SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 12
ქალაქ ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის
მაია სირაძის პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია.
კონფერენციები
1.კონფერენციის დასახელება _მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
„საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.“
კონფერენციაში მონაწილეობის საჭიროება: ვცდილობ გამოვიყენო კომუნიკაციის
სხვადასხვახერხიკოლეგებთან, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულსხვაპირებთან
კეთილგანწყობილიურთიერთობებისთვის, ვითანამშრომლო კოლეგებთან მოსწავლეთა
სწავლის გასაუმჯობესებლად დააღზრდასთან დაკავშირებულისაკითხების გადასაწყვეტად ;
თემა: „ინფორმაციის გაუთვითცნობიერებლად აღქმა უცხოური ენის შესწავლის პროცესში.“
კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია —ქ.თბილისი ,ევროპული სკოლა
კონფერენციის ჩატარების თარიღი —22 თებერვალი 2014 წელი
კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი --- მაია სირაძე
კონფერენციის მიზანი —საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის
ამაღლებისთვის.
კონფერენციის ძირითადი საკითხები --სიახლეების წარმოჩენა,
კვლევა,ანალიზი,გამოცდილების გაზიარება.
რა მომცა ამ კონფერენციამ? —გავეცანი უამრავ სიახლეს,რომელსაც აუცილებლად
გამოვიყენებ პრაქტიკაში.
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? —ტექნოლოგიების გამოყენებით ტესტური დავალებების
მომზადება,თემატური ანიმაციური ხასიათის ფილმებისა და ვიდეო მასალების
ჩვენება,ონლაინ ლექსიკონების და უცხოური ენის შესასწავლი მასალების გამოყენება.
წარმოდგენილი თემის მოკლე მონახაზი -
ცნობილია,რომ საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი
(მნიშვნელოვანია,არა იმდენად ის,თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი,არამედ
ის,თუ რა ისწავლა მოსწავლემ,და არა მარტო ის თუ რა ისწავლა მოსწავლემ,არამედ როგორ
ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება).
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით
მიმდინარეობს: მოსმენა,წერა,ლაპარაკი,კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის პრაქტიკული
გამოყენება (მედიტაცია).თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაში
გვეხმარაბა ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,რადგან მოსწავლე
შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოპოვებას,მართვას,დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს;უვითარდებათ დამოუკიდებელი
აზროვნება,შემოქმედებითი უნარი,ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,თავად
შექმნის ღირებულებებს და საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლაში.
მოგეხსენებათ,ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციის აღქმის
ყველა საშუალებას,ეს შეიძლება იყოს სმენა,მხედველობა,შეხება,ყნოსვა,გემოვნება,საკუთარი
გამოცდილება.იმისთვის რომ წარმატებით შევისწავლოთ უცხოური ენა შესაძლებელია
გამოვიყენოთ არამხოლოდ ტრადიციული მეთოდები,არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები.
სასურველია,მოსწავლეებმა თავისით მოიძიონ მათთვის საინტერესო
ინფორმაცია,გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემული ნაწარმოების სრულ
ვერსიას,მოუსმინონ აუდიო ჩანაწერებს,გააკეთონ პრეზენტაციები (Microsoft Office - Power
Point),გამოუშვან გაზეთი,ბუკლეტი (Microsoft Office - Publisher) თემატური შაბლონების
გამოყენებით,ფილმიცკი გადაიღონ ნასწავლი ნაწარმოების მიხედვით.ეს პროცესი იმდენად
საინტერესოა მათთვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ როგორ ეხვეწებათ მეტყველება,რადგან
სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ ნასწავლს.ანაწილებენ დავალებებს
ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე,ამასთანავე ინარჩუნებენ
გუნდურობას,იკერავენ კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს,და ასე იღებენ ფილმს.ავითარებენ
წერის კულტურას გაზეთების,ბუკლეტების გამოშვებით.იწყებენ აზროვნებას უცხოურ ენაზე
პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობით,ასევე ქმნიან საკუთარ ბლოგს
(http://14skola11klasi.blogspot.com) ,სადაც განათავსებენ მათთვის მნიშვნელოვან
მასალებს,აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს,აფასებენ ერთმანეთს,წერენ ესეებს და
უგზავნიან მასწავლებელს (Skupe), და ასე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
გატაცებულები,ასევე მათთვის შეუმჩნევლად სწავლობენ ენას.
ყოველივეს განვიხილავ ერთი პროექტის მაგალითზე.
ს-VII დონის რუსული ენის სახელმძღვანელოში( ავტორები-მ.ლორდქიფანიძე,ი.
ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი)ისწავლება ნაწყვეტი „ფსკერამდე“,ვლადიმერ ტენდრიაკოვის
ნაწარმოების „ბანკეტის“ მიხედვით.მწერლის შემოქმედების და ნაწარმოების გაცნობის
შემდეგ,ვთხოვე მოსწავლეებს მოეძიებინათ და გაცნობოდნენ ნაწარმოების სრულ ვერსიას
ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.ეს მეთოდი ეხმარება მათ ციფრული წიგნიერების
ამაღლებაში.შევთავაზე ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება.ფილმზე მუშაობის
პროცესი იმდენად საინტერესო დარჩა მათთვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ,როგორ
ეხვეწებოდათ მეტყველება,რადგან სწავლობდნენ როლებს ზეპირად,იაზრებდნენ
წაკითხულს,აწყობდნენ ინტერიერს,არჩევდნენ კოსტიუმებს,ეხმარებოდნენ
ერთმანეთს,ასწავლიდნენ,უსწორებდნენ,რადგან თვლიდნენ,რომ ქმნიდნენ რაღაც
მნიშვნელოვანს,ღირებულს,ხედავდნენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად სხვებიც მომავალში
იხილავდნენ და შეაფასებდნენ.
ყოველივე ეს მათ დაეხმარება ნაწარმოების ვიზუალურად აღქმაში,მონოლოგური და
დიალოგური მეტყველების განვითარებაში.
მოსწავლეებს მოეწონათ ნაწარმოების თემა,რომელიც მათთვისაც აქტუალურია,გაუჩნდათ
კითხვები და მთავარი გმირების მსგავსად ცდილობენ გაარკვიონ რამდენად იცნობენ
საკუთარ თავს და ერთმანეთს.ემთხვევა თუ არა მათი წარმოდგენები.როგორ იმკვიდრებს
ადგილს თავისუფალი ადამიანი საზოგადოებაში,რომელიცემორჩილება
ტრადიციებს,სტერეოტიპებს,რელიგიურ დოგმებს,კომპლექსებს,სად იწყება პიროვნული
თავისუფლება და სად მთავრდება ის,ძალაუფლება- ეს არის მორჩილება თუ მორგება
საკუთარ ეგოზე.მოსწავლეები მოიპოვებენ უამრავ ინფორმაციას არსებულ თემასთან
დაკავშირებით,ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, სკოლაში მოსწავლეებს შორის ატარებენ
გამოკითხვებს,რომლებიც ასახვას ჰპოვებენ დიაგრამებში,უკავშირებენ თემებს სხვადასხვა
საგნებს,მაგალითად ეძებენ სამართლებრივ საფუძვლებს სამოქალააქო
განათლებაში,ისტორიაში,იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, მონაწილეობდნენ ძალადობის
წინააღმდეგ აქციაში,რომელიც მოეწყო ბათუმში და მოითხოვდნენ ძალადობრივად
დაღუპული გოგონას მარი კოჩალიძის მკვლელების დასჯას და ასე,მოპოვებული მასალების
საფუძველზე ამზადებენ პრეზენტაციებს(Microsoft Office - PowerPoint). პრეზენტაციისთვის
ქმნიან ბუკლეტებს(Microsoft Office - Publisher) და უგზავნიან მოწვეულ სტუმრებს.
სიამოვნებით წარმოადგენენ პრეზენტაციებს,რადგან იციან თითოეული პრეზენტაცია
სათანადოდ შეფასდება.
მსგავსი დავალებების შესრულება დაეხმარება მათ მომავლისთვის კრიტიკული
აზროვნების ჩამოყალიბებაში,რეალურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებაში,ისტ-თან
დაკავშირებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში.
პრეზენტაციის შემდეგ ვთავაზობ ესეს თემაზე: „როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მეგობარი
