SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 6
გაკვეთილი № 14


  საშინაო დავალების შემოწმება

  1.   4P + 5O2 → 2P2O5
       P2O5 + 3H2O → 2H3PO4

       3Ca(OH)2 + 2H3PO4 → Ca3(PO4)2 + 6H2O
       Ca3(PO4)2 + H3PO4 → 3CaHPO4
       CaHPO4 + H3PO4 → Ca(H2PO4)2

       H3PO4 + NaOH → NaH2PO4
       NaH2PO4 + NaOH → Na2HPO4
       Na2HPO4 + NaOH → Na3PO4+ H2O

  2.   ρ (H3PO4) = 0,3616

  3.   Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4↓ + 2H3PO4
       H3PO4 + NH3 → NH4H2PO4
       m (NH4H2PO4) = 74,2გ


  ელემენტთა პერიოდული სისტემის IV ჯგუფის მთავარი
                   ქვეჯგუფი

  ეს ქვეჯგუფი შედგება ელემენტებისგან: ნახშირბადი(C), სილიციუმი (Si), გერმანიუმი
(Ge), კალა (Sn), ტყვია (Pb). პირველი ორი არამეტალია, დანარჩენები მეტალებია. გარე
ელექტრონულ შრეზე ამ ელემენტის ატომებს 4 - 4 ელექტრონი აქვთ:




  C



  რომელიც ადვილად გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში

  ამიტომ ეს ელემენტები ძირითადად ოთხვალენტიანია. ნახშირბადი, სილიციუმი და
გერმანიუმი იშვიათად შეიძლება ორვალენტიანებიც იყვნენ, ხოლო კალა და ტყვია
საკმაოდ ბევრ ნაერთში ორვალენტიანობას ამჟღავნებენ.
  ეს ელემენტები წარმოქმნიან ოქსიდებს RO და RO2 და წყალბადნაერთებს RH4.
  ნახშირბადისა და სილიციუმისთვის დამახასიათებელია დაჟანგულობის ხარისხები –4
დან +4-მდე. ხოლო დანარჩენები ყოველთვის დადებითი დაჟანგულობის ხარისხით
ხასიათდებიან.
  ნახშირბადი და სილიციუმი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. განვიხილოთ ეს
ორი ელემენტი.
2




                                ნახშირბადი

  ელემეტი ნახშირბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის                II
პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 6. M (C ) =12გ/მოლი. მისი ატომის აღნაგობა
შეიძლება ასე გამოვსახოთ:




  ნახშირბადის დაჟანგულობის ხარისხი იცვლება –4 - დან +4-მდე. ამჟღავნებს იშვიათად
ორ, ძირითადად ოთრხვალენტობას (ამის მიზეზებზე ვილაპარაკეთ IV ჯგუფის
ელემენტების ზოგადი მიმოხილვისას).
  ნახშირბადი მილიონობით ნაერთს წარმოქმნის. ნახშირწყალბადები და მათი
ნაწარმები ცალკეა გამოყოფილი და ამ ნივთიერებებს ორგანული ნივთიერებები ქვიათ.
ორგანულ ნაერთებს “ორგანული ქიმიის” კურსიდან გავეცნობით. ამჟამად კი
ნახშირბადის “მინერალურ”, ანუ არაორგანულ ნაერთებზე ვისაუბრებთ. ნახშირბადის
შემცველი არაორგანული ნივთიერებებია: მარტივი ნივთიერება ნახშირბადი, მისი
ოქსიდები, ნახშირმჟავა და მისი მარილები.
  ბუნებაში ხშირად გვხვდება ნახშირბადი როგორც თავისუფალი (ალმასი და გრაფიტი),
ასევე ნაერთების სახით. ნახშირბადი შედის ქვანახშირის, ნავთობის და სხვა ბუნებრივი
საწვავის შემადგენლობაში. ნახშირბადს შეიცავენ შემდეგი მინერალები - კალციტი:
CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. CaCO3 · MgCO3 – დოლომიტი. MgCO3 – მაგნეზიტი და
სხვა.
  ბუნებაში გვხვდება ნახშირბადის ალოტროპიული სახეცვლილებები: ალმასი და
გრაფიტი. ალმასი გამჭირვალე კრისტალებია. ყველა მინერალზე და ხელოვნურად
მიღებულ მასალაზე უფრო მაგარია, ჭრის მინას. ძვირფასი ქვაა და გამოიყენება
საიუვილერო ნაწარმების დასამზადებლად, აგრეთვე ტექნიკური მიზნებისთვის.
  გრაფიტი შავი ფერის ძალიან რბილი მინერალია. ატარებს დენს. იყენებენ
ელექტროდების და ფანქრების დასამზადებლად.
  ალმასის სტრუქტურა შემდეგნაირია: თუ წარმოვიდგენთ, რომ ტეტრაედრის
(ტეტრაედრი პირამიდაა, რომლის ყველა წახნაგი ტოლგვერდა სამკუთხედია) ცენტრში
მოთავსებულია ნახშირბადის ატომი, მაშინ ის ტეტრაედრის წვეროებში მოთავსებულ
ოთხ ატომთან მტკიცე, არაპოლარულკოვალენტური ბმებითაა დაკავშირებული. ამასთან
ნებისმიერი     ნახშირბადატომი     მსგავსი    ტეტრაედრის     ცენტრად     შეიძლება
წარმოვიდგინოთ.
                            ალმასის სტრუქტურა
3

