SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 6
Baixar para ler offline
გაკვეთილი N 41

საშინაო დავალების შემოწმება:
        +2    +4    +5
1.     Zn Ge As
2.   Zr – ცირკონიუმი V პეროდის IV ჯგუფის თანაური ქვეჯგუფი. +4.
     Sb – სტიბიუმი V პერიოდის V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი. +5.




                   ვალენტობა ატომის აღნაგობის შუქზე

  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალენტობა ელემენტის ატომის მიერ ქიმიური ბმების
წარმოქმნის უნარია.
  კოვალენტური ბმის წარმოქმნის პრინციპი შეიძლება ასე გამოვსახოთ:

                    X           +        Y


                           X         Y

  ე.ი. კოვალენტური ბმის წარმოქმნა ხდება x და y ელემენტების გაუწყვილებელი
ელექტრონების გაწყვილების შედეგად. სხვაგვარად, რამდენი გაუწყვილებელი
ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს, იმდენივე კოვალენტური ბმა შეუძლია
წარმოქმნას მან.
  ფტორი ერთვალენტიანია, რადგან მას ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და
შესაბამისად ერთი კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას:

                               2p
                    2s
             F
                     [1s2] 2s2 2p5

             იგულისხმება

  ფტორის მსგავსია ქლორი. მასაც ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და ერთ
კოვალენტურ ბმას წარმოქმნის ანუ ერთვალენტიანია:
3d
                          3p
                 3s
           Cl
                  [1s2 2s2 2p5] 3s2 3p5

                 იგულისხმება

   მაგრამ ფტორისგან განსხვავებით ქლორი მესამე პერიოდის ელემენტია და გარე
შრის ელექტრონები (სხვაგვარად სავალენტო ელექტრონები) მას მესამე
ენერგეტიკულ დონეზე აქვს. ამ ენერგეტიკულ დონეზე გარდა s და p ქვედონეების
არის d ქვედონეც, რომელიც 5 თავისუფალი ორბიტალისგან შედგება. ქლორის ატომს
შეუძლია თანდათანობით დაშალოს ელექტრონული წყვილები, რომლებიც s და p
ქვედონეებზეა მოთავსებული და თითო-თითო ელექტრონი გადაიტანოს
თავისუფალ d ორბიტალზე, რის შედეგადაც მას გაუჩნდება 3, 5 და 7 გაუწყვილებელი
ელექტრონი.
   რადგან ფთორი II პერიოდშია მისი სავალენტო ელექტრონები მეორე
ენერგეტიკულ დონეზეა, სადაც მხოლოდ s და p ქვედონეებია. ასე რომ ახალი
გაუწყვილებელი ელექტრონების წარმოქმნა მას არ შეუძლია.
   აღგზნებულ მდგომარეობაში ქლორის ატომის ელექტრონული გარსი შეიძლება ასე
გამოვსახოთ:
                         3d                                     3d
           3p                                    3p
    3s                                    3s




   3p ქვედონის ერთერთი ელექტრონული წყვილის დაშლის და ერთი ელექტრონის
3d ქვედონეზე გადატანის შედეგად ქლორის ატომს 3 გაუწყვილებელი ელექტრონი
უჩნდება, შეუძლია 3 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის
სამვალენტიანია.
                        3d                                 3d
           3p                                  3p
    3s                                  3s




  ანალოგიურად კიდევ ერთი 3p ელექტრონული წყვილის გარდაქმნის შემთხვევაში
ქლორის ატომს 5 გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდება, შეუძლია 5 კოვალენტური
ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის ხუთვალენტიანია.
3d                                   3d
          3p                                     3p
   3s                                     3s




   ასევეა ამ შემთხვევაშიც: ქლორის ატომს 7 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს,
შეუძლია 7 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის შვიდვალენტიანია.
 ანალოგიურადაა      VI     ჯგუფის ელემენტებისათვისაც. ჟანგბადი მხოლოდ
ორვალენტიანია, რადგან მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ
ორი კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას. გოგირდს (და ამ ჯგუფის სხვა
ელემენტებსაც) კი გარდა ორვალენტიანობისა შეუძლია ოთხ- და ექვსვალენტიანობის
გამომჟღავნება.
                           2p
                 2s
           O
                  [1s2] 2s2 2p4

