1. ამოცანა №33 რამდენი გრამი სპილენძის ნიტრატი მიიღება 10გ სპილენძის
ოქსიდისა და 12,6გ აზოტმჟავას ურთიერთქმედებისას?
ამოხსნა:
მოც: m(CuO) = 10გ
m(HNO3) = 12,6გ
–––––––––––––––––––––––––––
უ.გ. m(Cu(NO3)2) = ?
M(CuO) = 80გ/მოლი
M(HNO3) =63გ/მოლი
M(Cu(NO3)2) = 188გ/მოლი
CuO + 2HNO3 Cu(NO3)2 + H2O
გამოვთვალოთ მორეაგირე ნივთიერებათა რაოდენობები:
n(CuO) = 10 / 80 =0,125 moli n(HNO3) = 12,6 / 63 = 0,2 moli
როგორც რეაქციის ტოლობიდან ჩანს 1მოლი CuO რეაგირებს 2მოლ
აზოტმჟავასთან.
ე.ი. 1მოლი CuO შეესაბამება 2მოლ HNO3
0,125 “––––––––––––––––“ x “–––––––––“
0,125 2
x= = 0,25m l i
o
1
2. -2-
ე.ი. აზოტმჟავას რაოდენობა (n=0,2მოლი) საკმარისი არ არის ანუ ჭარბადაა
აღებული CuO. ამიტომ სპილენძის ნიტრატის რაოდენობა გამოითვლება აზოტმჟავას
მიხედვით.
1 1
n(Cu(NO3)2) = n(HNO3) = 0,2 = 0,1m l i
o
2 2
m(Cu(NO3)2) = n(Cu(NO3)2) M(Cu(NO3)2) = 0,1 188 = 18,8g
პასუხი: m(Cu(NO3)2) = 18,8გ
ამოცანა №34 100გ მასის მქონე რკინის ფირფიტა გარკვეული დროის
განმავლობაში ჩაუშვეს შაბიამნის ხსნარში. შემდეგ ამოიღეს, გარეცხეს და გააშრეს.
ფირფიტის მასა აღმოჩნდა 104გ. როგორია მეტალების მასური წილი მიღებულ
ფირფიტაში?
ამოხსნა:
მოც: m(ფირფიტა საწყისი) = 100გ
m(ფირფიტა საბოლოო) = 104გ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უ.გ. ფირფიტის შედგენილობა
რკინის ფირფიტას და შაბიამანს შორის მიმდინარეობს შემდეგი რეაქცია:
Fe + CuSO4 FeSO4 + Cu
როცა რეაქციაში შედის 1მოლი რკინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფირფიტიდან ხსნარში
გადადის 56გ რკინა და იმავე დროს ფირფიტაზე ილექება 1მოლი ანუ 64გ სპილენძი.
3. -3-
შესაბამისად აკლდება 56გ და ემატება 64გ ანუ ფირფიტის მასა ამ შემთხევაში იმატებს
64-56=8გ-ით.
ამოცანის პირობის თანახმად ფირფიტის მასის ნამატი შეადგენს 104-100=4გ.
შეგვიძლია შევადგინოთ პროპორცია და გავიგოთ რამდენი სპილენძი დაილექება
ფირფიტაზე.
როცა m=8გ ილექება 64გ სპილენძი
4გ “––––––––––“ x “––––“
x =4·64/8= 32გ
ფირფიტაზე დარჩენილი რკინის მასა იქნება 104-32=72გ
ე.ი. m(Cu) = 32გ m(Fe) = 72გ
ფირფიტის შემადგენლობა შეიძლება მასური წილებითაც გამოისახოს:
m(Fe) 72
(Fe) = = = 0,6923 anu 69,23%
m(f i r f i t a) 104
m(Cu) 32
(Cu) = = = 0,3077 anu 30,77%
m(f i r f i t a) 104
პასუხი: (Fe) = 69,23% (Cu) = 30,77%
ამოცანა №35 დაწერეთ ნაჯერი ნახშირწყალბადის ფორმულა, რომლის
სიმკვრივე წყალბადის მიმართ 36-ია.
4. -4-
ამოხსნა:
მოც: CnH2n+2
DH = 36
2
–––––––––––––––––––––––––
უ.გ. ფორმულა
M
DH2= = 36 M = 72
2
ნაჯერი ნახშირწყალბადის ზოგადი ფორმულაა CnH2n+2. ჩავსვათ ნახშირბადის და
წყალბადის ატომური მასები და ამოვხსნათ განტოლება
12n + 2n + 2 = 72
n=5 C5H12
პასუხი: C5H12
ამოცანა №36 დაწერეთ აიროვანი ნაჯერი ნახშირწყალბადის ფორმულა,
რომლის წვაზე იხარჯება 5-ჯერ მეტი მოცულობის ჟანგბადი, ვიდრე აღებული
ნახშირბადის მოცულობაა.