  გრაფიტი კი ფენოვანი აღნაგობისაა. ფენებს შორის მანძილი დიდია და მათ შორის
ქიმიური კავშირის განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ გრაფიტი ადვილად იშლება
ფენებს შუა სივრცეში.




  უფრო დაწვრილებით ამ მარტივ ნივთიერებას ორგანული ქიმიის შესწავლისას
განვიხილავთ.
  არსებობს ე.წ. “ამორფული ნახშირბადი”. სინამდვილეში ეს წვრილკრისტა ლური
გრაფიტია.
  ხელოვნურად იქნა მიღებული კიდევ ერთი ალოტროპიული სახეცვლილება - კარბინი




  ნახშირბადის მიღება
  მეთანის 10000 –ზე მაღლა გახურებისას მიიღება ნახშირბადი და წყალბადი. ამ რეაქციას
მეთანის კრეკინგი ქვია. Y

                        CH4 →C + 2H2
 ნახშირბადშემცველი საწვავის არასრული წვისას წარმოიქმნება ნახშირბადი (ჭვარტლი,
მური, ნახშირი). ქვანახშირის უჰაეროდ გახურებისას მიიღება ნახშირბადისგან შემდგარი
ფოროვანი მასა – კოქსი, რომელიც გამოიყენება მეტალურგიაში.
      ნახშირბადის ქიმიური თვისებები
   1. ნახშირბადი რეაგირებს არამეტალებთან. ჟანგბადის ნაკლებობისას მიმდინარეობს
      არასრული წვა (წარმოიქმნება CO) , სიჭარბისას – სრული (წარმოიქმნება CO2)

                         2C + O2 → 2CO
                         C + O2 → CO2
       მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალბადთან
                         C + 2H2 → CH4
       არ რეაგირებს ჰალოგენებთან. რეაგირებს გოგირდთან, სილიციუმთან
                  C + 2S → CS2        C + Si → SiC

  2.   მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადი მეტალებთან წარმოქმნის კარბიდებს


  3.   გავარვარებული ნახშირი რეაგირებს წყლის ორთქლთან .

       ან         C + 2H2O → CO2 + 2H2
  4.   ძლიერი მჟანგავები რეაგირებენ ნახშირთან

  5. ნახშირი (კოქსის სახით) აღადგენს მეტალებს და არამეტალებს მათი ოქსიდებიდან
           PbO2 + C → Pb + CO2    SO2 + C → S + CO2
  CO – ნახშირჟანგი – ნახშირბადის (II) ოქსიდი, ნახშირბადის მონოოქსიდი –
მხუთავი გაზი. მიიღება ნახშირბადის არასრული წვისას. აგრეთვე ჭიანჭველმჟავას და
მჟაუნმჟავას დაშლით
4

