SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 25
უცხოეთის ცის ქვეშ
ავტორი: ლუკა თურმანიძე
1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს
დადგენილებით საქართველო
დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
რესპუბლიკის თავჯდომარედ აირჩიეს ნოე
ჟორდანია.
• სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა.
რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა. 1921
წელს საქართველო კვლავ რუსეთის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.
• 1922 წელს, რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო -
საბჭოთა კავშირი ( ს.ს.რ.კ ). მასში საქართველოს ჩათვლით შედიოდა 15
რესპუბლიკა.საქ-ომ ს.ს.რ.კ-ში 70 წელი გაატარა.
• 1924 წლის აჯანყება
• ემიგრაციაში მყოფი მთავრობა, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ყოველ ღონეს ხმარობდა
დასავლეთის ქვეყნების საქართველოს პრობლემით დასაინტერესებლად, თუმცა უშედეგოდ.
დასავლეთის ქვეყნები არ აპირებდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას.
საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანაკანის (1922), გენუისა (1922) და
ლოაზის (1922-1923) კონფერენციებმა. საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას
სათავეში უდგებიან სოციალ დემოკრატები, სოციალ ფედერალისტები,ეროვნულ
დემოკრატები, სოციალ რევოლუციონერები. პარტიებს შორის წინააღმდეგობების
მიუხედავად, 1921 წლის გაზაფხულიდან იწყება აჯანყებისთვის მზადება.
• რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ 1922 წელს შეიქმნა
„სამხედრო ცენტრი“, როლის აქტიური მოღვაწეები იყვნენ გოგიტა ფათავა,
ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე
ანდრონიკაშვილი,გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები. სამხედრო ცენტრს
სათავეში ედგა გენერალი კოტე აფხაზი. 1923 წელს სამხედრო ცენტრი
ჩავარდა, საოკუპაციო ხელისუფლებამ კოტე აფხაზს დახვრეტის განაჩენი
გამოუტანა. სამხედრო ცენტრის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო მასობრივი
რეპრესიები. დამსჯელმა ექსპედიციებმა ააოხრეს გურია, კახეთი, სვანეთი და
მთელი საქართველო. სიკვდილით დასაჯეს ადრე დაპატიმრებული
პოლიტიკური მოღვაწეებიც.
• 1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურაში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო შეიარაღებული გამოსლები.
ჭიათურის სამხედრო გამოსვლის შემდგომ საოკუპაციო ხელისუფლებამ მთელ საქართველოში საგანგებო წესები
შემოიღო. დაიწყო მოსახლეობის დარბევა, ტერორმა მოიცვა მთელი საქართველო. დამსჯელი ექსპედიციები
განსაკუთრებით სისასტიკით უსწორდებოდნენ მოსახლეობას თბილისსა და ბათუმში.მიუხედავად
შეიარაღებული დაპირისპირების არაორგანიზებული დაწყებისა, აჯანყება მოედო გურიას, სამეგერლოს,
იმერეთს, ქართლს, კახეთს. იგი სამი დღე გრძელდებოდა. საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდანვე ხელში აიღო
ინიციატივა. მანგლისთანმარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი დაიკავა, მოგვიანებით მიხვდა
აჯანყების წარუმატებლობაში და საქართველო დატოვა. 4 სექტემბერს შეიპყრეს დამოუკიდებლობის კომიტეტის
წევრები, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის
ციხეებიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს პოლიტპატიმრები.1925 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ მოაწყო
1924 წლის აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს,
ნიკოლოზ ქაცვიძეს და სხვებს მიესაჯათ რუსეთში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა.
ქაქუცა
ჩოლოყაშვილი
საბჭოთა კავშირის ლიდერები
ვლადიმერ იოსებ
ლენინი სტალინი
(ლენინის
საქმის
გამგრძელებელი)
1930-იანი წლები
• 30-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა
ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში სოციალისტური
საზოგადოება აშენდა. ე.წ სოციალისტური სისტემის გამარჯვება დააკანონა 1936
წლის კონსტიტუციამ. 1936 წლის კონსტიტუციით გაუქმდაამიერკავკასიის
ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო საბჭოთა კავშირში შევიდა ცალკე
მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1937 წელს მიღებული იქნა საქართველოს
კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია ძალაში ტოვებდა ბოლშევიკების
დიქტატურას. ეკონომიკის საფუძვლად ცხადდებოდა სახელმწიფო და
საკოლმეურნებო სისტემა. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო საქართველოს
უმაღლესი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება კვლავ სახალხო კომისართა
საბჭოს (სახკომსაბჭოს) ხელში დარჩა.
• 30-იან წლებში საბჭოთა კავშირი გამალებით ემზადება გერმანიასთან
ომისათვის. მთელი ეკონომიკა ომისთვის მზადებას დაექვემდებარა.
საქართველოს სასოფლო სამეურნეო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა
სახელმწიფო რეზერვების შექმნა. კოლმეურნეობის მიერ მოწეული მოსავლის
დიდი ნაწილი სახელწიფოს მიჰქონდა.
• 30-იან წლებში საბჭოთა კავშირი გამალებით ემზადება გერმანიასთან
ომისათვის. მთელი ეკონომიკა ომისთვის მზადებას დაექვემდებარა.
საქართველოს სასოფლო სამეურნეო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა
სახელმწიფო რეზერვების შექმნა. კოლმეურნეობის მიერ მოწეული მოსავლის
დიდი ნაწილი სახელწიფოს მიჰქონდა.
II მსოფლიო ომი
• 1941 წლის შუა ხანებისთვის გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის
სამზადისი დაასრულა და 22 ივნისს ომის გამოუცხადებლად, თავის
მოკავშირეებთან ერთად (იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი), თავს დაესხა
საბჭოთა კავშირს. დაიწყო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი, რომელიც რუსეთის
ისტორიაში დიდი სამამულო ომის სახელითაა ცნობილი. ამ ომში საბჭოთა
არმიის რიგებში საქართველოდან 700 000 ახალგაზრდა მებრძოლი იბრძოდა.
ომი 1945 წლამდე გაგრძელდა. ამ ომში საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა.
XX საუკუნის 40-50-იანი წლები
• 1951 წელს საქართველოდან პოლიტიკური მოტივებითყაზახეთსა და შუა
აზიაში გადაასახლეს რამდენიმე ათასი კაცი, ძირითადად ინტელიგენცია.
რეპრესიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც 30-იან წლებში
უკვე იყვნენ მსჯავრდებულები და სასჯელიც მოხდილი ჰქონდათ.
გადასახლებულთა შორის კვლავ აღმოჩდნენ სამხედრო ტყვეები, პარტიზანები
და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეები. რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ
ისინიც, ვისაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავდათ.
სტალინის გარდაცვალება
1953 წელს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. იგი სამი
ათეული წელი იდგა საბჭოთა კავშირის სათავეში.
იოსებ სტალინი ძალიან პოპულარული იყო ხალხის
მასებში, დიდი იყო მისი ავტორიტეტი საერთაშორისო
პოლიტიკაშიც. სტალინს ძალიან ბევრი მოძულეც
ჰყავდა, ძირითადად პოლიტიკური რეპრესიების
ოჯახების წევრები და ინტელიგენცია. სტალინის
გარდაცვალების შემდეგ სსრკ კავშირის სათავეში
მოექცა ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრეები.
1956 წლის 9 მარტი
• 1956 წლის მარტში იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებთ
თბილისში დაიწყო დიდი მიტინგები და დემონსტრაციები. განსაკუთრებით
აქტიურობდა ახალგაზრდობა. თბილისის დემონსტრაციები და მიტინგები
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალური პოლიტიკური კურსის
დაგმობად მიიჩნია. მოსკოვში შეშინდნენ, რომ მოძრაობა უფრო ფართო
ხასიათს მიიღებდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. 1956
წლის 9 მარტს თბილისში არმიამ სამხედრო ტექნიკის გამოყენებით
უმოწყალოდ დახვრიტა მშვდობიანიდემონსტრაციის მონაწილეები. დაიღვარა
მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დახოცილთა ოჯახების წევრებს
მიცვალებულების დატირების უფლებაც კი არ მისცეს.
საბჭოთა სისტემის კრიზისი
საბჭოთა სისტემის კრიზისი, რომელიც აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე
ნახევარსა და 60-იანი წლების დამდეგს, ნიკიტა ხრუშჩოვის მოღვაწეობის პერიოდში, კიდევ უფრო
გაღრმავდა და ყოვლისმომცველი გახდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ცვლილების სათავეში
ლეონიდ ბრეჟნევის ყოფნის პერიოდში (60-იანი წლების შუა ხანები–80-იანიწლების დამდეგი).
მართალია, პოლიტიკური სისტემა გარეგნულად ძლიერად გამოიყურებოდა, მაგრამ სულ უფრო
ჩანაგდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, განუხრელად ეცემოდა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დონე.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი ხარჯები ხმარდებოდა სამხედრო მშენებლობას.
დაქვეითებას განიცდიდა ქართული ეკონომიკაც. დაეცა ქართული სამრეწველო პროდუქციის
ხარისხი, განსაკუთებით დაბალი ხარისხის იყო მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. სერიოზულ
პრობლებას განიცდიდა სამოქალაქო მეურნეობა. კოლმეურნეობებსა და სხვა საბჭოთა მეურნეობებში
განუხრელად ეცემოდა შრომის ნაყოფიერება. ეკონომიკის კრიზისმა გამოიწვია ფასების ზრდა, რამაც
კიდევ უფრო გააუარესა ცხოვრების დონე.
დამოუკიდებლობის დაბრუნება
• 1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ხელისუფლებაში
მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი, ახალმა ხელისუფლებამ აღიარა ქვეყანაში შექმნილი
პოლიტიკური კრიზისი. აღიარებული იქნა ქვეყნის არადემოკრატიულობა, და ქვეყანაში
დამყარებული დიქტატურა. გორბაჩოვმა დაიწყო გარდაქმნები, სულ მალე ცხადი გახდა რომ
საბჭოთა კავშირს ვერავითარი გარდაქმნები ვერ უშველიდა.ეროვნული მოძრაობის
აღიარებულ ლიდერებთან ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთან
მოძრაობაში ჩაებნენ ახალგაზრდა ძალები: თამარ ჩხეიძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი
წერეთელი და სხვები. „საქართველოს ჰელსინკის“ კავშირთან ერთად შეიქმნა ახალი
ორგანიზაციები: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული
პარტია, საქართველოს სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადობა, საქართველოს
მწვანეთა პარტია და სხვები. ეროვნული მოძრაობის მთავარ ძალას თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. ერონული მოძრაობის აღმავლობა
იგრძნობოდა: თბილისში,ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში.
• ანტისაბჭოთა მიტინგები და დემონსტრაციები გაძლიერდა 1988 წლიდან. ეს
გამოსვლები მიმართული იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და მთავარ
მოთხოვნად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა წარმოადგენდა. 1988
წლის ნოემბრიდან თბილისში თითქმის ყოველდღე იმართებოდა მიტინგები.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი დღითიდღე იზრდებოდა,
ეს იდეა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა საქართველოს თითქმის ყველა
ოციალურ ფენაში. 1989 წლის გაზაფხულიდან საქართველოში სიტუაცია ძალზე
დაიძაბა, მოსკოვის წაქეზებით საქართველოს დაუპირისპირდნენ აფხაზი და ოსი
სეპარატისტები. აფხაზმა სეპარატისტებმა 1989 წლის მარტში სოფელ ლიხნში
გამართულ მრავალთასიან თავყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება აფხაეთის
საქართველოდან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების შესახებ. შიდა
ქართლშიძლიერდებოდა სეპარატისტული მოძრაობა რომელიც მოითხოვდა
სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას.
• აფხაზი და ოს სეპარატისტების მოქმედებას დიდი აღშფოთება მოჰყვა საქართველოში.
თბილისში მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდათა ჯგუფმა დაიწყო შიმშილობა. 4
აპრილიდან მთავრობის სასახლის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. საბჭოთა
პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეაშფოთა საქართველოს ეროვნული მოძრაობის
აღმავლობამ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს შეიძლება გავლენა მოეხდინა სხვა საბჭოთა
რესპუბლიკებზე, სადაც ასე ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობები. მოსკოვში მიიღეს
გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე აქციის ძალით აღკვეთის შესახებ. ამ
გადაწყვეტილებით ისარგებლეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსთა ყველაზე რეაქციულმა
ნაწილმა და 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში მთავრობის სასახლის წინ
რუსეთიდან ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა, მომწამვლელი აირით და მესანგრეთა
ალესილი ნიჩბების გამოყენებით დაარბიეს მომიტინგეები. ამ დარბევის დროს დაიღუპა 20,
ხოლო დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი. 10 აპრილს არმიამ ალყა შემოარტყა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამ დღეს მოსალოდნელი იყო კვლავ მომხდარიყო ტრაგედია
მაგრამ გააზრებული მოქმედებების შედეგად ეს ასე არ მოხდა.
• 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც
მოკავშირე რესპუბლიკებში, ასევე მთელ მსოფლიოში. ცხადი გახდა რომ
საბჭოთა გარდაქმნები მხოლოდ მოჩვენებითი იყო. მრავალეროვანი საბჭოთა
კავშირი განწირული იყო
დამოუკიდებლობის გამოცხადება
• ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა ის, რომ
საქართველოს უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 28
ოქტომბრისათვის ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს - უზენაესი
საბჭოს - ახალი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა
პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვება წილად
ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს ”მრგვალი მაგიდა -
თავისუფალი საქართველო” .ახლად არჩეული უზენაესი
საბჭოს პირველი სესია 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი
საბჭოს თაბვმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. ხოლო
პრემიერ მინისტრად დანიშნა თენგიზ სიგუა . საქართველოს
უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სრული
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად
ქვეყანაში გარადმავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ .
1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი . რეფერენდუმის
დროს საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა
კითხვაზე :თანახმა იყო თუ არა საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა 1918 წლის 26
მაისის დამოუკიდებობის აქტის საფუძველზე საქართველოს
მოსახლეობის აბსოლიტუმა უმრავლესობამ ამ კითხვაზე
დადებითი პასუხი გასცა . რეფერენდუმის საფუძველზე
უზეაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დასასრული
• გმადლობთ ყურადღებისთვის!