  ორ გაუწყვილებელ ელექტრონს შეუძლია წარმოქმნას ორი კოვალენტური ბმა.
                                    3d
                       3p
                 3s

           S
                  [1s2 2s2 2p4] 3s2 3p4

  გოგირდი ორვალენტიანია, რადგან ორი კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია.
  მაგრამ გოგირდის ატომს ჟანგბადის ატომისგან განსხვავებით გააჩნია
თავისუფალი d ორბიტალები და აღგზნებულ მდგომარეობაში ელექტრონული გარსი
შეიძლება ისე გარდაიქმნას, რომ გამოამჟღავნოს 4 და 6 ვალენტიანობა:
                          3d                                     3d
           3p                                        3p
   3s                                        3s




  აქ 4 გაუწყვილებელი ელექტრონია. შეიძლება წარმოიქმნას 4 კოვალენტური ბმა და
გოგირდი აქ ოთხვალენტიანია:
                        3d                                      3d
            3p                                    3p
   3s                                     3s
აქ კი 6 გაუწყვილებელი ელექტრონია. წარმოიქმნება 6 კოვალენტური ბმა და
გოგირდი 6 ვალენტიანია.
  V ჯგუფის ელემენტებს სამი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ და ისინი სამ
კოვალენტურ ბმას წარმოქმნიან. მაგ:
                         2p
                        2s
               N
                         [1s2] 2s2 2p3

  მაგრამ აზოტის ატომს გარდა სამი კოვალენტური ბმისა შეუძლია 2s2
ელექტრონული წყვილის ხარჯზე დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნა.
განვიხილოთ დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნის პრინციპი:

                        X            +       Y


                                 X       Y


           დონორი აქცეპტორი


      ანუ     X             Y
                     
                   დ-ა ბმა

   ანუ ერთერთი ატომი (დონორი), რომელსაც თავისუფალი ელექტრონული წყვილი
აქვს და მეორე ატომი, რომელსაც თავისუფალი ორბიტალი აქვს (აქცეპტორი)
წარმოქმნიან საზიარო ელექტრონულ წყვილს. ასე, რომ აზოტის ატომს შეუძლია
წარმოქმნას 3 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული ბმა. სულ 4 ბმა. ამიტომ
აზოტი ოთხვალენტიანია. დონორ-აქცეპტორული ბმა ისრით აღინიშნება
დონორიდან აქცეპტორისაკენ.
   თუმცა მას შეიძლება ქონდეს დაჟანგულობის ხარისხი +5. მაგ:

               H    O        N       O

                             O
                        +1+5-2
  N (IV)      და        HNO3


  ამ ჯგუფის სხვა ელემენტების ატომებს აღგზნებულ მდგომარეობაში შეუძლიათ s2
ელექტრონული წყვილის დაშლა, ერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე
გადატანა, 5 კოვალენტური ბმის წარმოქმნა და ხუთვალენტიანობის გამომჟღავნება
(ამის უნარი აზოტის ატომს არ გააჩნია, რადგან მეორე ენერგეტიკულ დონეზე d
ქვედონე არ არსებობს).
                               3d                                3d
                   3p                               3p

        3s                                   3s


P




       [1s2 2s2 2p4] 3s2 3p3



  IV ჯგუფის ელემენტებს გარე შრეზე ერთი წყვილი და ორი გაუწყვილებელი
ელექტრონი აქვთ. (ns2 np 2) ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდებათ მათ ns2
წყვილის დაშლის და ერთი ელექტრონის თავისუფალ p ორბიტალზე გადატანის
შემდეგ.
                   2p                      2p
              2s                    2s
       C
               [1s2] 2s2 2p2

   ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონით ოთხი კოვალენტური ბმა წარმოიქმნება. და
ეს ელემენტები ოთხვალენტიანობას ამჟღავნებენ.


    საშინაო დავალება:

    1. როგორი ვალენტობა შეიძლება ქონდეს Se და As. პასუხი დაასაბუთეთ..
    2. რატომ ახასიათებს ფთორს მხოლოდ ერთვალენტიანობა, როდესაც ქლორი
       სხვადასხვა ვალენტიანობას ამჟღავნებს.
    3. როგორია Si და Ge ვალენტობა და მასზე ახდენს თუ არა გავლენას
       თავისუფალი d ორბიტალები?


       თემა N 7 ძირითადი დებულებები.

