს სადღაც, ოდესღაც ნამდვილად მოხდა, სწორედ შობის წინა
დღეს, რომელიღაც დიდ ქალაქში საშინელი ყინვის დროს.
მეჩვენება, რომ სარდაფში ჯერ კიდევ ძალიან პატარა, ალბათ
ექვსიოდე წლის ბიჭი იყო.
მან დილას ნესტიან, ცივ კუთხეში გაიღვიძა. ის ძველ ხალათში
გახვეულიყო, სიცივისგან თრთოდა, ყოველი ამოსუნთქვისას
პირიდან ორთქლი თეთრად ამოდიოდა. კუთხეში სკივრზე
მიყუჟულიყო და მოწყენილი პირიდან ორთქლის გამოშვებით
ერთობოდა. საშინლად შიოდა. რაც გაიღვიძა, უკვე რამდენჯერმე
მიუახლოვდა ფარდაგს, სადაც ბლინივით თხელ საგებელზე მისი
დედა იწვა, ავადმყოფს თავქვეშ ბალიშის ნაცვლად რაღაც ბოხჩა
ამოედო. ნეტავ აქ როგორ აღმოჩნდა? როგორც ჩანს თავის პატარა
ბიჭუნასთან ერთად სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა და უეცრად ავად
გახდა. კუთხეების დიასახლისი ორი დღის წინ დააპატიმრეს.
მდგმურები გაიფანტნენ და შობას ზეიმობდნენ. მხოლოდ ერთ
მთვრალ თავზეხელაღებულს, რომელსაც დღესასწაულისთვის ვერ
დაეცადა, ეძინა მთელი დღე-ღამის მანძილზე. ოთახის მეორე
კუთხეში 80 წლის მოხუცი, რევმატიზმებით დაავადებული ქალი
კვნესოდა. მას მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობაში გაეტარებინა,
ახლა კი უპატრონოდ კვდებოდა. კვნესოდა და ბიჭს
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 5/10
ახლა კი უპატრონოდ კვდებოდა. კვნესოდა და ბიჭს
ებუზღუნებოდა, რომელსაც მოხუცის კუთხისკენ გახედვისაც
ეშინოდა. პატარამ სხვენში არაყი იპოვა, მაგრამ პურის ნატეხსაც ვერ
მიაგნო და უკვე მეათედ მიუახლოვდა დედას გასაღვიძებლად.
სიბნელეში პატარა რაღაც იდუმელმა შიშმა შეიპყრო.
რა ხანია დაბნელებულიყო, ცეცხლს კი არ ანთებდნენ. ბიჭუნა
დედის სახეს შეეხო, გაოცდა _ დედა კედელივით ცივი გამხდარიყო.
`აქ ძალიან ცივა,~ _ გაიფიქრა ბიჭმა და გაშეშებულს ხელი
მიცვალებულის მხარზე შერჩა, შემდეგ გაყინული თითები პირთან
მიიტანა გასათბობად, ფარდაგზე ხელის ცეცებით თავისი ქუდი
იპოვა და სარდაფიდან უხმაუროდ გავიდა. უფრო ადრეც
წავიდოდა, მაგრამ დიდი ძაღლის ეშინოდა, რომელიც მთელი დღე
მეზობლის კართან ყმუოდა, მაგრამ ის იქ უკვე აღარ იყო და ბიჭუნა
დაუბრკოლებლად გავიდა ქუჩაში.
ღმერთო, რა ქალაქია! მას ამგვარი ჯერ არაფერი ენახა. იქ, საიდანაც
ის ჩამოვიდა, ღამღამობით უკუნი წყვდიადი სუფევდა და მთელ
ქუჩას ერთადერთი მაშუქა ანათებდა. ოდნავ ჩანობნელდებოდა თუ
არა, ხის დაბალ ქოხებში დარაბებს ჩარაზავდნენ და ქუჩაში კაცი არ
გაჭაჭანდებოდა, ყველა სახლში შეიკეტებოდა, ღამის სიმყუდროვეს
მხოლოდ ათასობით ძაღლის ყეფა არღვევდა. მაგრამ იქ თბილოდა,
მას აჭმევდნენ, ხოლო აქ ისე შია _ ღმერთო, ნეტავ რამე აჭამონ!
როგორი ხმაურია, როგორი სინათლეა, როგორი ხალხი, როგორი
ცხენები და ეტლებია, და როგორ ყინავს, როგორ!
ილაჯგაწყვეტილ ცხენებს ცხელი ღვართქაფი ჩამოსდიოდათ.
ფხვიერ თოვლში ქვაფენილზე ნალების წკარუნი ისმოდა. ყველა
ჩქარობდა, ერთმანეთს ხელს კრავდნენ, ბიჭუნას კი ისე შიოდა,
ძალიან, ძალიან შიოდა, ნეტავ ერთ ლუკმას მაინც შეაჭმევდეს ვინმე!
სიცივისაგან თითები გაეთოშა, ტკივილისაგან მოხრა უჭირდა. იქვე,
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 6/10
ცხვირწინ ბიჭუნა სამართალდამცველმა შენიშნა, მაგრამ თვალი
აარიდა, თითქოს ვერც შეემჩნია.
და აი, ისევ ქუჩა _ ფართო, ძალიან ფართო! აქ ალბათ შეუმჩნევლად