  ნახშირჟანგი უფერო, უსუნო აირია. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია. მომწამვლელია.
ჩასუნთქვისას შეიწოვება სისხლში და ჟანგბადის ნაცვლად უკავშირდება ჰემოგლობინს,
სისხლს გადააქვს ნახშირჟანგი მთელ ორგანიზმში და იწვევს საერთო მოწამვლას.
  მოლეკულის აღნაგობას გავეცანით ქიმიური ბმების შესწავლისას

  ე.ი. ატომებს შორის ხორციელდება 2 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული
ბმა.
  CO იწვის
                 2CO + O2 → 2CO2
  რეაგირებს წყლის ორთქლთან


  აღადგენს ოქსიდებიდან მეტალებს
                Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2
  ტუტეებთან წარმოქმნის ჭიანჭველმჟავას მარილებს (ფორმიატებს)


  ქლორთან შეერთებისას წარმოიქმნება მომწამვლელი ნივთიერება ფოსგენი


  CO2 ნახშირორჟანგი , ნახშირბადის (IV) ოქსიდი – ნახშირბადის დიოქსიდი.

  მიიღება:
   1. კირქვის თერმული დაშლით



  2.   კარბონატების მჟავასთან ურთიერთქმედებით
                 CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑
                 Na2CO3 + H2SO4 → Na2SO4 + H2O + CO2↑

  3.   ნახშირბადის და ყველა ნახშირბად შემცველი სათბობის (შეშა, ტორფი, ქვანახშირი,
       ბუნებრივი აირი, ნავთობი და ნავთოპროდუქტები) სრული წვისას. მაგ:
                  CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O
                  2C2H6 + 7O2 → 4CO2 + 6H2O        და ა.შ.

  CO2 უფერო, უსუნო აირია, 1,5 – ჯერ მძიმეა ჰაერზე (M(CO2) = 44გ/მოლი M(ჰაერი) = 29გ/
მოლი) 00C ტემპერატურაზე 1,7 ლ CO2 იხსნება 1ლ წყალში. გაცივებისას მყარდება _
მიიღება ე.წ. “მშრალი ყინული”.

  ქიმიური თვისებები
    CO2Mმჟავური ოქსიდია, ამიტომ ცხადია, რომ ის რეაგირებს წყალთან, ფუძე
ოქსიდებთან და ტუტეებთან.
               CO2 + CaO → CaCO3
               CO2 + 2NaOH→ Na2CO3 + H2O

  ანთებული მაგნიუმი ნახშირორჟანგის არეში აგრძელებს წვას.
               CO2 + 2Mg → 2MgO + C

  CO2 გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად, რადგან თვითონ არ იწვის, ჰაერზე მძიმეა,
ფარავს ცეცხლის კერას და არ უშვებს ცეცხლთან ჰაერის ჟანგბადს.. მას იყენებენ
5

გამაცივებლად (მშრალი ყინული), აგრეთვე “შუშხუნა” სასმელების დასამზადებლად.
ბუნებაში მიმდინარე ქიმიური რეაქციებიდან უმნიშვნელოვა ნესია ფოტოსინთეზის
რეაქცია, რომელიც მცენარის მწვანე ფოთლებში მიმდი ნა რე ობს მზის ენერგიის
შთანთქმით.
                 6H2O + 6CO2 → C6H12O6 + 6O2
  ამ დროს ხდება ჟანგბადის აღდგენა _ რეგენერაცია.

  ნახშირმჟავა H2CO3 - სუსტი და არამდგრადი            მჟავაა.   არსებობს   მხოლოდ
წყალხსნარებში. ძალიან სუსტადაა დისოცირებული


  დისოციაციის I საფეხური მცირე რაოდენობით, ხოლო II საფეხური პრაქტიკულად არ
მიმდინარეობს. როგორც ორფუძიანი მჟავა ორი ტიპის მარილებს წარმოქმნის
                 NaOH + H2CO3 → NaHCO3 + H2O
                 2NaOH + H2CO3 → Na2CO3 + H2O


  თუ       იონის შემცველ ხსნარს დავამატებთ ბარიიუმის ან კალციუმის ქლორიდის
შემცველ ხსნარს, მიიღება თეთრი ფერის ნალექი BaCO3 ან CaCO3. მიღებული ნალექი
მჟავებში იხსნება. გამოიყოფა უსუნო აირი CO2, რომელიც ამღვრევს კირიან წყალს.
გავიხსენოთ კირიანი წყალი კალციუმის ჰიდროქსიდის წყალხსნარია. აირის ჭარბად
გატარებისას სიმღვრივე გაქრება.




