SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 5
Baixar para ler offline
გაკვეთილი № 12
  საშინაო დავალების შემოწმება:
   1.   ა)         CH3    ბ)                      CH3
                                                 

         O2N             NO2


                                    H3CCH2H2C            CH3
                                                           
                   NO2                            NO2

        გ)        Cl           დ)
                                                  CH3




                  NO2                             CH=CH2



   2.   ა) 1-მეთილ-3-პროპილ-4-ქლორბენზოლი
        ბ) 1,3-დიმეთილ-4-ნიტრო-6-ქლორბენზოლი
        გ) 1-ბუტილ-3-ნიტრო-4-ქლორბენზოლი
   3.   M (პოლმერის) = 124800გ/მოლი
   4.   m (C7H8) = 23გ   V0 (H2) = 22,4ლ




                   ნახშირწყალბადების ბუნებრივი წყაროები


 ბუნებრივი აირი.
  ბუნებრივი აირის მოპოვება ხდება დედამიწის ქერქის გაბურღვის შედეგად. ის
აირადი ნახშირწყალბადებისგან, ძირითადად მეთანისაგან შედგება. სხვადასხვა
საბადოს აირის შემადგენლობაში მისი შემცველობა (CH4) იცვლება 82%-დან 98%-
მდე. დანარჩენი კი არის ეთანი, პროპანი და ბუტანები. ბუნებრივ აირს აცივებენ, მას
აცილებენ პროპანისა და ბუტანის ნარევს, რომელიც ადვილად თხევადდება და მას,
-2-

ე.წ. “თხევად აირს” ბალონებში ათავსებენ და იყენებენ საყოფაცხოვრებო სათბობად.
აგრეთვე ბუტენისა და ბუტადიენის მისაღებად. ეთანს, რომელსაც ბუნებრივი
აირიდან გამოყოფენ, იყენებენ ეთილენის მისაღებად. ეთილენიდან და ეთანიდან
მრავალი საჭირო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. მრავალი ქიმიური გარდაქმნა
და მნიშვნელოვანი პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი მეთანისგანაც. მეთანის
ძირითადი მასა კი როგორც სათბობი მიეწოდება მომხმარებელს. მეთანი არამარტო
საყოფაცხოვრებო, არამედ სამრეწველო მნიშვნელობის სათბობია.
  ნავთობის მოპოვებისას იღებენ ე.წ. “ნავთობის თანამდე აირებს”, რომლებსაც
იჭერენ და შემდგომ გადაამუშავებენ. ამ აირების შედგენილობა ბუნებრივი აირების
შედგენილობის მსგავსია, მაგრამ მათში ეთანის, პროპანის და ბუტანების წილი
შედარებით მაღალია.


  ნავთობი.
  ნავთობი მუქი ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი და წყალში
უხსნადი ბლანტი სითხეა. მას მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან და ზღვის
ფსკერიდან სპეციალური ჭაბურღილების საშუალებით. ნავთობი ნახშირწყალ
ბადების ნარევია. გარდა ნახშირწყალბადებისა ნავთობის შედგე ნილო ბაში შედიან
ჟანგბადის, აზოტის და გოგირდის შემცველი ორგანული ნივთიერებებიც. ნავთობის
გადამუშავების     შედეგად    იღებენ    ე.წ.   “ნავთობპროდუქტებს”.       ნავთობის
გადამუშავების უმარტივესი სახეა მისი გამოხდა. ნავთობის გამოხდისას მიიღება
შემდეგი ნავთობპროდუქტები: აიარადი ფრაქციები (დუღს 400-მდე) შეიცავს
ალკანებს     C5-მდე.   ბენზინის   ფრაქცია     (დუღს   400-1800)   შეიცავს   C6-C10
ნახშირწყალბადებს. ბენზინი შეიცავს 100-მდე ინდივიდუალურ ნივთიერებას..
ესენია: ნორმალური და იზოალკანები, ციკლოალკანები და ალკილბენზოლები.
ბენზინის ფრაქცია მთელი ნარევის დაახლოებით 20%-ია. ბენზინი უპირატესად
გამოიყენება შიდაწვის ძრავების საწვავად (ავტომობილები, ზოგიერთი სახის
თვითმფრინავები და ტრაქტორები). ნავთის ფრაქცია (დუღს 1800-2300) შეიცავს C11 და
C12 ნახშირწყალბადებს.გამოიყენება საავიაციო და სარაკეტო საწვავად, აგრეთვე
საყოფაცხოვრებო სათბობად. მსუბუქი გაზოილი (დუღს 2300-3050) შეიცავს C13-C17
ნახშირწყალბადებს. დიზელის საწვავია. მძიმე გაზოილი და მსუბუქი საპოხი ზეთები
-3-