    1. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ქიმიური ელემენტები განლაგებული არიან
       ატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით. elementis atombirTvis muxtis
       sidide ricxobrivad emTxveva elementis rigobriv nomers periodul
       sistemaSi

    2. ელემენტის ატომის ელექტრონულ გარსში ენერგეტიკული დონეების
       რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ პერიოდის ნომერს, რომელშიც ეს
       ელემენტია მოთავსებული.
3. მთავარი ქვეჯგუფის ელემენტების გარე ელექტრონულ შრეზე მოთავსებული
   ელექტრონების რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს,
   რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. თანაური ქვეჯგუფის ელემენტების
   გარე ელექტრონული შრეზე და ბოლოსწინა შრის d ელექტრონების საერთო
   რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს
   ელემენტია მოთავსებული (გამონაკლისია VIII ჯგუფის ელემენტები)
4. ელექტრონებს, რომლებიც მონაწილეობენ ქიმიური ბმების წარმოქმნაში,
   სავალენტო ელექტრონები ეწოდებათ. ამ პრინციპით ელემენტებს ყოფენ s, p, d
   და f ელემენტებად.
5. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონებს მით უფრო
   ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება და რაც უფრო ადვილად იერთებს
   ელემენტის ატომი ელექტრონებს მით უფრო ძლიერია ელემენტის
   არამეტალური ბუნება. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება ელემენტის
   ატომგულის მუხტი და მცირდება ატომის რადიუსი.ამის გამო თანდათან
   ქვეითდება ელემენტის მეტალური ბუნება და იზრდება არამეტალური.
6. ატომის აღნაგობის თვალსაზრისით ვალენტობა ქიმიური ბმის წარმოქმნის
   უნარია. რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს
   ჩვეულებრივ ან აღგზნებულ მდგომარეობაში, იმდენივე კოვალენტური ბმას
   წარმოქმნის და იმდენივეა მისი ვალენტობა.

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27datiko43
 
G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02barambo
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1barambo
 
G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28datiko43
 
G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02barambo
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიbarambo
 
G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35datiko43
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6barambo
 

Mais procurados (17)

გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27
 
G033 1
G033 1G033 1
G033 1
 
G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
 
G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28
 
G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 
G 030
G 030G 030
G 030
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 
G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
Qimia
QimiaQimia
Qimia
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 

Destaque

გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02barambo
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02barambo
 
G030 120624031608-phpapp02
G030 120624031608-phpapp02G030 120624031608-phpapp02
G030 120624031608-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01barambo
 
G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02barambo
 
G028 110928022332-phpapp02
G028 110928022332-phpapp02G028 110928022332-phpapp02
G028 110928022332-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
Rédaction Référencement Editorial Isabelle Canivet
Rédaction Référencement Editorial Isabelle CanivetRédaction Référencement Editorial Isabelle Canivet
Rédaction Référencement Editorial Isabelle CanivetYellow Dolphins
 

Destaque (19)

გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02
 
G030 120624031608-phpapp02
G030 120624031608-phpapp02G030 120624031608-phpapp02
G030 120624031608-phpapp02
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
G028 110928022332-phpapp02
G028 110928022332-phpapp02G028 110928022332-phpapp02
G028 110928022332-phpapp02
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Rédaction Référencement Editorial Isabelle Canivet
Rédaction Référencement Editorial Isabelle CanivetRédaction Référencement Editorial Isabelle Canivet
Rédaction Référencement Editorial Isabelle Canivet
 

