O slideshow foi denunciado.
Seu SlideShare está sendo baixado. ×

ცქფურიშვილი.pptx

Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Carregando em…3
×

Confira estes a seguir

1 de 11 Anúncio

Mais Conteúdo rRelacionado

Mais de Besik Machitadze (20)

Anúncio

Mais recentes (20)

ცქფურიშვილი.pptx

  1. 1. თემა: ჩემი მხარის ტურისტული გიდი“ (იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი) სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირელი სასწავლო კურსის მეხუთე სასწავლო ჯგუფის კადეტი: ნიკოლოზ ცქიფურიშვილი
  2. 2. იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ- გეოგრაფიული მხარეა. იგი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანმა ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაიწყო. ამის დამადასტურებელია დევისხვრელის გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა.
  3. 3. იმერეთის მხარეში შედის 12 ადმინისტრაციული ერთეული: ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული და ხონი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია - ქუთაისი.
  4. 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტი  ტყიბულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით.  ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი, გიშერი და (გრანიტი).  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალი: კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, კოკაში, ცუცხვათში, მუხურასა და ლეღვაში.  ტყიბულის მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი.
  5. 5. - 1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი, რის შემდეგაც ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია. 1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული.[დღეის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 9000 ადამიანი. აღწერის წელი მოსახლეო ბა კაცი ქალი 1922 [5] 1842 1926 [5] 1 023 1939 [5] 9 202 1959 [5] 22 702 1970 [5] 23 153 1979 [5] 21 821 1989[6] 21 994 -- -- 2002[6] 14 464 -- -- 2014[1] 9770 4622 5148 2021 [5] 8 899
  6. 6. განათლება და კულტურა ტყიბულში არის ექვსი საჯარო სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა. ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ცენტრი. ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი “მეშახტე“და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.
  7. 7. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის და მოწამეთის სამონასტრო კომპლექსები. ასევე, კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ჯვარის ციხე, ცუცხვათის ციხე და შუა საუკუნეების ციხე მუხურაში. სოფელ ცუცხვათში აღმოჩენილია ცუცხვათის მღვიმოვანი, რომელიც 13 სართულისგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები.
  8. 8. გელათის მონასტერი დააარსა დავით აღმაშენებელმა 1106 წელს. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, პეტრე გელათელი, ექვთიმე საყვარელიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ.
  9. 9. ცხრაჯვარი - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან. ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს, ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში.
  10. 10. მადლობა ყურადღებისთვის!

×