SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 75
Baixar para ler offline
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა
თემის დასახელება:
„the new ways of spying”
სოციალური მედია(კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
მაგისტრანტი: გეგა ზუბიაშვილი
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი თორნიკე შარაშენიძე
თბილისი
2013 წ.
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 2
სარჩევი
წინასიტყვაობა ............................................................................................................................. 3
შესავალი ..................................................................................................................................... 4
HUMINT......................................................................................................................................... 10
TECHINT ........................................................................................................................................ 12
ძველი გაკვეთილები და ახალი გამოწვევები ........................................................................ 15
სოციალური მედია (კიბერ) დაზვერვა: უსაფრთხოება და აუცილებლობა ..... 18
SOCMINT_ის შესაძლებლობები ............................................................................................... 20
აუცილებლობა ............................................................................................................................. 22
გავრცელება .................................................................................................................................. 25
ლეგიტიმურობა .......................................................................................................................... 27
რუსეთი 2011-12 (სოციალური ქსელები, მიტინგები, ФСБ) .............................. 33
შეფასება და მოსაზრებები ......................................................................................................... 37
ხელისუფლების რეაქცია ........................................................................................................... 42
შეჯამება ........................................................................................................................................ 55
დასკვნა ............................................................................................................. 63
გამოყენებული ლიტერატურა .......................................................................... 69
ვებ- გვერდები .................................................................................................. 71
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 3
წინასიტყვაობა
მოცემული თემა ეხება, სოციალური მედია საშუალებების გამოყენებას სადაზვერვო
სამსახურში, რისი აუცილებლობაც გამომდინარეობს ახალი საუკუნის ახალი
გამოწვევებიდან. თემა მიმოიხილავს იმ უპირატესობებს რასაც კიბერ სივრცის
გამოყენება აძლევს დაზვერვას, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და რაც მთავარია რომ ამ
მხრივ მუშაობა და განვითარება აუცილებლობას წარმოადგენს. რასაკვირველია მას
თავისი სუსტი მხარეებიც გააჩნია, რადგანაც ის სადაზვერვო ოჯახის ახალი წევრია და
ბოლომდე ჩამოყალიბებული არ გახლავთ.
თემაში მიმოხილულია მაგალითები; social media intelligence (SOCMINT)_ი უკეთესად,
რომ აღვიქვათ და ასევე პოსტ - ცივი ომის შემდგომი პერიოდი, ზოგადად უკეთ რომ
გავიგოთ რას წარმოადგენს დაზვერვა და როგორ მუშოაბს ის თავისი მიზნის
მისაღწევად.
კონკრეტული მაგალითის მხრივ მოყვანილი მაქვს რუსეთი 2011-12 წლებში. რაც კარგი
მაგალითია იმის საჩვენებლად თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს დაზვერვა და
კოკრეტულად, რუსეთმა როგორ გამოიყენა ახალი და ძველი მეთოდები. რაც ასევე
განხილვის საკითხი ხდება იმ მხირვაც თუ რამდენად ახლოსაა რუსული სპეც -
სამსახურების მუშოაბა, ზოგადი სადაზვერვო სამსახურის წარმოდგენასთან.
კონკრეტული მაგალითებიდან (სტატიებიდან) ჩანს თუ როგორ იქცა ის საშიში იარაღად,
რაშიც დიდი წვლილი სოციალურ მედია საშუალებებსაც მიუძღვით.
რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ამ მიმართულებით ფიქრი და მისი შესწავლა
კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია.
გეგა ზუბიაშვილი
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 4
შესავალი
“დაზვერვა არის ის პროცესი, რომლითაც სპეციფიური ტიპის ინფორმაცია არის
მნიშვნელოვანი ნაციონალური უსაფრთხოებისათვის. ხდება მისი შეგროვება,
გაანალიზება და ეგზავნება სათანადო უწყებებს; რის შემგომაც ეს უწყებები მიმართავენ
სათანადო ზომებს: დაიცვან ამ ინფორმაციის უსაფრთხოება, რაზეც კონტრდაზვერვა
მუშაობს ქვეყნის შიგნით; ის შემდგომ ახოციელებს სათანადო ოპერაციებს რომელიც
მოთხოვნილია კანონიერი ხელისუფლების მიერ.’’
-National Intelligence Council officer Mark Lowenthal-
ასეთი იქნება დაზვერვის მოკლე დეფინიციაცია, მაგრამ მის გასაგებად და აღსაქმელად
შევეცდები უფრო ფართოდ გავშალო ის, თუ რას წარმოადგენს დაზვერვა. საიდუმლო
დაზვრვა უფრო ექკლუზიურია, რომელზეც ყველას არ გააჩნია ცოდნა და ის არ
ისწავლება ისე, როგორც შეიძლება ასწავლონ ეკონომიკა. ზოგს შპიონაჟი წარმოუდგენია,
როგორც ბნელი, შიშის მომგვრელი საქმიანობა რომელსაც ახორციელებენ ამ სფეროში
მომუშავე პირები. და როცა ამ პირებს ვეხებით ანუ სადუმლო დაზვერვაზე მომუშავე
აგენტებს, ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ დონეზე გაწვრთნილ პიროვნებებზე რომელთაც
ექსკულზიური განათლება და ცოდნა გააჩნია. უფრო გასაგებად რომ ითქვას ყველა
ექსპერტი არ არის აგენტი, მაგრამ აგენტი უდაოდ არის ექსპერტი და რა თქმა უნდა ეს
დამსახურეება იმ საქმიანობის, რასაც ისინი ასრულებენ.
ცივი ომის პერიოდში სადაზვერვო სამსახური ხედავდა თავის თავს, როგორც
აკადემიურ ინსტიტუტს, რომელიც იკვლევს ნებისმიერი სახის ინფორმაციას რაც
შეიძლება დასჭირვებოდათ სამხედრო მაღალ ჩინოსნებს ან პოლიტიკურ ფიგურებს
გადაწყვეტილრების მისაღებად. საიდუმლო დაზვერვის ერთ - ერთი გავლენიანი
თეორეტიკოსი Sherman Kent_ი გვინმარტავს დაზვერვას, და მასში სამ ბუნებას გამოყოფს
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 5
1) ინფორმაციის მოძიება და შეგროვება 2) ინტერპრეტაცია და გაანალიზება და 3)
შეფასების გამოტანა. ეს პროცესი კი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მისი შედეგი კი
გადამწყვეტი შეიძლება იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. შეიძლება კიდევაც რომ
ცივი ომის პერიოდში დაზვერვას ქონდა აკადემირუ სახე, მაგრამ ეს მისი ნამდვილ
ბუნებას არ წარმოადგენს.
დაზვერვა შიძლება ითქვას ერთ - ერთი უძველესი პროფესიაა, რომელზეც საუბარი
ჯერ კიდე ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში - „Sun Tzu“ - სუნ ძიმ დაიწყო - ჩინელი
სტრატეგოსი და ალბათ ომის და შპიონაჟის წარმოების დღეს დღეისობით ისევ
შეუცველეი თეორიტიკოსი, ვინც ჯერ კიდე თავის დროში ლაპარაკობდა შპიონაჟის
აუცილებლობაზე, და მის გამოყენებაზე ომის დროს: ‘Know the enemy and know thyself.’
დაზვერვა არის საჭირო ინფორმაციის შეგროვების ხელოვნება, შენს მოწინააღმდეგეზე
რაც დაგეხმარება ბრძოლისათვის რომ მოემზადო, როგორც სუნ ძიმ თქვა: “ ასი
ბრძოლის მოგება, ასერთი ბრძოლიდან არ არის ხელოვნების და ოსტატობის
გამოვლინება, როცა იმორჩილებ მტერს ბრძოლის გარეშე აი ესაა ნამდვილი ოსტატობა.’’
იმ დროიდან მოყოლებული დაზვერვა იქცა აუცილებელ იარაღად, ბრძოლის
საწარმოებლად; შპიონების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების რეგიონში,
ინფორმაციის მიწოდება, ტაქტიკაზე, იარაღზე, მტრის გადაადგილებაზე - სადაზვერვო
აგენტი მორალური მებრძოლია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვა დაზვერვა პირდაპირ
კავშირშია ომსა და ძალადობასთან, მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტი თვითონ არ
ერთვება ბრძოლაში ის ექსპერტია ბრძოლის და გამოაქვს თავისი დასკვენბი ის უნდა
იცნობდეს თავის მტერს, რის მიხედვითაც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იმოქმედოს
სამომავლოდ. მტრის ცოდნა კი გულისხმობს გარკვეული უნარების შეძენას, როგორიცაა
იფორმაციის მოპოვება (ეს იფორმაციის მოპარვასაც გულისხმობს თუ საჭიროა) და
სწრაფი გადაცემა, იფორმაციის მოძიება კი ისე უნდა მოხდეს რომ აგენტმა თავის თავი
არ გამოამჟღამნოს. იფორმაციის ანალიზი და გადაცემა აგენტისგან ასევე
პროფესიანულურ ცოდნას მოითხოვს გარკვეული საკითხის, მაგალითად სიტყვაზე
აგენტმა უნდა მოიპოვოს ინფორმაცია ატომურ ბომბზე რაც კიდევ ცალკე განათლებას
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 6
მოითხოვს ამ სფეროში კონკრეტულად ატომურ ფიზიკაში, რის გამოყენებითაც აგენტი
საზღვრავს რამდენად ვალიდური შეიძლება იყოს მოძიებული ინფორმაცია. ასეთი
ინფორმაციის მოძიება რა თქმა უნდა გულისხმობს მის მოპარვას, რაც აგენტის სხვა
უნარის განვითარებას მოითხოვს - skills of dissimulation - ფსიქოლოგიური უნარი რომ
მოატყუო და დააჯერო მოწინააღდმეგე და მანუპილირება მოახდინო მასზე.
პიროვნებები რომელნიც საიდუმლო ინფორმაციას აგროვებენ უნდა მოქმედებდნენ
ფარულად და მათ უნდა გააჩნდეს კარგი ინტუიცია, თუ მას საფრთე ემუქრება უნდა
შეეძლოს როლის მორგება რომლითაც არ მიიქცევს ყურადღებას. Klaus Fuchs_ ი
გერმანელი ფიზიკოსი რომელიც მუშაობდა ბირთვულ იარაღზე ლოს ალამოსის ბაზაზე
პირველ ატომურ ბომბზე. მან მოიპარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავის სამუშაოზე
და გადასცემდა საბჭოთა კავშირს 1941 – 1944 წლებში. ის ორი კატეგორიის ექსპერტი
იყო, პირველი ის მცოდნე იყო ფიზიკაში რაც მას საშუალებას აძლევდა სწორედ
შეეფასებინა ინფორმაცია და მეორე კი შენიღბვის რითაც მან დიდი ხნის განმავლობაში
ეჭვი არ გამოიწვია.