Mais conteúdo relacionado

Destaque

რაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმირაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმიEka Murusidze
 
პრეზენტაცია (1)
პრეზენტაცია (1)პრეზენტაცია (1)
პრეზენტაცია (1)ekanadiradze84
 
Samecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresiSamecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresinino nadiradze
 
იმერეთი
იმერეთიიმერეთი
იმერეთიTB
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთიTB
 
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფიაასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფიაNatia Gvilia
 
პროექტი ,,გაზაფხულის ყვავილები
პროექტი ,,გაზაფხულის ყვავილებიპროექტი ,,გაზაფხულის ყვავილები
პროექტი ,,გაზაფხულის ყვავილებიkhatuna
 
შემოდგომის სურათი
შემოდგომის სურათიშემოდგომის სურათი
შემოდგომის სურათიNatia Gvilia
 
აღდგომა
აღდგომააღდგომა
აღდგომაNatia Gvilia
 
სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...Maia Metreveli
 
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...Maia Metreveli
 

Destaque (15)

Samosi
SamosiSamosi
Samosi
 
Nini_Georgia_EDISON
Nini_Georgia_EDISONNini_Georgia_EDISON
Nini_Georgia_EDISON
 
რაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმირაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმი
 
პრეზენტაცია (1)
პრეზენტაცია (1)პრეზენტაცია (1)
პრეზენტაცია (1)
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
 
Samecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresiSamecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresi
 
იმერეთი
იმერეთიიმერეთი
იმერეთი
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთი
 
მეგობრები
მეგობრებიმეგობრები
მეგობრები
 
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფიაასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
 
პროექტი ,,გაზაფხულის ყვავილები
პროექტი ,,გაზაფხულის ყვავილებიპროექტი ,,გაზაფხულის ყვავილები
პროექტი ,,გაზაფხულის ყვავილები
 
შემოდგომის სურათი
შემოდგომის სურათიშემოდგომის სურათი
შემოდგომის სურათი
 
აღდგომა
აღდგომააღდგომა
აღდგომა
 
სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...
 
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
 

Semelhante a უცხოეთის ცის ქვეშ

Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsirijgufi8
 
Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsirijgufi8
 
Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsirijgufi8
 
1- ჯგუფი.pptx
1- ჯგუფი.pptx1- ჯგუფი.pptx
1- ჯგუფი.pptxjekito1
 
სოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკისოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკიnino abuladze
 
ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptx
ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptxზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptx
ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptxლალი დავითაშვილი
 
რეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოშირეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოშიnino abuladze
 
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfMarine Rekhviashvili
 
Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsirijgufi8
 
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე  ჟორდანიას მსოფმხედველობანოე  ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობაnana_iremashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1Ani Nacvlishvili
 

Semelhante a უცხოეთის ცის ქვეშ (15)

Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsiri
 
Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsiri
 
Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsiri
 
1- ჯგუფი.pptx
1- ჯგუფი.pptx1- ჯგუფი.pptx
1- ჯგუფი.pptx
 
სოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკისოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკი
 
ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptx
ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptxზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptx
ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptx
 
რეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოშირეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოში
 
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
 
Sab wota kavsiri
Sab wota kavsiriSab wota kavsiri
Sab wota kavsiri
 
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე  ჟორდანიას მსოფმხედველობანოე  ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
 
1939–1945წ.წ.
1939–1945წ.წ.1939–1945წ.წ.
1939–1945წ.წ.
 
საქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაციასაქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაცია
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
 
26 maisi kapanadze
26 maisi   kapanadze26 maisi   kapanadze
26 maisi kapanadze
 
26 maisi kapanadze
26 maisi   kapanadze26 maisi   kapanadze
26 maisi kapanadze
 

უცხოეთის ცის ქვეშ

  • 2. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს დადგენილებით საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.
  • 3. • სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა. რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა. 1921 წელს საქართველო კვლავ რუსეთის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.
  • 4.
  • 5. • 1922 წელს, რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი ( ს.ს.რ.კ ). მასში საქართველოს ჩათვლით შედიოდა 15 რესპუბლიკა.საქ-ომ ს.ს.რ.კ-ში 70 წელი გაატარა.
  • 6. • 1924 წლის აჯანყება • ემიგრაციაში მყოფი მთავრობა, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ყოველ ღონეს ხმარობდა დასავლეთის ქვეყნების საქართველოს პრობლემით დასაინტერესებლად, თუმცა უშედეგოდ. დასავლეთის ქვეყნები არ აპირებდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანაკანის (1922), გენუისა (1922) და ლოაზის (1922-1923) კონფერენციებმა. საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას სათავეში უდგებიან სოციალ დემოკრატები, სოციალ ფედერალისტები,ეროვნულ დემოკრატები, სოციალ რევოლუციონერები. პარტიებს შორის წინააღმდეგობების მიუხედავად, 1921 წლის გაზაფხულიდან იწყება აჯანყებისთვის მზადება.
  • 7. • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ 1922 წელს შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, როლის აქტიური მოღვაწეები იყვნენ გოგიტა ფათავა, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი,გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები. სამხედრო ცენტრს სათავეში ედგა გენერალი კოტე აფხაზი. 1923 წელს სამხედრო ცენტრი ჩავარდა, საოკუპაციო ხელისუფლებამ კოტე აფხაზს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. სამხედრო ცენტრის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. დამსჯელმა ექსპედიციებმა ააოხრეს გურია, კახეთი, სვანეთი და მთელი საქართველო. სიკვდილით დასაჯეს ადრე დაპატიმრებული პოლიტიკური მოღვაწეებიც.
  • 8. • 1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურაში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო შეიარაღებული გამოსლები. ჭიათურის სამხედრო გამოსვლის შემდგომ საოკუპაციო ხელისუფლებამ მთელ საქართველოში საგანგებო წესები შემოიღო. დაიწყო მოსახლეობის დარბევა, ტერორმა მოიცვა მთელი საქართველო. დამსჯელი ექსპედიციები განსაკუთრებით სისასტიკით უსწორდებოდნენ მოსახლეობას თბილისსა და ბათუმში.მიუხედავად შეიარაღებული დაპირისპირების არაორგანიზებული დაწყებისა, აჯანყება მოედო გურიას, სამეგერლოს, იმერეთს, ქართლს, კახეთს. იგი სამი დღე გრძელდებოდა. საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდანვე ხელში აიღო ინიციატივა. მანგლისთანმარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი დაიკავა, მოგვიანებით მიხვდა აჯანყების წარუმატებლობაში და საქართველო დატოვა. 4 სექტემბერს შეიპყრეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის ციხეებიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს პოლიტპატიმრები.1925 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ მოაწყო 1924 წლის აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ ქაცვიძეს და სხვებს მიესაჯათ რუსეთში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა.
  • 10. საბჭოთა კავშირის ლიდერები ვლადიმერ იოსებ ლენინი სტალინი (ლენინის საქმის გამგრძელებელი)
  • 11. 1930-იანი წლები • 30-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში სოციალისტური საზოგადოება აშენდა. ე.წ სოციალისტური სისტემის გამარჯვება დააკანონა 1936 წლის კონსტიტუციამ. 1936 წლის კონსტიტუციით გაუქმდაამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო საბჭოთა კავშირში შევიდა ცალკე მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1937 წელს მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია ძალაში ტოვებდა ბოლშევიკების დიქტატურას. ეკონომიკის საფუძვლად ცხადდებოდა სახელმწიფო და საკოლმეურნებო სისტემა. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო საქართველოს უმაღლესი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება კვლავ სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს) ხელში დარჩა.