(დუღს 3050-4050) შეიცავს C18-C25         ნახშირწყალბადებს. საპოხი ზეთების ფრაქცია
(დუღს      4050-5150)    C26-C38     ნახშირწყალბადებისგან      შედგება.    ამავე    ფრაქციას
განეკუთვნება ვაზელინი და პარაფინი. ამის შემდეგ რჩება ნაშთი, რომელსაც
გუდრონს უწოდებენ. მასზე ინერტული შემავსებლების დამატებით იღებენ ასფალტს.
     გამოსახდელად ნავთობი წინასწარ ცხელდება 4500-მდე და ამ გაცხელებულ მასას
შეუშვებენ       ე.წ.   სარექტიფიკაციო    სვეტში.   ნავთობის     შემადგენლობაში         მყოფი
ნივთიერებები, რომლებიც აირად მდგომარეობაში არიან, წარიმართებიან ზემოთ,
თანდათან ცივდებიან და კონდენსირდებიან (თხევადდებიან). გათხევადებული
ნავთობპროდუქტები თავსდებიან ე.წ. თეფშებზე. რაც უფრო მაღლაა ეს თეფში მით
უფრო დაბალმდუღარე ნავთობპროდუქტი მოხვდება მასზე.
     ასე “ლაგდება თეფშებზე” ბენზინის, ნავთის და გაზოილის ფრაქციები.
     ნავთობის ის ნაწილი, რომელიც ამ პირობებში თხევადი სახითაა, ჩაედინება
სარექტიფიკაციო სვეტის ფსკერზე. მას მაზუთი ეწოდება. მაზუთს იყენებენ საწვავად
ან     გადაამუშავებენ      ვაკუუმში    გამოხდით.    ჩვეულებრივ     პირობებში        მაზუთის
გამოხდისას        ძალიან    მაღალი     ტემპერატურის     გამო    დაიწყებოდა         შესაბამისი
ნახშირწყალბადების დახლეჩის და დანახშირების რეაქციები. ვაკუუმში კი იკლებს
ნივთიერებათა დუღილის ტემპერატურა და შესაძლებელია ნავთობპროდუქტების
გამოყოფა.
     ბენზინის     ფრაქციაზე        გადიდებულმა     მოთხოვნილებებმა         საჭირო     გახადა
ნავთობპროდუქტების ქიმიური გარდაქმნით ბენზინის დამატებითი რაოდენობის
მიღება. ამას სხვადასხვა სახის კრეკინგის რეაქციებით აღწევენ. არსებობს თერმული
და კატალიზური კრეკინგი.
     თერმული კრეკინგი 500-7000 ტემპერატურაზე მიმდინარეობს. კატალიზური 400-
5000      ტემპერატურაზე.           კატალიზატორებია      ბუნებრივი         და   სინთეზური
ალუმინოსილიკატები.
     კრეკინგისას მიმდინარე რეაქციებია. მაგ:
                               C12H26  C6H14 + C6H12
     თავისი მოლეკულის შედგენილობითა და დუღილის ტემპერატურით მიღებული
ნივთიერებები შეესაბამებიან ბენზინის ფრაქციას.
-4-