ასეთ ფსიქოლოგიურ დატვირთვას თავისი უკუეფექტებიც გააჩნია, დიდი ხნის
მანძილძე უცხო როლის თამაშით რამაც შეიძლება პიროვნების გაორება გამოიწვიოს, და
შენი საქმის შესრულებაში ხელი შეგიშალოს რითაც შენს თავსაც გამოამჟღავნებ, რაც
დაემართა ბოლოს Klaus Fuchs_ს ის შიზოფრენიით დაავადდა. ასეთი პრობლემის
გადაჭრა კი არც ისე ადვილია, როცა საჭირო ინფორმაციაზე მიწვდომა მხოლოდ ერთ
აგენტს გააჩნია და მისი ჩანაცვლება სხვა აგენტით შეუძლებელი ხდება, რადგან
შეიძლება არ ასრებობდეს მისი ცოდნის მქონე ერთი ან ორი სხვა პიროვნება, რომელთაც
შეეძლებათ ფარულად მოქმედება ამავდორულად , ამიტომაც ეს პრობლემა
გადაუჭრელად რჩება.
რა არი საჭირო რომ შეაღწიო და მოიპოვო საჭირო იფორმაცია? სიტყვაზე თუ ვითომ
ჟურნალისტი სულ სასტუმროს ბარებში ზის ბეირუთში და ბევრს ლაპარაკობს,
ნამდვილად ჟურნალისტია რომელსაც სახელი უნდა რომ გაითქვას და ფული იშოვოს
თუ ჰეზბოლას აგენტია? საიდუმლო დაზვერვის აგენტი ხშირად დგება ასეთი
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 7
სიტუაციების წინაშე და ხშირ შემთხევევაში ასეთი საკითხები შეიძლება გადაუჭრელი
დარჩეს. 2002_ში გერმანული სადაზვერვო სამსახურის BND_ის აგენტმა დაამყარა
კონტაქტი ერაყელ ინჟინერთან, რომელიც ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს
გერმანიაში, სანაცვლოდ კი ის მიაწვდიდა ინფორმაციას ლაბორატორიებზე სადაც
ქიმური იარაღს ამზადებდა და რომლის შენობაც მან დააკონსტრუირა, სადამ ჰუსეინის
ბრძანებით. კითხვა იმაში მდგომარეობდა მართლა იყო ეს ინჟინერი რომელსაც
თავშესაფარის მოპოვება სურდა თუ ის მიგზავნილი იყო ჰუსეინის მიერ, რომ შეეგდო
დეზინფორმაცია. გერმანულმა და ამერიკულმა დაზვერვამ გადაამოწმეს ამ ინჟინერის
ინფორმაციის ვალიდურობა და ის ნამდვილად მართალი გამოდგა. საიდუმლო
სამსახურმა მას კოდური სახელი მისცა ‘Curveball’ - და მისი გამომჟღავნება/გასაჯაროაბა
მხოლოდ 2007_ში მოხდა რის მერეც საიდუმლო სამსახურმა ის შერაცხა, როგორც
თვითმარქვია. მაგრამ სწორედ ამ თვითმარქვიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის
საშუალებით გაუჩნდა ბუშის ადმინისტრაციას კანონიერი მიზეზი რის გამოც მან
დაიწყო ომი ერაყის წინააღმდეგ. კიდევ ასევე შეიძლება ითქვას KGB_ს აგენტზე იური
ნოსენკოზე რომელიც გადაბირებული იყო ა.შ.შ_ს მიერ 1964 და შემდგომ ამტკიცებდა
რომ მას გააჩნდა მნიშვნელოვანი იფორმაცია ლიი ჰარვი ოსვოლდზე მაგრამ შეიძლება
ის ორმაგი აგენტის როლს თამაშობდა სინამდვილეში კი უნდოდა ბზარი გაეჩინა
ამერიკის საიდუმლო სამსახურში.
ჩვენთვის ყველაზე ცნობილ მაგალითს ისევ და ისევ რომ ვთაქვათ James Jesus
Angleton_ი წარმოადგენს CIA_ის კონტრდაზვერვის უფროსი, რომელიც თვითონ
დაავადდა პარანოიით უნდობლობით ყველაფრის და ყველას მიმართ და სულ
შეთქმულებები ეჩვენებოდა რომელიც საბჭოთა კავშირმა გააჩინა CIA_ში. მან 1300 დღის,
ოთხი წლის მანძილზე ჩაკეტა ნოსენკო SAFE HOUSE_ ში და მისი დაკითხვის მანძილზე
მისი ერთი სიტყვაც არ დაიჯერა.
ასეთი მაგალითების შემგომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა - როგორ უნდა შევაფასოთ
დაზვერვის აგენტის მიერ მოძიებული იფორმაციის სიზუსტე? პასუხი ერთია, ამის
გაკეთება მხოლოდ სხვა აგენტს შეუძლია. რა თქმა უნდა იმ მეთოდებით რომელსაც
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 8
მხოლოდ სადუმლო სამსახურში ასწავლიან. როცა დაზვევა იღებს იფორმაციას სიტყავზე
მოახლობეული ტერორისტული აქტის შესახებ, რომელიმე სკოლაში. დაზვერვამ ეგრევე
კონრტ ტერორისტული მოქმედები უნდა გაატაროს? არა ჯერ უნდა მოხდეს
ინფორმაციის გადამოწმება რამდენად რეალურია ის სხვა წყაროების გამოყენებით. აქვს
თუ არა ამ ინფორმაციის მომწოდებელ აგენტს რაიმე ფარული მოტივი, თუ ის ორმაგი
აგენტი გახდა, მაგრამ ასეთი დეტალური შესწავლა ამავდორულად სარისკოა _ თუ
ინფორმაცია უტყუარია და ნამდვილად სწორია მაშინ ამდენი კითხვის დასმით
შეიძლება ძვირფასი დრო დაიკარგოს, და შემდგომ კატასტროფა გარდაუვალი გახდება.
ასეთი დილემების წინაშე რომ არ დადგეს დაზვერვა, ამიტომაცაა რომ ის რთულად
კონსტრუირებული სიტემაა და დაყოფილია სხვა და სხვა კატეგორიებად სადაც ყველას
თავისი ფუნქცია და მოვალეობა აქვს. ინფორმაცია არასდროს ( ან ძალიან მკაცრად
გაკონტროელბული გზებით) გავრცელდება ადმინისტაციაში, ხშირ შემთხვევაში
კონკრეტულ საკითხს თავისი კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეული აგვარებს. ეს
გულისხმობს მაგალითად; იმას რომ FBI – ცდილობს გავიდეს ტერორიზმში ეჭვმიტანილ
პირებზე, და მათ კავშირზე ტერორიზმთან უტყუარი მტკიცებულებები არსებობს,
რომელიც CIA_იმ უკვე დაადგინა და ამაზე დორის დაკარგვა საჭირო არ არი - როგორც
მოხდა 9/11_ის დროს Zacarias Moussaoui_ის შემთხვევაში. თუ აკადემიურ
გამოკვლევებში ხდება გადამოწმება და აზრთა ცვლილება და ამაზე მსჯელობა
გარკვეული დროის მანძილზე, სადაზვერვო სამსახუში ასეთი რამ გამორიცხულია.
დაზვერვაში არ არსებობს ისეთი მცნება რომ ვინმე შეეცადოს რაიმე
მოსალოდნელობა/ალბათობა გააყალბოს, რადგან არ არსებობს მისი ზუსტი ანალოგი ან
მსაგვსი, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ის. უფრო მარტივად რომ ითქვას საიდუმლო
დაზვერვა ერთადერთია (თავისი მეთოდებით და ასე ვთქვათ ფორმულირებით და
მეორე მსგავსი ფორმულირების გამოგონება შუეძლებელია). რასაც სამეცნიერო
საზოგადოებაში paradigm shift_ ს უწოდებენ, დაზვერვასთან მიმართებაში ეს მცდარი
იქნება.
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 9
დაზვერვის ფუნქციებს დაუბრუნდეთ, დაზვერვის სამსახურის მიერ მოგროვებული
ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი დიდი რაოდენობით მონაცმების ქონას
გულისხმობს. თუ ინფორმაცია შემოდის გარკვეული საფრთხის შესახებ, მაგალითად თუ
უცხო პირისგან, ხდება ამ იფორმაციის გადამოწმება თუ ვინ მოაწოდა ის ვიზე და რა
კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან, ხდება მსგავსი საქმეების ამოგდება
ინფორმაციული ბაზებიდან და ამ პიროვნებების გადამოწმება თუ ისინი ფიგურირებენ
იქ, რის მიხედვითაც საღვრავ რამდენად ვალიდურია ის და შემდგომ უკავშირდები სხვა
და სხვა განყოფილებებს სამოქმედოთ, ხდება ინფორმაციის ცირკულაცია ამ სისტემას
“stovepipes of knowledge’’_ ს უწოდებენ. ამ სისტემის გამოყენება აუცილებელი იყო ცივი
ომის პერიოდში, როცა ყოველი მეორე შეიძლებოდა mole_ი ყოფილიყო. stovepipes of
knowledge _ის დახმარებით სხვა განყოფიელბაში არსებულ mole_ს ვერასდროს ვერ
მიუწვდებოდა ხელი ამ ინფორმაციაზე რომელსაც არ ქონდა მასთან შეხება.
იერარქიული რანგირებაც ხელს უწყობს ამას სააგენტოში - ინფორმაციას მიიღეებს ის
ვინც საჭიროა და არ მოხდება მისი ნახვა სხვა ვინმე პირის მიერ. ეს სისტემა ხელს
უწყობს, რომ არ მოხდეს არევა და ასე ვთქვათ „პანიკა’’ სისტემაში. ინფორმაციის
ფალსიფიცირება შიეძლება იმ კონკრეტული აგენტის მიერაც მოხდეს ვინც მიიღო ეს
ინფორმაცია, ამიტომაც ხდება მისი ორმაგად გადამოწმება და ვალიდურობა. ეს აგენტი
ექსპერტია თუ შემოგზავნილი? სადაზვერვო სამსახურის ყოველი აგენტის მოვალეობაა,
რომ შეეძლოს შეაფასოს მეორე აგანტი და ამოიცნოს მისი განზრახვა. ამავდორულად
უნდა ხდებოდეს მოწოდებული იფორმაცის სწორედ ინტერპრეტაცია - სადზვერვო
სამსახურში ორი ტიპის აგენტები მუშაობენ - 1) ოპერატიული მუშაკები - HUMINT -
რომელნიც შეჩვეულნი არიან სამოარ მოქმედებებს და მაღალ დონეზე გაწვრთნილნი
არიან მათ მოვალეობაშიც შედის ასეცე დაამყარონ კონტაქტები, რომლისგანაც
მიღებულ ინფორმაციას, აწვდიან 2) ანალიტკოსებს - TECHINT -რომელნიც აკადემიური
მხრივ არიან დაკავებულები რომ გაანალიზონ და შეაფასონ ინფორმაციის ვალიდურობა.
სადაზვერვო სამსახურის მიერ კი მოპოვებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 10
მითუმეტეს ჩვენს დროში ფარულ მოქმედებებთანაა (cover actions) დაკავშირებული
რომელსაც ოპერატიული აგენტები ახორციელებენ.
