SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 20
V-კლასი
(პროექტის პრეზენტაცია)
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი!
ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ
ექვთიმე თაყაიშვილს და
მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით
ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში
დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არც
იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის
დამსახურებაა.
დაიბადა igi 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ
თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი - დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი
მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა.
შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში
საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი
ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი
შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი
წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს.
სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში
ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის
უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან
ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ
მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-
არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს
უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ
საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის
უნივერსიტეტის დაარსების საქმეში 1918 წ. თავად ექვთიმე წერს :
“საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი
პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან
გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც
ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა
კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად
დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი
მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო
ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!..
რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ
კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად
და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ
შესწავლის აუცილებლობას”.
ექვთიმე თაყაიშვილი
საზოგადოებრივ ასპარეზზე
პეტერბურგიდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ
ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა.
იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი
ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ
ოქრიყანაში, პოლტორაცკებთან. მაშინ მარტო
ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის
საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად
შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი
დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ
ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი.
ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი
მოგვარე ლიდია თაყაიშვილი. ნინო პოლტარიცკია
გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა
რუსული და ფრანგული. პარიზში ჰქონდა
დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა.
იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.
ნინო პოლტორაცკაია–ექვთიმე თაყაიშვილის მეულე
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი კ.
ჯაფარიძე, გრ. ანთაძე, ე. თაყაიშვილი, ა.
ლომთათიძე, ს. მდივანი, ქრ. შარაშიძე.
მთავარმართებლის სასახლე. 1918 წ.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან
ერთად იმთავითვე იყო არჩეული
“ქართული უნივერსიტეტის
საზოგადოების” კომისიაში.
უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს
გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი
უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი
პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს
თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ
ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის
სამეცნიერო ხარისხი.
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი
აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი
უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში1902–
1907–19176წლებში. 1917წმას თან ახლდა ლადო
გუდიაშვილი , რომელიც იხსენებდა,, ძნელად მისადგომ
კლდეებზეც ავცოცდებოდით და იქიდან ანბან– ანბან
ვკარნახობდით ბატონ ექვთიმეს წარწერის სიტყვებს
‘’…მესამე ექსპედიციის დროს 1917 წ. მან მოინახულა და
აღწერა: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი.ოშკის
მონასტერი მდებარეობს მაღალი მთის ფერდობზე,
მდინარე თორთუმის წყლის (თურქ. „თორთუმ-ჩაი“)
მარცხენა ნაპირას (მდინარიდან 5 კმ-ის მოშორებით),
მდინარის თორთუმის ტბასთან შესართავის სიახლოვეს.
მთელი მონასტერი აშენებულია გეგმაში აყირავებული
სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც
ხევებითაა შემოზღუდული. ოშკის ტაძარი აგებულია
საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც
სამარხებია მოწყობილი სავარაუდოდ საერო
პირთათვის. ლადო გუდიაშვილის მოგონებებით,
რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცესs წერდა
„ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების
მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს...
არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს
ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “
ოშკი X ს. ოშკის ტაძარი
მოგზაურობა "სამუსლიმანო საქართველოში“–
ისტორიულ ტაო– კლარჯეთში
პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის
შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში "სამი ისტორიული
ქრონიკა".
XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის
10-იან წლებში ექვთიმე თაყაიშვილი
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს
აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია,
სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და
აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი,
შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული
მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი
ძველი ქართული ხელნაწერი და
საეკლესიო სიძველე.
ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის
ბერებთან ერთად.
1913 წელი
1913 წლის ზაფხულში, "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოების" მინდობილობით, სამეგრელოს არქეოლოგიური ექსპედიცია ეწვია
ექსპედიციის მიზანი იყო, შემოევლოთ სამეგრელოს უმთავრესი ეკლესიები და
მონასტრები და ფოტოგრაფიულად გადაეღოთ (ფოტოგრაფი თეოდორე კიუნე)
მათი მხატვრობა, ფრესკები, წარწერები. შეეგროვებინათ არქეოლოგიური
მასალები, აღენუსხათ საეკლესიო ნივთები, სიგელ-გუჯრები და სხვა
სუჯუნა - "დაბა სუჯუნა მდებარეობს ოთხს ვერსზე სადგურ აბაშიდან. ეკლესია აქ
მოზრდილია, ძრიელ ლამაზი, თეთრის თლილის ქვით ნაშენი, გუმბათიანი, მაგრამ
ძველი არ არის. აშენებულია ანტონი ჭყონდიდელის მიერ, რომელიც ცხოვრობდა
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს.
2. დიდი ხატი წმიდა გიორგისა
48X34 სანტიმეტრი, ვერცხლისა, ნაჭედი,
ქართულის ხელობისა. სურათი გიორგისა
ფეხზე მდგომარეა, რომაულ საომარ
ტანისამოსით. მარჯვენა ხელში უჭირავს
გრძელ ტარიანი შუბი. მარცხენა უძევს
ფარზედ. ეს შუა ნაწილი ხატისა
ძველია, ხოლო აშია მერმინდელია, ლევან
დადიანის გაკეთებული XVII საუკუნეში,
როგორც მოგვითხრობს მხედრული
წარწერა. ძველი ხუცური წარწერაც არის
დაცული ხატზედ. თავდაპირველად
სახელი წმინდანისა: "წ~ი გ~ი", და შემდეგ
ფარზედ მშვენიერი
ასომთავრულით: "ქრისტე შეიწყალე იოანე
ცაიშელი ფოლაგისძე"
სუჯუნა, წმ.გიორგის ხატი. XVII-XVIII ს.
ე.თაყაიშვილის ფოტოფონდი
. ხატი წმიდა გიორგისა
ვერცხლისა, ნაჭედი, ოქროთი
დაფერილი. ხატის მეორე
გვერდზე მოჩანს წმიდა
გიორგის ნაწილები. სხვათა
შორის, თითიც. შუაში
წარწერილია ნაწილების
სახელები: "წ~ის გ~ის
ძელი; წ~ის გ~ის ნაწილი;
ჭ~ტი ხორცი. "წინა პირზე
გამოქანდაკებულია წმიდა
გიორგი მდგომარე შუბით და
რომაულის ტანისამოსით,
ორიგინალური, წარწერა "წ~ი
გ~ი (ხუცური
ასომთავრულით). მეორე
გვერდზე მხედრული
წარწერაა...
მცხეთის ჯვარი, 1922 წ.
რიგში: დავით კარიჭაშვილი (ისტორიკოსი), ჰენრიკ
ჰრინევსკი (მხატვარი), ექვთიმე თაყაიშვილი; დიმიტრი
ერმაკოვი; სერგი გორგაძე (ისტორიკოსი); მათ წინ ზის
გრიგორ კეპინოვი (მოქანდაკე); ზედა რიგში: ანატოლი
კალგინი (არქიტექტორი); ღაზარ სარქისიანი
(არქიტექტორი), გაბრიელ ტერ-მელიქოვი
(არქიტექტორი), მადათოვი (არქიტექტორი), იაკობ
ნიკოლაძე (მოქანდაკე), სიმონ კლდიაშვილი
(არქიტექტორი); მათ წინ თეთრი “შლაპით” – პიოტრ
რესნენკო (მოქანდაკე), მცხეთის ჯვარი, 1922 წ.
VI საუკუნის ჯვრის მონასტერს
უყურადღებობის გამო დანგრევის
საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის
ფურცლებზე ექვთიმემ მოწოდებით
მიმართა ქართველ ერს: „ყველამ
გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ
პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა
თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი
გულგრილობა ჩვენი ძვირფასი
ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ
გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ
დაინგრა“. ექვთიმე მოწოდებამ შედეგი
გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის
მონასტერი შეკეთდა და დანგრევას
გადაურჩა.
ემიგრაცია (1921-1946)
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი
ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს
პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა
საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის
ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი
ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-
ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი
ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და
მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის
სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის
მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით
მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა
საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო
საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო
მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების
გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული
გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ
საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების
ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს
ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი
განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს
განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.
ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით
უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის
ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია
ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ
ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა
იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს
გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული
ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია
საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ.
მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის
საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი
შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან
დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება
გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის
დაბრუნების თაობაზე.
ექვთიმე თაყაიშვილის ზრუნვა ზუგდიდის
მუზეუმიდან გატანილი განძეულობის
დაბრუნებაზე
თაყაიშვილმა მიუხედავად მძიმე და რთული
ცხოვრებისა, მიუხედავად გაჭირვებისა, ბოლომდე
უპატრონა მისთვის მინდობილ საუნჯეს და უკვე ღრმად
მოხუცი ამ საგანძურთან ერთად 1945 წლის 11 აპრილს
თბილისში დაბრუნდა. მშობლიურ მიწაზე რომ დადგა
ფეხი, ოთხმოცდასამი წლის ექვთიმემ ათრთოლებული
ხმით დიდი აკაკის სიტყვები წარმოთქვა:
,, ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!...“
მხცოვან მეცნიერს შალვა ამირანაშვილისთვის უთქვამს:
,, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი
სამშობლოსა და ხალხის წინაშე.“ ძვირფასი საუნჯის
უზადოდ სამშობლოში დაბრუნება მიაჩნდა ექვთიმე
თაყაიშვილს თავის უპირველეს მოქალაქეობრივ
მოვალეობად და რაკი მისი დიდი მისია წარმატებით
დამთავრდა, ბედნიერად თვლიდა თავს და ხმამაღლა
აცხადებდა: ,, მე ძალიან ბედნიერი ვარ და არა მაქვს
უფლება ბედს დავემდურო“.
1931წლის 8 ივლისს ლევილში,ხანგრძლივი
ავადმყოფობის შემდგომ გარდაიცვალა ნინო
პოლტორაცკაია ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პარიზიდან
თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან
ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა.
სიცოცხლის ბოლო წლებში
აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის
მცველი, საქართველოსათვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მის სახლთან
ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ.პროფესორის დაკრძალვას 1953
წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე 40-მდე ადამიანი მიაცილებდა.
1963 წ. 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით
ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. 1987 წ. 22 თებერვალს ლევილიდან
თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის
ნეშტი.
2000 წ. ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.
2002 წ. წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა
ექვთიმე ღვთისკაცი", დაარსდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" მედალი. 2008 წ. თბილისში გაიხსნა
"წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" სახელობის ტაძარი.
სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით
მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსტეტში
პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს
არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ
ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს
ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს
შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, მასთან
მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა
მისვლას.
სიცოცხლის ბოლო წლები
დიდი ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო
პოლტორაცკაია თავიანთი დიდი
მეგობრების ილია ჭავჭავაძისა და
ოლღა გურამიშვილის გვერდით
იკავებენ სამუდამო განსასვენებელს...
2002 წლის 17 ოქტომბერს
საქართველოს ეკლესიამ ექვთიმე
თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა.
ასე რომ, დღეს მთაწმინდის
პანთეონში გვერდიგვერდ
განისვენებს ორი წმინდანი – წმინდა
ილია მართალი და წმინდა ექვთიმე
ღვთისკაცი. განისვენებენ ერთგულ
მეუღლეებთან – ოლღა
გურამიშვილთან და ნინო
პოლტორაცკაიასთან ერთად.
ერთია მხოლოდ გულდასაწყვეტი:
ორივე წყვილი უშვილძიროდ
გადაეგო.
ნინო პოლტორაცკაიამ თავის მესამე
საფლავშიც ჩაიყოლა ის კელაპტარი,
რომელიც მისი და ექვთიმეს
ჯვრისწერისას ოლღა გურამიშვილმა
აანთო.
ერის წმიდა მამები მეუღლეებთან
წმიდა ილია მართალი
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი. ნინო პოლტორაცკაია
ოლღა გურამიშვილი
იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე
თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.,
ექვთიმე თაყაიშვილის სახლი
ლიხაურში
მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს პატრიარქობაში
შესდგა წმ. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის
გახსნა. ის იყო არა მხოლოდ ქართველი და
თავდადებული მამულიშვილი, არამედ გადამრჩენი
ჩვენი დიდი სულიერი საეკლესიო ფასეულობებისა.
დარწმუნებული ვარ, მისი სული დღეს ხარობს და
ჩვენთან ერთად არის! მისი ლოცვა შეეწიოს
საქართველოს და მისი ლოცვით გამთლიანდეს
საქართველო.
ილია მეორე, საქართველოს კათალიკოს-
პატრიარქი:
ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტი
(ზუგდიდში )
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი
თბილისში
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი ქუთაისში
"წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“
სახელობის ტაძარი.
პროექტზე მუშაობდნენ
V –კლასის მოსწავლეები :
1.გიორგი სოსელია
2. შუშანიკ ზუმაძე
3. მარიამ სამუშია
4. ლევან ქობალია
5. მირიან თორდია
6.დიანა გაბუნია
პროექტის ფასილიტატორი: ირინა სოსელია (V კლასის დამრიგებელი)
http://www.bembi.ge/religia.php?id=7
http://www.science.org.ge/members/BioBibliografia/Eqvtime%2
0Takaishvili.pdf
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/ekvtime.htm
http://www.guriismoambe.com
http://xmf.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_თაყაიშვილი
http://www.forum.ali.ge/index.php?/topic/857-ექვთიმე-
თაყაიშვილი/
ფოტოების წყარო: http://burusi.wordpress.com
გამოყენებული წყაროები