შეცდა?“, ან „როგორ ფიქრობთ,სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას?“ საუკეთესო ესე
გამოქვეყნდება გაზეთში,რომელიც ეძღვნება ამ თემას და რომელიც ასევე ინტერნეტ
ტექნოლოგიების გამოყენებით გამოიცემა(Microsoft Office - Publisher).
მოსწავლეები წერის პროცესში მუდმივად აკვირდებიან ნაწერს,ახდენენ
რედაქტირებას,განსჯიან,რამდენად ახერხებენ სათქმელის გასაგებად და თანმიმდევრულას
გადმოცემას,საჭიროების შემთხვევაში,შეაქვთ ცვლილება,ახდენენ გეგმის თავისებურ
რეორგანიზებას,ამატებენ ან აკლებენ ინფორმაციას,აფასებენ მოვლენებს,ფაქტებს,ქცევებს
საკუთარი პოზიციიდან,უკავშირდებიან და უგზავნიან მასწავლებელს თავიანთ თემებს
(Skype).
არსებულ თემასთან დაკავშირებულ მსჯელობას აგრძელებენ ბლოგზე
http://14skola11klasi.blogspot.com ,რაცაზრებისა და იდეების გაცვლისა და გაზიარების
საუკეთესო საშუალებაა.
ასეთი გაკვეთილების შედეგად შექმნილი
გაზეთი,ბუკლეტი,ბლოგი,ფილმი,პრეზენტაციები,ესსეები,შეგვიძლია წარმოვადგინოთ
საპრეზენტაციო ფორმატში,
და ამით ვაჩვენოთ,რომ ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლის
პროცესს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად
დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და
მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის
მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან
შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის
ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
საკუთარი პრაქტიკა საშუალებას მაძლევს,ვურჩიო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს,რომ
ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლას, ზემოთ
ჩამოთვლილი უნარებისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას
მოსწავლეებში , ასევე 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას:
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
 შემოქმედებითობასა და გამომგონებლობას
 კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას
 კომუნიკაციასა და თანამშრომლობას
საინფორმაციო , მედია და ტექნოლოგიური უნარ ჩვევები
 საინფორმაციო წიგნიერებას
 მედიაწიგნიერებას
 ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების)წიგნიერება
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
 მოქნილობა და ადაპტაცია
 ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
 სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
 პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
 ლიდერობა და პასუხისმგებლობა.
ინფორმაციის გაუთვითცნობიერებლად აღქმა უცხოური ენის შესწავლის
პროცესში
ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის
რუსული ენის მასწავლებელი მაია სირაძე
Умеющий любить
Защитник друзей
Преданный
Смелый
Спроведливый
Чёрствый
Себялюбивый трус
Предатель
Жалкий
Подлец
Кто Я?
Кто мои друзья?
Как представишься незнакомому человеку,что можешь сказать о себе?
 Сомораскрытие
 Взаимодействие
 Схожесть интересов
 Территориальная близость
Sales
საერთო
ინტერესები
14%
გულახდილობა
40%
ტერიტორ.
სიახლოვე
11%
თანადგომა
35%
Опрсили учеников XI
класса №14 школы
Что нужно для дружбы ?
მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაწარმოების სქემები
Свобода или Власть
Ассоциации к слову
«СВОБОДА»
ЛишениеРавенствоБорец
Независимость
Передвижение
Демократия Обретение
КонституцияБратство
Творчество
ИндивидуумОтечество
ИдеалБлагосостояние
Неограниченный
Демократический
Абсолютный
Вырваться Отстаивать
Обретать Дорожить
Предоставить
Ассоциации к слову
«ВЛАСТЬ»
Династия Повиновение
МогуществоТирания Подчинение
Диктатура Полномочие Богатство
Репрессия Захват
ЗаконодательныйВерховный
Абсолютный Уполномоченный
ПравящийДолжностной
ОблечьСвергнуть Злоупотреблять
Упиваться Подчинять
გაზეთი
ბუკლეტი
ძვირფასომეგობრებო!
ყველას ,ვისაცსურვილი გაქვთ
მიიღოთპასუხი კითხვებზე:
იცნობთთუ არა საკუთარ თავს?
შესაძლებელია ადამიანიგაიცნო ბოლომდე?
თავისუფლება ყოველთვის შესაძლებელია?
სად იწყებაპიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება
ის?
რამდენადიზღუდება პიროვნული თავისუფლება
საზოგადოებვის ნორმების დაცვის დროს და არის თუ არა ეს
ძალადობა?
ცხოვრებაშიშენ უნდა ემორჩილებოდე თუ შენ
გემორჩილებოდნენ?ან-ან! თუ შუალედური
დამოკიდებულება შეიძლებაარსებობდეს ?!
შემოგთავაზებთ!
ვლადიმერტენდრიაკოვის
ნაწარმოების“ბანკეტის“ გარჩევას
ინსცენირებას
თვითშეფასების და
ურთიერთშეფასების სქემებს
დისკუსიას
პრობლემებზემსჯელობას და
გადაჭრის გზებს
მსურველებს,გთხოვთ
დაგვესწროთ!!!
ესსე
Ученица X класса
Батумской публичнойшколы№14
БеридзеАнна
Эссе
Как вы думаете правду нужно всегда говорить?
Лично я считаю, чтоправдуне всегда нужноговорить, так как не всегда
правда уместна.Иногда приходиться врать, чтобыне сделать другому больно, ведь
бывает когда правда причиняетболь. Как говорится:«Лучшегорькая правда, чемсладкая
ложь».И я с этим с одной стороны согласна.Ведьи вправду ложьсладкая,а вот правда
чащевсегогорькая,но если это касается близкого человека,маму, подруги,брата, то
нужновсегда им говоритьтолькоправду, о своейошибкеили о своемнеправильном
поступке,и лучшесейчасим будет больно,чем когда они узнают правду самии им будет
вдвойнебольнее.Хотя когдаговоришьправдусложнокого-тоне обидеть. Но так же
известно,что обижаются толькоте, кому это выгодно.Есличеловек самчестенс собой,
его оченьсложнообидеть. У него можновызватьлишьнедоумениесвоимпоступком.Но
и не стоитьпутатьчестностьс откровеннымхамствоми грубостью.Я совершила
однажды ошибку,соврав близкому для меня человекуи до сих пор об этом жалею,что
так поступила,поэтомувсемсоветуюблизкимлюдямне врать, а соседу еще можно
соврать.
Но каждойправде и лжи есть своеместои время.
Вот, что я думаю на счет правды и лжи.
ბლოგის მისამართი
ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ელ.მისამართი-
https://drive.google.com/drive/folders/0B9ftCoh3BM6SQWFaeVhXMnFZU0U
პროექტის ელ.მისამართი:
https://drive.google.com/drive/folders/0B9ftCoh3BM6ScGdhMHBsU1BXWWs
http://siradzemaia.blogspot.com/p/blog-page_1500.html
2. კონფერენციის დასახელება ____ მეორე ეროვნული კონფერენცია -„საუკეთესო
პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი: „ვეფხისტყაოსანი და მისი თარგმანის საკითხები“
კონფერენციაში მონაწილეობის საჭიროება: გამოცდილების მიღება,საკუთარი ცოდნისა და
გამოცდილების გაზიარება
კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია __ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი
კონფერენციის ჩატარების თარიღი — 2014 წელი,დეკემბერი
კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი --- მაია სირაძე
კონფერენციის მიზანი ___ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში
კონფერენციის ძირითადი საკითხები --სიახლეების წარმოჩენა,
კვლევა,ანალიზი,გამოცდილების გაზიარება
რა მომცა ამ კონფერენციამ? —გავეცანი უამრავ სიახლეს,რომელსაც აუცილებლად
გამოვიყენებ პრაქტიკაში.
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? —გაკვეთილების ჩატარების ახალ მეთოდებსა და მიდგომებს .
წარმოდგენილი თემის მოკლე მონახაზი -
2014 წლის 3 თებერვალს ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11
კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ თარგმანები ქართულ, რუსულ და
ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“.გაკვეთილი ჩატარდა
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით,ჩართული იყო კლასის ყველა
მოსწავლე,გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული მასწავლებლები.
ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:თარგმნის თავისებურებანი და
კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა.ფორმისა და იდეის
ერთიანობის ანალიზი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ ქართულ-რუსულ-
ინგლისურ ნიმუშებს შ.რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“მაგალითზე. გაანალიზებენ
თარგმანის თავისებურებებს.
წინარე ცოდნა: XI კლასში რუსული ენის გაკვეთილზე,ს-VII დონის რუსული ენის
სახელმძღვანელოს მიხედვით( ავტორები-მ.ლორთქიფანიძე,ი. ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი )
მოსწავლეებს გავაცანი რუსი პოეტისა და მთარგმნელის ნ. ზაბოლოცკის შემოქმედება,
სიამოვნებით მოვასმენინე აუდიოჩანაწერები,წავიკითხეთ მისი ლექსები,შემდეგ კი ვთხოვე
პწკარედი-თითო სტრიქონის ზუსტი თარგმანი.კარგად გაართვენ თავი დავალებას რადგან
ზუსტად ჩაწვდნენ ლექსის შინაარსს, შეიგრძნენ ის ემოცია,რასაც პოეტი გადმოსცემს.
შევთავაზე ამავე ლექსის კოტე ყუბანეიშვილისეული თარგმანი .ზოგს მოეწონა,ზოგმა
ჩათვალა რომ მთავარი აზრი ზუსტად იყო გადმოცემული,მაგრამ არ იყო შენარჩუნებული
რითმა,ზოგს პირიქით მოეწონა რითმა და არა შინაარსი. საკუთარი თარგმანების შედარების
შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: რატომ არ ემთხვევა ზოგიერთი სიტყვების თარგმანი
კ.ყუბანეიშვილის თარგმანს? რატომ დაიკარგა ზოგ შემთხვევაში ლექსის იდეა,ზოგ
შემთხვევაში ემოციური განწყობა ან კიდევ რითმა?თემამ დააინტერესა მოსწავლეები ამიტომ
საშინაო დავალებად შევთავაზე მათთვის საინტერესო ლექსის თარგმნა რუსულიდან
ქართულ და ქართულიდან რუსულ ენებზე.მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ თავი
დავალებას და საუკეთესო თარგმანები გამოვაქვეყნეთ სასკოლო გაზეთში.
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ამავე კლასის
მოსწავლემ ნიკა ვარშანიძემ ინტერნეტში ჩვეულებრივი „ბოდიალის“ შემდეგ, მისთვის
მოულოდნელად „აღმოაჩინა“ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების ისტორია. ონლაინმიგნება
იმდენად შთამბეჭდავი დარჩა, რომ მასალა თვალსაჩინოებად აქცია, გაკვეთილზე მოგვიტანა,
დაფაზე გაგვიკრა და პროვოკაციული შეკითხვაც დაგვისვა: ვინ ვიცოდით, რომელ ენაზე
შესრულდა „ვეფხისტყაოსნის“პირველი თარგმანი? გადავწყვიტე, ნიკას „აღმოჩენა“ კვლევის
საგნად მექცია. დავუკავშირდი ქართული და ინგლისური ენების მასწავლებლებს და
შევთავაზე, ერთად ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე : „ თარგმანები
ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“
.უშუალოდ ჩვენთვის განკუთვნილი საგაკვეთილო დროისათვის ჩვენ უნდა
დაგვემუშავებინა ლიტმცოდნეობის საკითხები, სახელმძღვანელო ითვალისწინებს
მხატვრული ხერხების შესწავლას.ცნობილია, რომ ამგვარი თემები ერთგვარი აქილევსის
ქუსლია, როგორც მასწავლებლისათვის, ისე-მოსწავლისათვის. რაღაც ისეთი რამ უნდა
მომეფიქრებინა, რაც გაზრდიდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის
რაოდენობას. ჩვენ „ვეფხისტყაოსნის“ სალექსო სტრიქონი უნდა შეგვესწავლა. ზოგადად,
თარგმანის ტექნიკა. დავინტერესდით-რა ნარჩუნდება და რა იკარგება, რას ექცევა უფრო
მეტი ყურადღება თარგმანში-იდეას თუ ფორმას?
შევისწავლეთ ქართული პოეზიის დამახასიათებელი ნიუანსები: რითმა, „ოქროს კვეთა“,
ტერცერა...კვლევა საინტერესო რომ ყოფილიყო მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი
პოვერ პოინტის ფორმატით წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრები.შეჯიბრებითობის
პრინციპი, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, მომგებიანია.
მოსწავლე იხსენებს სალექსო სტრიქონის ზომას , რითმის რაობას,
სახეებს. სტრიქონს ყოფს მუხლებად,მუხლებს-ტერფებად და მუხლებში მარცვალთა
რაოდენობას.
მასალა გასცდა საგაკვეთილო პროცესს. ვესტუმრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის
რუსთველოლოგიის კაბინეტს.პატივცემულმა პროფესორმა უცხოენების კათედრაზე
გვესაუბრენ თარგმნის სირთულეების შესახებ,ხოლო ქართულების კათედრაზე უფრო
დაწვრილებით აგვიხსნენ „ვეფხისტყაოსნის“ სალექსო სტრიქონი და მისი თარგმანის
თავისებურებანი.
მოსწავლეებმა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით მოიძიენ და გაიგეს,რომ რუსულ
ენაზე არსებობს პოემის ხუთი სრული და ათზე მეტი ნაწილობრივი თარგმანი. სრული
თარგმანების ავტორებია-კ.ბალმონტი,პ.პეტრენკო, ნ.ზაბოლოცკი,ტ.ცაგარელი, შ.ნუცუბიძე.
გადაწყვიტეს შეედარებინათ ბალმონტის თარგმანი,რადგან სწორედ ის არის რუსულ ენაზე
პოემის პირველი თარგმანის ავტორი და ზაბოლოცკის თარგმანი რადგან ,ამ პოეტის ლექსებს
გაეცნენ პროგრამული მასალის მიხედვით და მოეწონათ მისი შემოქმედება.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
უცხოური ენა
მიმართულება მოსმენა
უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის
შინაარსის გასააზრებლად.
მიმართულება კითხვა
უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული
ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და ი ყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად
შესწავლის მიზნით.
მიმართულება წერა
უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და
იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
მიმართულება ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია)
აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
მიმართულება კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია)
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
ქართული ენა
• ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო
დისკუსიებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
• მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
• საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად
საკითხებზე მსჯელობას;
• ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და
შესაბამისად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
• ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით
კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას,ჟესტიკულაციას) და
შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის
გასაღვივებლად;
• ქართ. XI. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია
ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს,
დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი
აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“,„აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
მისაღწევი შედეგები:
თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების
დადგენა.ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი.
აქტივობა:
პრეზენტაცია ქართულ ენაზე;
პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე;
პრეზენტაცია რუსულ ენაზე :“თარგმანები ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებში
შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“მაგალითზე“.
პრეზენტაციები კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office PowerPoint-ის გამოყენებით.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ;
A ფაზა-15 წთ.
საორგანიზაციო მომენტი.
მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.
