O slideshow foi denunciado.
Utilizamos seu perfil e dados de atividades no LinkedIn para personalizar e exibir anúncios mais relevantes. Altere suas preferências de anúncios quando desejar.
ნიკო ლორთქიფანიძე 
,,შელოცვა რადიოთი” 
დაწერის დრო: 
,,შელოცვა რადიოთი” 1928 წელს დაიწერა,კონკრეტულად 1928 წელი, რა თქმა 
...
შინაარსი 
• ელი გორდელიანი მოთხრობის ერთადერთი მთავარი გმირია.მოთხრობის მთელი შინაარსი მის თავგადასავალს წარმოადგენს. 
• ე...
რატომ წავიდა ელი საქართველოდან? 
• ელის სამშობლო პოლიტიკური რეპრესიების ფონზე არ 
დაუტოვებია.პირველი მსოფლიო ომი 
ახალადამ...
საქართველოს სიძეები 
• ელი გორდელიანის ქმრები ბორენკოვი და იერონიმე შვინდაძე იყვნენ,ჯონ 
ჰექსელეის რაღაც გაურკვეველი ურთიე...
სიძეების სიმბოლიკა 
პირველი ქმარი–რუსი ბორენკოვი სიმბოლურია,რომ 
ელი,როგორც საქართველო,მისგან 
გამორბის.ვითარება,რომელიც თ...
იერონიმე შვინდაძემ რუს ქმარს გამოქცეულ 
და ჯარისკაცთა ბრბოს პირისპირ 
აღმოჩენილ ელის უშველა, თუმცა მისი 
შენარჩუნება და ოჯ...
ჯონ ჰექსელეი–უპასუხისმგებლო ევროპას განასახიერებს. საქართველო და 
ევროპა,სიმბოლური გაგებით,ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან,საქ...
• ამერიკელმა ბრომლეიმ ელი 
(საქართველო) მომაკვდავი ჩაიბარა, 
არის თუ არა ბრომლეი ამერიკა? 20–იან 
წლებში,როცა შელოცვა რადი...
გველის სიმბოლიკა 
ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში გველის ბიბლიური სიმბოლიკა 
გაგრძელდა 
ელი ბედისწერამ დაკბინა.წამიერად დასა...
ბარათაშვილის 
სიმბოლიკა ელი გორდელიანის ცხედარი,როგორც 
გვახსოვს,დაწვეს,ფერფლი მისი ქანდაკების ღრუში 
შეინახეს, მოთხრობა დ...
შელოცვის სიმბოლიკა 
• შელოცვის მოთხოვნა სულის უკანასკნელი 
გაბრძოლება,სამშობლოსთან სულიერი კავშირის 
აღდგენის უკანასკნელი ...
ეპიგრაფის,ანუ პროლოგის სიმბოლიკა 
ორი ეპიგრაფი: 
ერთი რუსთაველის და მერე ბიბლიური: 
1. ,,რას მაქნევდით,რათ გინდოდით, 
ერთმ...
გმადლობთ ყურადღებისათვის 
ქართული ენისა და ლიტერატურის 
მასწავლებელი : 
თამარ კაკაჩია
Próximos SlideShares
Carregando em…5
×

ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

29.442 visualizações

Publicada em

მე-12 კლასელთათვის

Publicada em: Educação

ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

  1. 1. ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი” დაწერის დრო: ,,შელოცვა რადიოთი” 1928 წელს დაიწერა,კონკრეტულად 1928 წელი, რა თქმა უნდა,შემთხვევითობაა, თუმცა ცხადია,რომ დგას წლები, როცა საქართველოდან წასვლის იდეა პოპულარული არ არის,ტრადიციული განცდა გამძაფრებულია.მშობლიურ მიწას მიჯაჭვული სული საკუთარი არსებობის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს. მოვლენას კონკრეტული საფუძველი აქვს: პირველი მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი წლების რყევებმა,საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ,ხალხთა ახალი საპყრობილის–საბჭოთა კავშირის შექმნამ ემიგრაციის აზვირთება გამიოიწვია.ეს დიდი ტკივილი იყო. წასვლა განწირულის სულისკვეთებას ჰგავდა:მიდიოდნენ იმიტომ,რომ არ დაედგომებოდათ,მიდიოდნენ იქ,სადაც არავინ ელოდათ,მიდიოდნენ და იერუსალიმიდან გაწეული იუდევლებივით ერთადერთი,სიცოცხლე მიჰქონდათ.
  2. 2. შინაარსი • ელი გორდელიანი მოთხრობის ერთადერთი მთავარი გმირია.მოთხრობის მთელი შინაარსი მის თავგადასავალს წარმოადგენს. • ელი ქართველი სამხედრო ოფიცრის შალვა გორდელიანისა და გერმანელი მუსიკის მასწავლებლის მატილდა ვახერერის ასულია.ელის ყმაწვილქალობა პირველ მსოფლიო ომს დაემთხვა,საზოგადოებამ იგი ომში დაჭრილი მეომრების დასახმარებლად გამართულ ბალზე გაიცნო. • ქალს თვალი დაადგა რუსეთის არმიის ოფიცერმა,გრაფმა ვლადიმერ ბორენკოვმა.მათი ქორწინება უიღბლო გამოდგა.რუსეთში გამგზავრებული ელი სულმოკლე მეუღლეს მატარებლიდანვე,იქვე,თბილისის მახლობლად გამოექცა. • მეორე ქმარი,ქართველი ოფიცერი–იერონიმე შვინდაძე უხეირო და უპასუხისმგებლო კაცი გამოდგა.ელი მამასთან და სრულიად პატარა გიორგისთან ერტად ცხოვრების პირისპირ აღმოჩნდა.იძულებული გახდა,ერტადერთი მედალიონის გარდა,ყველაფერი გაეყიდა ან დაეგირავებინა. • ელი თბილისიდან ახლადგაცნობილ ინგლისელთან–ჯონ ჰექსელეისთან ერთად წავიდა,ჯერ კავკავში(ვლადიკავკაზი),შემდეგ გერმანიაში,მიუნჰენში ცხოვრობდა,ბევრი რამ ნახა,გამოცადა,თბილისი,მამისა და შვილის ხატება,აქამდე აჩრდილივით რომ დასდევდა,გონებიდან ამოიშალა.ჰექსელეი მიუნჰენში კინოწარმოების დაწყებას აპირებდა და კომპანიონად მოიაზრებდა ამერიკელ მილიარდელს ბრომლეის,რომელიც სასტუმოში მათ მეზობლად ცხოვრობდა. • ბრომლეიმ თავის მხრივ აღმოაჩინა, რომ ელის მიმართ გრძნობები ჰქონდა. • ელის ცნობიერება ერთმა უცნაურმა ამბავმა შეაფხიზლა: ჰექსელეიმ ბრომლეის,იმისივე თხოვნით,15 ათას დოლარად მიჰყიდა ინდოელი თანაშემწე რამინო,რომელსაც შეფთან გულითადი დამოკიდებულება აკავშირებდა. შეურაცყოფილი რამინო,სასტუმროდან წავიდა,გადაიკარგა. ,,შენც უნდა წახვიდე, შენც უნდა წახვიდე”–პირველად მაშინ გაუელმა ელის. • ქალმა დაინახა,რომ საზოგადოება,რომელშიც აღმოჩნდა, გულწრფელი არ იყო.ჰექსელეი რაღაც წარსულს მალავდა, ბრომლეი კი ჰექსელეიზე, როგორც ,,სავაჭრო პარტნიორზე” ცნობებს აგროვებდა, თვითონ კი ნივთს წარმოადგენდა. • ერთ საღამოს,კაბარეში ყოფნისას გველების წარმოდგენა ნახა,მიიჩნია,რომ წარმოდგენის მონაწილე ინდოელი ქალი კარგად ვერ ცეკვავდა,გადაწყვიტა,თვითონ ეცეკვა,სამაგიეროდ კი სამშობლოში დაბრუნება ეთხოვა. ამთხოვნას გველებთან ცეკვის გარეშეც შეუსრულებდნენ,მაგრამ,რადგან ნივთად ყოფნა მობეზრებოდა,ამჯობინა აღედგინა ღირსება და სამშობლოში დაბრუნება განწირულის სულისკვეთებით ეყიდა. • ელიმ განსაკუთრებული მგზნებელობით იცეკვა, მოძრაობაში საკუთარი ცხოვრება,საკუთარი ხილვა გამოხატა.ცეკვისას გველმა უკბინა. ლონდონიდან,ვენიდან,ბერლინიდან გამოწერილმა ექიმებმა ვერეფერი უშველეს, თვითონ ითხოვა,სამშობლოდან გველით დაკბენილის შელოცვა გამოეგზავნათ.შელოცვა საქართველოდან რადიოთი გაუგზავნეს,თუმცა ამან ვერ უშველა. • ბრომლეიმ გრანდიოზული სამგლოვიარო ცერემონიალი მოაწყო,ელის გვამი კრემატორიუმში დაწვეს და სახელდახელოდ გაკეთებულ მისივე ქანდაკების ღრუში ჩადეს. ასე დამთავრდა მშვენიერი ქალის ცხოვრება,მისი სიშლეგისა და თავგანწირვის ისტორია.