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

ტესტი # 3 ქართულ ენაში
ტესტი # 3 ქართულ ენაშიტესტი # 3 ქართულ ენაში
ტესტი # 3 ქართულ ენაში
manananozadzesaba
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
demiraeliashvili
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
Nona Chabashvili
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)
ekanadiradze84
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
Khatuna Tsikhelashvili
 
შემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Viiშემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Vii
Jaba Labadze
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
toidzemelano
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
nino nadiradze
 
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
lomadze70
 
თემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილითემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილი
irma
 

Mais procurados (20)

ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგი
 
ტესტი # 3 ქართულ ენაში
ტესტი # 3 ქართულ ენაშიტესტი # 3 ქართულ ენაში
ტესტი # 3 ქართულ ენაში
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაიაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთი
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)
 
VIII კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
VIII კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიVIII კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
VIII კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
 
შემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Viiშემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Vii
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
 
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
 
თემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილითემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილი
 

Destaque

ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
irinagusha
 
მე–5 კლასის მშობელთა კრება
მე–5  კლასის მშობელთა კრებამე–5  კლასის მშობელთა კრება
მე–5 კლასის მშობელთა კრება
irinagusha
 
ი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძე
irinagusha
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასება
Khatuna Bedenashvili
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
lomadze70
 
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
bakurgelashvili
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასება
Maia Siradze
 
ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4
guest7290b9e
 
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაპრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ninobidzinashvili
 

Destaque (20)

ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
 
მე–5 კლასის მშობელთა კრება
მე–5  კლასის მშობელთა კრებამე–5  კლასის მშობელთა კრება
მე–5 კლასის მშობელთა კრება
 
ი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძე
 
ასურეთის იმპერია და ხეთების სამეფო
ასურეთის  იმპერია და  ხეთების სამეფო ასურეთის  იმპერია და  ხეთების სამეფო
ასურეთის იმპერია და ხეთების სამეფო
 
შუმერები
შუმერებიშუმერები
შუმერები
 
ბაბილონის სამეფო
ბაბილონის სამეფობაბილონის სამეფო
ბაბილონის სამეფო
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასება
 
პროექტების პრაქტიკული მენეჯმენტი საქართველოში(გ.ხოჯავა)
პროექტების პრაქტიკული მენეჯმენტი საქართველოში(გ.ხოჯავა)პროექტების პრაქტიკული მენეჯმენტი საქართველოში(გ.ხოჯავა)
პროექტების პრაქტიკული მენეჯმენტი საქართველოში(გ.ხოჯავა)
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
 
Jgufuri mushaoba
Jgufuri mushaobaJgufuri mushaoba
Jgufuri mushaoba
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასება
 
მარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტემარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტე
 
ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4
 
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაპრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
 
დავალება 10
დავალება 10დავალება 10
დავალება 10
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე
 
მინდორში
მინდორშიმინდორში
მინდორში
 
გეგმა კონსპექტი ბუნებაში
გეგმა კონსპექტი ბუნებაშიგეგმა კონსპექტი ბუნებაში
გეგმა კონსპექტი ბუნებაში
 