აქტივობა 1. (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
PowerPointi-ისა და Movie maker-ის პროგრამით მოსწავლეების მიერ დამზადებული
თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ “ვეფხისტყაოსნის” სალექსო
სტრიქონის თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და დაბალი შაირით შექმნილ
სტრიქონებს;ითვლიან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას, გამოყოფენ რითმებს,
მსჯელობენ “ოქროს კვეთის”შესახებ; აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას.
ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე “ ვეფხისტყაოსნის” თარგმანების
ჩამონათვალის თვალსაჩინოებას.
B ფ აზა - 20 წთ. (რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლები)
აქტივობა 2.
მოსწავლეები, რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით,
რუსულ და ინგლისურ ენებზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის პწკარედებს;
ადარებენ ორიგინალურსა და თარგმანს; პოულობენ განსხვავებებს პოემის ფორმისა და
იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის
თავისებურებებსა და სიძნელეებს;ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ
ერთსა და იმავე ენაზე შესრულებულ თარგმანებს;ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო
განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს.
C ფაზა - 10 წთ.
ქართულის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად,აჯამებს გაკვეთილის პროცესს
და გამოაქვს დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს, ზოგადად,თარგმანს და,
კონკრეტულად, კლასიკოსთა თარგმანებს. რა დიდი მუშაობა უწევთ მთარგმნელებს
ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის.
რესურსები: გაკვეთილისთვის დავამზადეთ მოსაწვევი ღია ბარათი ვორდის დოკუმენტის
საშუალებით და ელფოსტით დავუგზავნეთ დაინტერესებულ პირებს.
პრეზენტაციები ქართულ,რუსულ,ინგლისურ ენებზე კომპიუტერული პროგრამის
POWER POINTIS გამოყენებით.
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩანაწერი:
https://drive.google.com/folderview?id=0B9ftCoh3BM6ScmxsQ3IzTi1OUXM&usp=sharing
გამოყენებული ლიტერატურა:
ეროვნული სასწავლო გეგმა
რუსული ენა ს-VII (ავტორები:ლორთქიფანიძე მ., ჩხეიძეი., ჩიმაკაძე თ.,)
ინტერნეტი
შეფასების რუბრიკა :
კომუნიკაციის კრიტერიუმები
ა
1-3
ბ
4-7
გ
8-
10
1.საუბრობს მოცემულ თემატიკაზე,თანმიმდევრულად
გადმოსცემს ნააზრევს.
2.სწორად აკავშირებს და ზუსტად გადმოსცემს ინფორმაციას
3.იყენებს ანალიზის ელემენტებს.
4.სარგებლობს კომპიუტერული ტექნოლოგიებით
5.იცავს დროის ლიმიტს
ენობრივი კრიტერიუმები
1.სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას
2.სწორად იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს
3.წარმოთქმა და ინტონაცია საკმარისად ზუსტია და ხელს არ
უშლის აზრის გადმოცემას
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
ა___ არ პასუხობს მოთხოვნებს
ბ___ პასუხობს ნაწილობრივ
გ___ზუსტად პასუხობს მოთხოვნებს
მოსწავლეები სიამოვნებით წარმოადგენენ საპრეზენტაციო ნაშრომებს ,რადგან
დარწმუნებულნი არიან მათი ნამუშევრები სათანადოდ შეფასდება.
ინტეგრირებული გაკვეთილების შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად
დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და
მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის
მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან
შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის
ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
ინტეგრირებული გაკვეთილი
«ვეფხისტყაოსანი» და მისი თარგმანის საკითხები
ქ.ბათუმის № 14 საჯარო
სკოლის რუსული ენის
მასწავლებელი მაია სირაძე
siradzemaia1901@gmail.com
2014 წ.
ინტეგრირებული გაკვეთილის
მნიშვნელობა /აქტუალობა
გაკვეთილის მიზანი
თარგმნის
თავისებურებანი და
კლასიკოსთა ნაწარმოებების
თარგმნის სიძნელეების
დადგენა.
ფორმისა და იდეის
ერთიანობის ანალიზი
მოსწავლეები გაეცნობიან
და შეადარებენ ქართულ -
რუსულ -ინგლისურ
ნიმუშებს შ.რუსთაველის
პოემის“ვეფხისტყაოსნის”მა
გალითზე
გაანალიზებენ თარგმანის
თავისებურებებს
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი
შედეგები და ინდიკატორები
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო
დისკუსიებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-
დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების
დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ
ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან
გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
მიმართულება მოსმენა
უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის
შინაარსის გასააზრებლად.
მიმართულება კითხვა
უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები
(მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის
მიზნით.
მიმართულება წერა
უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და
იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
მიმართულება ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია)
აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
მიმართულება კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია)
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
A ფაზა -აქტივობა 1.
(ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი)
o Power Pointi-ისა და Movie maker-ის
პროგრამით მოსწავლეების მიერ
დამზადებული თვალსაჩინოების
გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ
“ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის
თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და
დაბალი შაირით შექმნილ სტრიქონებს;
ითვლიან სტრიქონში მარცვალთა
რაოდენობას, გამოყოფენ რითმებს,
მსჯელობენ “ოქროს კვეთის” შესახებ;
აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას.
B ფ აზა - 20 წთ. (რუსულისა და
ინგლისურის მასწავლებლები)
აქტივობა 2.
· მოსწავლეები, რუსულისა და
ინგლისურის მასწავლებლების
ხელმძღვანელობით, რუსულ და
ინგლისურ ენებზე კითხულობენ
“ვეფხისტყაოსნის” თარგმანის
პწკარედებს; ადარებენ ორიგინალურსა
და თარგმანს; პოულობენ
განსხვავებებს პოემის ფორმისა და
იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ
სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის
თავისებურებებსა და სიძნელეებს;
ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა
მთარგმნელთა მიერ ერთსა და იმავე
ენაზე შესრულებულ თარგმანებს;
ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო
განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ
ისტ-ის ტექნოლოგიებს.
C ფაზა - 10 წთ.
· ქართულის მასწავლებელი,
მოსწავლეებთან ერთად, აჯამებს
გაკვეთილის პროცესს და გამოაქვს
დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს,
ზოგადად, თარგმანს და,
კონკრეტულად, კლასიკოსთა
თარგმანებს. რა დიდი მუშაობა უწევთ
მთარგმნელებს ფორმისა და იდეის
შენარჩუნებისათვის.
მოსწავლეთა შეფასება.
საშინაო დავალებს მიცემა.
გაკვეთილის მიმდინარეობა
საკონფერენციო თემების მომზადება ითხოვს მეტპასუხისმგებლობას,მხდის მეტად
მოტივირებულს,ახლის ძიებით გატაცებულს .
გამოცდილების გაზიარება და საკუთარი თემების წარდგენა კოლეგებისთვის,მათი
შეფასებები,რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია პროფესიული განვითარებისთვის და
სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების
გაზიარება,სიახლეების დანერგვა ,რათა საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად საინტერესო
და ეფექტური.