ამოხსნა:
მოც: 5V(CnH2n+2) = V (O2)
–––––––––––––––––––––––––––––
უ.გ. ფორმულა
5. -5-
ნაჯერი ნახშირწყალბადის წვის რეაქციის ზოგადი ტოლობაა:
2CnH2n+2 + 3n+1O2 2nCO2 + 2n+2H2O
2ლ ნახშირწყალბადი რეაგირებს (3n+1)ლ O2-თან
1 “–––––––––––––––––––––––––––“ 5 “–––––––––“
10 = 3n+1
n=3
ე.ი. ეს ნაჯერი ნახშირწყალბადია C3H8
პასუხი: C3H8
ამოცანა №37 რა მოცულობის ჰაერია საჭირო 1მ3 ბუნებრივი აირის
სრული წვისას თუ ამ აირის შემადგენელი კომპონენეტების მოცულობითი წილებია:
(CH4)=95%, (N2)=3%, (C2H6)=1%, (CO2) = 1%.
ამოხსნა:
მოც: V(აირი) =1მ3
(CH4) = 95%
(N2) = 3%
(C2H6) = 1%
(CO2) = 1%
–––––––––––––––––––––––––––––
უ.გ. V(ჰაერი) = ?
6. -6-
ამ ტიპის ამოცანების ამოსახსნელად ჯერ უნდა გავიგოთ წვისთვის საჭირო
ჟანგბადის მოცულობა და რადგან ჰაერში ჟანგბადის შემცველობა დაახლოებით 20%-
ია ჰაერის მოცულობის დასადგენად ჟანგბადის მოცულობა 5-ზე უნდა გამრავლდეს.
ჩვენ შემთხვევაში ბუნებრივი აირის შემადგენელი ნივთიერებებიდან იწვის მხოლოდ
მეთანი და ეთანი. დავადგინოთ მათი მოცულობები.
1მ3 = 1000ლ
V(CH4) = 1000 0,98 = 950ლ
V(C2H5) = 1000 0,01 = 10ლ
CH4 + 2O2 CO2 + 2H2O
2C2H6 + 7O2 4CO2 + 6H2O
1ლ CH4 წვისას საჭიროა 2ლ O2
950 “––––––––––––––––––“ x “––“
x = 950·2/1=1900ლ
2ლ C2H5 წვისას საჭიროა 7ლ O2
10 “–––––––––––––––––––––“ x “––“
7 10
x= = 35l
2
სულ საჭიროა V(O2) = 1900 + 35 = 1935ლ
აქედან V(ჰაერი) = 5 V(O2)= 1935 5 = 9675ლ ანუ 9,675მ3
პასუხი: V(ჰაერი) = 9,675მ3
7. -7-
ამოცანა №38 დაწერეთ ეთილენის ჰომოლოგიური რიგის ნახშირწყალბადის
ფორმულა, თუ ვიცით, რომ 0,21გ ეს ნაერთი მიიერთებს 0,8გ ბრომს.
ამოხსნა:
მოც: m(CnH2n) = 0,21გ
m(Br2) = 0,8გ
––––––––––––––––––––––––––––
უ.გ. ფორმულა
M(Br2) = 160გ/მოლი
დავწეროთ რეაქციის ტოლობა:
CnH2n + Br2 CnH2nBr2
გავიგოთ ნახშირწყალბადის მოლური მასა. ამისათვის შევადგინოთ პროპორცია
0,8გ Br2 უერთდება 0,21გ ნახშირწყალბადს
160 “––––––––––––––“ x “–––––––––––––––––“
x =160·0,21/0,8= 42გ
M(CnH2n) = 42გ/მოლი
12n + 2n = 42
n=3
C3H6 CH2=CH-CH3
პასუხი: C 3 H6
9. -9-
ამოცანა №40 იზომერულ ნახშირწყალბადების წვაზე იხარჯება 6-ჯერ
მეტი მოცულობის ჟანგბადი და მიიღება 4-ჯერ მეტი მოცულობის ნახშირორჟანგი,
ვიდრე ნახშირწყალბადის საწყისი მოცულობაა. ყველა იზომერი აუფერულებს
კალიუმის პერმანგანატის ხსნარს. შეადგინეთ თითოეული იზომერის ჰიდრირების
რეაქციათა ტოლობები.