  • 12. • 30-იან წლებში საბჭოთა კავშირი გამალებით ემზადება გერმანიასთან ომისათვის. მთელი ეკონომიკა ომისთვის მზადებას დაექვემდებარა. საქართველოს სასოფლო სამეურნეო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა სახელმწიფო რეზერვების შექმნა. კოლმეურნეობის მიერ მოწეული მოსავლის დიდი ნაწილი სახელწიფოს მიჰქონდა.
  • 13. • 30-იან წლებში საბჭოთა კავშირი გამალებით ემზადება გერმანიასთან ომისათვის. მთელი ეკონომიკა ომისთვის მზადებას დაექვემდებარა. საქართველოს სასოფლო სამეურნეო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა სახელმწიფო რეზერვების შექმნა. კოლმეურნეობის მიერ მოწეული მოსავლის დიდი ნაწილი სახელწიფოს მიჰქონდა.
  • 14. II მსოფლიო ომი • 1941 წლის შუა ხანებისთვის გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის სამზადისი დაასრულა და 22 ივნისს ომის გამოუცხადებლად, თავის მოკავშირეებთან ერთად (იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი), თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი, რომელიც რუსეთის ისტორიაში დიდი სამამულო ომის სახელითაა ცნობილი. ამ ომში საბჭოთა არმიის რიგებში საქართველოდან 700 000 ახალგაზრდა მებრძოლი იბრძოდა. ომი 1945 წლამდე გაგრძელდა. ამ ომში საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა.
  • 15. XX საუკუნის 40-50-იანი წლები • 1951 წელს საქართველოდან პოლიტიკური მოტივებითყაზახეთსა და შუა აზიაში გადაასახლეს რამდენიმე ათასი კაცი, ძირითადად ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც 30-იან წლებში უკვე იყვნენ მსჯავრდებულები და სასჯელიც მოხდილი ჰქონდათ. გადასახლებულთა შორის კვლავ აღმოჩდნენ სამხედრო ტყვეები, პარტიზანები და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეები. რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ისინიც, ვისაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავდათ.
  • 16. სტალინის გარდაცვალება 1953 წელს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. იგი სამი ათეული წელი იდგა საბჭოთა კავშირის სათავეში. იოსებ სტალინი ძალიან პოპულარული იყო ხალხის მასებში, დიდი იყო მისი ავტორიტეტი საერთაშორისო პოლიტიკაშიც. სტალინს ძალიან ბევრი მოძულეც ჰყავდა, ძირითადად პოლიტიკური რეპრესიების ოჯახების წევრები და ინტელიგენცია. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სსრკ კავშირის სათავეში მოექცა ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრეები.
  • 17. 1956 წლის 9 მარტი • 1956 წლის მარტში იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებთ თბილისში დაიწყო დიდი მიტინგები და დემონსტრაციები. განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდობა. თბილისის დემონსტრაციები და მიტინგები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალური პოლიტიკური კურსის დაგმობად მიიჩნია. მოსკოვში შეშინდნენ, რომ მოძრაობა უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. 1956 წლის 9 მარტს თბილისში არმიამ სამხედრო ტექნიკის გამოყენებით უმოწყალოდ დახვრიტა მშვდობიანიდემონსტრაციის მონაწილეები. დაიღვარა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დახოცილთა ოჯახების წევრებს მიცვალებულების დატირების უფლებაც კი არ მისცეს.
  • 18. საბჭოთა სისტემის კრიზისი საბჭოთა სისტემის კრიზისი, რომელიც აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანი წლების დამდეგს, ნიკიტა ხრუშჩოვის მოღვაწეობის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა და ყოვლისმომცველი გახდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ცვლილების სათავეში ლეონიდ ბრეჟნევის ყოფნის პერიოდში (60-იანი წლების შუა ხანები–80-იანიწლების დამდეგი). მართალია, პოლიტიკური სისტემა გარეგნულად ძლიერად გამოიყურებოდა, მაგრამ სულ უფრო ჩანაგდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, განუხრელად ეცემოდა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დონე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი ხარჯები ხმარდებოდა სამხედრო მშენებლობას. დაქვეითებას განიცდიდა ქართული ეკონომიკაც. დაეცა ქართული სამრეწველო პროდუქციის ხარისხი, განსაკუთებით დაბალი ხარისხის იყო მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. სერიოზულ პრობლებას განიცდიდა სამოქალაქო მეურნეობა. კოლმეურნეობებსა და სხვა საბჭოთა მეურნეობებში განუხრელად ეცემოდა შრომის ნაყოფიერება. ეკონომიკის კრიზისმა გამოიწვია ფასების ზრდა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ცხოვრების დონე.