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის
პროფესიული  განვითარების  სქემაში  ჩართული  მასწავლებლისპროფესიული  განვითარების  სქემაში  ჩართული  მასწავლებლის
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის
Maia Siradze
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
Maia Siradze
 
ტრენინგები
ტრენინგებიტრენინგები
ტრენინგები
Maia Siradze
 
რუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებით
რუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებითრუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებით
რუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებით
Maia Siradze
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
Maia Siradze
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
Maia Siradze
 
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
Maia Siradze
 
სასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიში
სასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიშისასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიში
სასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიში
Maia Siradze
 

Mais procurados (9)

პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის
პროფესიული  განვითარების  სქემაში  ჩართული  მასწავლებლისპროფესიული  განვითარების  სქემაში  ჩართული  მასწავლებლის
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
 
ტრენინგები
ტრენინგებიტრენინგები
ტრენინგები
 
რუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებით
რუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებითრუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებით
რუსული ენის შესწავლა თამაშების მეთოდის გამოყენებით
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
 
ქსელური პროექტი
ქსელური პროექტიქსელური პროექტი
ქსელური პროექტი
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
 
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
 
სასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიში
სასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიშისასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიში
სასწავლო მეთოდური კონფერენციის ანგარიში
 

Semelhante a კონფერენციები

პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსიაპროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
Maia Siradze
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
ritadateshidze
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
Maia Siradze
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
mziaegiashvili
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
mziaegiashvili
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
mziaegiashvili
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
mziaegiashvili
 
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axaliპროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
Liana Alavidze
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
nino abuladze
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
maisurademedea
 
Ii დონის ტრენინგი
Ii დონის ტრენინგიIi დონის ტრენინგი
Ii დონის ტრენინგი
Maia Siradze
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
lomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
lomadze70
 

Semelhante a კონფერენციები (20)

პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსიაპროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსია
 
Sakonkurso proeqti
Sakonkurso proeqtiSakonkurso proeqti
Sakonkurso proeqti
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
 
პროექტის "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია
პროექტის  "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია პროექტის  "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია
პროექტის "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია
 
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axaliპროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
 
Unit plan template
Unit plan templateUnit plan template
Unit plan template
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
Unit plan template
Unit plan templateUnit plan template
Unit plan template
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 
Ii დონის ტრენინგი
Ii დონის ტრენინგიIi დონის ტრენინგი
Ii დონის ტრენინგი
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 

Mais de Maia Siradze

Saganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegmaSaganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegma
Maia Siradze
 
რესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსიარესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსია
Maia Siradze
 
открытый урок
открытый урокоткрытый урок
открытый урок
Maia Siradze
 
Microsoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expertMicrosoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expert
Maia Siradze
 
Certified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educatorCertified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educator
Maia Siradze
 
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
Maia Siradze
 
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაუცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
Maia Siradze
 
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიშიბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
Maia Siradze
 
ზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაციაზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაცია
Maia Siradze
 
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიშიV 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
Maia Siradze
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
Maia Siradze
 
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დმოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
Maia Siradze
 
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
Maia Siradze
 
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაგაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
Maia Siradze
 
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Maia Siradze
 
открытый урок 2
открытый урок 2открытый урок 2
открытый урок 2
Maia Siradze
 
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семьяსამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
Maia Siradze
 
მოხსენება
მოხსენებამოხსენება
მოხსენება
Maia Siradze
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
Maia Siradze
 

Mais de Maia Siradze (20)

Saganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegmaSaganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegma
 
Proeqtis refleqsia
Proeqtis refleqsiaProeqtis refleqsia
Proeqtis refleqsia
 
რესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსიარესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსია
 
открытый урок
открытый урокоткрытый урок
открытый урок
 
Microsoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expertMicrosoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expert
 
Certified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educatorCertified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educator
 
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
 
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაუცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
 
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიშიბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
 
ზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაციაზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაცია
 
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიშიV 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
 
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დმოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
 
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
 
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაგაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
 
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
 
открытый урок 2
открытый урок 2открытый урок 2
открытый урок 2
 
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семьяსამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
 
მოხსენება
მოხსენებამოხსენება
მოხსენება
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
 