                CO32- + Ba2+ → BaCO3↓
                BaCO3 + 2HCl → BaCl2 + H2O + CO2
                CO2 + Ca(OH)2 → CaCO3↓ + H2O
                CaCO3 + H2O + CO2 → Ca(HCO3)2 (ხსნადია)

  კარბონატებიდან ხსნადებია მხოლოდ ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის
მარილები. ჰიდროკარბონატები კი წყალში ხსნადებია.
  Na2CO3 – სარეცხი სოდა ძირითადად კრისტალჰიდ რატის სახითაა - Na2CO3 · 10H2O.
გამოიყენება საპნის, მინის და კიდევ მრავალი ქიმიური პროდუქტის წარმოებაში.
  NaHCO3 – სასმელი სოდა გამოიყენება კულინარიაში, მედიცინაში და სხვა
  სოდის მიღების სოლვეს ხერხი რამდენიმე საფეხურს მოიცავს:
  I ამიაკის, ნახშირორჟანგისა და წყლის ურთიერთქმედებით მიიღება ამონიუმის
ჰიდროკარბონატი
                 NH3 + CO2 + H2O → NH4HCO3
  II ნატრიუმის ქლორიდისა და ამონიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარების
ურთიერთქმედებისას       ილექება     ცივ  წყალში    ცუდად    ხსნადი   ნატრიუმის
ჰიდროკარბონატი – სასმელი სოდა
                 NH4HCO3 + NaCl → NH4Cl + NaHCO3↓

  III ნატრიუმის ჰიდროკარბონატის გახურებისას მიიღება ნატრიუმის კარბონატი –
“სარეცხი სოდა”
                 2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2
  K2CO3 – პოტაში, შედის ხის ნაცრის შემადგენლობაში. გამოიყენება ძნელად ლღობადი
მინის და რბილი საპნის წარმოებაში.
  .
6

  CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. გამოიყენება ჩაუმქრალი კირის წარმოებაში,
მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში.
  საშინაო დავალება

  1.   განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები



  2. შეურიეს 1ლ CO2 და 1ლ CO. როგორი იქნება ამ აირთა ნარევის სიმკვრივე ჰაერის და
     წყალბადის მიმართ?
  3. CO2 და H2 2ლ ნარევის ტუტის ხსნარში გატარების შემდეგ გამოყოფილი აირის
     მოცულობაა 0,5ლ. როგორია საწყის ნარევში თითოეული აირის მოცულობითი
     წილი?
  4. კირქვაში კალციუმის კარბონატის შემცველობა 90%-ია. რამდენი გრამი CaO და
     რამდენი ლიტრი CO2 გამოიყოფა 100გ ასეთი კირქვის გავარვარებისას?
  5. 100გ ბუნებრივი კირქვიდან მჟავით დამუშავების შედეგად 18ლ CO2 გამოიყო.
     როგორია კირქვაში კალციუმის კარბონატის მასური წილი?

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1barambo
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18datiko43
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43datiko43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13datiko43
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 
გაკვეთილი III
გაკვეთილი IIIგაკვეთილი III
გაკვეთილი IIIqimia
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3datiko43
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17datiko43
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14datiko43
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4datiko43
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42datiko43
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15datiko43
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38datiko43
 
გაკვეთილი I
გაკვეთილი Iგაკვეთილი I
გაკვეთილი Iqimia
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19datiko43
 
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობანივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობაnanulimjavanadze
 

Mais procurados (20)

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი III
გაკვეთილი IIIგაკვეთილი III
გაკვეთილი III
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38
 
გაკვეთილი I
გაკვეთილი Iგაკვეთილი I
გაკვეთილი I
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობანივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
 

Destaque

გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16barambo
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5barambo
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.docqimia
 