Humint
როგორც ითქვა ძირითად დაზვერვის სახეობებს ადამიანური და ტექნიკური დაზვერვა
წარმოადგენს, ორივეს გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც თვითონ
არსებული სიტუაცია აჩენს ხოლმე.
ადამიანური დაზვერვის უპირატესობას წარმოადგენს უნარი, რომ სადაზვერვო
სამსახურის აგენტმა მოიპოვოს აუცილებელი იფორმაცია, შეაგროვოს ის და
გაანალიზოს, აწარმოოს თვალყური გარკვეულ პიროვნებეზე. ასევე დაამყაროს საჭირო
კონტაკტები უცხო სახელწიფოში ყოფნის მანძილზე რაც მისცემს მას საშუალებას, რომ
უფრო ადვილად მოიძიოს იფომრაცია ამისათვის აგენტმა შეიძლება სხვადასხვა ხერხები
გამოიყენოს, როგორსაც შეიძლება წარმოადგენდეს მოსყიდვა, გადმობირება სხვა და სხვა
ხერხებით (ფულით, იდეოლოგიით, ადამიანის თავმოყვარეობაზე თამაშით ‘ეგო’’) თუ
საჭირო იქნება შანტაჟითაც, რაც მას საშუალებას მისცემს უტყუარი ინფორმაცია
შეაგროვოს და გადასცეს თავის სადაზვერვო სამსახურს. ფარული მოქმედებები
აგენტისა ინფორმაციის მოძიებისთვის აუცილებელია რომ შეუმჩნეველი დარჩეს,
ამისთვის კი საჭიროა გარკვეული როლის მორგება ანუ სხვა პიროვენბის როლი
ითამაშოს თუ ოპერაცია ამას საჭიროებს, რასაც აგენტმა კარგად უნდა გაართვას თავი და
რომ მისმა ლეგენდამ „legend” ეჭვი არ გამოიწვიოს და არ მოხდეს მისი გამომჟღავნება.
თავისთავად მისმა აგენტურამ იზრუნა იმაზე რომ აგენტი კარგად გაეწვრთნათ რაშიც
დიდი რესურსები იდება და მასზე გაწეული ხარჯები სამომავლო რეზულტატში უნდა
აისახოს. მაგრამ ეს სფერო ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული და დაზუსტებით
ვერაფერში ვერ იქნები დარწმუნებული 100%_ით, მაგალითად იმაში რომ არ მოხდება
შენს მიერ გაგზავნილი აგენტის გადმობირება ოპერაციის დროს, ეს იმ შემთხვევაში
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 11
უფრო სარისკოა როცა დაზვერვა ცდილობს თავისი აგენტი დანერგოს სხვა სადაზვერვო
სისტემაში. ადამინური დაზვერვის სუსტ მხარეს ისიც წარმაოდგენს რომ შეიძლება
აგენტს პიროვნების გაორება დაემართოს როცა ის ცდილობს მოირგოს მოგონილი
პიროვნება ეს უფრო სარისკოა მაშინ როცა აგენტი, რამოდენიმე ლეგენდით მოქმედებს,
რამაც მისი პიროვნების გასამაგება შეიძლება გამოიწვიოს. ეს რო არ მოხდეს საჭიროა
აგენტის მუდმივი კონტროლი, ვგულისხმობ მის მოტივაციას რო არ დაკარგოს მიზანი
თუ რისთვის აკეთებს ის ამას, ასევე ის ფინასურადაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი,
სხვა შემთხვევაში აგენტმა შეიძლება დაკარგოს მოტივაცია და ყურადგება სხვა რამეზე
გადაიტანოს თუ როგორ უზრუნველყოს და შეინახოს თავის თავი, რაც დაუშვებელია და
გამორიცხულია. ფინანსური გზა ყველაზე ასე ვთქვათ გამართლებული და გამოცდილი
გზაა თუ საქმე ადამიანის გადმობირებას ეხება, როცა მოწინააღმდეგე სახელმწიფოს
ქვეყნის დაზვერვაში თუ კონტრდაზვერვაში შენი კაცი გყავს “mole”, მისგან
მოწოდებული იფორმაცია კი ფასდაუდებელი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად: ცივი
ომის პერიოდში CIA_იმ გადმოიბირა საბჭოთა კავშირის აგენტი - ტოლკაჩევი -
რომელიც აწვდიდა იფორმაციას საბჭოურ ავიაციაზე, სარაკეტო დანადგარებზე და
სარადარო მოწყობილობებზე. მის მიერ მოწოდებული იფორმაცია იმდენად
ფასდაუდებელი იყო რომ, როცა გამოითვალეს ამ ინფორმაციის არქონის შემთხვევაში
ა.შ.შ_ს 5 წელი დაეკარგებოდა ამ ყველაფრის დადგენისათვის. საბჭოთა კავშირს კი
მოუწია ზოგი გამომჟღავნებული ტექნოლოგიის ჩანაცვლება რამაც 10 წლით უკან
დახია ისინი. პენტაგონმა კი ბილიონობით დოლარი დაზოგა იმის სანაცვლოდ რომ
რამდენიმე მილიონი გადარიცხეს ტოლკაჩევის ანგარიშზე. ამის შემდგომ შეიძლება
გაჩნდეს კითხვა თუ ადამიანურ დაზვერვაში მილიონები იხარჯება ტექნიკურში
რამდენად მეტი უნდა დაიხარჯოს? ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ა.შ.შ რომელიც
მოწინავეა თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით მსოფლიოში?
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 12
Techint
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 21.ე საუკუნეში ტექნოლოგიის
ხანაში. ინტერნეტის სოციალური ქსელების ეპოქაში, სადაც კიბერ უსაფრთხოება ისევე
მნიშვნელოვანი გახდა როგორც დანარჩენი სხვა მაგალითად საუკეთესო სამხედრო
ტექნოლოგიის ქონა, ან უახლესი თავდაცვითი დანადგარების შექმნა რაც უპირატესობას
მოგცემს ბრძოლაში. ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური უსაფრთხოებაც რასაც შეიძლება
საფრთხე შეუქმნან გარკვეულმა ჯგუფებმა ან შესაძლებელია სხვა სახელმწიფომაც.
კიბერ შეტევის შემთხვევაში თუ ის წამრატებით განხორციელდა შეიძლება გადამწყვეტი
იყოს განვითარებული ქვეყნისთვის, რომელშიც ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რის შემდგომაც მისი დამალვა და ხალხის
უკმაყოფილების და კრიტიკის თავიდან არიდება შეუძლებელი გახდება, ასეთი
სკანდალის და უსაფრთხოების დარღვევის გსაჯაროების შემდგომ, დაზვევრვას
გაუჭირდება მისი გამოსწორება. შეიძლება ეს არ იყოს სიტყვაზე კიბერ შეტევა შეიძლება
დაზვერვა ახორციელებდეს ტექნიკურ დაზვერვას რისი ჩავარდნაც და გასაჯარობაც
დაუშვებელია, როგორც დაზვერვისთვის ასევე ხელისუფლებისთვის, მაგალითად :
როცა ამერიკული EP-3E Aries II _ მზვერავი თვითმფრინავი ჩინეთის თავზე
აღმოაჩინეს, რამაც ამერიკელები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ასევე ხდება
ადამიანურ დაზვერვაში როცა წლების შემგომ აღმოაჩენ რომ შენს სადაზვერვო
სამსახურში “mole”_ი გყავდა (Philby, Hannsen & Burgess).
ტექნიურ დაზვერვას ისეთი, ასე ვთქვათ ღირსებები გააჩნია რაც, humint _ დაზვერვას
ვერ ექნება. ტექნიკურს არ გააჩნია ემოციური მსჯელობა, მას არ გაუჩნდება ეჭვები
ანალიზის დროს პასუხის გამოსატანად. ის ყველაფერს მტკიცედ გამოითვლის, ისე რომ
არც დაიღლება ადამიანისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა ასეთი ტექნიკის შექმნა იაფი
ნამდვილად არ ჯდება და როგორც ავღნიშნე დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.
რისი გასაჯაროება ხანდახან ხდება კიდევაც სახელმწიფოს მიერ მაგ: CORONA და
KEYHOLE (ორივე ამერიკული კოსმოსურ - სივრცითი სისტემაა) რომელიც კოსმოსიდან
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 13
აფიქსირებენ დედამიწის ზედაპირის ლანდშაფტს, ამ ორ სისტემას ამერიკელები
თავიდან ცივი ომის პერიოდში იყენებდნენ. შემგომში მათ დიდი წვლილი შეიტანეს
მომავალი თაობების განვითარებაში იმ მხრივ თუ როგორ გამოიყურება დედამიწის
ზედაპირი კოსმოსიდან. დღესდღეისობით CORONA _ს ფართოდ იყენებენ მედია
საშუალებებისთვის და აკადმეიური განშტოებებში.
ტექნიკური დაზვერვა მის გამომყენებელს საშუალებას აძლევს უფრო ადვილად
მოიძიოს ინფორმაცია, ფართოდ შეიმუშაოს სამომავლო, სადაზვერვო თავდაცვითი
სქემა. თვალყური ადევნოს ადამიანებს რომლებიც შედიან იმ საიტებზე სადაც შეიძლება
იარაღის ყიდვა, ან თვალყური ადევნოს ფულად გადარიცხვებს. ტექნიკური დაზვერვის
ყველაზე მარტივად სათქმელი პლიუსი ისაა, რომ მას შუეძლია დიდი ინფორმაციის
შენახვა ერთად (BIG DATA) რის საჭიროების შემთხვევაში ადვილად გამოიყენებ
შემდგომ.
ტექნიკური დაზვერვის სუსტ მხარედ შეიძლება ისევ თავისივე უპირატესობები
ჩაითვალოს, ის ფუნქციები რომელიც ადამიანს აძლევს მარტივად შეიასრულოს
ყველაფერი, რაც შემგომ მასზე დამოკიდებულს ხდის, ამიტომაცაა რომ მილიარდობით
თანხები იხარჯება ტექნიკურ უსაფრთხოებაში, როგორც მანამდე ვთქვი კიბერ სივრცის
უსაფრთხოების დარღვევამ და მისმა გათიშვამ შეიძლება პანიკა გამოიწვიოს არა მარტო
ხალხში არამედ თვითონ სადაზვერვო სამსახურშიც.
