O slideshow foi denunciado.
Utilizamos seu perfil e dados de atividades no LinkedIn para personalizar e exibir anúncios mais relevantes. Altere suas preferências de anúncios quando desejar.
წითელი ჯვარი
ნია გაბუნია, ხატია ელყანაშვილი, ნათია კობერიძე, თეონა
გაბიტაშვილი, სალომე ყველაშვილი.
პროექტი გეოგრაფიაში
 პროექტისსახელწოდება: წითელი ჯვარი
 კლასი: 10
 საგანი: გეოგრაფია
 პროექტისმიზანი: გავიგოთ მეტი წით...
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) — ნობელის პრემიის სამგზის ლაურეატი
ჰუმანიტარული, არასამთავრობო, საქმიანობის სფერ...
1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის
წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე
დაჭრილთა და დას...
1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია
წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვ...
წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის საერთაშორისო
ფედერაცია (IFRC) დაარსდა 1919
წელს და კოორდინაციას უწევს 185
ეროვნულ წ...
ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის საზოგადოებებიარსებობს
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
ამჟამად საერთაშორი...
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წითელი ჯვრისა და
წითელი
ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მოქმედების
პრინციპებს იზი...
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება —
ნებაყოფლობითი,
ჰუმანიტარული, არასამთავრობო, ჰუმანიტარული
საქმიანობის სფეროში ხელისუ...
საზოგადოებამ დამოუკიდებლად იარსება 1918-23
წლებში. გასაბჭოების
შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გახდა საბჭოთა კ...
Próximos SlideShares
Carregando em…5
×

წითელი ჯვარი. International Red Cross Movement

516 visualizações

Publicada em

International Red Cross and Movement .

Publicada em: Saúde e medicina
  • Seja o primeiro a comentar

წითელი ჯვარი. International Red Cross Movement

  1. 1. წითელი ჯვარი ნია გაბუნია, ხატია ელყანაშვილი, ნათია კობერიძე, თეონა გაბიტაშვილი, სალომე ყველაშვილი.
  2. 2. პროექტი გეოგრაფიაში  პროექტისსახელწოდება: წითელი ჯვარი  კლასი: 10  საგანი: გეოგრაფია  პროექტისმიზანი: გავიგოთ მეტი წითელი ჯვარის შესახებ დამივიღოთ სიღრმისეული ცოდნა.  შესრულების ვადები: 1/12 – 19/12  რესურსები: ინტერნეტი, ენციკლოპედია.  პროექტის სრული აღწერა:წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა
  3. 3. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) — ნობელის პრემიის სამგზის ლაურეატი ჰუმანიტარული, არასამთავრობო, საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.
  4. 4. 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე.
  5. 5. 1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვეყნებისათვის. ტერმინი საერთაშორისო წითელი ჯვარი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, ვინაიდან ამ ოფიციალური სახელით რაიმე ორგანიზაცია არ არსებობს. რეალურად, მოძრაობა შედგება რამდენიმე ერთმანეთისგანდამოუკიდებელი ორგანიზაციისგან, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო ზოგადი პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები და მმართველი ორგანოები. მოძრაობის შემადგენელი ნაწილებია: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) კერძო ჰუმანიტარული ინსტიტუტია დაფუძნებული 1863 წელს ჟენევაში, შვეიცარია. მის 25-წევრიან კომიტეტს უმაღლესი ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებით დაზარალებულთა სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონზე.
  6. 6. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC) დაარსდა 1919 წელს და კოორდინაციას უწევს 185 ეროვნულ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზგოდაეობას გაერთიანებულს ამ მოძრაობის შიგნით. საერთაშორისო დონეზე, ფედერაცია უძღვება და ორგანიზებას უწევს, ეროვნულ საზოგადოებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჰუმანიტარულ დახმარების მისიებს ფართომასშტაბიანი უბედურებისას. საერთაშორისო ფედერაციის სეკრეტარიატი ჟენევაში მდებარეობს.
  7. 7. ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებებიარსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამჟამად საერთაშორისო კომიტეტისა და ფედერაციის მიერ ცნობილია 185 ეროვნული საზოგადოება და მიღებულია ფედერაციის სრულ წევრად. ყოველი მათგანი საკუთარ ქვეყანაში მუშაობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის პრინციპების მიხედვით. მათი სპეციფიური გარემოებების მიხედვით ეროვნული საზოგადოებები შეიძლება ეწეოდნენ დამატებით ჰუმანიტარულ საქმიანობებსაც, რაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის ან საერთაშორისო მოძრაობის მანდატის მიერ.
  8. 8. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მოქმედების პრინციპებს იზიარებს:  ჰუმანურობა  მიუკერძოებლობა  ნეიტრალიტეტი  დამოუკიდებლობა  თავისუფლება  ერთიანობა  უნივერსალიზმი  ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენების ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე  ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა  კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტიანი მეთოდების შემუშავება;
  9. 9. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება — ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. საზოგადოებას რეგიონული და ადგილობრივი განყოფილებები აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრია. დაარსდა 1918 წელს და დამოუკიდებლად იარსება 1923 წლამდე, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრის ნაწილი გახდა. 1991 წლიდან ისევ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. საზოგადოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია განსაკუთრებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა გაჭირვებულთა დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების გამოყენებით.
  10. 10. საზოგადოებამ დამოუკიდებლად იარსება 1918-23 წლებში. გასაბჭოების შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ნაწილი და ფუნქციონირებდა მის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე. 1991 წლიდან ეროვნული საზოგადოება კვლავ დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მიერ 1997 წლის 16 ოქტომბერს შესაბამისი კანონით "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 1997 წლის 6 ნოემბერს და წარმოადგენს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ნაწილს. 1997 წლის 20 ნოემბერს ეროვნული საზოგადოება გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი.

×