  3. 3. რატომ წავიდა ელი საქართველოდან? • ელის სამშობლო პოლიტიკური რეპრესიების ფონზე არ დაუტოვებია.პირველი მსოფლიო ომი ახალადამთავრებული,საქართველოში უცხოელები ირევიან,რეპრესიები არ არის,თუმცა არის ქაოსი,გაჭირვება,გაუფასურებული მამა,რომელსაც დაცინვით ,,მოფილოსოფოსე კავალერისტს” ეძახიან,დემორალიზებული საზოგადოება,დემორალიზებული ქმრები,ორი უღბლო ქორწინება.ელი გარბის,რათა მოჯადოებული წრე გაარღვიოს,სიდუხჭირესა და უძრაობას გაეცალოს,სივრცე ისუნთქოს.აწმყო,რომელშიც გაქცევამდე ცოცხლობს,სულის ბორკილებია. • სამშობლოდან წასულმა აღმოაჩინა,რომ ბორკილები არ მოშორებია,თანამდევი წარსულისა და ახალი აწმყოს ტყვე გახდა,მოჯადოებული წრის ხელახლა გარღვევის სურვილმა ტრაგედიამდე მიიყვანა,ელის სახე იმ ქართველ ემიგრანტთა სახეებს შეუერთდა, რომელთათვისაც სამშობლოში დაბრუნება სიკვდილ–სიცოცხლის საგნად იქცა.
  4. 4. საქართველოს სიძეები • ელი გორდელიანის ქმრები ბორენკოვი და იერონიმე შვინდაძე იყვნენ,ჯონ ჰექსელეის რაღაც გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდა, ბრომლეის რომანმა კი დაწყებაც ვერ მოასწრო. • მათ ჩვენ პრობითად ,,სიძეებს” ვუწოდებთ,სინამდვილეში ეს უფრო ზოგად საზრისს მოცავს. • ელი გორდელიანი ზოგად სივრცეში მყოფ საქართველოს განასახიერებს. ოთხივე ,,სიძე” არის სამყარო,რომელიც საქართველოსთან,როგორც სულიერ არსებასთან ურთიერთობს.მჭიდრო ცოლქმრული ურთიერთობა მხოლოდ ქართველთან აკავშირებს,დანარჩენი სამი კი ელის არც კანონიერად ,არც უკანონოდ არ უკავშირდება.ბორენკოვთან მხოლოდ ჯვრისწერას ასწრებს,ჰექსელეისთან ფიზიკური სიახლოვეც არ ჰქონია,ბრომლეიმ კი გრძნობის გაცხადებაც ვერ მოასწრო.
  5. 5. სიძეების სიმბოლიკა პირველი ქმარი–რუსი ბორენკოვი სიმბოლურია,რომ ელი,როგორც საქართველო,მისგან გამორბის.ვითარება,რომელიც თბილისიდან გასული მატარებლის ვაგონში სუფევს,აგონიაში მყოფი რუსული სამყაროს ანარეკლია(რუსეთია იმპერია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და დაინგრა კიდეც).ეს არის თავგზააბნეული და საშიში სამყარო,გაუთავებელი სმა,ხორხოცი,ქალის მიმართ გამოვლენილი ავადმყოფური საქციელი, ის არასრულყოფილებაა,რომელსაც გადარჩენის მოსურნე სული და სხეული უნდა გაექცეს,ამით ნიკო ლორთქიფანიძემ მე–20 საუკუნის 20–იანი წლების ქართულ–რუსული ურთიეთობების კრახი გვაჩვენა.
  6. 6. იერონიმე შვინდაძემ რუს ქმარს გამოქცეულ და ჯარისკაცთა ბრბოს პირისპირ აღმოჩენილ ელის უშველა, თუმცა მისი შენარჩუნება და ოჯახური სტაბილურობის შექმნა ვერ შეძლო,იერონიმე უმწეო,უენერგიო ქართულ სინამდვილეს განასახიერებს. ეს არის სული,რომელიც საკუთარ სხეულს ვერ ფლობს,ანდა სხეული,რომელიც საკუთარ სულს ვერ იტევს.
  7. 7. ჯონ ჰექსელეი–უპასუხისმგებლო ევროპას განასახიერებს. საქართველო და ევროპა,სიმბოლური გაგებით,ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან,საქართველო იქცევა ნივთად,რომელსაც ევროპა ინდოეთივით გაყიდის და მიჰყიდის მას,ვინც მეტს გადაუხდის.ჰექსელეის დამოკიდებულება ელის სტატუსუს დაუდგენლობა–ცოლია? საცოლეა? საყვარელია? სწორედ ამ ურთიერთობების სიმბოლური გააზრებიდან მომდინარეობს.