გაგსრესენ.
ხალხი ყვირის, მიდი-მოდის, გარშემო ყველაფერი
გაჩირაღდნებულია. ეს კი რაა? უზარმაზარი მინა, მის მიღმა კი
ჭერამდე აწვდილი ნაძვის ხე უთვალავი სანთლით, ოქროსფერი
ქაღალდებით და ვაშლებით მოერთოთ. გარშემო თოჯინები და
პატარა სათამაშო ცხენები შემოუწყოთ. ლამაზ და სუფთა
ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები ოთახში მხიარულად
დარბოდნენ, იცინოდნენ, თამაშობოდნენ, ტკბილეულს
მიირთმევოდნენ.
ერთი გოგონა კი ბიჭს ეცეკვებოდა, ისეთი ლამაზი, საყვარელი
გოგონა! მინის მიღმა მუსიკა უკრავდა. ამ ყველაფერს ბიჭუნა
გაოცებული შესცქეროდა, ეცინებოდა, მაგრამ ხელები საშინლად
გაწითლებოდა, სიცივისაგან ფეხის თითებიც ასტკივებოდა, ვეღარც
ხრიდა... უცებ აშინლად ეტკინა, ატირდა და გაიქცა, მაგრამ ისევ
საოცარი სანახაობა _ ისევ მინა, ოღონდ სხვა სახლის, ოთახში
მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე, გაშლილ მაგიდებზე ყველანაირი
ნამცხვარი იდო: ნუშის, წითელი, ყვითელი... იქვე ოთხი მდიდარი
ქალბატონი მათთან მისულებს ნამცხვრებით უმასპინძლებოდა.
კარი ყოველ წუთას იღებოდა და სახლში უამრავი ბატონი შედიოდა.
ბიჭუნა მიიპარა, კარი უცებ შეაღო და ოთახში შევიდა. ისე
დაუყვირეს, ხელი მოუქნიეს! ერთი ქალბატონი ბიჭუნას უცებ
მიუახლოვდა, ხელში კაპიკიანი ჩაუდო და ქუჩაში გასასვლელი კარი
გაუღო.
პატარას ძალიან შეეშინდა, კაპიკიანი გაყინული ხელიდან გაუვარდა
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 7/10
პატარას ძალიან შეეშინდა, კაპიკიანი გაყინული ხელიდან გაუვარდა
და კიბის საფეხურზე წკრიალით დაეცა. შეშინებული ბიჭუნა
გამოიქცა, ეტირებოდა, უკანმოუხედავად მირბოდა, თან გაყინული
თითები გასათბობად პირთან მიჰქონდა. უეცრად საშინელი
სიმარტოვე და შიში იგრძნო, სევდა შემოაწვა, მაგრამ ღმერთო
დიდებულო, ეს რაა? ხალხი იდგა და გაკვირვებული უყურებდა
რაღაცას: ფანჯარაში, მინის მიღმა, თითქოს სამი წითელ და მწვანე
კაბებში გამოწყობილი თოჯინები გაცოცხლებულიყვნენ! ერთი
მოხუცი კაცი ვითომ იჯდა და დიდ ვიოლინოზე უკრავდა, ორნი
იქვე იდგნენ, პატარა ვიოლინოებზე უკრავდნენ, თან თავებს
რიტმულად აქნევდნენ, ტუჩებს ამოძრავებდნენ და ლაპარაკობდნენ
_ მაგრამ მათი საუბარი მინის აქეთ არ ისმოდა. თავიდან ბიჭუნას
მარიონეტები ცოცხალი ადამიანები ეგონა, როცა მიხვდა, რომ
თოჯინები იყო, გაეცინა. ასეთი თოჯინები არასდროს ენახა.
სიცივისაგან ეტირებოდა, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან სასაცილო
თოჯინები ართობდნენ. უცებ ბიჭუნას მოეჩვენა, რომ უკნიდან
ხალათზე ხელი სტაცეს, გაიხედა: გვერდით დიდი, ბოროტი ბიჭი
ედგა.
მან პატარას თავში ხელი წაუთაქა, ქუდი წაართვა და ფეხი
გამოსდო. ბიჭუნა დაეცა, ხალხმა შეჰყვირა, გაოგნებული და
შეშინებული ბავშვი წამოხტა და უკანმოუხედავად გაიქცა.
რომელიღაც ეზოში ჭიშკრის ქვეშიდან შეძვრა, დაჩეხილ შეშასთან
ჩამოჯდა და გაიფიქრა: `აქ ბნელა, ვერ მომაგნებენ.~
ბიჭუნა ჩამოჯდა, მოიკუნტა, შიშისა და სიცივისგან სუნთქვა
ეკვროდა, მაგრამ უეცრად, სრულიად მოულოდნელად ტკივილმა
გაუარა, გათბა, ისე გათბა, თითქოს ღუმელზე მჯდარიყო, უცებ
შეკრთა _ თურმე ჩასძინებოდა. რა კარგი ყოფილა აქ ძილი! `ცოტა
ხანს კიდევ ვიჯდები, შემდეგ ისევ თოჯინების სანახავად წავალ,~ _
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 8/10