  • 19. დამოუკიდებლობის დაბრუნება • 1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი, ახალმა ხელისუფლებამ აღიარა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. აღიარებული იქნა ქვეყნის არადემოკრატიულობა, და ქვეყანაში დამყარებული დიქტატურა. გორბაჩოვმა დაიწყო გარდაქმნები, სულ მალე ცხადი გახდა რომ საბჭოთა კავშირს ვერავითარი გარდაქმნები ვერ უშველიდა.ეროვნული მოძრაობის აღიარებულ ლიდერებთან ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთან მოძრაობაში ჩაებნენ ახალგაზრდა ძალები: თამარ ჩხეიძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და სხვები. „საქართველოს ჰელსინკის“ კავშირთან ერთად შეიქმნა ახალი ორგანიზაციები: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადობა, საქართველოს მწვანეთა პარტია და სხვები. ეროვნული მოძრაობის მთავარ ძალას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. ერონული მოძრაობის აღმავლობა იგრძნობოდა: თბილისში,ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში.
  • 20. • ანტისაბჭოთა მიტინგები და დემონსტრაციები გაძლიერდა 1988 წლიდან. ეს გამოსვლები მიმართული იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და მთავარ მოთხოვნად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა წარმოადგენდა. 1988 წლის ნოემბრიდან თბილისში თითქმის ყოველდღე იმართებოდა მიტინგები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი დღითიდღე იზრდებოდა, ეს იდეა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა საქართველოს თითქმის ყველა ოციალურ ფენაში. 1989 წლის გაზაფხულიდან საქართველოში სიტუაცია ძალზე დაიძაბა, მოსკოვის წაქეზებით საქართველოს დაუპირისპირდნენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები. აფხაზმა სეპარატისტებმა 1989 წლის მარტში სოფელ ლიხნში გამართულ მრავალთასიან თავყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება აფხაეთის საქართველოდან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების შესახებ. შიდა ქართლშიძლიერდებოდა სეპარატისტული მოძრაობა რომელიც მოითხოვდა სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას.
  • 21. • აფხაზი და ოს სეპარატისტების მოქმედებას დიდი აღშფოთება მოჰყვა საქართველოში. თბილისში მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდათა ჯგუფმა დაიწყო შიმშილობა. 4 აპრილიდან მთავრობის სასახლის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეაშფოთა საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს შეიძლება გავლენა მოეხდინა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე, სადაც ასე ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობები. მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე აქციის ძალით აღკვეთის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ისარგებლეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსთა ყველაზე რეაქციულმა ნაწილმა და 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში მთავრობის სასახლის წინ რუსეთიდან ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა, მომწამვლელი აირით და მესანგრეთა ალესილი ნიჩბების გამოყენებით დაარბიეს მომიტინგეები. ამ დარბევის დროს დაიღუპა 20, ხოლო დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი. 10 აპრილს არმიამ ალყა შემოარტყა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამ დღეს მოსალოდნელი იყო კვლავ მომხდარიყო ტრაგედია მაგრამ გააზრებული მოქმედებების შედეგად ეს ასე არ მოხდა.
  • 22. • 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც მოკავშირე რესპუბლიკებში, ასევე მთელ მსოფლიოში. ცხადი გახდა რომ საბჭოთა გარდაქმნები მხოლოდ მოჩვენებითი იყო. მრავალეროვანი საბჭოთა კავშირი განწირული იყო
  • 23. დამოუკიდებლობის გამოცხადება • ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 28 ოქტომბრისათვის ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს - უზენაესი საბჭოს - ახალი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა
  • 24. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო” .ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თაბვმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. ხოლო პრემიერ მინისტრად დანიშნა თენგიზ სიგუა . საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად ქვეყანაში გარადმავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ . 1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი . რეფერენდუმის დროს საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე :თანახმა იყო თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებობის აქტის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტუმა უმრავლესობამ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა . რეფერენდუმის საფუძველზე უზეაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.