#3 ფაილის ტიპები
#3   ფაილის ტიპები#3   ფაილის ტიპები
#3 ფაილის ტიპებიElza Jincharadze
 
ფაილის ტიპები
ფაილის ტიპებიფაილის ტიპები
ფაილის ტიპებიdatiko43
 
ამოცანების ამოხსნის ხელოვნება
ამოცანების  ამოხსნის   ხელოვნებაამოცანების  ამოხსნის   ხელოვნება
ამოცანების ამოხსნის ხელოვნებაleila barbaqadze
 
გაკვეთილი VI
გაკვეთილი VIგაკვეთილი VI
გაკვეთილი VIqimia
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48datiko43
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29datiko43
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49datiko43
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47datiko43
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35datiko43
 

Destaque (16)

Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.doc
 
#3 ფაილის ტიპები
#3   ფაილის ტიპები#3   ფაილის ტიპები
#3 ფაილის ტიპები
 
ფაილის ტიპები
ფაილის ტიპებიფაილის ტიპები
ფაილის ტიპები
 
ამოცანების ამოხსნის ხელოვნება
ამოცანების  ამოხსნის   ხელოვნებაამოცანების  ამოხსნის   ხელოვნება
ამოცანების ამოხსნის ხელოვნება
 
გაკვეთილი VI
გაკვეთილი VIგაკვეთილი VI
გაკვეთილი VI
 
მრავალწახნაგას სახეები
მრავალწახნაგას სახეებიმრავალწახნაგას სახეები
მრავალწახნაგას სახეები
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35
 

Semelhante a გაკვეთილი № 14

გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.docqimia
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.docqimia
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 

Semelhante a გაკვეთილი № 14 (20)

Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.doc
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.doc
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 

Mais de barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Mais de barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 