ხანს კიდევ ვიჯდები, შემდეგ ისევ თოჯინების სანახავად წავალ,~ _
გადაწყვიტა პატარამ, `ისე ჰგვანან ცოცხლებს~ _ გაიფიქრა და
გაეცინა. უცებ დედის სიმღერა ჩაესმა, `დედიკო, მძინავს, რა კარგია
აქ ძილი!~
_ ჩემთან ნაძვის ხეზე წამოდი, პატარავ!~ _ ჩასჩურჩულა მშვიდმა
ხმამ.
დედის ხმა ეგონა, მაგრამ არა, ეს დედას არ უთქვამს. ნეტავ ვინ
დაუძახა? ბიჭმა ვერ დაინახა, თუ ვინ დაიხარა მისკენ, მაგრამ ხელი
მაინც გაუწოდა და... უეცრად უჩვეულოდ ნათელ ადგილას
აღმოჩნდა.
საოცარი სინათლე იყო, უჩვეულო ნაძვის ხე იდგა, თუმცა არა, ეს
ნაძვი არ იყო, მას აქამდე ასეთი ხეები არ ენახა. ნეტავ სად არის?
ყველაფერი ბრწყინავს, ბრდღვიალებს, გარშემო თოჯინებია _ არა,
ეს თოჯინები კი არა, საოცრად თეთრი გოგო-ბიჭები არიან. ყველა
ბიჭუნას გარშემო ტრიალებს, დაფრინავს, მას კოცნიან, ხელში
იტაცებენ და თან მიჰყავთ, ახლა თვითონაც დაფრინავს და ხედავს,
დედა უყურებს და გახარებული უცინის.
_ დედა, დედიკო, რა კარგია აქ! _ უთხრა დედას, თან ბავშვებს
ეფერებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოუთხრობდა მათ
სასაცილო თოჯინების შესახებ.
_ ბავშვებო ვინ ხართ? საიდან ხართ? _ სიყვარულით ეკითხებოდა
ბავშვებს და იცინოდა.
_ ეს `ქრისტეს ნაძვის ხეა~, _ უთხრეს მათ, _ შობას ქრისტე მუდამ
დგამს ნაძვის ხეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც დედამიწაზე არ ჰქონდა
ის.. ._ ბიჭუნამ შეიტყო, რომ ეს ბიჭები და გოგონები მის მსგავსად
ცხოვრობდნენ. მათგან ზოგი თავიანთ კალათებში გაიყინა, როცა
პეტერბურგელ მოხელეებს სახლის კართან მიუგდეს, ზოგი
უპატრონო ბავშვთა სახლში ცუდი კვების გამო დაიღუპა, სხვებმა
დედის გამშრალ ძუძუსთან სამარაში მძვინვარე შიმშილობისას
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 9/10
დედის გამშრალ ძუძუსთან სამარაში მძვინვარე შიმშილობისას
განუტევეს სული, ან მესამე კლასის აყროლებულ ვაგონებში
დაიხუთნენ. შემდეგ ყველა იქ მოხდა და ანგელოზებრივ
ცხოვრობენ. ყველა იესო ქრისტეს ფრთის ქვეშ არის, მაცხოვარი
შუაში დგას, მფარველ ხელს უწვდის მათ და მათ ცოდვილ
დედებთან ერთად ლოცავს, რომლებიც მოშორებით დგანან და
თავიანთ პირმშოებს თვალცრემლიანები შესცქერიან.
შვილები მათთან მიიფრინედბიან, კოცნიან და პატარა თითებით
ცრემლებს წმენდენ, სთხოვენ, რომ არარ იტირონ, _ აქ ისინი
ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ.
ეს ხდებოდა საიქიოში. სააქაოში კი, გამთენიისას მეეზოვეებმა იმ
ბიჭუნას გაყინული ცხედარი იპოვნეს, რომელმაც ღამით შეშასთან
მიირბინა. მოიძიეს მისი დედა, თუმცა ის ვაჟზე ადრე
გარდაცვლილიყო; ისინი ზეცაში, უფალთან შეხვდნენ ერთმანეთს.
და მაინც, რატომ გამოვიგონე ამგვარი ამბავი, რომელიც სულაც არ
ჰგავს ჭკვიანურად დაწერილ, ჩვეულებრივ, თანაც მწერლის
დღიურს? მე ხომ სინამდვილის ამსახველ მოთხრობებს
გპირდებოდით! სწორედ რომ ასეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს
მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო, _ ის, რაც სარდაფსა და
დაჩეხილ შეშასთან მოხდა, ხოლო ქრისტეს ნაძვის ხესთან
დაკავშირებით არც კი ვიცი რა გითხრათ, შეიძლებოდა ასეთი რამ
მომხდარიყო?
მაგრამ რომანისტიც ხომ იმისთვის ვარ, რომ გამოვიგონო..
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
lib.ge/book.php?author=96&book=419 10/10