Covert actions
ფარული ქმედებები ხშირად ასოცირდება აქტიურ ღონისძიებებთან (active measures)
გამოყენებული საბჭოთა და სხვა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების, მათი
სადაზვერვო სამსახურების მიერ. CA_ი ხშირ შემთხვევაში გამოიყენება რომ იმოქმედოს
პოლიტიკურ, სამხედრო ან ეკონომიურ ვითარებებზე სხვა ქვეყნებში იმის მიზნით რომ
თან არ იქნება გამომჟღავნებული შენი ქვეყნის ინტერესები და ეს ყველაფერი ფარულად
მოხდება. ასევე შეიძლება გამოიყენო პროპაგანდისტული გზები ან გარკვეული
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 14
სამხედრო, პოლიტიკური მხარის მხარდაჭერით, ტექნიკური და ლოჯისტიკური
მხარდაჭერით მთავრობისა რომ დაამყაროს წესრიგი თავის ქვეყანაში. ფარული
ქმედებებით შეიძლება იმოქმედო შენსავე ქვეყანაში რომ არ მოხდეს მაგალითად
ტერორისტული აქტი ან რაიმე დანაშაული. ასევე უნდა ითქვას რომ ფარული ქმედება
შეიძლება იყოს სამხედრო, პატარა ოპერაციის სახით, როცა დიპლომატიას მარტო არ
შეუძლია მოქმედება. CA_ი უნდა იყოს განხოციელებული სადაზვერვო სამსახურების
მიერ როცა საქმე ეხება საშიშროებას სხვა ქვეყნებიდან. ფარული ქმედებები უნდა იყოს
ინიცირებული მხოლოდ დემოკრატიული მყარი პრინციპებით , (ყოველშემთხვევეში
დასავლურ დაზვერვაში ასეა ალბათ). დაზვერვის მიზანს წარმოადგენს, რომ
მოახდინოს ხელისუფლების ინფორმირება „telling truth unto power’’ დაზვერვის
მიზანია რომ დაეხმაროს ხელისუფალთ გადაწყვეტილების მიღებაში რომ 1)
გამოირიცხოს მოულოდნელობის ეფექტი მოწინააღდმეგის მხრიდან 2) უზრუნველყოს
გრძელვადიანი ექპერტიზით 3) ხელი შეუწყოს მიღებული გადაწყვეტილების
შესრულებას 4) რომელიც ფარულად იქნება შესრულებული მისი მოთხოვნილებებით,
მეთოდებით და რესურსებით. CA_ის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ის არარსებობს,
უარყოფილია -plausible deniability - მთავრობის მირე ისე იცემა ნებართვა ოპერაციის
ჩატარებაზე და ოპერაცია ისე უნდა შესრულდეს, რომ მთავრობამ ვითომ და არაფერი
არ იცის მასზე. ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ფარულ ქმედებებს გააჩნია
ადგილები სადაც ის ადვილად შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ იყოს იოლი.
მაგალითად; გარკვეულ რეგიონში ფარულად მოქმედება, რაც შეიძლება
დაკავშირებული იყოს ლადშაბტთან ტერიტორიის სადაც ადამიანური დაზვერვით
ფარული მოქმედება რთულია მითუმეტეს თუ რთული პოლიტიკური რეგიონია და იქ
მოქმედება ჭირს, მაგალითად ავღანეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ამის
კომპენსაცია ხდება ტეკნიკური -TECHINT - დაზვერვის ხარჯზე; განვითარებული
ტექნოლოგიები და უახლესი სისტემები ასეთ პრობლემების მინიმუმამდე ამცირებს.
ტექნიკური სახის ფარული მოქმედება კი შეიძლება გულისხმობდეს დაბომბვას ისიც ისე
გამოიყურება თითქოსდა ეს სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს, ასეთ ოპერაციას
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 15
False-Flag Operation_ ეწოდება. და თუ ხალხის ყურადღება და კრიტიკა სხვა ქვეყნის
(მტრის) მიმართულებით იქნება განხოციელებული შეიძლება ჩაითვალოს რომ
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ამ დონის ოპერაციის ჩატარება შესაძლებებლია მითუმეტეს ჩვენს დროში, მაგრამ
ამავდოულად დაზვერვა ახალ სირთულეებს ხვდება ახალ ეპოქასთან ერთად.
ძველი გაკვეთილები და ახალი გამოწვევები
21.ე საუკუნე ახალი მოულოდნელობებით არის აღსავსე. საიდუმლოებებით აღსავსე და
არაპროგნოზირებადი სიტუაციებით, ვიდრე განვლილი ისტორიის მანძილეზე იყო.
სახელწიფოებმა უნდა მოახდინონ ამის გაანალიზება, რომ შეძლონ სათანადო
რეაგირება, პირველადი გადაწყვეტილებები ვეღარ შეიცვლება რასაც კრიტიკული
მნიშვნელობა ექნება და ის დამოკიდებული არის თუ რამდენად ვალიდური იფორმაცია
მოიპოვა დაზვერვამ და რამდენად სწრაფად ხდება მისი გაანალიზება შემდგომ და
შესრულება. რაც განსაზღვრავს დაზვერვის ეფეკტურობას რაზეც ვილაპრაკე მანამდე
მაგრამ ახალ საუკუნეში მარტო სადაზვერვო სამსახურებს არ გააჩნიათ უახლეს
ტექნოლოგიაზე მიწვომილობა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყნების საშუალება.
იფორმაციის მიწვდომილობა ნებისმიერი პიროვნების მიერ, ერთ - ერთ პრობლემად
იქცა, რაც ასევე ახალ საფრთხეეს და რისკებს მატებს ამ საქმიანობას.
ამისათვის სადაზვერვო სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში არიან სამოქმედოდ, რომ
უახლოს დროში მოახდინონ საფრთხის აღმოჩენა და მისი გადაჭრაზე მუშაობა. ცივი
ომის დასრულების შემდგომ სწრაფად მოხდა ეკონომიური, სამხედრო და პოლიტიკური
ევოლუცია, რამაც დროთა მანძილზე გამოიწვია გლობალიზაცია და
გლობალიზაციასთან ერთად დესტაბილიზაციაც მოხდა, რაც შეიძლება ყოფილიყო
თავდაპირველი მიზეზი სადაზვერვო სამსახურრბის მიერ უსაფრთხოებათა გაზრდის,
რითაც შეფასებების გაკეთება უფრო კომპლექსური გახდა. ტრანსნაციონალურ რისკების
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 16
და გაბატონებული საფრთხეების გამო, უსაფრთხოება მნიშვნელოვნად დამოკიდებული
გახდა რეგიონულ სტაბილურობაზე და მოკავშირე სახელწიფოების სოლიდარობაზე.
იმის შემდგომ რაც გეოგრაფიულ მანძილს აღარ აქვს მნიშვნელობა და ვეღარ
უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სახელმწიფოები და მათი სადაზვერვო სამსახურები
ორიენტირებულნი არიან კონფლიქტური სიტუაციების კონტროლით, კონფლიქტების
აღკვეთით და კრიზისის მენეჯმენტით, რაც თანამშრომლობაზე და კუალიციურ
მუშაობაზეა დამოკიდებული.
სადაზვერვო სმსახურებისათვის კი ოპერაციების შესრულება მეტად რთული გახდა,
უფრო არასტაბილური ვიდრე ეს იყო ცივი ომის პერიოდში. მიზეზი რამაც გამოიწვია
სადაზვერვო სამსახურების ცვლილება არის რისკების მრავალფეროვნება ; თუ ადრე
მოწინაღმდეგე ქვეყანა ისაზღვრებოდა მისი განსხვავებული შეხედულებებით,
იდეოლოგიით რაც ხდებოდა ცივი ომის პერიოდში. ახლა ეს შეიცვალა,
სახელმწიოფოებით რომელთაც არასანდო პიროვნებები შეიძლება მართავდნენ, როცა
ტერიტორიული სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დგას, რითაც იქცევა კარგ
თავშესაფარად ტერორისტული ჯგუფებისათვის, კრიმინალური ჯგუფებისათვის,
რადიკალისტებისათვის და ხანდახან ისეცაა რომ თვითონ სახელმწიფო არის ამ
პოლიტიკის გამტარებელი, რაც უფრო ზრდის რისკებს. ასეთ ქვეყნებში არსებული
NGO_ები ან სხვა რაიმე დამოუკიდებელი ოგანიზაციები, მედია საშუალებები კითხვის
ქვეშ დგებიან, თავისი ფინასებით და მიზნებით რომლებიც შეიძლება ტერორისტული
ჯგუფების მიერ ფინასდებოდეს. რაც წარმოშობს ისეთ სადაზვერვო სამსახურებს
რომელნიც პირად სექტორზე არიან ორიენტირებულნი და კონკრეტული პირების
მითითებებით მოქმედებენ და არა მთავარი პრინციპით რასაც სახელმწიოფების
უსაფრთხოება წარმოადგენს.
ყველა ეს მოთამაშეები და ის პირები ვინც მათ უკან შეიძლება იდგნენ, ჩართულნი არიან
ჰაკერულ და ონფორმაციულ ომში, რამაც უფრო ართულებს რომ გამოიცნო მათი
შემდგომი მოქმედება ან რა იქნება მიზანი. ამიტომაცაა რომ იფორმაციის მოგროვების
მეთოდები დრამატულად შეიცვალა 20.ე საუკუნის დასრულებასთან ერთად;
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 17
სატელიტიდან დაკვირვება და სოციალური ქსელში ინფორმაციული ანალიზი გახდა
ახალი ხერხები თავდასაცავად, რაც ასევე ზრდის სადაზვერვო სამსახურების
ეფექტურობას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დიდი ხნის მანძილზე ნაცადი და
გამოყეენებული ხერხები უვარგისი გახდა, როგორიცაა ადამიანური დაზვერვა,
უბრალოდ მოხდა ისე რომ ძველ ნაცად ხერხებს დაემატა ახალი მეთოდები როგორიცაა
ტექნიკური დაზვერვა რაც მხოლოდ ანალიტიკურ ანალიზს აღარ მოითხოვს. არამედ
ტექნოლოგიურ ინოვაციას, რაც გაადვილებს მოქმედებას, რაც მისცემს სადაზვერვო
სამსახურს საშუალებას შეძლებისდაგვარად ყველგან შეაღწიოს, სადაც ის მოქმედებას
ვერ შეძლებს იქ ძველ ნაცად ხერხებს გამოიყენებს, რომელიც უფრო მობილური იქნება
უფრო მრავალფეროვანი ანალიზში და მხოლოდ რაციონალურ ანალიზს არ გააკეთებს
დასახული მიზნის.
თუ 20.ე საუკუნის დაზვერვა იყო აღსავსე საიდუმლოებებით. 21.ე საუკუნის დაზვერვა
იქნება აწყობილი ინფორმაციულ ცოდნაზე და მის გამოყენებაზე.*
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 18
სოციალური მედია (კიბერ) დაზვერვა: უსაფრთხოება და
აუცილებლობა
- წარმოგიდგენთ საიდუმლო დაზვერვის ბოლო და უახლეს წევრს - როგორც
ადამიანური დაზვერვა (HUMINT) და ტექნიკური დაზვერვა (TECHINT) და სხვა ...