კონფერენციები

  • 1. ქალაქ ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია. კონფერენციები 1.კონფერენციის დასახელება _მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.“ კონფერენციაში მონაწილეობის საჭიროება: ვცდილობ გამოვიყენო კომუნიკაციის სხვადასხვახერხიკოლეგებთან, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულსხვაპირებთან კეთილგანწყობილიურთიერთობებისთვის, ვითანამშრომლო კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად დააღზრდასთან დაკავშირებულისაკითხების გადასაწყვეტად ; თემა: „ინფორმაციის გაუთვითცნობიერებლად აღქმა უცხოური ენის შესწავლის პროცესში.“ კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია —ქ.თბილისი ,ევროპული სკოლა კონფერენციის ჩატარების თარიღი —22 თებერვალი 2014 წელი კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი --- მაია სირაძე კონფერენციის მიზანი —საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის. კონფერენციის ძირითადი საკითხები --სიახლეების წარმოჩენა, კვლევა,ანალიზი,გამოცდილების გაზიარება. რა მომცა ამ კონფერენციამ? —გავეცანი უამრავ სიახლეს,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? —ტექნოლოგიების გამოყენებით ტესტური დავალებების მომზადება,თემატური ანიმაციური ხასიათის ფილმებისა და ვიდეო მასალების ჩვენება,ონლაინ ლექსიკონების და უცხოური ენის შესასწავლი მასალების გამოყენება. წარმოდგენილი თემის მოკლე მონახაზი - ცნობილია,რომ საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი (მნიშვნელოვანია,არა იმდენად ის,თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი,არამედ ის,თუ რა ისწავლა მოსწავლემ,და არა მარტო ის თუ რა ისწავლა მოსწავლემ,არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება).
  • 2. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით მიმდინარეობს: მოსმენა,წერა,ლაპარაკი,კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია).თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაში გვეხმარაბა ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,რადგან მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,მართვას,დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს;უვითარდებათ დამოუკიდებელი აზროვნება,შემოქმედებითი უნარი,ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,თავად შექმნის ღირებულებებს და საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლაში. მოგეხსენებათ,ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციის აღქმის ყველა საშუალებას,ეს შეიძლება იყოს სმენა,მხედველობა,შეხება,ყნოსვა,გემოვნება,საკუთარი გამოცდილება.იმისთვის რომ წარმატებით შევისწავლოთ უცხოური ენა შესაძლებელია გამოვიყენოთ არამხოლოდ ტრადიციული მეთოდები,არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები. სასურველია,მოსწავლეებმა თავისით მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია,გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემული ნაწარმოების სრულ ვერსიას,მოუსმინონ აუდიო ჩანაწერებს,გააკეთონ პრეზენტაციები (Microsoft Office - Power Point),გამოუშვან გაზეთი,ბუკლეტი (Microsoft Office - Publisher) თემატური შაბლონების გამოყენებით,ფილმიცკი გადაიღონ ნასწავლი ნაწარმოების მიხედვით.ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათთვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ როგორ ეხვეწებათ მეტყველება,რადგან სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ ნასწავლს.ანაწილებენ დავალებებს ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე,ამასთანავე ინარჩუნებენ გუნდურობას,იკერავენ კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს,და ასე იღებენ ფილმს.ავითარებენ წერის კულტურას გაზეთების,ბუკლეტების გამოშვებით.იწყებენ აზროვნებას უცხოურ ენაზე პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობით,ასევე ქმნიან საკუთარ ბლოგს (http://14skola11klasi.blogspot.com) ,სადაც განათავსებენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს,აფასებენ ერთმანეთს,წერენ ესეებს და უგზავნიან მასწავლებელს (Skupe), და ასე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გატაცებულები,ასევე მათთვის შეუმჩნევლად სწავლობენ ენას. ყოველივეს განვიხილავ ერთი პროექტის მაგალითზე. ს-VII დონის რუსული ენის სახელმძღვანელოში( ავტორები-მ.ლორდქიფანიძე,ი. ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი)ისწავლება ნაწყვეტი „ფსკერამდე“,ვლადიმერ ტენდრიაკოვის ნაწარმოების „ბანკეტის“ მიხედვით.მწერლის შემოქმედების და ნაწარმოების გაცნობის შემდეგ,ვთხოვე მოსწავლეებს მოეძიებინათ და გაცნობოდნენ ნაწარმოების სრულ ვერსიას ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.ეს მეთოდი ეხმარება მათ ციფრული წიგნიერების ამაღლებაში.შევთავაზე ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება.ფილმზე მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო დარჩა მათთვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ,როგორ ეხვეწებოდათ მეტყველება,რადგან სწავლობდნენ როლებს ზეპირად,იაზრებდნენ წაკითხულს,აწყობდნენ ინტერიერს,არჩევდნენ კოსტიუმებს,ეხმარებოდნენ ერთმანეთს,ასწავლიდნენ,უსწორებდნენ,რადგან თვლიდნენ,რომ ქმნიდნენ რაღაც მნიშვნელოვანს,ღირებულს,ხედავდნენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად სხვებიც მომავალში იხილავდნენ და შეაფასებდნენ. ყოველივე ეს მათ დაეხმარება ნაწარმოების ვიზუალურად აღქმაში,მონოლოგური და დიალოგური მეტყველების განვითარებაში. მოსწავლეებს მოეწონათ ნაწარმოების თემა,რომელიც მათთვისაც აქტუალურია,გაუჩნდათ კითხვები და მთავარი გმირების მსგავსად ცდილობენ გაარკვიონ რამდენად იცნობენ საკუთარ თავს და ერთმანეთს.ემთხვევა თუ არა მათი წარმოდგენები.როგორ იმკვიდრებს ადგილს თავისუფალი ადამიანი საზოგადოებაში,რომელიცემორჩილება ტრადიციებს,სტერეოტიპებს,რელიგიურ დოგმებს,კომპლექსებს,სად იწყება პიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის,ძალაუფლება- ეს არის მორჩილება თუ მორგება საკუთარ ეგოზე.მოსწავლეები მოიპოვებენ უამრავ ინფორმაციას არსებულ თემასთან
  • 3. დაკავშირებით,ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, სკოლაში მოსწავლეებს შორის ატარებენ გამოკითხვებს,რომლებიც ასახვას ჰპოვებენ დიაგრამებში,უკავშირებენ თემებს სხვადასხვა საგნებს,მაგალითად ეძებენ სამართლებრივ საფუძვლებს სამოქალააქო განათლებაში,ისტორიაში,იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, მონაწილეობდნენ ძალადობის წინააღმდეგ აქციაში,რომელიც მოეწყო ბათუმში და მოითხოვდნენ ძალადობრივად დაღუპული გოგონას მარი კოჩალიძის მკვლელების დასჯას და ასე,მოპოვებული მასალების საფუძველზე ამზადებენ პრეზენტაციებს(Microsoft Office - PowerPoint). პრეზენტაციისთვის ქმნიან ბუკლეტებს(Microsoft Office - Publisher) და უგზავნიან მოწვეულ სტუმრებს. სიამოვნებით წარმოადგენენ პრეზენტაციებს,რადგან იციან თითოეული პრეზენტაცია სათანადოდ შეფასდება. მსგავსი დავალებების შესრულება დაეხმარება მათ მომავლისთვის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში,რეალურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებაში,ისტ-თან დაკავშირებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში. პრეზენტაციის შემდეგ ვთავაზობ ესეს თემაზე: „როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მეგობარი შეცდა?“, ან „როგორ ფიქრობთ,სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას?“ საუკეთესო ესე გამოქვეყნდება გაზეთში,რომელიც ეძღვნება ამ თემას და რომელიც ასევე ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით გამოიცემა(Microsoft Office - Publisher). მოსწავლეები წერის პროცესში მუდმივად აკვირდებიან ნაწერს,ახდენენ რედაქტირებას,განსჯიან,რამდენად ახერხებენ სათქმელის გასაგებად და თანმიმდევრულას გადმოცემას,საჭიროების შემთხვევაში,შეაქვთ ცვლილება,ახდენენ გეგმის თავისებურ რეორგანიზებას,ამატებენ ან აკლებენ ინფორმაციას,აფასებენ მოვლენებს,ფაქტებს,ქცევებს საკუთარი პოზიციიდან,უკავშირდებიან და უგზავნიან მასწავლებელს თავიანთ თემებს (Skype). არსებულ თემასთან დაკავშირებულ მსჯელობას აგრძელებენ ბლოგზე http://14skola11klasi.blogspot.com ,რაცაზრებისა და იდეების გაცვლისა და გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი გაკვეთილების შედეგად შექმნილი გაზეთი,ბუკლეტი,ბლოგი,ფილმი,პრეზენტაციები,ესსეები,შეგვიძლია წარმოვადგინოთ საპრეზენტაციო ფორმატში, და ამით ვაჩვენოთ,რომ ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლის პროცესს. საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები. საკუთარი პრაქტიკა საშუალებას მაძლევს,ვურჩიო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს,რომ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლას, ზემოთ ჩამოთვლილი უნარებისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში , ასევე 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას: სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები  შემოქმედებითობასა და გამომგონებლობას  კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას  კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საინფორმაციო , მედია და ტექნოლოგიური უნარ ჩვევები  საინფორმაციო წიგნიერებას  მედიაწიგნიერებას  ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების)წიგნიერება