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
სამკითხველო სამკითხველო
 
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29 [Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
Guri Sichinava
 
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგოუკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
სამკითხველო სამკითხველო
 

Mais procurados (20)

ალქიმიკოსი პაულო კოელიო
ალქიმიკოსი   პაულო კოელიოალქიმიკოსი   პაულო კოელიო
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
 
იატაკქვეშეთის ჩანაწერები ფიოდორ დოსტოევსკი
იატაკქვეშეთის ჩანაწერები   ფიოდორ დოსტოევსკიიატაკქვეშეთის ჩანაწერები   ფიოდორ დოსტოევსკი
იატაკქვეშეთის ჩანაწერები ფიოდორ დოსტოევსკი
 
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი
მარტინ იდენი   ჯეკ ლონდონიმარტინ იდენი   ჯეკ ლონდონი
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი
 
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერითამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
 
[Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli [Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli
 
გავროში ვიქტორ ჰიუგო
გავროში   ვიქტორ ჰიუგოგავროში   ვიქტორ ჰიუგო
გავროში ვიქტორ ჰიუგო
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
Chavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iiiChavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iii
 
Kafka გოდოლი
Kafka   გოდოლიKafka   გოდოლი
Kafka გოდოლი
 
Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.
 
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოებიაკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
 
პროცესი ფრანც კაფკა
პროცესი    ფრანც კაფკაპროცესი    ფრანც კაფკა
პროცესი ფრანც კაფკა
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
სისხლიანი ისტორია
სისხლიანი ისტორიასისხლიანი ისტორია
სისხლიანი ისტორია
 
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29 [Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
 
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსიდაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგოუკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
 

Destaque

ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
სამკითხველო სამკითხველო
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
სამკითხველო სამკითხველო
 

Destaque (14)

ზაჰირი პაულო კოელიო
ზაჰირი   პაულო კოელიოზაჰირი   პაულო კოელიო
ზაჰირი პაულო კოელიო
 
207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე
207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე
207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე
 
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
 
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონისოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
 
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიკვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდები
 
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზიზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
 
1მოტივაცია
1მოტივაცია1მოტივაცია
1მოტივაცია
 
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
 
დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია
 დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია
დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია
 
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძეზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერიმარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
 
1ქალთა ლიდერობის ფენომენი ეკატერინე გამახარია
1ქალთა ლიდერობის ფენომენი   ეკატერინე გამახარია1ქალთა ლიდერობის ფენომენი   ეკატერინე გამახარია
1ქალთა ლიდერობის ფენომენი ეკატერინე გამახარია
 
ნუ მოკლავ ჯაფარას ჰარპერ ლი
ნუ მოკლავ ჯაფარას   ჰარპერ ლინუ მოკლავ ჯაფარას   ჰარპერ ლი
ნუ მოკლავ ჯაფარას ჰარპერ ლი
 

Mais de სამკითხველო სამკითხველო

ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
სამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
სამკითხველო სამკითხველო
 

Mais de სამკითხველო სამკითხველო (18)

დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაშიდაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებაინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაციაინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგიაშალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
 
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერებამზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
 
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძესასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძეომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
 
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 
არავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაციაარავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაცია
 
1ფსიქოანალიზის სიძნელე ზიგმუნდ ფროიდი
1ფსიქოანალიზის სიძნელე   ზიგმუნდ ფროიდი1ფსიქოანალიზის სიძნელე   ზიგმუნდ ფროიდი
1ფსიქოანალიზის სიძნელე ზიგმუნდ ფროიდი
 
1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში
1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში
1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში
 
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი ლილი ხეჩუაშვილი
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი   ლილი ხეჩუაშვილი1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი   ლილი ხეჩუაშვილი
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი ლილი ხეჩუაშვილი
 
