3. პროექტის მიზანი:
• საკუთარი რაიონის შესწავლა სხვადასხვა
ასპექტში;
• დღეს არსებული საჭიროებების ანალიზი;
• რაიონის განვითარების მიმართულებით
საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება;
• კვლევა-ძიების უნარის განვითარება;
• ანალიზისა და კრიტიკული მსჯელობის
უნარის განვითარება.
4. პროექტის ამოცანები:
• შევისწავლით ნინოწმინდის მუნიციპალი-
ტეტის ისტორიას, გარემოს, გეოგრაფიას,
ეკონომიკას, კულტურას, მოსახლეობის სოცი-
ალურ მდგომარეობას, დღეს არსებულ პრობ-
ლემებს;
• წარმოვადგენთ რაიონის განვითარების
მიმართულებით საკუთარი ხედვას;
• გავაკეთებთ პრეზენტაციას;
• ავტვირთავთ ბლოგზე.
5. მოსალოდნელი შედეგები:
• მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარის
განვითარება;
• ანალიზისა და კრიტიკული მსჯელობის
უნარის განვითარება;
• მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის
განვითარება;
• ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარება;
• საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების
განვითარება.
6. სამიზნე ჯგუფი:
პროექტს ახორციელებს 4 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი.
ფუნქციების გადანაწილება მოხდა შემდეგნაირად:
ბადრი ბერიძე, IX კლასი, - რაიონის გეოგრაფია,
მრეწველობა, გარემო, კულტურა;
თამარ გორგაძე , IX კლასი, - ეკომიგრანტების
პრობლემები;
სალომე შავაძე, IX კლასი, - ჯავახეთში მცხოვრები
სომხების ისტორია;
სოფიო მიქელაძე, XI კლასი, - დუხობორების
ისტორია.
8. პროექტის აღწერა:
მოსწავლეებმა შეისწავლეს საკუთარი რა-
იონის ისტორია, ეთნოსი, გეოგრაფია, კულ-
ტურა. შეისწავლეს პრობლემები. ამ მიზნით
აიღეს ინტერვიუები, ჩაატარეს კვლევა-ძიება.
მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების
შედეგად ჩამოაყალიბეს პრობლემების
გადაჭრის საკუთარი ხედვა. წარმოადგინეს
ნაშრომები.
9. ბადრი ბერიძე:
ნინოწმინდა არის სამხრეთ საქართველოს ქალაქი,
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცი-
ული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქა-
ლაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნა-
წილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლე–თით, ზღვის დო-
ნიდან 1940 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა
1983 წელს. 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა.
მუნიციპალიტეტში შედის 33 სოფელი და 11 საკრებულო,
სადაც 34314 კაცი ცხოვრობს, მათ შორის: ქართველი –
1,2%, სომეხი – 89,6%, დუხობორი – 8,4%, სხვა ეროვნება –
0,8%.
ნინოწმინდაში არ მოქმედებს არცერთი ქართული ბაღი;
მუნიციპალიტეტში არ არსებობს შიდატრანსპორტი;
10. სალომე შავაძე:
1915 წელს თურქეთში მცხოვრებ სომხებსა და თურქებს
შორის მოხდა დაპირისპირება, რის გამოც გადარჩენილი
სომხები იძულებული გახდნენ, აყრილიყვნენ და
საქართველოში ჩამოსახლებულიყვნენ.
ჯავახეთის ტოპონიმიკა დღემდე ძირითადად ქართულია
. ჩვენამდე მოაღწია ჯავახეთის სოფლების ქართულმა და-
სახელებებმა: განძა, საღამო, წყალთბილა, თო-
რია, ნაოხრები...
ჩვენს დროში ქართველი, სომეხი და რუსი ხალხი კეთილ-
მეზობლურ ურთიერთობაში ცხოვრობს ჯავახეთის
მიწაზე.
12. სოფო მიქელაძე:
დუხობორი რუსული სიტყვაა „Духоборы“ და ნიშ-
ნავს „სულისთვის მებრძოლს“.