ძველი ეგვიტის ხელოვნება
ძველი ეგვიტის ხელოვნებაძველი ეგვიტის ხელოვნება
ძველი ეგვიტის ხელოვნება
 

Semelhante a Eqvtime tayai svili

კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
Dato Tedeishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
Geo World Events & Tours
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
111beqa111
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
bakurgelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
Ani Nacvlishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე  თაყაიშვილიექვთიმე  თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
111beqqa111
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
marina 77
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02
xatato999
 
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia boloექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
ekashioshvili
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx
jekito1
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
lomadze70
 

Semelhante a Eqvtime tayai svili (20)

Eqvtime Takaishvili
Eqvtime TakaishviliEqvtime Takaishvili
Eqvtime Takaishvili
 
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე  თაყაიშვილიექვთიმე  თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02
 
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
 
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia boloექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
 
ექვთიმე თაყაიშვილი.pptx
ექვთიმე თაყაიშვილი.pptxექვთიმე თაყაიშვილი.pptx
ექვთიმე თაყაიშვილი.pptx
 
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობებიექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორია
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიმიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 

Mais de irinagusha (10)

Calendar
CalendarCalendar
Calendar
 
Rosalind Franklin
 Rosalind Franklin Rosalind Franklin
Rosalind Franklin
 
Van Gogh
Van GoghVan Gogh
Van Gogh
 
Egyptian mummies
Egyptian mummiesEgyptian mummies
Egyptian mummies
 
Protein is a life molecule
Protein is a life moleculeProtein is a life molecule
Protein is a life molecule
 
რიცხვი-12
რიცხვი-12რიცხვი-12
რიცხვი-12
 
ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები
ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციებიეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები
ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები
 
სიმეტრია
სიმეტრიასიმეტრია
სიმეტრია
 
Sakonferencio tema ,,wylis anomaliebi''
Sakonferencio tema ,,wylis anomaliebi''Sakonferencio tema ,,wylis anomaliebi''
Sakonferencio tema ,,wylis anomaliebi''
 
,,ტკბილ ხარ შენ უფალო''
,,ტკბილ ხარ შენ უფალო'',,ტკბილ ხარ შენ უფალო''
,,ტკბილ ხარ შენ უფალო''
 

