O slideshow foi denunciado.
Utilizamos seu perfil e dados de atividades no LinkedIn para personalizar e exibir anúncios mais relevantes. Altere suas preferências de anúncios quando desejar.

Proeqtis refleqsia

555 visualizações

Publicada em

1

Publicada em: Internet
  • Entre para ver os comentários

  • Seja a primeira pessoa a gostar disto

Proeqtis refleqsia

  1. 1. ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია. https://drive.google.com/file/d/0B9ftCoh3BM6Sd0N2c3VFVGdfR1E/view?usp=sharing https://www.slideshare.net/maiasiradze/proeqtis-refleqsia ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების(რუსული ენის მასწავლებელი მაია სირაძე) და ვლადიმერ კომოროვის თბილისის ფიზიკა -მათემატიკის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების(ქართული ენის მასწავლებელი ნათია ნაყოფია ) მიერ განხორციელდა პროექტი სახელწოდებით: ”ცისფერყანწელები” და რუსი პოეტები ს.ესენინი,ბ.პასტერნაკი - ერთი შტრიხი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ორ სკოლას შორის კავშირი დამყარდა და კომუნიკაცია გრძელდებოდა მთელი პროექტის განმავლობაში (ერთი კვირა15-19.05.2017წწ.) Skype-ის საშუალებით. თემის მთავარი იდეა : 20-ე საუკუნე ტკივილისა და დაფიქრების საუკუნედაა მიჩნეული. მიუხედავად თავს გადამხდარი მრავალი უბედურებისა, მათ საერთო ენა გამონახეს. ალბათ იმიტომ, რომ ის „სასტიკი მანქანა“ არც თავის სისხლსა და ხორცს ინდობდა. თემის მიზნები: 1.ბავშვებმა ნათლად დაინახონ 20-ე საუკუნის დასაწყისში მიმდინარე ისტორიული პროცესები და ამის ფონზე შეაფასონ ლიტერატურული საქმიანობის მიმდინარეობა. 2.ამ თემიდან გამომდინარე , ვერ ავცდებით,რა თქმა უნდა, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარს და სწორედაცრომ ახალგაზრდების, მე-9 კლასელების გადმოსახედიდან ამ თემაზე საუბარი, პრობლემის მათეული ხედვა და მოგვარების გზების ძიება არის ამ გაკვეთილის მიზანი. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს. გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე. ზოგადი კითხვა: სად იწყება პიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის ? თემატური კითხვები : ამთლიანებს თუ არა კულტურა და ხელოვნება სამყაროს? შინაარსობრივი კითხვები: არის თუ არა ეს გზა ორ ქვეყანას შორის არსებული ვაკუუმის ამოსავსებად ? სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს. გაკვეთილის გეგმის მიხედვით,მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.
  2. 2. -აქტივობა 1.მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას თემაზე ს.ესენინის,ბ.პასტერნაკის ცხოვრება ,შემოქმედება,საქართველოსთან და ქართველ მეგობრებთან ურთიერთობა. ქართველი პოეტების ცხოვრება ,შემოქმედება. ამზადებენ ბროშურას. პირდაპირი ჩართვა ტიციან ტაბიძის სახლმუზეუმიდან. ინტერვიუ ტიციან ტაბიძის შვილიშვილთან. აქტივობა 2. სხვადასხვა ასაკია ადამიანებთან ჩაწერილი ინტერვიუების ჩვენება.(დასმული კითხვები: ასაკოვან ადამიანებს როგორ ახსენდებათ მე-20 საუკუნის საბჭოთა საქართველო.შეფასება - დადებითი და უარყოფითი მხარეები. რამ გამოიწვია პროტესტი საბჭოთა წყობის მიმართ? რა იციან და როგორ აფასებენ საბჭოთა წყობას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები?) დისკუსია თემაზე - რუსეთ -საქართველოს ურთიერთობები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. ამთლიანებს თუ არა კულტურა და ხელოვნება სამყაროს?არის თუ არა ეს გზა ორ ქვეყანას შორის არსებული ვაკუუმის ამოსავსებად ? გაიმართება ინტელექტუალური შეჯიბრი; შეიქმნება ჩანახატები, უფრო სიღმისეულად შეიცნობენ მათ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში. მოსწავლეები დავყავით ჯგუფებათ.თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება მათი შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მოსწავლეები ვისაც აქვთ ინფორმაციის მოძიების დახარისხების ,ლოგიკურად გაანალიზების და მიზანმიმართულად ,სწორად გამოყენების უნარი ამზადებენ პრეზენტაციებს.მოსწავლეები,ვისაც აქვთ ტექნოლოგიების გამოყენების, Skype-ში მუშაობის უნარ-ჩვევები მუშაობენ ამ კუთხით,მოსწავლეები ვისაც შეუძლია კომუნიკაციის დამყარება სხვა ადამიანებთან ,კითხვების სწორად დასმა ამზადებენ ინტერვიუებს.მოსწავლეები ,ვისაც აქვს შემოქმედებითი უნარებიამზადებენ ბროშურას ,ჩანახატებს. მოსწავლეები,ვისაც შეუძლია საკუთარი აზრის ,ვარაუდების გამოთქმა,დაცვა,არგუმენტირებული მსჯელობა,აქვს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების უნარ- ჩვევები მონაწილეობენ დისკუსიაში. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას. პროექტი მიმდინარეობს Skype-ის გამოყენებით. გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ- ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის. შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს. შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს,სასწავლო ამოცანებს,შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით. შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული. გეგმის მიხედვით,მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
  3. 3. მაია სირაძე 20.05.2017წ. https://docs.com/natia-nakopia/6842 https://sway.com/5IeH3QGECj1k6X2e?ref=Link&loc=play

×