186738897 უზნაძე
186738897 უზნაძე186738897 უზნაძე
186738897 უზნაძე
 

ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე დოსტოევსკი თეოდორ

  • 1. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 1/10 გაფართოებული საბავშვო ფოლკლორი ინტერვიუ სამეცნიერო ესე ეპისტოლარული მემკვიდრეობა ისტორია დრამატურგია სამართალი პოეზია პერიოდიკა ლექსიკონები აუდიო-ლიტერატურა ნათარგმნები მთავარი > პროზა > დოსტოევსკი თეოდორ > დოსტოევსკი თეოდორ მოთხრობა ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე Read: NOWNOW LATERLATER EMAILEMAIL I ბიჭი `პატარა ხელით~ ბავშვები უცნაური ხალხია. ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის პროზა Like 687 Send მთარგმნელი წერეთელი ფატმან
  • 2. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 2/10 ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა `პატარა ხელით~. ეს მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს, თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს. ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს ბევრს წააწყდებით, ისინი თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან. თუმცა ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა, ლაპარაკით არავის აწუხებდა, მისი ყოველი სიტყვა უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა, თან ნდობით სავსე თვალებით შემომცქეროდა. შესაძლოა პროფესიას ის-ის იყო ითვისებდა. როცა მის შესახებ ვკითხე, მიპასუხა, რომ უმუშევარი და ავადმყოფი და ჰყავდა. იქნებ ასეც იყო, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე, რომ უამრავი ასეთი ბიჭი დაიარება. მათ აუტანელ ყინვაშიც კი `პატარა ხელით~ ქუჩაში აგდებენ და თუ ვერაფერს შეუგროვებენ, დაბრუნებულს სასტიკად სცემენ. ბიჭი ნამათხოვრები კაპიკებითა და ყინვისაგან აწითლებული ხელებით რომელიღაც სარდაფში ბრუნდება, სადაც თავზეხელაღებულთა ბრბო ლოთობს. ეს ის ხალხია, რომელიც შაბათს, კვირადღის წინ გაფიცვას აწყობს, სამუშაოზე კი ოთხშაბათ საღამომდე აღარ ბრუნდება. მათთან ერთად მათი მშიერი, ნაცემი ცოლები ლოთობენ, იქვე შიმშილით დაოსებული ჩვილები ტირიან. არაყი, სიბინძურე, გარყვნილება _ უმთავარესი მაინც არაყია იქ. ამგვარია მათი ცხოვრების წესი. ბიჭუნას დაბრუნებისთანავე თავისი შეგროვებული კაპიკებით ღვინის მოსატანად დუქანში აგზავნიან. ზოგჯერ კი თავზეხელაღებულები მასაც არაყს ასხამენ
  • 3. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 3/10 აგზავნიან. ზოგჯერ კი თავზეხელაღებულები მასაც არაყს ასხამენ პირში და იმით ერთობიან, რომ სუნთქვაშეკრული ბავშვი იატაკზე თითქმის უგონოდ ეცემა... ` და შემდეგ ვიღაც ძალდატანებით პირში საზიზღარ არაყს ასხამდა...~ ეს ხალხი უკვე წამოზრდილ ბიჭს სამუშაოდ რომელიმე ფაბრიკაში სასწრაფოდ ამწესებს. ყველაფერი, რასაც გამოიმუშავებს, მან ისევ ამ თავზეხელაღებულებს უნდა მიუტანოს, რომლებიც ამ ფულსაც უდარდელად დაამღერებენ. ჯერ კიდევ ფაბრიკაში მუშაობის დაწყებამდე ეს ბავშვები ნამდვილ დამნაშავეებად ყალიბდებიან. ისინი ქალაქში დაეხეტებიან და სხვადასხვა ფარდულებში ისეთ ადგილებს ეძებენ, სადაც შეძვრომა და ღამის შეუმჩნევლად გათევა შეიძლება. ამათგან ერთ-ერთს ერთ მეეზოვესთან კალათში რამდენიმე ღამე გაუთენებია, ხოლო პატრონს ვერც კი შეუნიშნავს იგი. ბუნებრივია, რომ ასეთი ცხოვრება მათ პატარა ქურდ-ბაცაცებად აყალიბებს, უკვე რვა წლის ბავშვებს ქურდობა მოთხოვნილებად ექცევათ. ხშირად თავისი საქციელს დანაშაულად ვერც აღიქვავენ. ბოლოს კი ყველაფერს იტანენ _ შიმშილს, სიცივეს, ცემას, _ მხოლოდ ერთისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის რომ თავი დააღწიონ თავზეხელარებულთა ხროვას და მათხოვრობა დამოუკიდებლად დაიწყონ. ამ ველურმა არსებებმა ხშირად არაფერი იციან _ არც ის თუ სად ცხოვრობენ, რა ეროვნების არიან, არსებობს თუ არა ღმერთი, ან ვინაა ხელმწიფე. ყოველივე ამის შესახებ ხშირად ისეთ ამბებსაც ჰყვებიან, რომ თმები ყალყზე დაუდგება კაცს.