Eqvtime tayai svili

  • 2. საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი! ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არც იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა igi 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი - დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა. შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
  • 3. თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია- არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში 1918 წ. თავად ექვთიმე წერს : “საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე…. საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”. ექვთიმე თაყაიშვილი საზოგადოებრივ ასპარეზზე
  • 4. პეტერბურგიდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქრიყანაში, პოლტორაცკებთან. მაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი. ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი. ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. პარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში. ნინო პოლტორაცკაია–ექვთიმე თაყაიშვილის მეულე
  • 5. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი კ. ჯაფარიძე, გრ. ანთაძე, ე. თაყაიშვილი, ა. ლომთათიძე, ს. მდივანი, ქრ. შარაშიძე. მთავარმართებლის სასახლე. 1918 წ. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი
  • 6. აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში1902– 1907–19176წლებში. 1917წმას თან ახლდა ლადო გუდიაშვილი , რომელიც იხსენებდა,, ძნელად მისადგომ კლდეებზეც ავცოცდებოდით და იქიდან ანბან– ანბან ვკარნახობდით ბატონ ექვთიმეს წარწერის სიტყვებს ‘’…მესამე ექსპედიციის დროს 1917 წ. მან მოინახულა და აღწერა: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი.ოშკის მონასტერი მდებარეობს მაღალი მთის ფერდობზე, მდინარე თორთუმის წყლის (თურქ. „თორთუმ-ჩაი“) მარცხენა ნაპირას (მდინარიდან 5 კმ-ის მოშორებით), მდინარის თორთუმის ტბასთან შესართავის სიახლოვეს. მთელი მონასტერი აშენებულია გეგმაში აყირავებული სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც ხევებითაა შემოზღუდული. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი სავარაუდოდ საერო პირთათვის. ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცესs წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “ ოშკი X ს. ოშკის ტაძარი მოგზაურობა "სამუსლიმანო საქართველოში“– ისტორიულ ტაო– კლარჯეთში
  • 7. პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში "სამი ისტორიული ქრონიკა".
  • 8. XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი, შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი 1913 წლის ზაფხულში, "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" მინდობილობით, სამეგრელოს არქეოლოგიური ექსპედიცია ეწვია ექსპედიციის მიზანი იყო, შემოევლოთ სამეგრელოს უმთავრესი ეკლესიები და მონასტრები და ფოტოგრაფიულად გადაეღოთ (ფოტოგრაფი თეოდორე კიუნე) მათი მხატვრობა, ფრესკები, წარწერები. შეეგროვებინათ არქეოლოგიური მასალები, აღენუსხათ საეკლესიო ნივთები, სიგელ-გუჯრები და სხვა
  • 9. სუჯუნა - "დაბა სუჯუნა მდებარეობს ოთხს ვერსზე სადგურ აბაშიდან. ეკლესია აქ მოზრდილია, ძრიელ ლამაზი, თეთრის თლილის ქვით ნაშენი, გუმბათიანი, მაგრამ ძველი არ არის. აშენებულია ანტონი ჭყონდიდელის მიერ, რომელიც ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს.
  • 10. 2. დიდი ხატი წმიდა გიორგისა 48X34 სანტიმეტრი, ვერცხლისა, ნაჭედი, ქართულის ხელობისა. სურათი გიორგისა ფეხზე მდგომარეა, რომაულ საომარ ტანისამოსით. მარჯვენა ხელში უჭირავს გრძელ ტარიანი შუბი. მარცხენა უძევს ფარზედ. ეს შუა ნაწილი ხატისა ძველია, ხოლო აშია მერმინდელია, ლევან დადიანის გაკეთებული XVII საუკუნეში, როგორც მოგვითხრობს მხედრული წარწერა. ძველი ხუცური წარწერაც არის დაცული ხატზედ. თავდაპირველად სახელი წმინდანისა: "წ~ი გ~ი", და შემდეგ ფარზედ მშვენიერი ასომთავრულით: "ქრისტე შეიწყალე იოანე ცაიშელი ფოლაგისძე"
  • 11. სუჯუნა, წმ.გიორგის ხატი. XVII-XVIII ს. ე.თაყაიშვილის ფოტოფონდი . ხატი წმიდა გიორგისა ვერცხლისა, ნაჭედი, ოქროთი დაფერილი. ხატის მეორე გვერდზე მოჩანს წმიდა გიორგის ნაწილები. სხვათა შორის, თითიც. შუაში წარწერილია ნაწილების სახელები: "წ~ის გ~ის ძელი; წ~ის გ~ის ნაწილი; ჭ~ტი ხორცი. "წინა პირზე გამოქანდაკებულია წმიდა გიორგი მდგომარე შუბით და რომაულის ტანისამოსით, ორიგინალური, წარწერა "წ~ი გ~ი (ხუცური ასომთავრულით). მეორე გვერდზე მხედრული წარწერაა...
  • 12. მცხეთის ჯვარი, 1922 წ. რიგში: დავით კარიჭაშვილი (ისტორიკოსი), ჰენრიკ ჰრინევსკი (მხატვარი), ექვთიმე თაყაიშვილი; დიმიტრი ერმაკოვი; სერგი გორგაძე (ისტორიკოსი); მათ წინ ზის გრიგორ კეპინოვი (მოქანდაკე); ზედა რიგში: ანატოლი კალგინი (არქიტექტორი); ღაზარ სარქისიანი (არქიტექტორი), გაბრიელ ტერ-მელიქოვი (არქიტექტორი), მადათოვი (არქიტექტორი), იაკობ ნიკოლაძე (მოქანდაკე), სიმონ კლდიაშვილი (არქიტექტორი); მათ წინ თეთრი “შლაპით” – პიოტრ რესნენკო (მოქანდაკე), მცხეთის ჯვარი, 1922 წ. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის ფურცლებზე ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. ექვთიმე მოწოდებამ შედეგი გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.