  8. 8. • ამერიკელმა ბრომლეიმ ელი (საქართველო) მომაკვდავი ჩაიბარა, არის თუ არა ბრომლეი ამერიკა? 20–იან წლებში,როცა შელოცვა რადიოთი დაიწერა,ქართულ–ამერიკული ურთიერთობების იდეოლოგია პოპულარული არ იყო,თუმცა არც შეუძლებელი ყოფილა,რასაც კომკრეტული ფაქტები ადასტურებს: ამერიკის პოლიტიკური წარმოდგენა ქართულ პოლიტიკაში არსებობდა. ნიკო ლორთქიფანიძეს,რომელმაც 20– იან წლებში ქართულ– რუსული,ქართულ–ევროპული და საკუთრივ ქართულ–ქართული(ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” იდეოლოგიის კრახი იხილა და ამიტომაც,შესაძლოა,გარკვეული ქართულ–ამერიკული პერსპექტივების განცდა ჰქონდა. ერთი რამ კი ცხადია,რომ ბრომლეი ერთადერთი სიძეა,რომელმაც ელის(საქართველოს) ფასი იცის და შეუძლია მისი მფარველობა და საქართველოში დაბრუნება.
  9. 9. გველის სიმბოლიკა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში გველის ბიბლიური სიმბოლიკა გაგრძელდა ელი ბედისწერამ დაკბინა.წამიერად დასახული ედემის გზა კაცობრიობის უძველესმა მტერმა ჩაკეტა.მოთხრობაში მარადისობას სამშობლო,წარმავლობას კი უცხოობა განასახიერებს. მაცდური,რომლის გამოისობითაც ადამიანმა მარადიული სამყარო უსახო ბედისწერად გარდაქმნილა და იმავე ადამიანს უკან არ აბრუნებს,ახალი მხატვრული ამოცანა და ახალი შინაარსი ბიბლიური სახის ლოგიკური გაგრძელებაა.
  10. 10. ბარათაშვილის სიმბოლიკა ელი გორდელიანის ცხედარი,როგორც გვახსოვს,დაწვეს,ფერფლი მისი ქანდაკების ღრუში შეინახეს, მოთხრობა დამთავრდა სიტყვებით,რომ ელის უფრო შეეფერებოდა... მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ” ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართულ წარმოდგენაში ახალგაზრდა, ტანჯული სულის სახეა. მოთხრობის ბოლოს ელი ბარათაშვილის ლირიკულ გმირად იქცევა:მოჯადოებულ წრეს,სამშობლოს მერანის პაროდირებული მემკვიდრით–რკინის ავტომობილით გაეცალა. თავის მამულში ვერ დაიმარხა,ბევრმა იტირა, თუმცა ,,მწუხარის ცრემლი არ დაეცა” ნამდვილი სიყვარული–ლექსად დასაწერი ვერ მიიღო. ცეკვაც განწირულის სულისკვეთება იყო–უკანასკნელი საშუალება,რათა გამოხატულიყო და უფლება მოეპოვებინა, ბრძოლით დაბრუნებულიყო სამშობლოში. ბარათაშვილის ლირიკული გმირს იმედი ჰქონდა,რომ მომავალ თაობებს გზის სიძნელეს გაუადვილებდა. ელი გორდელიანი გზას არავის უადვილება– აჩვენებს,ასწავლის,არწმუნებს,რომ გზას,რომელიც თვითონ განვლო,სხვები არასდროს დაადგნენ.
  11. 11. შელოცვის სიმბოლიკა • შელოცვის მოთხოვნა სულის უკანასკნელი გაბრძოლება,სამშობლოსთან სულიერი კავშირის აღდგენის უკანასკნელი მცდელობაა,რომ უძველესი ქართული გუმანი,ენერგია,ქართული წადილი და შელოცვა კი არა, ლოცვა გადაარჩენს. • ისევ თავგანწირულის სულისკვეთება: ყველა საყრდენი აფეთქებულია,შელოცვა არ ჭრის და ლოცვაც ვერ იფარავს.
  12. 12. ეპიგრაფის,ანუ პროლოგის სიმბოლიკა ორი ეპიგრაფი: ერთი რუსთაველის და მერე ბიბლიური: 1. ,,რას მაქნევდით,რათ გინდოდით, ერთმანეთსა რითა ვგვანდით, თქვენ მორჭმულნი თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით” ,,ჩვენ მტირალნი” საქართველოა მისი ბედი განსხვავებულია მათი ბედისაგან,ვისთვისაც საქართველო ის არის,რაც თვითონ საქართველოს უნდა,რომ იყოს. 2. ,,ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული,მისატევებლად ცოდვათა და გასაწმენდად სიცოცხლისა” ელის ცხოვრება მაგალითია.ადამიანები თავიანთ წარმოდგენაში გადიან გზას,რომელიც ელი გორდელიანმა პრაქტიკულად სიცოცხლის ფასად განვლო.ეს არის გზა,რომელსაც სხები არასდროს არ უნდა დაადგნენ.
  13. 13. გმადლობთ ყურადღებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : თამარ კაკაჩია

×