  შიდაწვის ძრავაში შედის ბენზინის და ჰაერის ნარევი. ცილინდრში ხდება ამ
ნარევის    შეკუმშვა.       მაქსიმალური     შეკუმშვისას     ელექტრული     ნაპერწკლის
საშუალებით ხდება ბენზინის აფეთქებით წვა, რაც ცილინდრის დგუშის უკუსვლას
იწვევს. საჭიროა, რომ ბენზინის და ჰაერის ნარევი თავისთავად, ელექტრული
ნაპერწკლის მიწოდებამდე არ აფეთქდეს, ანუ არ განიცადოს დეტონაცია. რაც უფრო
უკეთ უძლებს ბენზინი ჰაერთან ერთად შუკუმშვას ანუ რაც უფრო ნაკლებად
განიცდის დეტონაციას, მით უფრო მაღალი ხარისხისაა იგი.
  აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტია ბენზინში ნორმალური აღნაგობის ნაჯერი
ნახშირწყალბადები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა ასეთი ბენზინი. განშტოებული,
უჯერი და არომატური ნახშირწყალბადები აუმჯობესებენ ბენზინის ხარისხს.
ბენზინის ხარისხის დასადგენად მის დეტონაციისადმი მდგრადობას ადარებენ
სპეციალურ ეტალონებს. ეტალონები მზადდება ნორმალური ჰეპტანის
   H3CCH2CH2CH2CH2CH2CH3
  და იზოოქტანისგან (2,2,4-ტრიმეთილპენტანი):

                             CH3
                              
                       H3CCCH2CH CH3
                                     
                             CH3     CH3
  ნ-ჰენტანის ოქტანური რიცხვი ანუ დეტონეციური მდგრადობა 0-ის ტოლია, ხოლო
იზოოქტანის ოქტანური რიცხვი 100-ის ტოლია. ნარევში იზოოქტანის მასური წილი
გვიჩვენებს ეტალონის ოქტანურ რიცხვს.
  როგორი ოქტანური რიცხვის ეტალონსაც დაემთხვევა საკვლევი ბენზინის
დეტონაციური      მდგრადობა         იმდენივე      იქნება   მისი   “ოქტანური   რიცხვი”.
პრაქტიკულად ავტომანქანებისთვის იყენებენ ბენზინებს, რომელთა ოქტანური
რიცხვია 72-76, 92 და 96.




  ქვანახშირი
  ქვანახშირის გადამუშავებისას, კერძოდ უჰაეროდ გაცხელებისას ორთქლდება
აირის ფრაქცია, ქვანახშირის კუპრი და რჩება მყარი მასა, რომელსაც კოქსი ეწოდება.
კოქსი დიდი რაოდენობით გამოიყენება ბრძმედებში როგორ საწვავი და აღმდგენი
ნივთიერება.
-5-

  კოქსის აირები შეიცავენ ამიაკს, წყალბადს, CO-ს და CO2-ს, აგრეთვე მეთანს,
ეთილენს და სხვა ნახშირწყალბადებს.
  ქვანახშირის კუპრის გამოხდით იღებენ შემდეგ ფრაქციებს:
  1.   მსუბუქი ზეთი. დუღს 1700-მდე. შედგება ძირითადად ნახშირწყალბადებისგან.
  2.   საშუალო ზეთი. დუღს 1700-2300. შედგება ნახშირწყალბადებისგან, აგრეთვე
       ფენოლისაგან (რა არის ფენოლი მოგვიანებით ვისწავლით).
  3.   მძიმე ზეთი. დუღს 2300-2700. მისგან შეიძლება გამოვყოთ ნაფტალინი.




        ნაფტალინია C10H8




  4.   რჩება შემცხვარი მყარი მასა.




  საშინაო დავალება:
  1.   რისგან შედგება ბუნებრივი აირი? რისგან შედგება ნავთობი?
  2.   რომელ ფრაქციებს გამოყოფენ ნავთობის გამოხდისას? რაში გამოიყენებიან
       ისინი?
  3.   რა არის კრეკინგი?
  4.   რა არის ოქტანური რიცხვი?