  • 13. ემიგრაცია (1921-1946) ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო- ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი. ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.
  • 14. ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე. ექვთიმე თაყაიშვილის ზრუნვა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილი განძეულობის დაბრუნებაზე
  • 15. თაყაიშვილმა მიუხედავად მძიმე და რთული ცხოვრებისა, მიუხედავად გაჭირვებისა, ბოლომდე უპატრონა მისთვის მინდობილ საუნჯეს და უკვე ღრმად მოხუცი ამ საგანძურთან ერთად 1945 წლის 11 აპრილს თბილისში დაბრუნდა. მშობლიურ მიწაზე რომ დადგა ფეხი, ოთხმოცდასამი წლის ექვთიმემ ათრთოლებული ხმით დიდი აკაკის სიტყვები წარმოთქვა: ,, ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!...“ მხცოვან მეცნიერს შალვა ამირანაშვილისთვის უთქვამს: ,, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე.“ ძვირფასი საუნჯის უზადოდ სამშობლოში დაბრუნება მიაჩნდა ექვთიმე თაყაიშვილს თავის უპირველეს მოქალაქეობრივ მოვალეობად და რაკი მისი დიდი მისია წარმატებით დამთავრდა, ბედნიერად თვლიდა თავს და ხმამაღლა აცხადებდა: ,, მე ძალიან ბედნიერი ვარ და არა მაქვს უფლება ბედს დავემდურო“. 1931წლის 8 ივლისს ლევილში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ გარდაიცვალა ნინო პოლტორაცკაია ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პარიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. სიცოცხლის ბოლო წლებში
  • 16. აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსათვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ.პროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე 40-მდე ადამიანი მიაცილებდა. 1963 წ. 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. 1987 წ. 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი. 2000 წ. ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. 2002 წ. წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი", დაარსდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" მედალი. 2008 წ. თბილისში გაიხსნა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" სახელობის ტაძარი. სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას. სიცოცხლის ბოლო წლები
  • 17. დიდი ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია თავიანთი დიდი მეგობრების ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის გვერდით იკავებენ სამუდამო განსასვენებელს... 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა. ასე რომ, დღეს მთაწმინდის პანთეონში გვერდიგვერდ განისვენებს ორი წმინდანი – წმინდა ილია მართალი და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი. განისვენებენ ერთგულ მეუღლეებთან – ოლღა გურამიშვილთან და ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად. ერთია მხოლოდ გულდასაწყვეტი: ორივე წყვილი უშვილძიროდ გადაეგო. ნინო პოლტორაცკაიამ თავის მესამე საფლავშიც ჩაიყოლა ის კელაპტარი, რომელიც მისი და ექვთიმეს ჯვრისწერისას ოლღა გურამიშვილმა აანთო. ერის წმიდა მამები მეუღლეებთან წმიდა ილია მართალი წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი. ნინო პოლტორაცკაია ოლღა გურამიშვილი
  • 18. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა., ექვთიმე თაყაიშვილის სახლი ლიხაურში მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს პატრიარქობაში შესდგა წმ. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნა. ის იყო არა მხოლოდ ქართველი და თავდადებული მამულიშვილი, არამედ გადამრჩენი ჩვენი დიდი სულიერი საეკლესიო ფასეულობებისა. დარწმუნებული ვარ, მისი სული დღეს ხარობს და ჩვენთან ერთად არის! მისი ლოცვა შეეწიოს საქართველოს და მისი ლოცვით გამთლიანდეს საქართველო. ილია მეორე, საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი:
  • 19. ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტი (ზუგდიდში ) ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი თბილისში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი ქუთაისში "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელობის ტაძარი.
  • 20. პროექტზე მუშაობდნენ V –კლასის მოსწავლეები : 1.გიორგი სოსელია 2. შუშანიკ ზუმაძე 3. მარიამ სამუშია 4. ლევან ქობალია 5. მირიან თორდია 6.დიანა გაბუნია პროექტის ფასილიტატორი: ირინა სოსელია (V კლასის დამრიგებელი) http://www.bembi.ge/religia.php?id=7 http://www.science.org.ge/members/BioBibliografia/Eqvtime%2 0Takaishvili.pdf http://www.orthodoxy.ge/biografiebi/ekvtime.htm http://www.guriismoambe.com http://xmf.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_თაყაიშვილი http://www.forum.ali.ge/index.php?/topic/857-ექვთიმე- თაყაიშვილი/ ფოტოების წყარო: http://burusi.wordpress.com გამოყენებული წყაროები