გაკვეთილი № 14

  • 1. გაკვეთილი № 14 საშინაო დავალების შემოწმება 1. 4P + 5O2 → 2P2O5 P2O5 + 3H2O → 2H3PO4 3Ca(OH)2 + 2H3PO4 → Ca3(PO4)2 + 6H2O Ca3(PO4)2 + H3PO4 → 3CaHPO4 CaHPO4 + H3PO4 → Ca(H2PO4)2 H3PO4 + NaOH → NaH2PO4 NaH2PO4 + NaOH → Na2HPO4 Na2HPO4 + NaOH → Na3PO4+ H2O 2. ρ (H3PO4) = 0,3616 3. Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4↓ + 2H3PO4 H3PO4 + NH3 → NH4H2PO4 m (NH4H2PO4) = 74,2გ ელემენტთა პერიოდული სისტემის IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი ეს ქვეჯგუფი შედგება ელემენტებისგან: ნახშირბადი(C), სილიციუმი (Si), გერმანიუმი (Ge), კალა (Sn), ტყვია (Pb). პირველი ორი არამეტალია, დანარჩენები მეტალებია. გარე ელექტრონულ შრეზე ამ ელემენტის ატომებს 4 - 4 ელექტრონი აქვთ: C რომელიც ადვილად გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში ამიტომ ეს ელემენტები ძირითადად ოთხვალენტიანია. ნახშირბადი, სილიციუმი და გერმანიუმი იშვიათად შეიძლება ორვალენტიანებიც იყვნენ, ხოლო კალა და ტყვია საკმაოდ ბევრ ნაერთში ორვალენტიანობას ამჟღავნებენ. ეს ელემენტები წარმოქმნიან ოქსიდებს RO და RO2 და წყალბადნაერთებს RH4. ნახშირბადისა და სილიციუმისთვის დამახასიათებელია დაჟანგულობის ხარისხები –4 დან +4-მდე. ხოლო დანარჩენები ყოველთვის დადებითი დაჟანგულობის ხარისხით ხასიათდებიან. ნახშირბადი და სილიციუმი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. განვიხილოთ ეს ორი ელემენტი.
  • 2. 2 ნახშირბადი ელემეტი ნახშირბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის II პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 6. M (C ) =12გ/მოლი. მისი ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: ნახშირბადის დაჟანგულობის ხარისხი იცვლება –4 - დან +4-მდე. ამჟღავნებს იშვიათად ორ, ძირითადად ოთრხვალენტობას (ამის მიზეზებზე ვილაპარაკეთ IV ჯგუფის ელემენტების ზოგადი მიმოხილვისას). ნახშირბადი მილიონობით ნაერთს წარმოქმნის. ნახშირწყალბადები და მათი ნაწარმები ცალკეა გამოყოფილი და ამ ნივთიერებებს ორგანული ნივთიერებები ქვიათ. ორგანულ ნაერთებს “ორგანული ქიმიის” კურსიდან გავეცნობით. ამჟამად კი ნახშირბადის “მინერალურ”, ანუ არაორგანულ ნაერთებზე ვისაუბრებთ. ნახშირბადის შემცველი არაორგანული ნივთიერებებია: მარტივი ნივთიერება ნახშირბადი, მისი ოქსიდები, ნახშირმჟავა და მისი მარილები. ბუნებაში ხშირად გვხვდება ნახშირბადი როგორც თავისუფალი (ალმასი და გრაფიტი), ასევე ნაერთების სახით. ნახშირბადი შედის ქვანახშირის, ნავთობის და სხვა ბუნებრივი საწვავის შემადგენლობაში. ნახშირბადს შეიცავენ შემდეგი მინერალები - კალციტი: CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. CaCO3 · MgCO3 – დოლომიტი. MgCO3 – მაგნეზიტი და სხვა. ბუნებაში გვხვდება ნახშირბადის ალოტროპიული სახეცვლილებები: ალმასი და გრაფიტი. ალმასი გამჭირვალე კრისტალებია. ყველა მინერალზე და ხელოვნურად მიღებულ მასალაზე უფრო მაგარია, ჭრის მინას. ძვირფასი ქვაა და გამოიყენება საიუვილერო ნაწარმების დასამზადებლად, აგრეთვე ტექნიკური მიზნებისთვის. გრაფიტი შავი ფერის ძალიან რბილი მინერალია. ატარებს დენს. იყენებენ ელექტროდების და ფანქრების დასამზადებლად. ალმასის სტრუქტურა შემდეგნაირია: თუ წარმოვიდგენთ, რომ ტეტრაედრის (ტეტრაედრი პირამიდაა, რომლის ყველა წახნაგი ტოლგვერდა სამკუთხედია) ცენტრში მოთავსებულია ნახშირბადის ატომი, მაშინ ის ტეტრაედრის წვეროებში მოთავსებულ ოთხ ატომთან მტკიცე, არაპოლარულკოვალენტური ბმებითაა დაკავშირებული. ამასთან ნებისმიერი ნახშირბადატომი მსგავსი ტეტრაედრის ცენტრად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ალმასის სტრუქტურა