დუხობორები სამხრეთ საქართველოში, პატარა „ციმბირად“
წოდებულ ნინოწმინდაში, 1840-იან წლებში გადმოასახლეს
უმძიმეს პირობებში. იმპერიის მთავრობას მთავრობას
იმედი ჰქონდა, რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ უმძიმეს
პირობებს და გაწყდებოდნენ.
ამჟამად დუხობორთა დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვ-
რობს სოფ–ელ გორელოვკაში, სადაც არის მათი ეთ-
ნოგრაფიული მუზეუმი.
დღემდე შემორჩენილი აქვთ განსხვავებული წეს-ჩვეულე–
ბები და ყოფა. ადრეც და დღესაც გამოირჩევიან კეთილ-
მეზობლური ურთიერთობით.
14. პრობლემების ანალიზი
თამუნა გორგაძე:
• ნინოწმინდის აჭარელ ეკომიგრანტებს აუცილებლად
ჭირდებათ დახმარება.
• მათ უნდა მიეცეთ მიწით სარგებლობის საშუალება, რათა შეძ-
ლონ ადამიანურად ცხოვრება;
• უნდა მოგვარდეს განათლების, ტრანსპორტის, წყლის, გაზის,
გზის საკითხები;
• მიწა არ იყოს მხოლოდ მსხვილი ფერმერების ხელში;
• მთავრობამ სახლებთან ერთად უნდა შეისყიდოს სათიბი, საძო-
ვარი და დასამუშავებელი მიწები;
• უნდა გაიხსნას ამბულატორია, მოიყვანონ ექიმი, მოიტანონ
წამლები და მოსახლეობას გაუწიონ დახმარება.
15. სოფო მიქელაძე:
• ზოგიერთ სოფელში (მაგ. ორლოვკა, გორელოვკა) არ არის
გაზი, გზა, მოუწესრიგებელია წყალი;
• სამწუხაროა, რომ ქართულ მიწაზე ქართველებს არა გვაქვს
ქართული სკოლა, ბიბლიოთეკა.
• ჩვენებური მიწა ძალზე მოსავლიანია, მაგრამ ჩვენს ხალხს არა
აქვს, რადგან მას ეპატრონება რამდენიმე ფერმერი. იძულებული
ვართ, დაქირავებულ მუშებად ვიმუშაოთ მათთან.
• ვფიქრობ, კანონით უნდა გადაწყდეს, რამდენი მიწა შეიძლება
ჰქონდეს ადამიანს და არ მისცეს ვინმეს, ქართველი იქნება თუ
არაქართველი, ზომაზე მეტი მიწის შეძენის და სხვისი შრომის
ბოროტად გამოყენების უფლება.
• სახელმწიფო ყველა სოფელსა და ქალაქში, მიუხედავად იმისა,
თუ რამდენი ქართველი ცხოვრობს, უნდა აშენებდეს ქართულ
ბაღებს და სკოლებს.
16. სალომე შავაძე:
• ნინოწმინდის სოფლებს: ორლოვკას, გორელოვკას და
სხვებს არა აქვთ გაზი და წყალი;
• პრობლემაა ისიც, რომ ქართულ მიწაზე მცხოვრები
ქართველი ბავშვები სომხურ და რუსულ სკოლებში იღებენ
განათლებას;
• ვფიქრობ, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს
ქართული მოსახლეობისთვის განათლების მიცემა მშობლიურ
ენაზე, რათა მათ არ დაკარგონ თავისი ენა და ეროვნება,
მიიღონ კარგი განათლება მშობლიურ ენაზე და ასახელონ
სამშობლო;
• მე რომ პრეზიდენტი ვიყო, საქართველოს ყველა მხარეს
ვესტუმრებოდი და გავეცნობოდი ხალხის გასაჭირს ან ისეთ
ორგანიზაციას შევქმნიდი, რომელიც ამას გააკეთებდა. ხალხს
რასაც დავპირდებოდი, ყველაფერს შევუსრულებდი.