ამოხსნა:
მოც: V0(ნ.წ.) = 1ლ
V0(O2) = 6ლ
V0(CO2) = 4ლ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––
უ.გ. ფორმულა და დავწეროთ
ჰიდრირების რეაქციები
ამოცანის პირობის თანახმად 1 მოცულობა ნახშირწყალბადის წვისას მიიღება 4
მოცულობა ნახშირორჟანგი, ე.ი. ნახშირწყალბადის მოლეკულა შეიცავს 4 ატომ
ნახშირბადს.
შეგვიძლია დავწეროთ რეაქციის სავარაუდო სქემა:
x
C4Hx + 6O2 4CO2 + H O
2 2
ცხადია, რომ ამ შემთხვევას აკმაყოფილებს ერთადერთი ამონახსნი – როცა x=8.
C4H8 + 6O2 4CO2 + 4H2O
ე.ი. საძიებელი ნახშირწყალბადის ფორმულაა C4H8. მას შეესაბამება ზოგადი
ფორმულა CnH2n , რაც ეთილენის რიგის ან ციკლური ნახშირწყალბადისთვისაა
დამახასიათებელი. მაგრამ რადგან საძიებელი ნახშირწყალბადები აუფერულებენ
10. - 10 -
KMnO4-ის ხსნარს, ამოცანის პირობას აკმაყოფილებენ იზომერული ალკენები და არ
აკმეყოფილებს ციკლობუტანი. ე.ი. საძიებელი იზომერებია:
H2C=CH−CH2−CH3 H3C−CH=CH−CH3 H2C=C−CH3
ბუტენ-1 ბუტენ-2 │
CH3
2-მეთილპროპენ-1
მათი ჰიდრირების რეაქციებია:
H2C=CH−CH2−CH3 + H2 → H3C−CH2−CH2−CH3
H3C−CH=CH−CH3 + H2 → H3C−CH2−CH2−CH3
H2C=C−CH3 + H2 → H3C−CH−CH3
│ │
CH3 CH3
ამოცანა №41 ნივთიერების სიმკვრივე წყალბადის მიმართ 22-ის. მისი
შედგენილობა (C) = 54,55%; (H) = 9,09%; (O) = 36,36%. ნივთიერება აღადგენს
ვერცხლის ოქსიდს. დაადგინეთ ფორმულა.
ამოხსნა:
მოც:
D = 22
H2
(C) = 54,55%
11. - 11 -
(H) = 9,09%
(O) = 36,36%
აღადგენს Ag2O-ს
––––––––––––––––––––––––––
უ.გ. ფორმულა
r ad gan D H (ni vT ) = 22 Segvi Zl i a d avad gi no T saZi ebel i ni vT i er ebi s
2
m l ur i m
o asa
M anu M = 2D = 2 22 = 44g/m l i
o
D H2 =
2
როდესაც ცნობილია ნივთიერების მოლური მასა და შედგენილობა (ელემენტების
მასური წილები) ფორმულის დადგენა შეიძლება შემდეგი გზით:
მასური წილების საშუალებით დავადგინოთ რამდენ მოლ თითოეულ ელემენტს
შეიცავს ერთი მოლი ნივთიერება.
ამოცანის პირობის თანახმად
100გ ნივთიერება შეიცავს 54,55გ C-ს
1 მოლი ანუ 44 “––––––––“ x “–––––“
54,55 44
x= = 24g
100
n= აქედან n(C) = = 2 მოლი
100გ ნივთიერება შეიცავს 9,09გ H-ს
1 მოლი ანუ 44 “––––––––“ x “–––––“
9,09 44
x= = 4g
100
12. - 12 -
n(H) = = 4 მოლი
100გ ნივთიერება შეიცავს 36,36გ O-ს
1 მოლი ანუ 44 “––––––––“ x “–––––“
36,36 44
x= = 16g
100
n(O) = = 1 მოლი
ე.ი. ნივთიერების ფორმულაა C2H4O. რადგან ამოცანის პირობის შესაბამისად ის
აღადგენს ვერცხლის ოქსიდს მოლეკულაში ალდეჰიდის ჯგუფი (-CH=O) უნდა
გვქონდეს. ასე რომ საძიებელი ნივთიერებაა
O
H3C−C
H
ძმრის ალდეჰიდი
პასუხი: CH3-CH=O
ამოცანა №42 ორფუძიანი ორგანული მჟავა შეიცავს 49,3% ნახშირბადს
და6,85% წყალბადს. მას ნორმალური აღნაგობა აქვს. დაადგინეთ მჟავას ფორმულა.
1მოლ მჟავას ჯერ დაამატეს 1 მოლი NaOH, შემდეგ 1მოლი მეთილიოდიდი (CH3I).
დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ტოლობები.
ამოხსნა:
მოც: ორფუძიანი ორგანული მჟავა
(C) = 49,3%
(H) = 6,85%
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. - 13 -
უ.გ. ფორმულა და დავწეროთ შესაბამისი
რეაქციების ტოლობები
ცხადია, რომ მჟავას შემადგენლობაში ჟანგბადის ატომებიც უნდა იყოს.
(O) = 100 – ( (C) + (H)) = 100 – (49,3 + 6,85) = 43,85%
რადგან საძიებელი მჟავა ორფუძიანია ის უნდა შეიცავდეს ორ კარბოქსილის
ჯგუფს (-COOH). ე.ი. მჟავას მოლეკულაში 4 ატომი ჟანგბადი უნდა იყოს. ამ დასკვნის
საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ მჟავას მოლური მასა.
1მოლი მჟავა შეიცავს 4 16 (4მოლი) ჟანგბადს
100გ “–––––––––––––––––“ 43,85გ “––––––––––––”
1 მოლი = = 146გ
ე.ი. M(მჟავა) = 146გ/მოლი
დავადგინოთ რამდენ მოლ ნახშირბადს და წყალბადს შეიცავს 1მოლი მჟავა:
100გ მჟავა შეიცავს 49,3გ ნახშირბადს
146 “–––––––––––––––“ x “––––––––––––“
146 49,3
x= = 72g
100
n(C) = = 6 მოლი
100გ მჟავა შეიცავს 6,85გ წყალბადს
146 “–––––––––––––––“ x “––––––––––––“
146 6,85
x= = 10g
100
14. - 14 -
n(H) = = 10 მოლი
ე.ი. მჟავას ფორმულაა C6H10O4.
ამოცანის პირობის თანახმად მოლეკულაში ორი –COOH ჯგუფი უნდა გვქონდეს,
ხოლო ნახშირბადოვანი ჯაჭვი ნორმალური აღნაგობისა უნდა იყოს. ამაზე
დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ:
HOOC CH2 CH2 CH2 CH2 COOH
შეაბამისი რეაქციებია:
HOOC−(CH2)4−COOH + NaOH → HOOC−(CH2)4−COONa + H2O
O
HOOC−(CH2)4−COONa + ICH3 → HOOC−(CH2)4− C + NaI
O−CH3
პასუხი: HOOC – (CH2)4- COOH
ამოცანა №43 18,8გ რომელიღაც ნივთიერების, რომლის მოლური მასაა 94გ/მოლი,
დაწვის შედეგად წარმოიქმნება 26,9ლ(ნ.პ.) ნახშირორჟანგი და 10,8გ წყალი.
moc: m (ნივთიერება)=18,8გ
MM(ნივთიერება)=94გ/მოლი
V0(CO2)=26,9ლ
m(H2O)=10,8გ
_______________________
დავიმახსოვროთ: ერთი მოლი ორგანული ნივთიერების წვისას რამდენი მოლი
ნახშირორჟანგიც გამოიყოფა, იმდენივე ნახშირბადატომია მოლეკულაში.
შესაბამისად რამდენი მოლი წყალიც გამოიყოფა ერთი მოლი ნივთიერების წვისას,
ორჯერ მეტი წყალბადატომია მოლეკულაში. თუ წვის შედეგად მხოლოდ
15. - 15 -
ნახშირორჟანგი და წყალი წარმოიქმნება მაშინ საძიებელი ნივთიერების მოლეკულა
აუცილებლად შეიცავს ნახშირბადისა და წყალბადის ატომებს. მათ გარდა მოლეკულა
შეიძლება შეიცავდეს ჟანგბადის ატომებსაც.
დავადგინოთ საძიებელი ნივთიერებისა და წვის პროდუქტების მოლები.
n(ნივთიერება)=18,8/94=0,2 მოლი
n (CO2)=26,9/22,4=1,2 მოლი
n (H2O)=10,8/18=0,6 მოლი
n(ნივთიერება): n (CO2): n (H2O)=0,2:1,2:0,6=1:6:3
ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ რომ საძიებელი ნივთიერების მოლეკულა შეიცავს
ნახშირბადისა და წყალბადის ექვს-ექვს ატომს. მათ გარდა შეიძლება მოლეკულა
ჟანგბადის ატომებსაც შეიცავდეს. ამგვარად საძიებელი ნივთიერების ფორმულაა:
C6H6Ox
1+ 16x=94
x=1
ე.ი. საძიებელი ფორმულაა C6H6O ანუ C6H5OH
პასუხი: C6H5OH.