ასევე არსებობს სოციალური მედია დაზვერვა (SOCMINT). სოციალური მედიის ხანაში
როცა დიდი რაოდენობით ინფორმაცია მიწვდომადია საზოგადობის მიერ. SOCMINT
_ის მოვალეობაა ეს გააკონტროლოს და დაიცვას სახელმწიფო და საზოგადოება ამ
მხრივ, მოსალოდნელი საფრთხისგან. რაც დაფუძნებულია მეთოდოლოგიურ
ქვაკუთხედზე; ინფომრაციის ანალიზი, ფაქტების მოპოვება, მისი გაგება და გამოყენება,
რაც ასევე გულისხმობს ზნეობრივ რისკებს -
სოციალური მედია ცვლის საზოგადოებას, ჩვენ უფრო და უფრო გადაგვაქვს ჩვენი
პირადი ცხოვრება სოციალურ ქსელში. და ასეთი ცვლილება ადამიანის პირად სივრცეს
ზრდის, რაც დილემას ქმნის მთავრობისათვის. ერთი მხრივ სოციალური სივრცე
მრავალ შესაძლებლობებს და ეფექტურობას იძლევა. სოციალური მედია დაზვერვას ანუ
(SOCMINT) _ის შეუძლია შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას:
კრიმინალური პირების იდენტიფიკაციით, წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება
მოახლოებულ უწესრიგობაზე ან საფრთხეზე. როგორც იცვლება საზოგადოება და
ვითარდება ისე ვითარდება მასთან ერთად სამართალდამცავი სისეტემა და სადაზვერვო
სამსახური. მეორეს მხრივ, ნაციონალური უსაფრთხოების მიზანს წარმოადგენს
საზოგადოების გაგება, მისი მხარდაჭერა და დაცვა. რასაც დემოკრატიული
ლეგიტიმურობა მოითხოვს სადაც სადაზვერვო სამსახური ახალ მეთოდებს იძენს და
ვითარდება და თავისთავად მისი მეთოდები არ იქნება გასაჯაროებული და
ყველასათვის მისაწვდომი, მაგრამ მან მაინც უნდა იმოქმედოს კანონიერების
ფარგლებში. ინტერნეტი გახდა ახალი შესაძელებლობების გაჩენის წყარო ის ადგილი
სადაც ადვილად ხდება ინფორმაციის მოძიება სახელწიფოს მიერ.
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 19
დემოკრატიულ სამყაროშიც არ იგრძნობა ადამიანთა პირადი სივრცის ლეგიტიმურობა.
ზოგადად სოციალური მედია არ იძლევა იმის გარანტიებს და ვერ იქნები იმაში
დარწმუნებული, რომ დაზვერვა მიიღებს თავდაცვით ზომებს რაც უზრუნველყოფს
უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში.
ადამინები უფრო და უფრო მეტ ინფორაციას დებენ სოციალურ ქსელების და უკვე
ძნელი ხდება გაარჩიო რომელია პირადული და რომელი საჯარო. ახალ ახალი
ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად და უფრო ფარულად
გაავრცელო ინფორმაცია და რისი შემცველია ეს იფორმაცია არავინ იცის, ამიტომაცაა
როცა სახელმწიფო და საიდუმლო დაზვერვა ცდილობს ეს გაარკვიოს და აღკვეთოს
სავარაუდო საფრთხე ამისთვის ის უფრო ღრმად იყენებს მის ქსელურ შესაძლებლობებს,
რაც არაა გასაკვირი. ამიტომაც ჩნდება შეხედულება იმის შესახებ, რომ SOCMINT_ი
მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფარგლებში. ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2000
წელს დაიწყო, როცა სოაციალური მედია ასე აქტიურად არ გამოიყენებოდა ჯერ და
რასაც სამომავლოდ შეეძლო საფრთხე შეექმნა, როგორც ფარული საშუალება, საშიში
იდეების გავრცელების. და როგორ იმოქმედებდა საპასუხოდ SOCMINT_ ი არავინ იცის
რადგან ის ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, როგორც კონკრეტული ორგანო.
ჩვენ ვცხოვრობთ სოციალური მედიის საზოგადოებაში. Facebook, Twitter, Google +,
LinkedIn - არიან მაგალითი თუ როგორ ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების
ტრანსფერი, მათი ურთიერთქმედებები, იდენტურობა, არგუმენტები ახალ სირვრცეში.
მხოლოდ Facebook_ი რომ ამვიღოთ დღეში 250 მილიონი ოდენობის სურათი იდება
ყოველდღე. 200 ბილიონი ვიდეო იდება Youtube_ზე დღის განმავლობაში.
სოციალური მედიის „შიგთავსის’’ გაგება საშუალებას იძლევა უკეთ შეიცნო ადამიანის
ფსიქოლიგია. მაგალითად ამერიკელ ფსიქოლოგებს სჯერათ რომ Facebook_ ის
გამოკვლევა საშუალებას მისცემს, მათ გაიგონ ადამიანის ფსიქოლოგია, რასაც
სოციალურ ქსელში გამოხატავენ ამის დასტურია ოჰაიოს შტატში მომხდარი სკოლის
ინციდენტი. როცა სოციალური მედია ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, იმისა რომ
დაიქირაონ ქილერი, როცა ალ - ქაიდას შვილობილი ტერორისტულ დაჯგუფებას ალ -
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 20
შაბააბს აქვს საკუთარი გვერდი Twitter_ზე, 12300 სავარაუდო დამნაშავენი
დაკავშირებულნი არიან Facebook _თან 2011 წლის მონაცემებით. მაშინ გამართლებულია
რომ სახელმწიფოს თავდაცვითი უწყებები და დაზვერვა ეძებს და იყენებს ახალ ხერხებს
რომ ებრძოლონ ამას.
SOCMINT_ის შესაძლებლობები
შეფასება და ანალიზი დაზვერვის ერთ - ერთი მთავარი ფუნქციაა, როცა ხდება
ადამიანთა იდენტურობის, აზრების, მათი შეხდულებების დამოკიდებულების
გადმოტანა სოციალ მედიაზე ის თავს იყრის ერთად BIG DATA _ში რის შემდგომაც
ხდება მისი ანალიზი. Crowd-sourced information - რაც გულისხმობს ადამიანური და
ტექნოლოგიურ დაზვერვების შეთანხმებულ ურთიერთობას, სახელმწიფო ამ სისტემას
იყენებს რომ დაუკავშირდეს საზოგადოებას სოციალურ სივრცეში და მიაწოდოს
უახლოესი ინფომრაცია. ( სახელმწიფო სტრუქტურების ვებ - გვერდების მეშვეობით) და
ასევე პირიქით მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებისგან და გაიგონ გარკვეული
ინფორმაცია მაგალითად საშიშ პიროვნებაზე რომლის დაკავებაც აუცილებელია,
სოციალურ ქსელში კი უფრო ადვილია მოძებნო ადამიანები ვისაც შეუძლია ამოიცნოს
ეს პიროვნება. ეს სისტემა უსაფრთხოების სამსახურების უფრო გახსნილ და ღია
დამოკიდებულებას წარმოაჩენს. ასევე არის მეორე ნაწილი და ძირითადი BIG DATA_სი :
Research and understanding - ეს კონკრეტულად სადაზვერვო სამსახურის ფუნქციაა რაც
ანალიტიკურ მხარესთანაა დაკავშირებული რაც ახდენს მოპოვებული ინფორმაციის ან
პირების ანალიზს, მაგალითად გამოაშკარაოს რაიმე ტერორისტული დაჯგუფება.
სხვანაირად რომ ვთქვა სოაციალური მედია დაზვერვა ტექნიკური დაზვერვის ახალი
ფუნქციას გულისხმობს (TECHINT).
ასეთი გამოყენება სოციალური მედიისა, საშუალებას აძლევს დაზვერვას რომ უფრო
სწრაფად და კონკრეტულად იმოქმედოს, მოახდინოს ტრაგედიის აღკვეთა და ასევე
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 21
მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. რაშიც ასევე შედის OPEN SOURCE_ის
გამოყენება. მისი უპირატესობა ისაა რომ ახალი იფორმაციის გაჩენისას მისი
გავრცელება უახლოეს პერიოდში ხდება მთლიან ქსელში, რაც იძლევა საშუაებას
ლოკაცისაა იმ ადგილის თუ სადაა საფრთხე და გარკვეული ფაქტის განხილვა იძლევა
საშუალებას რომ მოიძიო უფრო ფართო ინფორმაცია, რაც მანადე არ იყო შენთვის
ცნობილი. ეს უფრო დახვეწილი და უფრი სრაფი მეთოდია ვიდრე კლასიკური მოძიება
ინფორმაციის. ასეთი კველვა იძლევა საშუალებას უფრო მალე შეაფასო მოქმეებები და
განზრახვები გარკვეული ჯგუფების, დახვიდე კონკრეტულ პირებზე და ასევე გაიგო თუ
როდის უნდა ელოდო საფრთხეს, სოციალური გვერდების საიტების აღმოჩენა რომელიც
საფრთხის შემცველია. „Identification of criminal intent or criminal elements in the course of
an enquiry both for the prevention and prosecution of crime.“.
SOCMINT _ ის ასეთი პოტენციალი იძლევა საშუალებას, რომ უკეთ განავითაროს
ზოგადად დაზვერვა, მაგრამ მას ასევე გარკვეული წინააღმდეგობები გააჩნია
თავისთავად ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ახალი მეთოდები ყოველთვის დროს
საჭიროებს, რომელიც ყოველ ჯერზე იხვეწება.
იდეაში, დემოკრატიულ სამყაროში უფრო, მთავარი პირობა ისაა რომ SOCMINT_ი
კანონიერების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს მისი შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს
მედია საშუალებები, როგორც open source_ი უნდა იყო ზომიერების ფარგლებში. მისი
გამოყენების ფორმა არ უნდა სცილდებოდეს იმ მორალურ ნორმებს რის მიღებასაც ვერ
შეძლებს შემდგომ საზოგადოება. ბრიტანეთის ნაციონალური უსაფრთხოების
სტრატეგია (National Security Strategy) აღიარებს იმ მცნებას რომ, სადაზვერვო სამსახურის
მუშაობა მარტო საზოგადოების თანხმობით არ უნდა ხდებოდეს არამედ მისი
თანამონაწილეობით და კოორდინირებული ურთიერთმოქმედებით და
ურთიერთგაგებით. თუ სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახური საზოგადოების
უკმაყოფილებას და უნდობლობას იწვევს ეს დიდი საფრთხის მატარებელია.
სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
[Type text] Page 22
საზოგადოების კმაყოფილება და ნდობა რომ დაიმსახურო ორ მოთხოვნილებას უნდა
აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სამსახური; პირველი. სადაზვერვო სამსახურებმა
მოპოვებული ინფორმაციით უნდა უზრუნველყონ საზოგადოების კმაყოფილება და მათ
ინტერესებში უნდა მოქედებდნენ და მეორე. სადაზვერვო სამსახურების მიერ
მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა კვეთდეს ზღვარს რაშიც ადამიანთა პირად
ცხოვრებაში ჩარევა იგულისხმება თუ ეს უმიზეზოა და ამის საბაბი არ აქვს, ყველაფერი
კანონიერების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. რაც გამოწვევას წარმოადგენს
დაზვერვისთვის რომ იპოვოს ბალანსი აუცილებლობასა და კანონიერებას შორის.
