O slideshow foi denunciado.
Utilizamos seu perfil e dados de atividades no LinkedIn para personalizar e exibir anúncios mais relevantes. Altere suas preferências de anúncios quando desejar.

ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)

2.838 visualizações

Publicada em

გეგმა

Publicada em: Educação
  • Login to see the comments

  • Seja a primeira pessoa a gostar disto

ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)

  1. 1. ინტეგრირებული გაკვეთილი (გეგმა) 1. ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, მათემატიკა-მაკა ჯანაშვილი, ხელოვნება-ვერიკო ნოზაძე, მუსიკა- ეკა ხვედელიძე, ცეკვა- ლევან ქიმერიძე 2. გაკვეთილის თემა ,,ვეფხისტყაოსნის” სამყაროში 3. სწავლების საფეხური და კლასი დაწყებითი VI -ბ 4. მოსწავლეთა რაოდენობა 27 5. მოსწავლეთა საჭიროებები ინფორმაციისა და ცნებების კონცეპტუალური გაგება; ცოდნის გამოყენების სტრატეგიები და პროცესები; კონკრეტული ინფორმაციისა თუ სტრატეგიის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ წარმოდგენა; კონკრეტულ საქმიანობასა თუ პროცესში ჩართვის სურვილი და შინაგანი მოტივაცია; 6. გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები ქართული ლიტერატურა: ამბავი როსტევან არაბთა მეფისა- პერსონაჟების თეატრალიზებული პორტრეტების შექმნა; როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა- ინტერპრეტაცია; ტექსტთან შემოქმედებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; არსებული ცოდნისა და გამოცდილების ახალთან დაკავშირება; მათემატიკა: • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება “როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობის„ მაგალითზე- მუსიკა და ცეკვა: ტექსტთან შესაბამისი სიმღერისა და ცეკვის დადგმა. ხელოვნება: მოსწავლეების მიერ ,,ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების შექმნა და პრეზენტაციები. განსავითარებელი უნარები:  ლიტერატურული პერსონაჟების მეტყველებისა და მოქმედების თეატრალიზებულად წარმოჩენის უნარი;  კომუნიკაციური, ენობრივი და შემოქმედებითი უნარები;  თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;  ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა;  პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები;  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. • ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა; • მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში;
  2. 2. 7. ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცე- მისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.  საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;  განარჩევს სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მას მეტყველების დროს; ქარ. VI. 12. მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ- ჩვევები.  უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალიზებულ ვერსიებს;  ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;  წარმოიდგენს და განასახიერებს წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ამსახველ სცენას წარმოსახვითი ფილმისათვის/მულტფილმისათვის სარეჟისორო სცენარის სახით (აღწერს შერჩეულ ეპიზოდში მოთამაშე მსახიობების გარეგნობას, კოსტუმებს, გამოყენებულ მუსიკას, ხმაურს და/ან სხვა ბგერით ეფექტებს; დროსა და სივრცეს, სადაც ვითარდება მოქმედება და სხვ.); ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.  წერს სხვადასხვაგვარ თხზულებას, ინფორმაციულ ტექ- სტს სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებით;  ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით; მათ. VI.6.პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.  ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის (წრფივი გამოსახულებით მოცემულ) ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას;  ამოცანის ამოსახსნელად შედგენილი განტოლების მიხედვით დაადგენს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება ამოცანის ამონახსნზე;  იყენებს კომუტაციურობის, ასოციაციურობისა და დისტრიბუციულობის თვისებებს ასოით გამოსახულებების გასამარტივებლად და ალგებრული
  3. 3. გამოსახულებების ეკვივალენტურობის დასადგენად. 8. წინასწარი ცოდნა ქართ. -მოსწავლეებმა იციან, როგორ გააცოცხლონ სცენაზე პერსონაჟები, შეუძლიათ ნაწარმოების ინტერპრეტაცია. მათემ. მოსწავლეებმა იციან არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება. 9. შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. მოსწავლეების მიერ თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. 10. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა. გამოყენებული მასალა: დაფა, ფორმატები, მარკერები, სტიკერები,მუსიკალური ინსტრუმენტები. ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა- VI კლასის სახელმძღვანელო.ავტორ-შემადგენელნი: გორდელაძე, ჩხენკელი, კუხიანიძე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) მათემატიკა- გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი (გამომცემლობა ,,ინტელექტი”) გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. (გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია მონიტორზე) A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, გაკვეთილის მიზნების გაცნობა) 5წთ. აქტივობა1. მონიტორზე ნაჩვენებია სათაური: ,, ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”; მოსწავლეები წარმოადგენენ ინცენირებას მოცემული გაკვეთილის შესახებ სცენარის მეთოდის გამოყენებით; თინათინის გამეფების ცერემონიალის დროს მოსწავლეები ასრულებენ სიმღერასა და ცეკვას; 20 წთ. B ფაზა (შინაარსის რეალიზება) აქტივობა 2. ვარაუდების გამოთქმა: ვისი გამარჯვებით დასრულდება ნადირობა , რატომ ფიქრობთ ასე? 5წთ. აქტივობა 3. ტექსტის ინტერპრეტაცია; 20წთ. აქტივობა 4. (მათემატიკა). ჯგუფური მუშაობის გამოყენებით ამოცანის ამოხსნა ვეფხისტყაოსნის ნადირობის სცენასთან დაკავშირებით. პრეზენტაციები. 20 წუთი C ფაზა (გამთლიანება) აქტივობა 5. მოსწავლეები აკეთებენ ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების პრეზენტაციებს; 10 წთ. აქტივობა 6.(3, 2, 1)მოსწავლეებს ევალებათ წერილობით
  4. 4. ჩამოაყალიბონ 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ საგაკვეთილო პროცესში, 2 საკითხი, რომლებიც არ მოეწონათ, 1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ.ნაწერები გამოიფინება თვალსაჩინო ადგილას. 5წთ. ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრებისას ,,იმოგზაურონ გალერეაში”. მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას. 5წთ. საშინაო დავალება: ქართული ლიტერატურა- ,,ვინცა იყოს უარესი, თავშიშველა სამ დღეს ვლიდეს...” (თხზულება) მათემატიკა: მოიძიეთ ინფორმაცია, კიდევ რომელ მხატვრულ ნაწარმოებში გვხვდება მათემატიკური ელემენტები. გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 29.01.2015წ.

×