  • 4. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 4/10 II ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე მე რომანისტი ვარ და მგონია, რომ ერთი `ისტორია~ თვითონ გამოვიგონე. არ ვიცი, როტომ ვწერ, რომ მგონია, მე ხომ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ამბავი მოვიგონე, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს სადღაც, ოდესღაც ნამდვილად მოხდა, სწორედ შობის წინა დღეს, რომელიღაც დიდ ქალაქში საშინელი ყინვის დროს. მეჩვენება, რომ სარდაფში ჯერ კიდევ ძალიან პატარა, ალბათ ექვსიოდე წლის ბიჭი იყო. მან დილას ნესტიან, ცივ კუთხეში გაიღვიძა. ის ძველ ხალათში გახვეულიყო, სიცივისგან თრთოდა, ყოველი ამოსუნთქვისას პირიდან ორთქლი თეთრად ამოდიოდა. კუთხეში სკივრზე მიყუჟულიყო და მოწყენილი პირიდან ორთქლის გამოშვებით ერთობოდა. საშინლად შიოდა. რაც გაიღვიძა, უკვე რამდენჯერმე მიუახლოვდა ფარდაგს, სადაც ბლინივით თხელ საგებელზე მისი დედა იწვა, ავადმყოფს თავქვეშ ბალიშის ნაცვლად რაღაც ბოხჩა ამოედო. ნეტავ აქ როგორ აღმოჩნდა? როგორც ჩანს თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა და უეცრად ავად გახდა. კუთხეების დიასახლისი ორი დღის წინ დააპატიმრეს. მდგმურები გაიფანტნენ და შობას ზეიმობდნენ. მხოლოდ ერთ მთვრალ თავზეხელაღებულს, რომელსაც დღესასწაულისთვის ვერ დაეცადა, ეძინა მთელი დღე-ღამის მანძილზე. ოთახის მეორე კუთხეში 80 წლის მოხუცი, რევმატიზმებით დაავადებული ქალი კვნესოდა. მას მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობაში გაეტარებინა, ახლა კი უპატრონოდ კვდებოდა. კვნესოდა და ბიჭს
  • 5. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 5/10 ახლა კი უპატრონოდ კვდებოდა. კვნესოდა და ბიჭს ებუზღუნებოდა, რომელსაც მოხუცის კუთხისკენ გახედვისაც ეშინოდა. პატარამ სხვენში არაყი იპოვა, მაგრამ პურის ნატეხსაც ვერ მიაგნო და უკვე მეათედ მიუახლოვდა დედას გასაღვიძებლად. სიბნელეში პატარა რაღაც იდუმელმა შიშმა შეიპყრო. რა ხანია დაბნელებულიყო, ცეცხლს კი არ ანთებდნენ. ბიჭუნა დედის სახეს შეეხო, გაოცდა _ დედა კედელივით ცივი გამხდარიყო. `აქ ძალიან ცივა,~ _ გაიფიქრა ბიჭმა და გაშეშებულს ხელი მიცვალებულის მხარზე შერჩა, შემდეგ გაყინული თითები პირთან მიიტანა გასათბობად, ფარდაგზე ხელის ცეცებით თავისი ქუდი იპოვა და სარდაფიდან უხმაუროდ გავიდა. უფრო ადრეც წავიდოდა, მაგრამ დიდი ძაღლის ეშინოდა, რომელიც მთელი დღე მეზობლის კართან ყმუოდა, მაგრამ ის იქ უკვე აღარ იყო და ბიჭუნა დაუბრკოლებლად გავიდა ქუჩაში. ღმერთო, რა ქალაქია! მას ამგვარი ჯერ არაფერი ენახა. იქ, საიდანაც ის ჩამოვიდა, ღამღამობით უკუნი წყვდიადი სუფევდა და მთელ ქუჩას ერთადერთი მაშუქა ანათებდა. ოდნავ ჩანობნელდებოდა თუ არა, ხის დაბალ ქოხებში დარაბებს ჩარაზავდნენ და ქუჩაში კაცი არ გაჭაჭანდებოდა, ყველა სახლში შეიკეტებოდა, ღამის სიმყუდროვეს მხოლოდ ათასობით ძაღლის ყეფა არღვევდა. მაგრამ იქ თბილოდა, მას აჭმევდნენ, ხოლო აქ ისე შია _ ღმერთო, ნეტავ რამე აჭამონ! როგორი ხმაურია, როგორი სინათლეა, როგორი ხალხი, როგორი ცხენები და ეტლებია, და როგორ ყინავს, როგორ! ილაჯგაწყვეტილ ცხენებს ცხელი ღვართქაფი ჩამოსდიოდათ. ფხვიერ თოვლში ქვაფენილზე ნალების წკარუნი ისმოდა. ყველა ჩქარობდა, ერთმანეთს ხელს კრავდნენ, ბიჭუნას კი ისე შიოდა, ძალიან, ძალიან შიოდა, ნეტავ ერთ ლუკმას მაინც შეაჭმევდეს ვინმე! სიცივისაგან თითები გაეთოშა, ტკივილისაგან მოხრა უჭირდა. იქვე,