აუცილებლობა
პირველი რაც SOCMINT_მა უნდა დაამტკიცოს რომ ის მოქმედია, თუ მას არ გააჩნია
გონივრული პერსპექტივა, რომ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას. მაშინ
მორალურია, რომ მან მოიძიოს ინფორმაცია და გააკეთოს ანალიზი. თუ ასე არ ხდება
გამოვა რომ SOCMINT_ი არაეფექტურია და მას შეუძლია დაადანაშაულოს ის ვინც
შეიძლება უდანაშაულო იყოს სინამდვილეში, მიაყენოს ზარალი იმათ ვისი დაცვაც
ევლაება. ნებისმიერი ასეთი მოქმედება დაზვერვის ტყუილად არსებობას გულისხმობს.
დაზვერვის წამრატებულობა მდგომარეობს იმაში თუ რამდენად სწორედ აფასებს მის
მიერ მოძიებულ იფორმაციას და რამდენად სწორ დასკვნას გააკეთებს, მხოლოდ მაშინ
იქნება გამართლებული მისი ნებისიერი მოქმედება. შეფასებების გამოტანა კი მარტო
სოციალური მედიის გამოყენბას არ გულისხმობს ის ასევე ძველი გამოცდილ
მეთოდებსაც იყენებს, რაც ზემოთ არის მოხსენიებული როგორიცაა HUMINT_ დაზვერვა
ან TECHINT _დაზვერვის აუცილებლობას გულისხმობს.
DATA ACCESS - ანუ მონაცემთა წვდომა SOCMINT_დაზვერვის ძირითად ფუნქციად
რჩება რაც ამ ტიპის დაზვერვის ფარულ - cover - მოქმედებას გულისხმობს. რაც
თავისთავად განსხვავდება ინფორმაციის მოძიების ტრადიციული მეთოდებისაგან.
მაგალითად რომ ავიღოთ დიდი ბრიტანეთის 2011 წლის გამოსვლები. დაზვერვამ
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში
სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში

Mais conteúdo relacionado

Destaque

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at WorkGetSmarter
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...DevGAMM Conference
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationErica Santiago
 
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellGood Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellSaba Software
 
Introduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageIntroduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageSimplilearn
 
The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...
The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...
The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...Palo Alto Software
 

Destaque (20)

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy Presentation
 
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellGood Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
 
Introduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageIntroduction to C Programming Language
Introduction to C Programming Language
 
The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...
The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...
The Pixar Way: 37 Quotes on Developing and Maintaining a Creative Company (fr...
 

სოციალური მედია სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში

  • 1. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სამართლისა და პოლიტიკის სკოლა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა თემის დასახელება: „the new ways of spying” სოციალური მედია(კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში მაგისტრანტი: გეგა ზუბიაშვილი ხელმძღვანელი: სრული პროფესორი თორნიკე შარაშენიძე თბილისი 2013 წ.
  • 2. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 2 სარჩევი წინასიტყვაობა ............................................................................................................................. 3 შესავალი ..................................................................................................................................... 4 HUMINT......................................................................................................................................... 10 TECHINT ........................................................................................................................................ 12 ძველი გაკვეთილები და ახალი გამოწვევები ........................................................................ 15 სოციალური მედია (კიბერ) დაზვერვა: უსაფრთხოება და აუცილებლობა ..... 18 SOCMINT_ის შესაძლებლობები ............................................................................................... 20 აუცილებლობა ............................................................................................................................. 22 გავრცელება .................................................................................................................................. 25 ლეგიტიმურობა .......................................................................................................................... 27 რუსეთი 2011-12 (სოციალური ქსელები, მიტინგები, ФСБ) .............................. 33 შეფასება და მოსაზრებები ......................................................................................................... 37 ხელისუფლების რეაქცია ........................................................................................................... 42 შეჯამება ........................................................................................................................................ 55 დასკვნა ............................................................................................................. 63 გამოყენებული ლიტერატურა .......................................................................... 69 ვებ- გვერდები .................................................................................................. 71
  • 3. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 3 წინასიტყვაობა მოცემული თემა ეხება, სოციალური მედია საშუალებების გამოყენებას სადაზვერვო სამსახურში, რისი აუცილებლობაც გამომდინარეობს ახალი საუკუნის ახალი გამოწვევებიდან. თემა მიმოიხილავს იმ უპირატესობებს რასაც კიბერ სივრცის გამოყენება აძლევს დაზვერვას, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და რაც მთავარია რომ ამ მხრივ მუშაობა და განვითარება აუცილებლობას წარმოადგენს. რასაკვირველია მას თავისი სუსტი მხარეებიც გააჩნია, რადგანაც ის სადაზვერვო ოჯახის ახალი წევრია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ გახლავთ. თემაში მიმოხილულია მაგალითები; social media intelligence (SOCMINT)_ი უკეთესად, რომ აღვიქვათ და ასევე პოსტ - ცივი ომის შემდგომი პერიოდი, ზოგადად უკეთ რომ გავიგოთ რას წარმოადგენს დაზვერვა და როგორ მუშოაბს ის თავისი მიზნის მისაღწევად. კონკრეტული მაგალითის მხრივ მოყვანილი მაქვს რუსეთი 2011-12 წლებში. რაც კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს დაზვერვა და კოკრეტულად, რუსეთმა როგორ გამოიყენა ახალი და ძველი მეთოდები. რაც ასევე განხილვის საკითხი ხდება იმ მხირვაც თუ რამდენად ახლოსაა რუსული სპეც - სამსახურების მუშოაბა, ზოგადი სადაზვერვო სამსახურის წარმოდგენასთან. კონკრეტული მაგალითებიდან (სტატიებიდან) ჩანს თუ როგორ იქცა ის საშიში იარაღად, რაშიც დიდი წვლილი სოციალურ მედია საშუალებებსაც მიუძღვით. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ამ მიმართულებით ფიქრი და მისი შესწავლა კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია. გეგა ზუბიაშვილი
  • 4. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 4 შესავალი “დაზვერვა არის ის პროცესი, რომლითაც სპეციფიური ტიპის ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი ნაციონალური უსაფრთხოებისათვის. ხდება მისი შეგროვება, გაანალიზება და ეგზავნება სათანადო უწყებებს; რის შემგომაც ეს უწყებები მიმართავენ სათანადო ზომებს: დაიცვან ამ ინფორმაციის უსაფრთხოება, რაზეც კონტრდაზვერვა მუშაობს ქვეყნის შიგნით; ის შემდგომ ახოციელებს სათანადო ოპერაციებს რომელიც მოთხოვნილია კანონიერი ხელისუფლების მიერ.’’ -National Intelligence Council officer Mark Lowenthal- ასეთი იქნება დაზვერვის მოკლე დეფინიციაცია, მაგრამ მის გასაგებად და აღსაქმელად შევეცდები უფრო ფართოდ გავშალო ის, თუ რას წარმოადგენს დაზვერვა. საიდუმლო დაზვრვა უფრო ექკლუზიურია, რომელზეც ყველას არ გააჩნია ცოდნა და ის არ ისწავლება ისე, როგორც შეიძლება ასწავლონ ეკონომიკა. ზოგს შპიონაჟი წარმოუდგენია, როგორც ბნელი, შიშის მომგვრელი საქმიანობა რომელსაც ახორციელებენ ამ სფეროში მომუშავე პირები. და როცა ამ პირებს ვეხებით ანუ სადუმლო დაზვერვაზე მომუშავე აგენტებს, ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ დონეზე გაწვრთნილ პიროვნებებზე რომელთაც ექსკულზიური განათლება და ცოდნა გააჩნია. უფრო გასაგებად რომ ითქვას ყველა ექსპერტი არ არის აგენტი, მაგრამ აგენტი უდაოდ არის ექსპერტი და რა თქმა უნდა ეს დამსახურეება იმ საქმიანობის, რასაც ისინი ასრულებენ. ცივი ომის პერიოდში სადაზვერვო სამსახური ხედავდა თავის თავს, როგორც აკადემიურ ინსტიტუტს, რომელიც იკვლევს ნებისმიერი სახის ინფორმაციას რაც შეიძლება დასჭირვებოდათ სამხედრო მაღალ ჩინოსნებს ან პოლიტიკურ ფიგურებს გადაწყვეტილრების მისაღებად. საიდუმლო დაზვერვის ერთ - ერთი გავლენიანი თეორეტიკოსი Sherman Kent_ი გვინმარტავს დაზვერვას, და მასში სამ ბუნებას გამოყოფს
