O slideshow foi denunciado.
Utilizamos seu perfil e dados de atividades no LinkedIn para personalizar e exibir anúncios mais relevantes. Altere suas preferências de anúncios quando desejar.
ქალაქ ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის
მაია სირაძის პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია.
დამუშავებ...
 პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი,
აქტუალური;
 პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმი...
კოლეგებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩემ მიერ განხორციელებილი პროექტის შესახებ
საუბარი. ვისაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომ...
Próximos SlideShares
Carregando em…5
×

თემის წარდგენა კათედრაზე

457 visualizações

Publicada em

1

Publicada em: Internet
  • Seja o primeiro a comentar

თემის წარდგენა კათედრაზე

  1. 1. ქალაქ ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია. დამუშავებული თემის წარდგენა კათედრაზე 1. დასახელება: პროექტ -გაკვეთილი. ჩატარების ადგილი და დრო: ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა; უცხოური ენების კათედრა. საჭიროება: ვცდილობ გამოვიყენო კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის, ვითანამშრომლო კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად ; მიზანი: გაეცნონ პროექტ- გაკვეთილს, მისი მომზადების სპეციფიკასა და მნიშვნელობას. გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის.მათი დაინტერესება გაიარონ ეს ტრენინგ კურსი,რათა ჩაერთონ მსგავსი პროექტების განხორციელებაში. რეზიუმე: როგორც პროფესიული ზრდის ე.წ. სქემაში გაწევრიანებული პედაგოგი, გახლდით ინტელის ტრენინგებზე, სადაც გავეცანი პროექტგაკვეთილის ჩატარების ტექნიკას. ჩავთვალე, რომ მასალა ისევე საინტერესო იქნებოდა ჩემი კოლეგებისთვის ,როგორც-ჩემთვის. ამიტომაც გადავწყვიტე, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა ჩემი თანამშრომლებისთვის. პრეზენტაციის დროს ავღნიშნე რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგი იცნობდეს ამგვარი გაკვეთილის ჩატარების ტექნიკას. იგი ავითარებს შემდეგ უნარებს: პრობლემის განსაზღვრა, ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციის კატეგორიზაცია, შემოქმედებითობა, საქმიანობის ორგანიზება, შედეგების ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის გადაჭრა. პროექტის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი:  სასწავლო პროექტების თემის შერჩევაში, დაგეგმვასა და პრობლემის მართვაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა. მოსწავლე არ უნდა იყოს მხოლოდ შემსრულებლის და, მითუმეტეს, ტექნიკური შემსრულებლის როლში;
  2. 2.  პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი, აქტუალური;  პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმიანობისთვის და არა ღირშესანიშნავი/საჩვენებელი დღეეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;  მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება.  საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია პროექტით დასახული მიზნების და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;  საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;  არის თუ არა გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისე, რომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე. პროექტგაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად იმისასთვის, რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას: 1. თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის; 2. კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების დამყარებისთვის, პროექტში საერთო განსჯისა და მუშაობისთვის; 3.ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც მას გამოადგება პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში; 4.პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა მოსამზადებლად; 5.ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის,სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი; 6.პასუხისმგებლობის კომპეტენცია; 7.თვითშეფასების კომპეტენცია, რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების,თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას; 8.პრეზენტაციის კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის პლენუმზე ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად. სასწავლო პროექტები იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად. მცირე პროექტების ხანგრძლივობა ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად მხოლოდ ორი ან სამი კომპონენტისგან შედგება. საშუალო პროექტების ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც შესაძლოა გადანაწილდეს ერთ სემესტრზეც. დიდი პროექტების ხანგრძლივობა შესაძლებელია რამდენიმე წელი გრძელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს რამდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუცია. მოკლედ განვიხილოთ პროექტმეთოდის სქემა.
  3. 3. კოლეგებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩემ მიერ განხორციელებილი პროექტის შესახებ საუბარი. ვისაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომელიც შესაძლებელია შეგვხვდეს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების დროს. კოლეგებმა აღნიშნეს,რომ მათთვისაც საინტერესოა პროექტების განხორციელება და შეეცდებიან, განახორციელონ ინტეგრირებული პროექტები.

×