  • 6. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 6/10 ცხვირწინ ბიჭუნა სამართალდამცველმა შენიშნა, მაგრამ თვალი აარიდა, თითქოს ვერც შეემჩნია. და აი, ისევ ქუჩა _ ფართო, ძალიან ფართო! აქ ალბათ შეუმჩნევლად გაგსრესენ. ხალხი ყვირის, მიდი-მოდის, გარშემო ყველაფერი გაჩირაღდნებულია. ეს კი რაა? უზარმაზარი მინა, მის მიღმა კი ჭერამდე აწვდილი ნაძვის ხე უთვალავი სანთლით, ოქროსფერი ქაღალდებით და ვაშლებით მოერთოთ. გარშემო თოჯინები და პატარა სათამაშო ცხენები შემოუწყოთ. ლამაზ და სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები ოთახში მხიარულად დარბოდნენ, იცინოდნენ, თამაშობოდნენ, ტკბილეულს მიირთმევოდნენ. ერთი გოგონა კი ბიჭს ეცეკვებოდა, ისეთი ლამაზი, საყვარელი გოგონა! მინის მიღმა მუსიკა უკრავდა. ამ ყველაფერს ბიჭუნა გაოცებული შესცქეროდა, ეცინებოდა, მაგრამ ხელები საშინლად გაწითლებოდა, სიცივისაგან ფეხის თითებიც ასტკივებოდა, ვეღარც ხრიდა... უცებ აშინლად ეტკინა, ატირდა და გაიქცა, მაგრამ ისევ საოცარი სანახაობა _ ისევ მინა, ოღონდ სხვა სახლის, ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე, გაშლილ მაგიდებზე ყველანაირი ნამცხვარი იდო: ნუშის, წითელი, ყვითელი... იქვე ოთხი მდიდარი ქალბატონი მათთან მისულებს ნამცხვრებით უმასპინძლებოდა. კარი ყოველ წუთას იღებოდა და სახლში უამრავი ბატონი შედიოდა. ბიჭუნა მიიპარა, კარი უცებ შეაღო და ოთახში შევიდა. ისე დაუყვირეს, ხელი მოუქნიეს! ერთი ქალბატონი ბიჭუნას უცებ მიუახლოვდა, ხელში კაპიკიანი ჩაუდო და ქუჩაში გასასვლელი კარი გაუღო. პატარას ძალიან შეეშინდა, კაპიკიანი გაყინული ხელიდან გაუვარდა
  • 7. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 7/10 პატარას ძალიან შეეშინდა, კაპიკიანი გაყინული ხელიდან გაუვარდა და კიბის საფეხურზე წკრიალით დაეცა. შეშინებული ბიჭუნა გამოიქცა, ეტირებოდა, უკანმოუხედავად მირბოდა, თან გაყინული თითები გასათბობად პირთან მიჰქონდა. უეცრად საშინელი სიმარტოვე და შიში იგრძნო, სევდა შემოაწვა, მაგრამ ღმერთო დიდებულო, ეს რაა? ხალხი იდგა და გაკვირვებული უყურებდა რაღაცას: ფანჯარაში, მინის მიღმა, თითქოს სამი წითელ და მწვანე კაბებში გამოწყობილი თოჯინები გაცოცხლებულიყვნენ! ერთი მოხუცი კაცი ვითომ იჯდა და დიდ ვიოლინოზე უკრავდა, ორნი იქვე იდგნენ, პატარა ვიოლინოებზე უკრავდნენ, თან თავებს რიტმულად აქნევდნენ, ტუჩებს ამოძრავებდნენ და ლაპარაკობდნენ _ მაგრამ მათი საუბარი მინის აქეთ არ ისმოდა. თავიდან ბიჭუნას მარიონეტები ცოცხალი ადამიანები ეგონა, როცა მიხვდა, რომ თოჯინები იყო, გაეცინა. ასეთი თოჯინები არასდროს ენახა. სიცივისაგან ეტირებოდა, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან სასაცილო თოჯინები ართობდნენ. უცებ ბიჭუნას მოეჩვენა, რომ უკნიდან ხალათზე ხელი სტაცეს, გაიხედა: გვერდით დიდი, ბოროტი ბიჭი ედგა. მან პატარას თავში ხელი წაუთაქა, ქუდი წაართვა და ფეხი გამოსდო. ბიჭუნა დაეცა, ხალხმა შეჰყვირა, გაოგნებული და შეშინებული ბავშვი წამოხტა და უკანმოუხედავად გაიქცა. რომელიღაც ეზოში ჭიშკრის ქვეშიდან შეძვრა, დაჩეხილ შეშასთან ჩამოჯდა და გაიფიქრა: `აქ ბნელა, ვერ მომაგნებენ.~ ბიჭუნა ჩამოჯდა, მოიკუნტა, შიშისა და სიცივისგან სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ უეცრად, სრულიად მოულოდნელად ტკივილმა გაუარა, გათბა, ისე გათბა, თითქოს ღუმელზე მჯდარიყო, უცებ შეკრთა _ თურმე ჩასძინებოდა. რა კარგი ყოფილა აქ ძილი! `ცოტა ხანს კიდევ ვიჯდები, შემდეგ ისევ თოჯინების სანახავად წავალ,~ _
