SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 8
   ქართველ ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად არიან სენსაციას გამოდევნებული,
    რომ ქართულ პრესაში ძნელია ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა, ხოლო ჟურნალისტებსა და მათ
    რესპონდენტებს კაცის შეურაცხყოფა „ჩირად არ უღირთ“...
ეს საყვედურები არ არის სიმართლეს მოკლებული, თუმცა, თავის მხრივ, თავდასაცავი არგუმენტები ჟურნალისტებსაც
საკმაოდ აქვთ:

     ჯერ ერთი, სენსაცია ხშირად არის ჟურნალისტის „პური არსობისა“, რადგან საზოგადოებას სწორედ სენსაცია
     აინტერესებს, ჟურნალისტი კი საბაზრო ეკონომიკის კანონით მოქმედებს - მომხმარებელს იმ საქონელს აწვდის, რაზეც
     არსებობს მოთხოვნილება;


    საზოგადოებას ჭორიც აინტერესებს, თანაც, მოვლენის ოპერატიულად გაშუქების სურვილი ხშირად აძნელებს ფაქტების
     გადამოწმებასა და ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გამიჯვნას;


    სიტყვის თავისუფლება ისეთი აზრების გავრცელებასაც გულისხმობს, რაც ბევრს არ ესიამოვნება და თავს
     შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. ერთი მხრივ, სავსებით ბუნებრივი ჩანს შეურაცხყოფილი ადამიანის აღშფოთება.
იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ,
ჟურნალისტებმა გარკვეული პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან.
მაიამის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, პოლ სტეინლის აზრით,
პროფესიული ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტები ასე
შეიძლება ჩამოყალიბდეს:
   სიზუსტე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე
    ოპერატიულობა;



   სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე
    სენსაცია;



    მოვლენების ყოველმხრივ გაწონასწორებული
    ასახვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ეკრანზე
    ეფექტურად გამოჩენა.
   ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა
    პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რომელთა
    დაცვა არანაკლებ საჭიროა სანდო და კეთილსინდისიერი
    ჟურნალისტიკისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება,
    შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული ეთიკური კრიტერიუმები,
    რომლითაც ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ.
   ხშირად ეთიკის საკუთარი კოდექსები აქვთ ცალკეულ გაზეთებს, ტელე
    და რადიო არხებსა თუ მედია-კორპორაციებს, ხშირად კი ამა თუ იმ
    ქვეყნის ჟურნალისტებინ თანხმდებიან, რომ თავიანთ საქმიანობაში
    ერთიანი ეთიკური პრინციპებით იხელმძღვანელებენ. არსებობს ეთიკის
    საერთაშორისო კოდექსებიც, თუმცა, მხოლოდ კოდექსის
    მიღება, თუნდაც ეს იდეალური დოკუმენტი იყოს, საქმეს ვერ
    უშველის, თუ არ იარსებებს ამ კოდექსის დაცვის მექანიზმი.
   ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი განსაკუთრებულ
    ყურადღებას უთმობს იმ სფეროს, სადაც ყველაზე ხშირად სცოდავენ
    ქართველი ჟურნალისტები. კერძოდ, ისეთი მასალების გამოქვეყნება,
    რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის
    რელიგიურ და ზნეობრივ გრძნობებს, მათ რასობრივ თუ ეთნიკურ
    კუთვნილებას. ფინელი ჟურნალისტების „სამართლიანი ჟურნალისტური
    პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების“ თანახმად, „კანის ფერი,
    ეროვნება, წარმოშობა, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი, სქესი და
    სხვა პირადი მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ეს არ არის
    დაკავშირებული მოცემულ საკითხთან“.

Mais conteúdo relacionado

Destaque

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 

Destaque (20)

AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 

სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტიკის მისია

  • 1.
  • 2. ქართველ ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად არიან სენსაციას გამოდევნებული, რომ ქართულ პრესაში ძნელია ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა, ხოლო ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს კაცის შეურაცხყოფა „ჩირად არ უღირთ“...
  • 3. ეს საყვედურები არ არის სიმართლეს მოკლებული, თუმცა, თავის მხრივ, თავდასაცავი არგუმენტები ჟურნალისტებსაც საკმაოდ აქვთ:  ჯერ ერთი, სენსაცია ხშირად არის ჟურნალისტის „პური არსობისა“, რადგან საზოგადოებას სწორედ სენსაცია აინტერესებს, ჟურნალისტი კი საბაზრო ეკონომიკის კანონით მოქმედებს - მომხმარებელს იმ საქონელს აწვდის, რაზეც არსებობს მოთხოვნილება;  საზოგადოებას ჭორიც აინტერესებს, თანაც, მოვლენის ოპერატიულად გაშუქების სურვილი ხშირად აძნელებს ფაქტების გადამოწმებასა და ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გამიჯვნას;  სიტყვის თავისუფლება ისეთი აზრების გავრცელებასაც გულისხმობს, რაც ბევრს არ ესიამოვნება და თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. ერთი მხრივ, სავსებით ბუნებრივი ჩანს შეურაცხყოფილი ადამიანის აღშფოთება.
  • 4. იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ, ჟურნალისტებმა გარკვეული პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან. მაიამის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, პოლ სტეინლის აზრით, პროფესიული ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
  • 5. სიზუსტე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ოპერატიულობა;  სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სენსაცია;  მოვლენების ყოველმხრივ გაწონასწორებული ასახვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ეკრანზე ეფექტურად გამოჩენა.
  • 6. ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვა არანაკლებ საჭიროა სანდო და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული ეთიკური კრიტერიუმები, რომლითაც ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ.
  • 7. ხშირად ეთიკის საკუთარი კოდექსები აქვთ ცალკეულ გაზეთებს, ტელე და რადიო არხებსა თუ მედია-კორპორაციებს, ხშირად კი ამა თუ იმ ქვეყნის ჟურნალისტებინ თანხმდებიან, რომ თავიანთ საქმიანობაში ერთიანი ეთიკური პრინციპებით იხელმძღვანელებენ. არსებობს ეთიკის საერთაშორისო კოდექსებიც, თუმცა, მხოლოდ კოდექსის მიღება, თუნდაც ეს იდეალური დოკუმენტი იყოს, საქმეს ვერ უშველის, თუ არ იარსებებს ამ კოდექსის დაცვის მექანიზმი.
  • 8. ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სფეროს, სადაც ყველაზე ხშირად სცოდავენ ქართველი ჟურნალისტები. კერძოდ, ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის რელიგიურ და ზნეობრივ გრძნობებს, მათ რასობრივ თუ ეთნიკურ კუთვნილებას. ფინელი ჟურნალისტების „სამართლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების“ თანახმად, „კანის ფერი, ეროვნება, წარმოშობა, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი, სქესი და სხვა პირადი მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ეს არ არის დაკავშირებული მოცემულ საკითხთან“.