  • 3. 3 გრაფიტი კი ფენოვანი აღნაგობისაა. ფენებს შორის მანძილი დიდია და მათ შორის ქიმიური კავშირის განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ გრაფიტი ადვილად იშლება ფენებს შუა სივრცეში. უფრო დაწვრილებით ამ მარტივ ნივთიერებას ორგანული ქიმიის შესწავლისას განვიხილავთ. არსებობს ე.წ. “ამორფული ნახშირბადი”. სინამდვილეში ეს წვრილკრისტა ლური გრაფიტია. ხელოვნურად იქნა მიღებული კიდევ ერთი ალოტროპიული სახეცვლილება - კარბინი ნახშირბადის მიღება მეთანის 10000 –ზე მაღლა გახურებისას მიიღება ნახშირბადი და წყალბადი. ამ რეაქციას მეთანის კრეკინგი ქვია. Y CH4 →C + 2H2 ნახშირბადშემცველი საწვავის არასრული წვისას წარმოიქმნება ნახშირბადი (ჭვარტლი, მური, ნახშირი). ქვანახშირის უჰაეროდ გახურებისას მიიღება ნახშირბადისგან შემდგარი ფოროვანი მასა – კოქსი, რომელიც გამოიყენება მეტალურგიაში. ნახშირბადის ქიმიური თვისებები 1. ნახშირბადი რეაგირებს არამეტალებთან. ჟანგბადის ნაკლებობისას მიმდინარეობს არასრული წვა (წარმოიქმნება CO) , სიჭარბისას – სრული (წარმოიქმნება CO2) 2C + O2 → 2CO C + O2 → CO2 მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალბადთან C + 2H2 → CH4 არ რეაგირებს ჰალოგენებთან. რეაგირებს გოგირდთან, სილიციუმთან C + 2S → CS2 C + Si → SiC 2. მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადი მეტალებთან წარმოქმნის კარბიდებს 3. გავარვარებული ნახშირი რეაგირებს წყლის ორთქლთან . ან C + 2H2O → CO2 + 2H2 4. ძლიერი მჟანგავები რეაგირებენ ნახშირთან 5. ნახშირი (კოქსის სახით) აღადგენს მეტალებს და არამეტალებს მათი ოქსიდებიდან PbO2 + C → Pb + CO2 SO2 + C → S + CO2 CO – ნახშირჟანგი – ნახშირბადის (II) ოქსიდი, ნახშირბადის მონოოქსიდი – მხუთავი გაზი. მიიღება ნახშირბადის არასრული წვისას. აგრეთვე ჭიანჭველმჟავას და მჟაუნმჟავას დაშლით
  • 4. 4 ნახშირჟანგი უფერო, უსუნო აირია. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია. მომწამვლელია. ჩასუნთქვისას შეიწოვება სისხლში და ჟანგბადის ნაცვლად უკავშირდება ჰემოგლობინს, სისხლს გადააქვს ნახშირჟანგი მთელ ორგანიზმში და იწვევს საერთო მოწამვლას. მოლეკულის აღნაგობას გავეცანით ქიმიური ბმების შესწავლისას ე.ი. ატომებს შორის ხორციელდება 2 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული ბმა. CO იწვის 2CO + O2 → 2CO2 რეაგირებს წყლის ორთქლთან აღადგენს ოქსიდებიდან მეტალებს Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2 ტუტეებთან წარმოქმნის ჭიანჭველმჟავას მარილებს (ფორმიატებს) ქლორთან შეერთებისას წარმოიქმნება მომწამვლელი ნივთიერება ფოსგენი CO2 ნახშირორჟანგი , ნახშირბადის (IV) ოქსიდი – ნახშირბადის დიოქსიდი. მიიღება: 1. კირქვის თერმული დაშლით 2. კარბონატების მჟავასთან ურთიერთქმედებით CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑ Na2CO3 + H2SO4 → Na2SO4 + H2O + CO2↑ 3. ნახშირბადის და ყველა ნახშირბად შემცველი სათბობის (შეშა, ტორფი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ნავთოპროდუქტები) სრული წვისას. მაგ: CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O 2C2H6 + 7O2 → 4CO2 + 6H2O და ა.შ. CO2 უფერო, უსუნო აირია, 1,5 – ჯერ მძიმეა ჰაერზე (M(CO2) = 44გ/მოლი M(ჰაერი) = 29გ/ მოლი) 00C ტემპერატურაზე 1,7 ლ CO2 იხსნება 1ლ წყალში. გაცივებისას მყარდება _ მიიღება ე.წ. “მშრალი ყინული”. ქიმიური თვისებები CO2Mმჟავური ოქსიდია, ამიტომ ცხადია, რომ ის რეაგირებს წყალთან, ფუძე ოქსიდებთან და ტუტეებთან. CO2 + CaO → CaCO3 CO2 + 2NaOH→ Na2CO3 + H2O ანთებული მაგნიუმი ნახშირორჟანგის არეში აგრძელებს წვას. CO2 + 2Mg → 2MgO + C CO2 გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად, რადგან თვითონ არ იწვის, ჰაერზე მძიმეა, ფარავს ცეცხლის კერას და არ უშვებს ცეცხლთან ჰაერის ჟანგბადს.. მას იყენებენ