  • 4. სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები  მოქნილობა და ადაპტაცია  ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა  სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები  პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება  ლიდერობა და პასუხისმგებლობა. ინფორმაციის გაუთვითცნობიერებლად აღქმა უცხოური ენის შესწავლის პროცესში ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი მაია სირაძე Умеющий любить Защитник друзей Преданный Смелый Спроведливый Чёрствый Себялюбивый трус Предатель Жалкий Подлец Кто Я? Кто мои друзья? Как представишься незнакомому человеку,что можешь сказать о себе?  Сомораскрытие  Взаимодействие  Схожесть интересов  Территориальная близость Sales საერთო ინტერესები 14% გულახდილობა 40% ტერიტორ. სიახლოვე 11% თანადგომა 35% Опрсили учеников XI класса №14 школы Что нужно для дружбы ? მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაწარმოების სქემები Свобода или Власть Ассоциации к слову «СВОБОДА» ЛишениеРавенствоБорец Независимость Передвижение Демократия Обретение КонституцияБратство Творчество ИндивидуумОтечество ИдеалБлагосостояние Неограниченный Демократический Абсолютный Вырваться Отстаивать Обретать Дорожить Предоставить Ассоциации к слову «ВЛАСТЬ» Династия Повиновение МогуществоТирания Подчинение Диктатура Полномочие Богатство Репрессия Захват ЗаконодательныйВерховный Абсолютный Уполномоченный ПравящийДолжностной ОблечьСвергнуть Злоупотреблять Упиваться Подчинять გაზეთი ბუკლეტი ძვირფასომეგობრებო! ყველას ,ვისაცსურვილი გაქვთ მიიღოთპასუხი კითხვებზე: იცნობთთუ არა საკუთარ თავს? შესაძლებელია ადამიანიგაიცნო ბოლომდე? თავისუფლება ყოველთვის შესაძლებელია? სად იწყებაპიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის? რამდენადიზღუდება პიროვნული თავისუფლება საზოგადოებვის ნორმების დაცვის დროს და არის თუ არა ეს ძალადობა? ცხოვრებაშიშენ უნდა ემორჩილებოდე თუ შენ გემორჩილებოდნენ?ან-ან! თუ შუალედური დამოკიდებულება შეიძლებაარსებობდეს ?! შემოგთავაზებთ! ვლადიმერტენდრიაკოვის ნაწარმოების“ბანკეტის“ გარჩევას ინსცენირებას თვითშეფასების და ურთიერთშეფასების სქემებს დისკუსიას პრობლემებზემსჯელობას და გადაჭრის გზებს მსურველებს,გთხოვთ დაგვესწროთ!!!
  • 5. ესსე Ученица X класса Батумской публичнойшколы№14 БеридзеАнна Эссе Как вы думаете правду нужно всегда говорить? Лично я считаю, чтоправдуне всегда нужноговорить, так как не всегда правда уместна.Иногда приходиться врать, чтобыне сделать другому больно, ведь бывает когда правда причиняетболь. Как говорится:«Лучшегорькая правда, чемсладкая ложь».И я с этим с одной стороны согласна.Ведьи вправду ложьсладкая,а вот правда чащевсегогорькая,но если это касается близкого человека,маму, подруги,брата, то нужновсегда им говоритьтолькоправду, о своейошибкеили о своемнеправильном поступке,и лучшесейчасим будет больно,чем когда они узнают правду самии им будет вдвойнебольнее.Хотя когдаговоришьправдусложнокого-тоне обидеть. Но так же известно,что обижаются толькоте, кому это выгодно.Есличеловек самчестенс собой, его оченьсложнообидеть. У него можновызватьлишьнедоумениесвоимпоступком.Но и не стоитьпутатьчестностьс откровеннымхамствоми грубостью.Я совершила однажды ошибку,соврав близкому для меня человекуи до сих пор об этом жалею,что так поступила,поэтомувсемсоветуюблизкимлюдямне врать, а соседу еще можно соврать. Но каждойправде и лжи есть своеместои время. Вот, что я думаю на счет правды и лжи. ბლოგის მისამართი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ელ.მისამართი- https://drive.google.com/drive/folders/0B9ftCoh3BM6SQWFaeVhXMnFZU0U პროექტის ელ.მისამართი: https://drive.google.com/drive/folders/0B9ftCoh3BM6ScGdhMHBsU1BXWWs http://siradzemaia.blogspot.com/p/blog-page_1500.html 2. კონფერენციის დასახელება ____ მეორე ეროვნული კონფერენცია -„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი: „ვეფხისტყაოსანი და მისი თარგმანის საკითხები“ კონფერენციაში მონაწილეობის საჭიროება: გამოცდილების მიღება,საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია __ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონფერენციის ჩატარების თარიღი — 2014 წელი,დეკემბერი კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი --- მაია სირაძე კონფერენციის მიზანი ___ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში
  • 6. კონფერენციის ძირითადი საკითხები --სიახლეების წარმოჩენა, კვლევა,ანალიზი,გამოცდილების გაზიარება რა მომცა ამ კონფერენციამ? —გავეცანი უამრავ სიახლეს,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? —გაკვეთილების ჩატარების ახალ მეთოდებსა და მიდგომებს . წარმოდგენილი თემის მოკლე მონახაზი - 2014 წლის 3 თებერვალს ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ თარგმანები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“.გაკვეთილი ჩატარდა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით,ჩართული იყო კლასის ყველა მოსწავლე,გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული მასწავლებლები. ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა.ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ ქართულ-რუსულ- ინგლისურ ნიმუშებს შ.რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“მაგალითზე. გაანალიზებენ თარგმანის თავისებურებებს. წინარე ცოდნა: XI კლასში რუსული ენის გაკვეთილზე,ს-VII დონის რუსული ენის სახელმძღვანელოს მიხედვით( ავტორები-მ.ლორთქიფანიძე,ი. ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი ) მოსწავლეებს გავაცანი რუსი პოეტისა და მთარგმნელის ნ. ზაბოლოცკის შემოქმედება, სიამოვნებით მოვასმენინე აუდიოჩანაწერები,წავიკითხეთ მისი ლექსები,შემდეგ კი ვთხოვე პწკარედი-თითო სტრიქონის ზუსტი თარგმანი.კარგად გაართვენ თავი დავალებას რადგან ზუსტად ჩაწვდნენ ლექსის შინაარსს, შეიგრძნენ ის ემოცია,რასაც პოეტი გადმოსცემს. შევთავაზე ამავე ლექსის კოტე ყუბანეიშვილისეული თარგმანი .ზოგს მოეწონა,ზოგმა ჩათვალა რომ მთავარი აზრი ზუსტად იყო გადმოცემული,მაგრამ არ იყო შენარჩუნებული რითმა,ზოგს პირიქით მოეწონა რითმა და არა შინაარსი. საკუთარი თარგმანების შედარების შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: რატომ არ ემთხვევა ზოგიერთი სიტყვების თარგმანი კ.ყუბანეიშვილის თარგმანს? რატომ დაიკარგა ზოგ შემთხვევაში ლექსის იდეა,ზოგ შემთხვევაში ემოციური განწყობა ან კიდევ რითმა?თემამ დააინტერესა მოსწავლეები ამიტომ საშინაო დავალებად შევთავაზე მათთვის საინტერესო ლექსის თარგმნა რუსულიდან ქართულ და ქართულიდან რუსულ ენებზე.მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ თავი დავალებას და საუკეთესო თარგმანები გამოვაქვეყნეთ სასკოლო გაზეთში. ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ამავე კლასის მოსწავლემ ნიკა ვარშანიძემ ინტერნეტში ჩვეულებრივი „ბოდიალის“ შემდეგ, მისთვის მოულოდნელად „აღმოაჩინა“ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების ისტორია. ონლაინმიგნება
  • 7. იმდენად შთამბეჭდავი დარჩა, რომ მასალა თვალსაჩინოებად აქცია, გაკვეთილზე მოგვიტანა, დაფაზე გაგვიკრა და პროვოკაციული შეკითხვაც დაგვისვა: ვინ ვიცოდით, რომელ ენაზე შესრულდა „ვეფხისტყაოსნის“პირველი თარგმანი? გადავწყვიტე, ნიკას „აღმოჩენა“ კვლევის საგნად მექცია. დავუკავშირდი ქართული და ინგლისური ენების მასწავლებლებს და შევთავაზე, ერთად ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე : „ თარგმანები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“ .უშუალოდ ჩვენთვის განკუთვნილი საგაკვეთილო დროისათვის ჩვენ უნდა დაგვემუშავებინა ლიტმცოდნეობის საკითხები, სახელმძღვანელო ითვალისწინებს მხატვრული ხერხების შესწავლას.ცნობილია, რომ ამგვარი თემები ერთგვარი აქილევსის ქუსლია, როგორც მასწავლებლისათვის, ისე-მოსწავლისათვის. რაღაც ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც გაზრდიდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობას. ჩვენ „ვეფხისტყაოსნის“ სალექსო სტრიქონი უნდა შეგვესწავლა. ზოგადად, თარგმანის ტექნიკა. დავინტერესდით-რა ნარჩუნდება და რა იკარგება, რას ექცევა უფრო მეტი ყურადღება თარგმანში-იდეას თუ ფორმას? შევისწავლეთ ქართული პოეზიის დამახასიათებელი ნიუანსები: რითმა, „ოქროს კვეთა“, ტერცერა...კვლევა საინტერესო რომ ყოფილიყო მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი პოვერ პოინტის ფორმატით წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრები.შეჯიბრებითობის პრინციპი, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, მომგებიანია. მოსწავლე იხსენებს სალექსო სტრიქონის ზომას , რითმის რაობას, სახეებს. სტრიქონს ყოფს მუხლებად,მუხლებს-ტერფებად და მუხლებში მარცვალთა რაოდენობას. მასალა გასცდა საგაკვეთილო პროცესს. ვესტუმრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის რუსთველოლოგიის კაბინეტს.პატივცემულმა პროფესორმა უცხოენების კათედრაზე გვესაუბრენ თარგმნის სირთულეების შესახებ,ხოლო ქართულების კათედრაზე უფრო დაწვრილებით აგვიხსნენ „ვეფხისტყაოსნის“ სალექსო სტრიქონი და მისი თარგმანის თავისებურებანი. მოსწავლეებმა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით მოიძიენ და გაიგეს,რომ რუსულ ენაზე არსებობს პოემის ხუთი სრული და ათზე მეტი ნაწილობრივი თარგმანი. სრული თარგმანების ავტორებია-კ.ბალმონტი,პ.პეტრენკო, ნ.ზაბოლოცკი,ტ.ცაგარელი, შ.ნუცუბიძე. გადაწყვიტეს შეედარებინათ ბალმონტის თარგმანი,რადგან სწორედ ის არის რუსულ ენაზე პოემის პირველი თარგმანის ავტორი და ზაბოლოცკის თარგმანი რადგან ,ამ პოეტის ლექსებს გაეცნენ პროგრამული მასალის მიხედვით და მოეწონათ მისი შემოქმედება. შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები: უცხოური ენა მიმართულება მოსმენა უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად. მიმართულება კითხვა უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