  • 8. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 8/10 ხანს კიდევ ვიჯდები, შემდეგ ისევ თოჯინების სანახავად წავალ,~ _ გადაწყვიტა პატარამ, `ისე ჰგვანან ცოცხლებს~ _ გაიფიქრა და გაეცინა. უცებ დედის სიმღერა ჩაესმა, `დედიკო, მძინავს, რა კარგია აქ ძილი!~ _ ჩემთან ნაძვის ხეზე წამოდი, პატარავ!~ _ ჩასჩურჩულა მშვიდმა ხმამ. დედის ხმა ეგონა, მაგრამ არა, ეს დედას არ უთქვამს. ნეტავ ვინ დაუძახა? ბიჭმა ვერ დაინახა, თუ ვინ დაიხარა მისკენ, მაგრამ ხელი მაინც გაუწოდა და... უეცრად უჩვეულოდ ნათელ ადგილას აღმოჩნდა. საოცარი სინათლე იყო, უჩვეულო ნაძვის ხე იდგა, თუმცა არა, ეს ნაძვი არ იყო, მას აქამდე ასეთი ხეები არ ენახა. ნეტავ სად არის? ყველაფერი ბრწყინავს, ბრდღვიალებს, გარშემო თოჯინებია _ არა, ეს თოჯინები კი არა, საოცრად თეთრი გოგო-ბიჭები არიან. ყველა ბიჭუნას გარშემო ტრიალებს, დაფრინავს, მას კოცნიან, ხელში იტაცებენ და თან მიჰყავთ, ახლა თვითონაც დაფრინავს და ხედავს, დედა უყურებს და გახარებული უცინის. _ დედა, დედიკო, რა კარგია აქ! _ უთხრა დედას, თან ბავშვებს ეფერებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოუთხრობდა მათ სასაცილო თოჯინების შესახებ. _ ბავშვებო ვინ ხართ? საიდან ხართ? _ სიყვარულით ეკითხებოდა ბავშვებს და იცინოდა. _ ეს `ქრისტეს ნაძვის ხეა~, _ უთხრეს მათ, _ შობას ქრისტე მუდამ დგამს ნაძვის ხეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც დედამიწაზე არ ჰქონდა ის.. ._ ბიჭუნამ შეიტყო, რომ ეს ბიჭები და გოგონები მის მსგავსად ცხოვრობდნენ. მათგან ზოგი თავიანთ კალათებში გაიყინა, როცა პეტერბურგელ მოხელეებს სახლის კართან მიუგდეს, ზოგი უპატრონო ბავშვთა სახლში ცუდი კვების გამო დაიღუპა, სხვებმა დედის გამშრალ ძუძუსთან სამარაში მძვინვარე შიმშილობისას
  • 9. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 9/10 დედის გამშრალ ძუძუსთან სამარაში მძვინვარე შიმშილობისას განუტევეს სული, ან მესამე კლასის აყროლებულ ვაგონებში დაიხუთნენ. შემდეგ ყველა იქ მოხდა და ანგელოზებრივ ცხოვრობენ. ყველა იესო ქრისტეს ფრთის ქვეშ არის, მაცხოვარი შუაში დგას, მფარველ ხელს უწვდის მათ და მათ ცოდვილ დედებთან ერთად ლოცავს, რომლებიც მოშორებით დგანან და თავიანთ პირმშოებს თვალცრემლიანები შესცქერიან. შვილები მათთან მიიფრინედბიან, კოცნიან და პატარა თითებით ცრემლებს წმენდენ, სთხოვენ, რომ არარ იტირონ, _ აქ ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ. ეს ხდებოდა საიქიოში. სააქაოში კი, გამთენიისას მეეზოვეებმა იმ ბიჭუნას გაყინული ცხედარი იპოვნეს, რომელმაც ღამით შეშასთან მიირბინა. მოიძიეს მისი დედა, თუმცა ის ვაჟზე ადრე გარდაცვლილიყო; ისინი ზეცაში, უფალთან შეხვდნენ ერთმანეთს. და მაინც, რატომ გამოვიგონე ამგვარი ამბავი, რომელიც სულაც არ ჰგავს ჭკვიანურად დაწერილ, ჩვეულებრივ, თანაც მწერლის დღიურს? მე ხომ სინამდვილის ამსახველ მოთხრობებს გპირდებოდით! სწორედ რომ ასეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო, _ ის, რაც სარდაფსა და დაჩეხილ შეშასთან მოხდა, ხოლო ქრისტეს ნაძვის ხესთან დაკავშირებით არც კი ვიცი რა გითხრათ, შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? მაგრამ რომანისტიც ხომ იმისთვის ვარ, რომ გამოვიგონო.. https://www.facebook.com/groups/ELLIB/
  • 10. 6/23/13 დოსტოევსკი თეოდორ - ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე lib.ge/book.php?author=96&book=419 10/10