O slideshow foi denunciado.
Seu SlideShare está sendo baixado. ×

Mefe Tamari Prezentacia

Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Próximos SlideShares
თამარ  მეფე
თამარ მეფე
Carregando em…3

Confira estes a seguir

1 de 9 Anúncio

Mais Conteúdo rRelacionado

Diapositivos para si (20)

Quem viu também gostou (20)

Anúncio

Semelhante a Mefe Tamari Prezentacia (9)

Anúncio

Mefe Tamari Prezentacia

1. 1. მეფე თამარი
ნათელი დაუღამებელი
უძღვის მეფობასა შენსა
გრიგოლ ხანთძელი

2. 2. ზეობა მეფე თამარისა
ქართველთა უზარმაზარი სამფლობელონი,ნიკოფსიიდან დარუბნდამდე,მრავალი ხალხებით დასახლებული კავკასიელთა სახელმწიფო,ხელთ დარჩა 18 წლის ქალს-”მეცნიერებითა,ცნობიერებითა,გონიერებითა და შუენერებითა”სრულქმნილ სამეფო-სადედოფლო პრინცესას.
1184 წელი-მეფობას იწყებს მეფე თამარი-”მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა...”

3. 3. პირველი წინააღმდეგობა
Eეს მეფის ხელისუფლების შესუსტებას ნიშნავდა. Mმეფე თამარის ბრძანებით ყურთუ-ასლანი შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს, ამან მის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია,განდგომილებმა იარაღის ჟღარუნით მეთაურის განთავისუფლება მოითხოვეს.
“სამოქალაქო ომის” შმორიანი სუნი ჩამოწვა.
დიდი სახელმწიფო სიბრძნე, დახვეწილი ტაქტი და მომხიბლავი რომანტიკა გამოსჭვივის ყმაწვილი ქალი-მეფის ქმედებაში, მან მოწინააღმდეგეთა ბანაკში ყველაზე საპატიო დესპანი, ორი მანდილოსანი-ხუაშაქი ცოქალი და კრავაი ჯაყელი გააგზავნა, მათ დააცხრეს მეამბოხეთა ავი ყარყაში, გადასცეს მეფე თამარის ბრძანება, რომ მეთაურის გარდა არავინ დაისჯებოდა
საპატიო დესპანმა იარღაყრილი მეამბოხეები მეფესთან მიიყვანა, მათ მუხლი მოიდრიკეს და მეფეს ერთგულება შეჰფიცეს, მეფე მათ შეჰპირდა, რომ დარბაზის უფლებებს გააფართოებდა
მეჭურჭლეთუხუცესმა ყურთლუ-ასლანმა მეფის სასახლის გვერდით “კარავის” დაარსება მოითხოვა, სადაც უნდა განხილულიყო ყველა სახელმწიფო-საკანონმდებლო საკითხი და შემდეგ მიეტანათ მეფესთან ხელისმოსაწერად და დასტურისათვის

4. 4. ქორწინება
იური ყოფილა “სახე კეკლუცი სრული ანაგობის მოყმე”,არც სარდლური ნიჭი ჰკლებია, მისი სარდლობით ქართველებმა წარმატებით დალაშქრეს კარის,კარნიფორისა და ბოსფორის თურქთა ბანაკები, განვლეს ირანი, შეიჭრნენ პართიაში,აიღეს იქაური ქალაქები, ნადავლითა და ტყვეებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სამშობლოში. Mმაგრამ მალე გამჟავნდა, რომ მას ბევრი ცუდი თვისება და ზნე ჩვეულება ჰქონია, თამარი გაეყარა მას და ის საქართველოდან აურაცხელი სიმდიდრით გაისტუმრეს.
დავით სოსლანი იყო ოვსთა მეფის ჯადრონის ძე.
მეფე გიორგი I მეორე ცოლად ოვსთა მეფის ასული ჰყავდა_ალდე. ალდესგან გიორგის დარჩა დემეტრე. დემეტრესგან დარჩა ძე მისი დავითი.რომელიც ბებიამ-ალდემ.ოვსთა მეფის კარზე მიიყვანა და მეფის ერთადერთი ასული შერთო. ოვსთა მეფის გარდაცვალების შემდეგ დავითი გამეფდა.მის შემდეგ გამეფდა ძე მისი დავითი.სწორედ ამ დავით დავითის ძეს ცოლად ჰყავდა დავით აღმაშენებლის ასული თამარ მრწემი,ამ ქორწინებამ წარმოშვა ათონი.ხოლო ათონის შემდეგ ოვსთა ტახტზე ავიდა ძე მისი ჯადრონი.სწორედ ამ ჯადრონის, მეფე გიორგი I მეექვსე შთამომავალი იყო დავით სოსლანი.
1185 წელს თამარი დარბაზის გადაწყვეტილებით დაქორწინდა რუსეთის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟზე იური
ბოგოლიუბსკზე.
1189წელს თამარმა მეორედ იქორწინა დავით სოსლანზე