Mais conteúdo relacionado

Destaque

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
#3 ფაილის ტიპები
#3   ფაილის ტიპები#3   ფაილის ტიპები
#3 ფაილის ტიპებიElza Jincharadze
 
ფაილის ტიპები
ფაილის ტიპებიფაილის ტიპები
ფაილის ტიპებიdatiko43
 
ამოცანების ამოხსნის ხელოვნება
ამოცანების  ამოხსნის   ხელოვნებაამოცანების  ამოხსნის   ხელოვნება
ამოცანების ამოხსნის ხელოვნებაleila barbaqadze
 
G 012.doc
G 012.docG 012.doc
G 012.docqimia
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12datiko43
 
გაკვეთილი VI
გაკვეთილი VIგაკვეთილი VI
გაკვეთილი VIqimia
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11datiko43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13datiko43
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48datiko43
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14datiko43
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44datiko43
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49datiko43
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47datiko43
 
გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1datiko43
 

Destaque (18)

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
Eka
EkaEka
Eka
 
#3 ფაილის ტიპები
#3   ფაილის ტიპები#3   ფაილის ტიპები
#3 ფაილის ტიპები
 
ფაილის ტიპები
ფაილის ტიპებიფაილის ტიპები
ფაილის ტიპები
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
ამოცანების ამოხსნის ხელოვნება
ამოცანების  ამოხსნის   ხელოვნებაამოცანების  ამოხსნის   ხელოვნება
ამოცანების ამოხსნის ხელოვნება
 
G 012.doc
G 012.docG 012.doc
G 012.doc
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
გაკვეთილი VI
გაკვეთილი VIგაკვეთილი VI
გაკვეთილი VI
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 
გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1
 

Semelhante a გაკვეთილი № 12

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9barambo
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10datiko43
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22barambo
 

Semelhante a გაკვეთილი № 12 (20)

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
O 015
O 015O 015
O 015
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 

Mais de barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Mais de barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 