  • 5. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 5 1) ინფორმაციის მოძიება და შეგროვება 2) ინტერპრეტაცია და გაანალიზება და 3) შეფასების გამოტანა. ეს პროცესი კი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მისი შედეგი კი გადამწყვეტი შეიძლება იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. შეიძლება კიდევაც რომ ცივი ომის პერიოდში დაზვერვას ქონდა აკადემირუ სახე, მაგრამ ეს მისი ნამდვილ ბუნებას არ წარმოადგენს. დაზვერვა შიძლება ითქვას ერთ - ერთი უძველესი პროფესიაა, რომელზეც საუბარი ჯერ კიდე ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში - „Sun Tzu“ - სუნ ძიმ დაიწყო - ჩინელი სტრატეგოსი და ალბათ ომის და შპიონაჟის წარმოების დღეს დღეისობით ისევ შეუცველეი თეორიტიკოსი, ვინც ჯერ კიდე თავის დროში ლაპარაკობდა შპიონაჟის აუცილებლობაზე, და მის გამოყენებაზე ომის დროს: ‘Know the enemy and know thyself.’ დაზვერვა არის საჭირო ინფორმაციის შეგროვების ხელოვნება, შენს მოწინააღმდეგეზე რაც დაგეხმარება ბრძოლისათვის რომ მოემზადო, როგორც სუნ ძიმ თქვა: “ ასი ბრძოლის მოგება, ასერთი ბრძოლიდან არ არის ხელოვნების და ოსტატობის გამოვლინება, როცა იმორჩილებ მტერს ბრძოლის გარეშე აი ესაა ნამდვილი ოსტატობა.’’ იმ დროიდან მოყოლებული დაზვერვა იქცა აუცილებელ იარაღად, ბრძოლის საწარმოებლად; შპიონების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების რეგიონში, ინფორმაციის მიწოდება, ტაქტიკაზე, იარაღზე, მტრის გადაადგილებაზე - სადაზვერვო აგენტი მორალური მებრძოლია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვა დაზვერვა პირდაპირ კავშირშია ომსა და ძალადობასთან, მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტი თვითონ არ ერთვება ბრძოლაში ის ექსპერტია ბრძოლის და გამოაქვს თავისი დასკვენბი ის უნდა იცნობდეს თავის მტერს, რის მიხედვითაც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იმოქმედოს სამომავლოდ. მტრის ცოდნა კი გულისხმობს გარკვეული უნარების შეძენას, როგორიცაა იფორმაციის მოპოვება (ეს იფორმაციის მოპარვასაც გულისხმობს თუ საჭიროა) და სწრაფი გადაცემა, იფორმაციის მოძიება კი ისე უნდა მოხდეს რომ აგენტმა თავის თავი არ გამოამჟღამნოს. იფორმაციის ანალიზი და გადაცემა აგენტისგან ასევე პროფესიანულურ ცოდნას მოითხოვს გარკვეული საკითხის, მაგალითად სიტყვაზე აგენტმა უნდა მოიპოვოს ინფორმაცია ატომურ ბომბზე რაც კიდევ ცალკე განათლებას
  • 6. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 6 მოითხოვს ამ სფეროში კონკრეტულად ატომურ ფიზიკაში, რის გამოყენებითაც აგენტი საზღვრავს რამდენად ვალიდური შეიძლება იყოს მოძიებული ინფორმაცია. ასეთი ინფორმაციის მოძიება რა თქმა უნდა გულისხმობს მის მოპარვას, რაც აგენტის სხვა უნარის განვითარებას მოითხოვს - skills of dissimulation - ფსიქოლოგიური უნარი რომ მოატყუო და დააჯერო მოწინააღდმეგე და მანუპილირება მოახდინო მასზე. პიროვნებები რომელნიც საიდუმლო ინფორმაციას აგროვებენ უნდა მოქმედებდნენ ფარულად და მათ უნდა გააჩნდეს კარგი ინტუიცია, თუ მას საფრთე ემუქრება უნდა შეეძლოს როლის მორგება რომლითაც არ მიიქცევს ყურადღებას. Klaus Fuchs_ ი გერმანელი ფიზიკოსი რომელიც მუშაობდა ბირთვულ იარაღზე ლოს ალამოსის ბაზაზე პირველ ატომურ ბომბზე. მან მოიპარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავის სამუშაოზე და გადასცემდა საბჭოთა კავშირს 1941 – 1944 წლებში. ის ორი კატეგორიის ექსპერტი იყო, პირველი ის მცოდნე იყო ფიზიკაში რაც მას საშუალებას აძლევდა სწორედ შეეფასებინა ინფორმაცია და მეორე კი შენიღბვის რითაც მან დიდი ხნის განმავლობაში ეჭვი არ გამოიწვია. ასეთ ფსიქოლოგიურ დატვირთვას თავისი უკუეფექტებიც გააჩნია, დიდი ხნის მანძილძე უცხო როლის თამაშით რამაც შეიძლება პიროვნების გაორება გამოიწვიოს, და შენი საქმის შესრულებაში ხელი შეგიშალოს რითაც შენს თავსაც გამოამჟღავნებ, რაც დაემართა ბოლოს Klaus Fuchs_ს ის შიზოფრენიით დაავადდა. ასეთი პრობლემის გადაჭრა კი არც ისე ადვილია, როცა საჭირო ინფორმაციაზე მიწვდომა მხოლოდ ერთ აგენტს გააჩნია და მისი ჩანაცვლება სხვა აგენტით შეუძლებელი ხდება, რადგან შეიძლება არ ასრებობდეს მისი ცოდნის მქონე ერთი ან ორი სხვა პიროვნება, რომელთაც შეეძლებათ ფარულად მოქმედება ამავდორულად , ამიტომაც ეს პრობლემა გადაუჭრელად რჩება. რა არი საჭირო რომ შეაღწიო და მოიპოვო საჭირო იფორმაცია? სიტყვაზე თუ ვითომ ჟურნალისტი სულ სასტუმროს ბარებში ზის ბეირუთში და ბევრს ლაპარაკობს, ნამდვილად ჟურნალისტია რომელსაც სახელი უნდა რომ გაითქვას და ფული იშოვოს თუ ჰეზბოლას აგენტია? საიდუმლო დაზვერვის აგენტი ხშირად დგება ასეთი
  • 7. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 7 სიტუაციების წინაშე და ხშირ შემთხევევაში ასეთი საკითხები შეიძლება გადაუჭრელი დარჩეს. 2002_ში გერმანული სადაზვერვო სამსახურის BND_ის აგენტმა დაამყარა კონტაქტი ერაყელ ინჟინერთან, რომელიც ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანიაში, სანაცვლოდ კი ის მიაწვდიდა ინფორმაციას ლაბორატორიებზე სადაც ქიმური იარაღს ამზადებდა და რომლის შენობაც მან დააკონსტრუირა, სადამ ჰუსეინის ბრძანებით. კითხვა იმაში მდგომარეობდა მართლა იყო ეს ინჟინერი რომელსაც თავშესაფარის მოპოვება სურდა თუ ის მიგზავნილი იყო ჰუსეინის მიერ, რომ შეეგდო დეზინფორმაცია. გერმანულმა და ამერიკულმა დაზვერვამ გადაამოწმეს ამ ინჟინერის ინფორმაციის ვალიდურობა და ის ნამდვილად მართალი გამოდგა. საიდუმლო სამსახურმა მას კოდური სახელი მისცა ‘Curveball’ - და მისი გამომჟღავნება/გასაჯაროაბა მხოლოდ 2007_ში მოხდა რის მერეც საიდუმლო სამსახურმა ის შერაცხა, როგორც თვითმარქვია. მაგრამ სწორედ ამ თვითმარქვიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით გაუჩნდა ბუშის ადმინისტრაციას კანონიერი მიზეზი რის გამოც მან დაიწყო ომი ერაყის წინააღმდეგ. კიდევ ასევე შეიძლება ითქვას KGB_ს აგენტზე იური ნოსენკოზე რომელიც გადაბირებული იყო ა.შ.შ_ს მიერ 1964 და შემდგომ ამტკიცებდა რომ მას გააჩნდა მნიშვნელოვანი იფორმაცია ლიი ჰარვი ოსვოლდზე მაგრამ შეიძლება ის ორმაგი აგენტის როლს თამაშობდა სინამდვილეში კი უნდოდა ბზარი გაეჩინა ამერიკის საიდუმლო სამსახურში. ჩვენთვის ყველაზე ცნობილ მაგალითს ისევ და ისევ რომ ვთაქვათ James Jesus Angleton_ი წარმოადგენს CIA_ის კონტრდაზვერვის უფროსი, რომელიც თვითონ დაავადდა პარანოიით უნდობლობით ყველაფრის და ყველას მიმართ და სულ შეთქმულებები ეჩვენებოდა რომელიც საბჭოთა კავშირმა გააჩინა CIA_ში. მან 1300 დღის, ოთხი წლის მანძილზე ჩაკეტა ნოსენკო SAFE HOUSE_ ში და მისი დაკითხვის მანძილზე მისი ერთი სიტყვაც არ დაიჯერა. ასეთი მაგალითების შემგომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა - როგორ უნდა შევაფასოთ დაზვერვის აგენტის მიერ მოძიებული იფორმაციის სიზუსტე? პასუხი ერთია, ამის გაკეთება მხოლოდ სხვა აგენტს შეუძლია. რა თქმა უნდა იმ მეთოდებით რომელსაც
  • 8. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 8 მხოლოდ სადუმლო სამსახურში ასწავლიან. როცა დაზვევა იღებს იფორმაციას სიტყავზე მოახლობეული ტერორისტული აქტის შესახებ, რომელიმე სკოლაში. დაზვერვამ ეგრევე კონრტ ტერორისტული მოქმედები უნდა გაატაროს? არა ჯერ უნდა მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება რამდენად რეალურია ის სხვა წყაროების გამოყენებით. აქვს თუ არა ამ ინფორმაციის მომწოდებელ აგენტს რაიმე ფარული მოტივი, თუ ის ორმაგი აგენტი გახდა, მაგრამ ასეთი დეტალური შესწავლა ამავდორულად სარისკოა _ თუ ინფორმაცია უტყუარია და ნამდვილად სწორია მაშინ ამდენი კითხვის დასმით შეიძლება ძვირფასი დრო დაიკარგოს, და შემდგომ კატასტროფა გარდაუვალი გახდება. ასეთი დილემების წინაშე რომ არ დადგეს დაზვერვა, ამიტომაცაა რომ ის რთულად კონსტრუირებული სიტემაა და დაყოფილია სხვა და სხვა კატეგორიებად სადაც ყველას თავისი ფუნქცია და მოვალეობა აქვს. ინფორმაცია არასდროს ( ან ძალიან მკაცრად გაკონტროელბული გზებით) გავრცელდება ადმინისტაციაში, ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ საკითხს თავისი კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეული აგვარებს. ეს გულისხმობს მაგალითად; იმას რომ FBI – ცდილობს გავიდეს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებზე, და მათ კავშირზე ტერორიზმთან უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც CIA_იმ უკვე დაადგინა და ამაზე დორის დაკარგვა საჭირო არ არი - როგორც მოხდა 9/11_ის დროს Zacarias Moussaoui_ის შემთხვევაში. თუ აკადემიურ გამოკვლევებში ხდება გადამოწმება და აზრთა ცვლილება და ამაზე მსჯელობა გარკვეული დროის მანძილზე, სადაზვერვო სამსახუში ასეთი რამ გამორიცხულია. დაზვერვაში არ არსებობს ისეთი მცნება რომ ვინმე შეეცადოს რაიმე მოსალოდნელობა/ალბათობა გააყალბოს, რადგან არ არსებობს მისი ზუსტი ანალოგი ან მსაგვსი, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ის. უფრო მარტივად რომ ითქვას საიდუმლო დაზვერვა ერთადერთია (თავისი მეთოდებით და ასე ვთქვათ ფორმულირებით და მეორე მსგავსი ფორმულირების გამოგონება შუეძლებელია). რასაც სამეცნიერო საზოგადოებაში paradigm shift_ ს უწოდებენ, დაზვერვასთან მიმართებაში ეს მცდარი იქნება.