  • 8. უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და ი ყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. მიმართულება წერა უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. მიმართულება ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. მიმართულება კულტურათა დიალოგი უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია) უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. ქართული ენა • ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს; • მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; • საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას; • ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
  • 9. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: • ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას,ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად; • ქართ. XI. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“,„აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.). მისაღწევი შედეგები: თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა.ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი. აქტივობა: პრეზენტაცია ქართულ ენაზე; პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე; პრეზენტაცია რუსულ ენაზე :“თარგმანები ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“მაგალითზე“. პრეზენტაციები კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office PowerPoint-ის გამოყენებით. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ; A ფაზა-15 წთ. საორგანიზაციო მომენტი. მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება. აქტივობა 1. (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) PowerPointi-ისა და Movie maker-ის პროგრამით მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და დაბალი შაირით შექმნილ სტრიქონებს;ითვლიან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას, გამოყოფენ რითმებს, მსჯელობენ “ოქროს კვეთის”შესახებ; აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას.
  • 10. ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე “ ვეფხისტყაოსნის” თარგმანების ჩამონათვალის თვალსაჩინოებას. B ფ აზა - 20 წთ. (რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლები) აქტივობა 2. მოსწავლეები, რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის პწკარედებს; ადარებენ ორიგინალურსა და თარგმანს; პოულობენ განსხვავებებს პოემის ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის თავისებურებებსა და სიძნელეებს;ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ ერთსა და იმავე ენაზე შესრულებულ თარგმანებს;ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს. C ფაზა - 10 წთ. ქართულის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად,აჯამებს გაკვეთილის პროცესს და გამოაქვს დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს, ზოგადად,თარგმანს და, კონკრეტულად, კლასიკოსთა თარგმანებს. რა დიდი მუშაობა უწევთ მთარგმნელებს ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის. რესურსები: გაკვეთილისთვის დავამზადეთ მოსაწვევი ღია ბარათი ვორდის დოკუმენტის საშუალებით და ელფოსტით დავუგზავნეთ დაინტერესებულ პირებს. პრეზენტაციები ქართულ,რუსულ,ინგლისურ ენებზე კომპიუტერული პროგრამის POWER POINTIS გამოყენებით. ინტეგრირებული გაკვეთილის ჩანაწერი: https://drive.google.com/folderview?id=0B9ftCoh3BM6ScmxsQ3IzTi1OUXM&usp=sharing გამოყენებული ლიტერატურა: ეროვნული სასწავლო გეგმა რუსული ენა ს-VII (ავტორები:ლორთქიფანიძე მ., ჩხეიძეი., ჩიმაკაძე თ.,) ინტერნეტი შეფასების რუბრიკა : კომუნიკაციის კრიტერიუმები ა 1-3 ბ 4-7 გ 8- 10 1.საუბრობს მოცემულ თემატიკაზე,თანმიმდევრულად გადმოსცემს ნააზრევს. 2.სწორად აკავშირებს და ზუსტად გადმოსცემს ინფორმაციას 3.იყენებს ანალიზის ელემენტებს. 4.სარგებლობს კომპიუტერული ტექნოლოგიებით
  • 11. 5.იცავს დროის ლიმიტს ენობრივი კრიტერიუმები 1.სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას 2.სწორად იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს 3.წარმოთქმა და ინტონაცია საკმარისად ზუსტია და ხელს არ უშლის აზრის გადმოცემას ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10 ა___ არ პასუხობს მოთხოვნებს ბ___ პასუხობს ნაწილობრივ გ___ზუსტად პასუხობს მოთხოვნებს მოსწავლეები სიამოვნებით წარმოადგენენ საპრეზენტაციო ნაშრომებს ,რადგან დარწმუნებულნი არიან მათი ნამუშევრები სათანადოდ შეფასდება. ინტეგრირებული გაკვეთილების შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები. ინტეგრირებული გაკვეთილი «ვეფხისტყაოსანი» და მისი თარგმანის საკითხები ქ.ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი მაია სირაძე siradzemaia1901@gmail.com 2014 წ. ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა გაკვეთილის მიზანი თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა. ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ ქართულ - რუსულ -ინგლისურ ნიმუშებს შ.რუსთაველის პოემის“ვეფხისტყაოსნის”მა გალითზე გაანალიზებენ თარგმანის თავისებურებებს
  • 12. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს; მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას; ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ- დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად; ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.). მიმართულება მოსმენა უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად. მიმართულება კითხვა უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები). უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. მიმართულება წერა უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. მიმართულება ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. მიმართულება კულტურათა დიალოგი უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია) უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. A ფაზა -აქტივობა 1. (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) o Power Pointi-ისა და Movie maker-ის პროგრამით მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და დაბალი შაირით შექმნილ სტრიქონებს; ითვლიან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას, გამოყოფენ რითმებს, მსჯელობენ “ოქროს კვეთის” შესახებ; აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას. B ფ აზა - 20 წთ. (რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლები) აქტივობა 2. · მოსწავლეები, რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის პწკარედებს; ადარებენ ორიგინალურსა და თარგმანს; პოულობენ განსხვავებებს პოემის ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის თავისებურებებსა და სიძნელეებს; ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ ერთსა და იმავე ენაზე შესრულებულ თარგმანებს; ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს. C ფაზა - 10 წთ. · ქართულის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, აჯამებს გაკვეთილის პროცესს და გამოაქვს დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს, ზოგადად, თარგმანს და, კონკრეტულად, კლასიკოსთა თარგმანებს. რა დიდი მუშაობა უწევთ მთარგმნელებს ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის. მოსწავლეთა შეფასება. საშინაო დავალებს მიცემა. გაკვეთილის მიმდინარეობა საკონფერენციო თემების მომზადება ითხოვს მეტპასუხისმგებლობას,მხდის მეტად მოტივირებულს,ახლის ძიებით გატაცებულს . გამოცდილების გაზიარება და საკუთარი თემების წარდგენა კოლეგებისთვის,მათი შეფასებები,რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია პროფესიული განვითარებისთვის და სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება,სიახლეების დანერგვა ,რათა საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად საინტერესო და ეფექტური.