გაკვეთილი № 12

  • 1. გაკვეთილი № 12 საშინაო დავალების შემოწმება: 1. ა) CH3 ბ) CH3   O2N NO2 H3CCH2H2C CH3  NO2 NO2 გ) Cl დ) CH3 NO2 CH=CH2 2. ა) 1-მეთილ-3-პროპილ-4-ქლორბენზოლი ბ) 1,3-დიმეთილ-4-ნიტრო-6-ქლორბენზოლი გ) 1-ბუტილ-3-ნიტრო-4-ქლორბენზოლი 3. M (პოლმერის) = 124800გ/მოლი 4. m (C7H8) = 23გ V0 (H2) = 22,4ლ ნახშირწყალბადების ბუნებრივი წყაროები ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირის მოპოვება ხდება დედამიწის ქერქის გაბურღვის შედეგად. ის აირადი ნახშირწყალბადებისგან, ძირითადად მეთანისაგან შედგება. სხვადასხვა საბადოს აირის შემადგენლობაში მისი შემცველობა (CH4) იცვლება 82%-დან 98%- მდე. დანარჩენი კი არის ეთანი, პროპანი და ბუტანები. ბუნებრივ აირს აცივებენ, მას აცილებენ პროპანისა და ბუტანის ნარევს, რომელიც ადვილად თხევადდება და მას,
  • 2. -2- ე.წ. “თხევად აირს” ბალონებში ათავსებენ და იყენებენ საყოფაცხოვრებო სათბობად. აგრეთვე ბუტენისა და ბუტადიენის მისაღებად. ეთანს, რომელსაც ბუნებრივი აირიდან გამოყოფენ, იყენებენ ეთილენის მისაღებად. ეთილენიდან და ეთანიდან მრავალი საჭირო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. მრავალი ქიმიური გარდაქმნა და მნიშვნელოვანი პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი მეთანისგანაც. მეთანის ძირითადი მასა კი როგორც სათბობი მიეწოდება მომხმარებელს. მეთანი არამარტო საყოფაცხოვრებო, არამედ სამრეწველო მნიშვნელობის სათბობია. ნავთობის მოპოვებისას იღებენ ე.წ. “ნავთობის თანამდე აირებს”, რომლებსაც იჭერენ და შემდგომ გადაამუშავებენ. ამ აირების შედგენილობა ბუნებრივი აირების შედგენილობის მსგავსია, მაგრამ მათში ეთანის, პროპანის და ბუტანების წილი შედარებით მაღალია. ნავთობი. ნავთობი მუქი ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი და წყალში უხსნადი ბლანტი სითხეა. მას მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან და ზღვის ფსკერიდან სპეციალური ჭაბურღილების საშუალებით. ნავთობი ნახშირწყალ ბადების ნარევია. გარდა ნახშირწყალბადებისა ნავთობის შედგე ნილო ბაში შედიან ჟანგბადის, აზოტის და გოგირდის შემცველი ორგანული ნივთიერებებიც. ნავთობის გადამუშავების შედეგად იღებენ ე.წ. “ნავთობპროდუქტებს”. ნავთობის გადამუშავების უმარტივესი სახეა მისი გამოხდა. ნავთობის გამოხდისას მიიღება შემდეგი ნავთობპროდუქტები: აიარადი ფრაქციები (დუღს 400-მდე) შეიცავს ალკანებს C5-მდე. ბენზინის ფრაქცია (დუღს 400-1800) შეიცავს C6-C10 ნახშირწყალბადებს. ბენზინი შეიცავს 100-მდე ინდივიდუალურ ნივთიერებას.. ესენია: ნორმალური და იზოალკანები, ციკლოალკანები და ალკილბენზოლები. ბენზინის ფრაქცია მთელი ნარევის დაახლოებით 20%-ია. ბენზინი უპირატესად გამოიყენება შიდაწვის ძრავების საწვავად (ავტომობილები, ზოგიერთი სახის თვითმფრინავები და ტრაქტორები). ნავთის ფრაქცია (დუღს 1800-2300) შეიცავს C11 და C12 ნახშირწყალბადებს.გამოიყენება საავიაციო და სარაკეტო საწვავად, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სათბობად. მსუბუქი გაზოილი (დუღს 2300-3050) შეიცავს C13-C17 ნახშირწყალბადებს. დიზელის საწვავია. მძიმე გაზოილი და მსუბუქი საპოხი ზეთები
  • 3. -3- (დუღს 3050-4050) შეიცავს C18-C25 ნახშირწყალბადებს. საპოხი ზეთების ფრაქცია (დუღს 4050-5150) C26-C38 ნახშირწყალბადებისგან შედგება. ამავე ფრაქციას განეკუთვნება ვაზელინი და პარაფინი. ამის შემდეგ რჩება ნაშთი, რომელსაც გუდრონს უწოდებენ. მასზე ინერტული შემავსებლების დამატებით იღებენ ასფალტს. გამოსახდელად ნავთობი წინასწარ ცხელდება 4500-მდე და ამ გაცხელებულ მასას შეუშვებენ ე.წ. სარექტიფიკაციო სვეტში. ნავთობის შემადგენლობაში მყოფი ნივთიერებები, რომლებიც აირად მდგომარეობაში არიან, წარიმართებიან ზემოთ, თანდათან ცივდებიან და კონდენსირდებიან (თხევადდებიან). გათხევადებული ნავთობპროდუქტები თავსდებიან ე.