Mais de barambo

Mais de barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 

G041 111031003432-phpapp02

  • 1. გაკვეთილი N 41 საშინაო დავალების შემოწმება: +2 +4 +5 1. Zn Ge As 2. Zr – ცირკონიუმი V პეროდის IV ჯგუფის თანაური ქვეჯგუფი. +4. Sb – სტიბიუმი V პერიოდის V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი. +5. ვალენტობა ატომის აღნაგობის შუქზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალენტობა ელემენტის ატომის მიერ ქიმიური ბმების წარმოქმნის უნარია. კოვალენტური ბმის წარმოქმნის პრინციპი შეიძლება ასე გამოვსახოთ: X + Y X Y ე.ი. კოვალენტური ბმის წარმოქმნა ხდება x და y ელემენტების გაუწყვილებელი ელექტრონების გაწყვილების შედეგად. სხვაგვარად, რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს, იმდენივე კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას მან. ფტორი ერთვალენტიანია, რადგან მას ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და შესაბამისად ერთი კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას: 2p 2s F [1s2] 2s2 2p5 იგულისხმება ფტორის მსგავსია ქლორი. მასაც ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და ერთ კოვალენტურ ბმას წარმოქმნის ანუ ერთვალენტიანია:
  • 2. 3d 3p 3s Cl [1s2 2s2 2p5] 3s2 3p5 იგულისხმება მაგრამ ფტორისგან განსხვავებით ქლორი მესამე პერიოდის ელემენტია და გარე შრის ელექტრონები (სხვაგვარად სავალენტო ელექტრონები) მას მესამე ენერგეტიკულ დონეზე აქვს. ამ ენერგეტიკულ დონეზე გარდა s და p ქვედონეების არის d ქვედონეც, რომელიც 5 თავისუფალი ორბიტალისგან შედგება. ქლორის ატომს შეუძლია თანდათანობით დაშალოს ელექტრონული წყვილები, რომლებიც s და p ქვედონეებზეა მოთავსებული და თითო-თითო ელექტრონი გადაიტანოს თავისუფალ d ორბიტალზე, რის შედეგადაც მას გაუჩნდება 3, 5 და 7 გაუწყვილებელი ელექტრონი. რადგან ფთორი II პერიოდშია მისი სავალენტო ელექტრონები მეორე ენერგეტიკულ დონეზეა, სადაც მხოლოდ s და p ქვედონეებია. ასე რომ ახალი გაუწყვილებელი ელექტრონების წარმოქმნა მას არ შეუძლია. აღგზნებულ მდგომარეობაში ქლორის ატომის ელექტრონული გარსი შეიძლება ასე გამოვსახოთ: 3d 3d 3p 3p 3s 3s 3p ქვედონის ერთერთი ელექტრონული წყვილის დაშლის და ერთი ელექტრონის 3d ქვედონეზე გადატანის შედეგად ქლორის ატომს 3 გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდება, შეუძლია 3 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის სამვალენტიანია. 3d 3d 3p 3p 3s 3s ანალოგიურად კიდევ ერთი 3p ელექტრონული წყვილის გარდაქმნის შემთხვევაში ქლორის ატომს 5 გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდება, შეუძლია 5 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის ხუთვალენტიანია.
  • 3. 3d 3d 3p 3p 3s 3s ასევეა ამ შემთხვევაშიც: ქლორის ატომს 7 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს, შეუძლია 7 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის შვიდვალენტიანია. ანალოგიურადაა VI ჯგუფის ელემენტებისათვისაც. ჟანგბადი მხოლოდ ორვალენტიანია, რადგან მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ ორი კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას. გოგირდს (და ამ ჯგუფის სხვა ელემენტებსაც) კი გარდა ორვალენტიანობისა შეუძლია ოთხ- და ექვსვალენტიანობის გამომჟღავნება. 2p 2s O [1s2] 2s2 2p4 ორ გაუწყვილებელ ელექტრონს შეუძლია წარმოქმნას ორი კოვალენტური ბმა. 3d 3p 3s S [1s2 2s2 2p4] 3s2 3p4 გოგირდი ორვალენტიანია, რადგან ორი კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. მაგრამ გოგირდის ატომს ჟანგბადის ატომისგან განსხვავებით გააჩნია თავისუფალი d ორბიტალები და აღგზნებულ მდგომარეობაში ელექტრონული გარსი შეიძლება ისე გარდაიქმნას, რომ გამოამჟღავნოს 4 და 6 ვალენტიანობა: 3d 3d 3p 3p 3s 3s აქ 4 გაუწყვილებელი ელექტრონია. შეიძლება წარმოიქმნას 4 კოვალენტური ბმა და გოგირდი აქ ოთხვალენტიანია: 3d 3d 3p 3p 3s 3s