5. 5. შვილები
1193 წელს თამარსა და დავითს, ტაბახმელას სასახლეში,შეეძინათ ვაჟი.თამარმა მას უწოდა გიორგი. ,,სახელი ახოვნისა და მის მამისა თვისა” გასაოცარი სილამაზისთვის რამეთუ ,,იშვა დახატული ბუნებისგან”- ახალშობილი უფლისწულს ზედნადებ სახელად უწოდეს ლაშა - ,,განმანათლებელი” ანუ ,,ქვეყნის მანათობელი”.
თამარს ჰყავდა ქალიშვილიც, რუსუდანი, რომელიც შემდეგ მეფე გახდა,

6. 6. თამარის ლაშქრობები და ბრძოლები

ლაშა-გიორგის დაბადების აღსანიშნავად ქართველებმა აიღეს და დაარბიეს განდგომილი ქალაქები ბარდავი,განძა და კარნუ ქალაქ
7. 7. საპასუხოდ თურქებმა დიდი კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს ათაბაგ აბუ-ბაქარის მეთაურობით. მეფე თამარმა ქართულ მხედრობას სიტყვით მიმართა მერე დავითიან გორგასლიანი დროშა გადასცა თავის მეუღლეს და მხედართმთავარს დავითს, ჯარი დალოცა და .თვითონ შიშველი ფეხით მეტეხის ტაძარს მივიდა სალოცავად.ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.
8. 8. Mმჰმადიანური სამყარო ვერ ურიგდებოდა ქართველთა აღზევებას და გამძლავრებას.
9. 9. რუმის სულთანი რუქნ ად-დინი უზარმაზარი ჯარით დაბანაკდა ბასიანის ველზე თამარმა დალოცა ჯარი გადსცა სახელმწიფო დროშა დავით სოსლანს.ამ ბრძოლაშიც ქართველებმა მოიპოვეს “ძლევაი საკვირველი” და უდიდესი ნადავლი მიართვეს თამარ მეფეს.

1193წელი_ ბარდავი,განძა და კარნუ ქალაქი
1195წ.16 ივნისი_შამქორი
1204წელი-ხლართი,კარი
1202წელი_ბასიანი

10. 10. კულტურის კატალოგი
XII-საუკუნე იყო საქრთველოსთვის ეკონომიკური,პოლიტიკური და ზნეობრივი აღზევების პერიოდი.
ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწონელი
აყვავდა ქართული საისტორიო მწერლობა, სახოტბო მწერლობის შედევრები შექმნეს იოანე შავთელმა და გრგოლ ჩახრუხაძემ.
შეიქმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.
ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ბრწყინვალე ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზარები, რომლებმაც შექმნეს მაღალმხატვრული მჭედლობის ნიმუშები:ჯრუჭისოთხთავი,ხახულისა და ანჩის ხატები და სხვ.
განვითარდა არქიტექტურა,ფერწერა და ფრესკა,აიგო ხუროთმოძღვრების ძეგლები ქვათახევი,ვარძია,ბეთანია, ყინწვისი და სხვ.

11. 11. გარდაცვალება
1213წელს საქართველოს მოუკვდა თამარი.
“შვიდმნათობიერი”
“დედოფალი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა,ჩრდილოეთისა და სამხრეთისა”
“მეფეთა მზე და მზეთაცამზე”
Gგამეფდა 18წლისა იმეფა 25 წელი,აღესრულა 43წლისა.
Aამიერიდან ქართულ სახელმწიფო დროშას ეწოდა “გორგასლიან, დავითიან თამარიანი”.

12. 12. გმადლობთ ყურადღებისათვის