წ. თეფშებზე. რაც უფრო მაღლაა ეს თეფში მით უფრო დაბალმდუღარე ნავთობპროდუქტი მოხვდება მასზე. ასე “ლაგდება თეფშებზე” ბენზინის, ნავთის და გაზოილის ფრაქციები. ნავთობის ის ნაწილი, რომელიც ამ პირობებში თხევადი სახითაა, ჩაედინება სარექტიფიკაციო სვეტის ფსკერზე. მას მაზუთი ეწოდება. მაზუთს იყენებენ საწვავად ან გადაამუშავებენ ვაკუუმში გამოხდით. ჩვეულებრივ პირობებში მაზუთის გამოხდისას ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო დაიწყებოდა შესაბამისი ნახშირწყალბადების დახლეჩის და დანახშირების რეაქციები. ვაკუუმში კი იკლებს ნივთიერებათა დუღილის ტემპერატურა და შესაძლებელია ნავთობპროდუქტების გამოყოფა. ბენზინის ფრაქციაზე გადიდებულმა მოთხოვნილებებმა საჭირო გახადა ნავთობპროდუქტების ქიმიური გარდაქმნით ბენზინის დამატებითი რაოდენობის მიღება. ამას სხვადასხვა სახის კრეკინგის რეაქციებით აღწევენ. არსებობს თერმული და კატალიზური კრეკინგი. თერმული კრეკინგი 500-7000 ტემპერატურაზე მიმდინარეობს. კატალიზური 400- 5000 ტემპერატურაზე. კატალიზატორებია ბუნებრივი და სინთეზური ალუმინოსილიკატები. კრეკინგისას მიმდინარე რეაქციებია. მაგ: C12H26  C6H14 + C6H12 თავისი მოლეკულის შედგენილობითა და დუღილის ტემპერატურით მიღებული ნივთიერებები შეესაბამებიან ბენზინის ფრაქციას.
  • 4. -4- შიდაწვის ძრავაში შედის ბენზინის და ჰაერის ნარევი. ცილინდრში ხდება ამ ნარევის შეკუმშვა. მაქსიმალური შეკუმშვისას ელექტრული ნაპერწკლის საშუალებით ხდება ბენზინის აფეთქებით წვა, რაც ცილინდრის დგუშის უკუსვლას იწვევს. საჭიროა, რომ ბენზინის და ჰაერის ნარევი თავისთავად, ელექტრული ნაპერწკლის მიწოდებამდე არ აფეთქდეს, ანუ არ განიცადოს დეტონაცია. რაც უფრო უკეთ უძლებს ბენზინი ჰაერთან ერთად შუკუმშვას ანუ რაც უფრო ნაკლებად განიცდის დეტონაციას, მით უფრო მაღალი ხარისხისაა იგი. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტია ბენზინში ნორმალური აღნაგობის ნაჯერი ნახშირწყალბადები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა ასეთი ბენზინი. განშტოებული, უჯერი და არომატური ნახშირწყალბადები აუმჯობესებენ ბენზინის ხარისხს. ბენზინის ხარისხის დასადგენად მის დეტონაციისადმი მდგრადობას ადარებენ სპეციალურ ეტალონებს. ეტალონები მზადდება ნორმალური ჰეპტანის H3CCH2CH2CH2CH2CH2CH3 და იზოოქტანისგან (2,2,4-ტრიმეთილპენტანი): CH3  H3CCCH2CH CH3   CH3 CH3 ნ-ჰენტანის ოქტანური რიცხვი ანუ დეტონეციური მდგრადობა 0-ის ტოლია, ხოლო იზოოქტანის ოქტანური რიცხვი 100-ის ტოლია. ნარევში იზოოქტანის მასური წილი გვიჩვენებს ეტალონის ოქტანურ რიცხვს. როგორი ოქტანური რიცხვის ეტალონსაც დაემთხვევა საკვლევი ბენზინის დეტონაციური მდგრადობა იმდენივე იქნება მისი “ოქტანური რიცხვი”. პრაქტიკულად ავტომანქანებისთვის იყენებენ ბენზინებს, რომელთა ოქტანური რიცხვია 72-76, 92 და 96. ქვანახშირი ქვანახშირის გადამუშავებისას, კერძოდ უჰაეროდ გაცხელებისას ორთქლდება აირის ფრაქცია, ქვანახშირის კუპრი და რჩება მყარი მასა, რომელსაც კოქსი ეწოდება. კოქსი დიდი რაოდენობით გამოიყენება ბრძმედებში როგორ საწვავი და აღმდგენი ნივთიერება.
  • 5. -5- კოქსის აირები შეიცავენ ამიაკს, წყალბადს, CO-ს და CO2-ს, აგრეთვე მეთანს, ეთილენს და სხვა ნახშირწყალბადებს. ქვანახშირის კუპრის გამოხდით იღებენ შემდეგ ფრაქციებს: 1. მსუბუქი ზეთი. დუღს 1700-მდე. შედგება ძირითადად ნახშირწყალბადებისგან. 2. საშუალო ზეთი. დუღს 1700-2300. შედგება ნახშირწყალბადებისგან, აგრეთვე ფენოლისაგან (რა არის ფენოლი მოგვიანებით ვისწავლით). 3. მძიმე ზეთი. დუღს 2300-2700. მისგან შეიძლება გამოვყოთ ნაფტალინი. ნაფტალინია C10H8 4. რჩება შემცხვარი მყარი მასა. საშინაო დავალება: 1. რისგან შედგება ბუნებრივი აირი? რისგან შედგება ნავთობი? 2. რომელ ფრაქციებს გამოყოფენ ნავთობის გამოხდისას? რაში გამოიყენებიან ისინი? 3. რა არის კრეკინგი? 4. რა არის ოქტანური რიცხვი?