  • 4. აქ კი 6 გაუწყვილებელი ელექტრონია. წარმოიქმნება 6 კოვალენტური ბმა და გოგირდი 6 ვალენტიანია. V ჯგუფის ელემენტებს სამი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ და ისინი სამ კოვალენტურ ბმას წარმოქმნიან. მაგ: 2p 2s N [1s2] 2s2 2p3 მაგრამ აზოტის ატომს გარდა სამი კოვალენტური ბმისა შეუძლია 2s2 ელექტრონული წყვილის ხარჯზე დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნა. განვიხილოთ დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნის პრინციპი: X + Y X Y დონორი აქცეპტორი ანუ X  Y  დ-ა ბმა ანუ ერთერთი ატომი (დონორი), რომელსაც თავისუფალი ელექტრონული წყვილი აქვს და მეორე ატომი, რომელსაც თავისუფალი ორბიტალი აქვს (აქცეპტორი) წარმოქმნიან საზიარო ელექტრონულ წყვილს. ასე, რომ აზოტის ატომს შეუძლია წარმოქმნას 3 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული ბმა. სულ 4 ბმა. ამიტომ აზოტი ოთხვალენტიანია. დონორ-აქცეპტორული ბმა ისრით აღინიშნება დონორიდან აქცეპტორისაკენ. თუმცა მას შეიძლება ქონდეს დაჟანგულობის ხარისხი +5. მაგ: H O N O O +1+5-2 N (IV) და HNO3 ამ ჯგუფის სხვა ელემენტების ატომებს აღგზნებულ მდგომარეობაში შეუძლიათ s2 ელექტრონული წყვილის დაშლა, ერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანა, 5 კოვალენტური ბმის წარმოქმნა და ხუთვალენტიანობის გამომჟღავნება
  • 5. (ამის უნარი აზოტის ატომს არ გააჩნია, რადგან მეორე ენერგეტიკულ დონეზე d ქვედონე არ არსებობს). 3d 3d 3p 3p 3s 3s P [1s2 2s2 2p4] 3s2 3p3 IV ჯგუფის ელემენტებს გარე შრეზე ერთი წყვილი და ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ. (ns2 np 2) ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდებათ მათ ns2 წყვილის დაშლის და ერთი ელექტრონის თავისუფალ p ორბიტალზე გადატანის შემდეგ. 2p 2p 2s 2s C [1s2] 2s2 2p2 ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონით ოთხი კოვალენტური ბმა წარმოიქმნება. და ეს ელემენტები ოთხვალენტიანობას ამჟღავნებენ. საშინაო დავალება: 1. როგორი ვალენტობა შეიძლება ქონდეს Se და As. პასუხი დაასაბუთეთ.. 2. რატომ ახასიათებს ფთორს მხოლოდ ერთვალენტიანობა, როდესაც ქლორი სხვადასხვა ვალენტიანობას ამჟღავნებს. 3. როგორია Si და Ge ვალენტობა და მასზე ახდენს თუ არა გავლენას თავისუფალი d ორბიტალები? თემა N 7 ძირითადი დებულებები. 1. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ქიმიური ელემენტები განლაგებული არიან ატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით. elementis atombirTvis muxtis sidide ricxobrivad emTxveva elementis rigobriv nomers periodul sistemaSi 2. ელემენტის ატომის ელექტრონულ გარსში ენერგეტიკული დონეების რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ პერიოდის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული.
  • 6. 3. მთავარი ქვეჯგუფის ელემენტების გარე ელექტრონულ შრეზე მოთავსებული ელექტრონების რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. თანაური ქვეჯგუფის ელემენტების გარე ელექტრონული შრეზე და ბოლოსწინა შრის d ელექტრონების საერთო რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული (გამონაკლისია VIII ჯგუფის ელემენტები) 4. ელექტრონებს, რომლებიც მონაწილეობენ ქიმიური ბმების წარმოქმნაში, სავალენტო ელექტრონები ეწოდებათ. ამ პრინციპით ელემენტებს ყოფენ s, p, d და f ელემენტებად. 5. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონებს მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება და რაც უფრო ადვილად იერთებს ელემენტის ატომი ელექტრონებს მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება ელემენტის ატომგულის მუხტი და მცირდება ატომის რადიუსი.ამის გამო თანდათან ქვეითდება ელემენტის მეტალური ბუნება და იზრდება არამეტალური. 6. ატომის აღნაგობის თვალსაზრისით ვალენტობა ქიმიური ბმის წარმოქმნის უნარია. რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს ჩვეულებრივ ან აღგზნებულ მდგომარეობაში, იმდენივე კოვალენტური ბმას წარმოქმნის და იმდენივეა მისი ვალენტობა.