  • 5. 5 გამაცივებლად (მშრალი ყინული), აგრეთვე “შუშხუნა” სასმელების დასამზადებლად. ბუნებაში მიმდინარე ქიმიური რეაქციებიდან უმნიშვნელოვა ნესია ფოტოსინთეზის რეაქცია, რომელიც მცენარის მწვანე ფოთლებში მიმდი ნა რე ობს მზის ენერგიის შთანთქმით. 6H2O + 6CO2 → C6H12O6 + 6O2 ამ დროს ხდება ჟანგბადის აღდგენა _ რეგენერაცია. ნახშირმჟავა H2CO3 - სუსტი და არამდგრადი მჟავაა. არსებობს მხოლოდ წყალხსნარებში. ძალიან სუსტადაა დისოცირებული დისოციაციის I საფეხური მცირე რაოდენობით, ხოლო II საფეხური პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. როგორც ორფუძიანი მჟავა ორი ტიპის მარილებს წარმოქმნის NaOH + H2CO3 → NaHCO3 + H2O 2NaOH + H2CO3 → Na2CO3 + H2O თუ იონის შემცველ ხსნარს დავამატებთ ბარიიუმის ან კალციუმის ქლორიდის შემცველ ხსნარს, მიიღება თეთრი ფერის ნალექი BaCO3 ან CaCO3. მიღებული ნალექი მჟავებში იხსნება. გამოიყოფა უსუნო აირი CO2, რომელიც ამღვრევს კირიან წყალს. გავიხსენოთ კირიანი წყალი კალციუმის ჰიდროქსიდის წყალხსნარია. აირის ჭარბად გატარებისას სიმღვრივე გაქრება. CO32- + Ba2+ → BaCO3↓ BaCO3 + 2HCl → BaCl2 + H2O + CO2 CO2 + Ca(OH)2 → CaCO3↓ + H2O CaCO3 + H2O + CO2 → Ca(HCO3)2 (ხსნადია) კარბონატებიდან ხსნადებია მხოლოდ ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის მარილები. ჰიდროკარბონატები კი წყალში ხსნადებია. Na2CO3 – სარეცხი სოდა ძირითადად კრისტალჰიდ რატის სახითაა - Na2CO3 · 10H2O. გამოიყენება საპნის, მინის და კიდევ მრავალი ქიმიური პროდუქტის წარმოებაში. NaHCO3 – სასმელი სოდა გამოიყენება კულინარიაში, მედიცინაში და სხვა სოდის მიღების სოლვეს ხერხი რამდენიმე საფეხურს მოიცავს: I ამიაკის, ნახშირორჟანგისა და წყლის ურთიერთქმედებით მიიღება ამონიუმის ჰიდროკარბონატი NH3 + CO2 + H2O → NH4HCO3 II ნატრიუმის ქლორიდისა და ამონიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარების ურთიერთქმედებისას ილექება ცივ წყალში ცუდად ხსნადი ნატრიუმის ჰიდროკარბონატი – სასმელი სოდა NH4HCO3 + NaCl → NH4Cl + NaHCO3↓ III ნატრიუმის ჰიდროკარბონატის გახურებისას მიიღება ნატრიუმის კარბონატი – “სარეცხი სოდა” 2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2 K2CO3 – პოტაში, შედის ხის ნაცრის შემადგენლობაში. გამოიყენება ძნელად ლღობადი მინის და რბილი საპნის წარმოებაში. .
  • 6. 6 CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. გამოიყენება ჩაუმქრალი კირის წარმოებაში, მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. საშინაო დავალება 1. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები 2. შეურიეს 1ლ CO2 და 1ლ CO. როგორი იქნება ამ აირთა ნარევის სიმკვრივე ჰაერის და წყალბადის მიმართ? 3. CO2 და H2 2ლ ნარევის ტუტის ხსნარში გატარების შემდეგ გამოყოფილი აირის მოცულობაა 0,5ლ. როგორია საწყის ნარევში თითოეული აირის მოცულობითი წილი? 4. კირქვაში კალციუმის კარბონატის შემცველობა 90%-ია. რამდენი გრამი CaO და რამდენი ლიტრი CO2 გამოიყოფა 100გ ასეთი კირქვის გავარვარებისას? 5. 100გ ბუნებრივი კირქვიდან მჟავით დამუშავების შედეგად 18ლ CO2 გამოიყო. როგორია კირქვაში კალციუმის კარბონატის მასური წილი?