4. მან 2 წელი გაატარა
კატორჟნის
პოლიტპატიმრთა
ციხეში, რომელიც
გამოირჩეოდა
საშინელი პირობებით,
სამაგიეროდ, მან იქ
გაიცნო ცნობილი
ფუნქციონერი
კომუნისტური
პარტიის წევრები.
5. რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე
ჩაუშესკუ, რომელიც თავის ქვეყანას
1965 წლიდან 1989 წლამდე
მართავდა, თავისი მმართველობის
სტილით კალიგულას ჰგავდა.
ყოფილ მეწაღე ჩაუშესკუს და მის
მეუღლე ელენას ცეზარების
ცხოვრების სტილი ხიბლავდათ.
ისინი იშენებდნენ მდიდრულ
სასახლეებს, რომლებშიც
უნიტაზები უიშვიათესი
მარმარილოსაგან იყო
დამზადებული.
სააბაზანოებში დაყენებული
ონკანები სუფთა
ოქროსგან იყო ჩამოსხმული. ასევე
ოქროსი იყო თეფშები, საიდანაც
ისინი მიირთმევდნენ.
6. ეს სწორედ იმ
პერიოდში ხდებოდა, როდესაც
ქვეყანაში, რომელსაც წარსულში
"ევროპის პურის ბუღელს"
უწოდებდნენ, წელიწადში 15
ათასი ადამიანი
შიმშილით კვდებოდა.
ხოლო მას,
ვინც გაბედავდა და ხმას
აღიმაღლებდა არსებული
რეჟიმის წინააღმდეგ,
ქვეყნის ხელისუფლების
ერთგული
ძალოვანი სტრუქტურების
რისხვა არ ასცდებოდა.
7. ნიკოლაე რუმინელებს რომაელების
პირდაპირ მემკვიდრეებად თვლიდა,ხოლო
რუმინულს ლათინურ ენასთან ყველაზე
მიახლოებულად მიიჩნევდა.
მისი მეუღლე, ელენა, ოფიციალურად
ითვლებოდა ქვეყნის მეორე პირად. იგი
პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე
იყო (პრემიერმინისტრი კი თავად ჩაუშესკუ
იყო).
მათი შვილი ნიკუ,გამოუსწორებელი ლოთი
და ყველანაირად ამორალური ადამიანი, ქალაქ
სიბიუს მმართველად იყო დანიშნული.
მ ამასთანავე, ჩაუშესკუმ გარშემო შემოიკრიბა
ყველა თავისი ნათესავი და მათ
მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩამოურიგა.
8. სტალინის მსგავსად, ჩაუშესკუ
ძალიან ეჭვიანი იყო. მას
ავადმყოფურად ეშინოდა
ბაქტერიებისა და მიკრობების.
მის პირად მცველს ყოველთვის თან
დაჰქონდა სპირტის ფლაკონი,
რომლითაც ის წარამარა იწმენდდა
ხელებს. ნიკოლაე საჭმელს
შეუმოწმებლად არ მიირთმევდა, მას
ყველგან თან დაჰყვებოდა პირადი
ქიმიკოსი პორტატული
ლაბორატორიით. ტანსაცმელსა და
ფეხსაცმელს ის ყოველდღე
იცვლიდა, რადგან იმ ნელი
მოქმედების
შხამების ეშინოდა, რომლებიც
ადამიანის ორგანიზმში კანიდან
აღწევენ.
9. კალიგულასთან საბოლოო და
სრული მსგავსებისათვის,
რომელმაც თავისი ცხენი
სენატის წევრად გამოაცხადა,
რუმინელმა დიქტატორმა
თავის საყვარელ სათამაშოს,
ლაბრადორ კორბუს, მეფური
პირობები შეუქმნა. მას
ემსახურებოდა საკუთარი
ლიმუზინი და მძღოლი,
ჰქონდა მდიდრული
საძინებელი და ჯაკუზიც კი.
რუმინეთის ელჩი კვირაში
ერთხელ დიპლომატიური
ფოსტით ლონდონიდან მის
საკვებს აგზავნიდა.
10. 80–იანი წლების ბოლოს
ჩაუშესკუმ საყვარელ ძაღლს
რუმინეთის არმიის
პოლკოვნიკის წოდება უბოძა.
კორბუს სამსახურებრივი
წინსვლა ვერ მოხერხდა,
რადგან ამას ხელი შეუშალა
1989 წლის 21 დეკემბერს
დაწყებულმა რევოლუციამ,
რომელიც 4 დღე
გრძელებოდა და რომელმაც
სამუდამოდ დაუსვა
წერტილი რუმინელი
კალიგულას დიქტატურას.
11.
12.
13. ვერც პირადი უსაფრთხოების
ზომებმა, ვერც ძალაუფლების
სისტემამ, რომლის მმართველობის
ყველანაირი ბერკეტი "დიდი
ოჯახის" ხელში იყო, ვერც რეპრეს–
იულმა აპარატმა "სეკურიტატემ’’,
რომელსაც თავად ქვეყნის
პირველი პირი მართავდა, ვერ
იხსნა ჩაუშესკუ. გადამწყვეტ
მომენტში, იმისათვის, რომ მსახურ
–
ებს საკუთარი ტყავი გადაერჩინეთ
მათ გასცეს "დიდი ოჯახი”.
ოთხ დღეში დაეცა რეჟიმი,
რომელიც საუკუნის მეოთხედის
განმავლობაში ყალიბდებოდა.
14. მეუღლეებმა შვეულმფრენით სცადეს გაპარვა, როდესაც
გამწარებულ ბრბოს თავზე გადაუფრინა ვერტმფრენმა,
ჩაუშესკუმ შვებით ამოისუნთქა, თუმცა ეს სულის მოთქმა
მალევე ჩაუშხამდა.სპეცრაზმმა ისინი შეიპყრო. ამრიგად,
წყვილმა ვერ შეძლო გაპარვა და შვეიცარიის ბანკებში შენახული
ასობით მილიონის გამოყენება, რომლის დაბრუნებასაც დღემდე
ითხოვს რუმინეთის მთავრობა, მაგრამ უშედეგოდ.
15. 1989 წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს, ბუხარესტის სამხედრო
ბაზაზე, შედგა დიქტატორების სასამართლო პროცესი. ისინი
დამნაშავედ ცნეს გენოციდსა და კორუფციაში, დახვრეტის
განაჩენი გამოუტანეს და იქვე დახვრიტეს . მეუღლეებმა
ითხოვეს, რომ ერთად დაეხვრიტათ, ცეცხლის გახსნამდე
ნიკოლაე ყვიროდა: “გაუმარჯოს სოციალისტურ რუმინეთს! ძირს
მოღალატეები!”
მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “მე ეს არ დამიმსახურებია!..”