  • 9. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 9 დაზვერვის ფუნქციებს დაუბრუნდეთ, დაზვერვის სამსახურის მიერ მოგროვებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი დიდი რაოდენობით მონაცმების ქონას გულისხმობს. თუ ინფორმაცია შემოდის გარკვეული საფრთხის შესახებ, მაგალითად თუ უცხო პირისგან, ხდება ამ იფორმაციის გადამოწმება თუ ვინ მოაწოდა ის ვიზე და რა კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან, ხდება მსგავსი საქმეების ამოგდება ინფორმაციული ბაზებიდან და ამ პიროვნებების გადამოწმება თუ ისინი ფიგურირებენ იქ, რის მიხედვითაც საღვრავ რამდენად ვალიდურია ის და შემდგომ უკავშირდები სხვა და სხვა განყოფილებებს სამოქმედოთ, ხდება ინფორმაციის ცირკულაცია ამ სისტემას “stovepipes of knowledge’’_ ს უწოდებენ. ამ სისტემის გამოყენება აუცილებელი იყო ცივი ომის პერიოდში, როცა ყოველი მეორე შეიძლებოდა mole_ი ყოფილიყო. stovepipes of knowledge _ის დახმარებით სხვა განყოფიელბაში არსებულ mole_ს ვერასდროს ვერ მიუწვდებოდა ხელი ამ ინფორმაციაზე რომელსაც არ ქონდა მასთან შეხება. იერარქიული რანგირებაც ხელს უწყობს ამას სააგენტოში - ინფორმაციას მიიღეებს ის ვინც საჭიროა და არ მოხდება მისი ნახვა სხვა ვინმე პირის მიერ. ეს სისტემა ხელს უწყობს, რომ არ მოხდეს არევა და ასე ვთქვათ „პანიკა’’ სისტემაში. ინფორმაციის ფალსიფიცირება შიეძლება იმ კონკრეტული აგენტის მიერაც მოხდეს ვინც მიიღო ეს ინფორმაცია, ამიტომაც ხდება მისი ორმაგად გადამოწმება და ვალიდურობა. ეს აგენტი ექსპერტია თუ შემოგზავნილი? სადაზვერვო სამსახურის ყოველი აგენტის მოვალეობაა, რომ შეეძლოს შეაფასოს მეორე აგანტი და ამოიცნოს მისი განზრახვა. ამავდორულად უნდა ხდებოდეს მოწოდებული იფორმაცის სწორედ ინტერპრეტაცია - სადზვერვო სამსახურში ორი ტიპის აგენტები მუშაობენ - 1) ოპერატიული მუშაკები - HUMINT - რომელნიც შეჩვეულნი არიან სამოარ მოქმედებებს და მაღალ დონეზე გაწვრთნილნი არიან მათ მოვალეობაშიც შედის ასეცე დაამყარონ კონტაქტები, რომლისგანაც მიღებულ ინფორმაციას, აწვდიან 2) ანალიტკოსებს - TECHINT -რომელნიც აკადემიური მხრივ არიან დაკავებულები რომ გაანალიზონ და შეაფასონ ინფორმაციის ვალიდურობა. სადაზვერვო სამსახურის მიერ კი მოპოვებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში
  • 10. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 10 მითუმეტეს ჩვენს დროში ფარულ მოქმედებებთანაა (cover actions) დაკავშირებული რომელსაც ოპერატიული აგენტები ახორციელებენ. Humint როგორც ითქვა ძირითად დაზვერვის სახეობებს ადამიანური და ტექნიკური დაზვერვა წარმოადგენს, ორივეს გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც თვითონ არსებული სიტუაცია აჩენს ხოლმე. ადამიანური დაზვერვის უპირატესობას წარმოადგენს უნარი, რომ სადაზვერვო სამსახურის აგენტმა მოიპოვოს აუცილებელი იფორმაცია, შეაგროვოს ის და გაანალიზოს, აწარმოოს თვალყური გარკვეულ პიროვნებეზე. ასევე დაამყაროს საჭირო კონტაკტები უცხო სახელწიფოში ყოფნის მანძილზე რაც მისცემს მას საშუალებას, რომ უფრო ადვილად მოიძიოს იფომრაცია ამისათვის აგენტმა შეიძლება სხვადასხვა ხერხები გამოიყენოს, როგორსაც შეიძლება წარმოადგენდეს მოსყიდვა, გადმობირება სხვა და სხვა ხერხებით (ფულით, იდეოლოგიით, ადამიანის თავმოყვარეობაზე თამაშით ‘ეგო’’) თუ საჭირო იქნება შანტაჟითაც, რაც მას საშუალებას მისცემს უტყუარი ინფორმაცია შეაგროვოს და გადასცეს თავის სადაზვერვო სამსახურს. ფარული მოქმედებები აგენტისა ინფორმაციის მოძიებისთვის აუცილებელია რომ შეუმჩნეველი დარჩეს, ამისთვის კი საჭიროა გარკვეული როლის მორგება ანუ სხვა პიროვენბის როლი ითამაშოს თუ ოპერაცია ამას საჭიროებს, რასაც აგენტმა კარგად უნდა გაართვას თავი და რომ მისმა ლეგენდამ „legend” ეჭვი არ გამოიწვიოს და არ მოხდეს მისი გამომჟღავნება. თავისთავად მისმა აგენტურამ იზრუნა იმაზე რომ აგენტი კარგად გაეწვრთნათ რაშიც დიდი რესურსები იდება და მასზე გაწეული ხარჯები სამომავლო რეზულტატში უნდა აისახოს. მაგრამ ეს სფერო ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული და დაზუსტებით ვერაფერში ვერ იქნები დარწმუნებული 100%_ით, მაგალითად იმაში რომ არ მოხდება შენს მიერ გაგზავნილი აგენტის გადმობირება ოპერაციის დროს, ეს იმ შემთხვევაში
  • 11. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 11 უფრო სარისკოა როცა დაზვერვა ცდილობს თავისი აგენტი დანერგოს სხვა სადაზვერვო სისტემაში. ადამინური დაზვერვის სუსტ მხარეს ისიც წარმაოდგენს რომ შეიძლება აგენტს პიროვნების გაორება დაემართოს როცა ის ცდილობს მოირგოს მოგონილი პიროვნება ეს უფრო სარისკოა მაშინ როცა აგენტი, რამოდენიმე ლეგენდით მოქმედებს, რამაც მისი პიროვნების გასამაგება შეიძლება გამოიწვიოს. ეს რო არ მოხდეს საჭიროა აგენტის მუდმივი კონტროლი, ვგულისხმობ მის მოტივაციას რო არ დაკარგოს მიზანი თუ რისთვის აკეთებს ის ამას, ასევე ის ფინასურადაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, სხვა შემთხვევაში აგენტმა შეიძლება დაკარგოს მოტივაცია და ყურადგება სხვა რამეზე გადაიტანოს თუ როგორ უზრუნველყოს და შეინახოს თავის თავი, რაც დაუშვებელია და გამორიცხულია. ფინანსური გზა ყველაზე ასე ვთქვათ გამართლებული და გამოცდილი გზაა თუ საქმე ადამიანის გადმობირებას ეხება, როცა მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ქვეყნის დაზვერვაში თუ კონტრდაზვერვაში შენი კაცი გყავს “mole”, მისგან მოწოდებული იფორმაცია კი ფასდაუდებელი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად: ცივი ომის პერიოდში CIA_იმ გადმოიბირა საბჭოთა კავშირის აგენტი - ტოლკაჩევი - რომელიც აწვდიდა იფორმაციას საბჭოურ ავიაციაზე, სარაკეტო დანადგარებზე და სარადარო მოწყობილობებზე. მის მიერ მოწოდებული იფორმაცია იმდენად ფასდაუდებელი იყო რომ, როცა გამოითვალეს ამ ინფორმაციის არქონის შემთხვევაში ა.შ.შ_ს 5 წელი დაეკარგებოდა ამ ყველაფრის დადგენისათვის. საბჭოთა კავშირს კი მოუწია ზოგი გამომჟღავნებული ტექნოლოგიის ჩანაცვლება რამაც 10 წლით უკან დახია ისინი. პენტაგონმა კი ბილიონობით დოლარი დაზოგა იმის სანაცვლოდ რომ რამდენიმე მილიონი გადარიცხეს ტოლკაჩევის ანგარიშზე. ამის შემდგომ შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ ადამიანურ დაზვერვაში მილიონები იხარჯება ტექნიკურში რამდენად მეტი უნდა დაიხარჯოს? ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ა.შ.შ რომელიც მოწინავეა თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით მსოფლიოში?
  • 12. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 12 Techint პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 21.ე საუკუნეში ტექნოლოგიის ხანაში. ინტერნეტის სოციალური ქსელების ეპოქაში, სადაც კიბერ უსაფრთხოება ისევე მნიშვნელოვანი გახდა როგორც დანარჩენი სხვა მაგალითად საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგიის ქონა, ან უახლესი თავდაცვითი დანადგარების შექმნა რაც უპირატესობას მოგცემს ბრძოლაში. ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური უსაფრთხოებაც რასაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან გარკვეულმა ჯგუფებმა ან შესაძლებელია სხვა სახელმწიფომაც. კიბერ შეტევის შემთხვევაში თუ ის წამრატებით განხორციელდა შეიძლება გადამწყვეტი იყოს განვითარებული ქვეყნისთვის, რომელშიც ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რის შემდგომაც მისი დამალვა და ხალხის უკმაყოფილების და კრიტიკის თავიდან არიდება შეუძლებელი გახდება, ასეთი სკანდალის და უსაფრთხოების დარღვევის გსაჯაროების შემდგომ, დაზვევრვას გაუჭირდება მისი გამოსწორება. შეიძლება ეს არ იყოს სიტყვაზე კიბერ შეტევა შეიძლება დაზვერვა ახორციელებდეს ტექნიკურ დაზვერვას რისი ჩავარდნაც და გასაჯარობაც დაუშვებელია, როგორც დაზვერვისთვის ასევე ხელისუფლებისთვის, მაგალითად : როცა ამერიკული EP-3E Aries II _ მზვერავი თვითმფრინავი ჩინეთის თავზე აღმოაჩინეს, რამაც ამერიკელები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ასევე ხდება ადამიანურ დაზვერვაში როცა წლების შემგომ აღმოაჩენ რომ შენს სადაზვერვო სამსახურში “mole”_ი გყავდა (Philby, Hannsen & Burgess). ტექნიურ დაზვერვას ისეთი, ასე ვთქვათ ღირსებები გააჩნია რაც, humint _ დაზვერვას ვერ ექნება. ტექნიკურს არ გააჩნია ემოციური მსჯელობა, მას არ გაუჩნდება ეჭვები ანალიზის დროს პასუხის გამოსატანად. ის ყველაფერს მტკიცედ გამოითვლის, ისე რომ არც დაიღლება ადამიანისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა ასეთი ტექნიკის შექმნა იაფი ნამდვილად არ ჯდება და როგორც ავღნიშნე დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. რისი გასაჯაროება ხანდახან ხდება კიდევაც სახელმწიფოს მიერ მაგ: CORONA და KEYHOLE (ორივე ამერიკული კოსმოსურ - სივრცითი სისტემაა) რომელიც კოსმოსიდან
  • 13. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 13 აფიქსირებენ დედამიწის ზედაპირის ლანდშაფტს, ამ ორ სისტემას ამერიკელები თავიდან ცივი ომის პერიოდში იყენებდნენ. შემგომში მათ დიდი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობების განვითარებაში იმ მხრივ თუ როგორ გამოიყურება დედამიწის ზედაპირი კოსმოსიდან. დღესდღეისობით CORONA _ს ფართოდ იყენებენ მედია საშუალებებისთვის და აკადმეიური განშტოებებში. ტექნიკური დაზვერვა მის გამომყენებელს საშუალებას აძლევს უფრო ადვილად მოიძიოს ინფორმაცია, ფართოდ შეიმუშაოს სამომავლო, სადაზვერვო თავდაცვითი სქემა. თვალყური ადევნოს ადამიანებს რომლებიც შედიან იმ საიტებზე სადაც შეიძლება იარაღის ყიდვა, ან თვალყური ადევნოს ფულად გადარიცხვებს. ტექნიკური დაზვერვის ყველაზე მარტივად სათქმელი პლიუსი ისაა, რომ მას შუეძლია დიდი ინფორმაციის შენახვა ერთად (BIG DATA) რის საჭიროების შემთხვევაში ადვილად გამოიყენებ შემდგომ. ტექნიკური დაზვერვის სუსტ მხარედ შეიძლება ისევ თავისივე უპირატესობები ჩაითვალოს, ის ფუნქციები რომელიც ადამიანს აძლევს მარტივად შეიასრულოს ყველაფერი, რაც შემგომ მასზე დამოკიდებულს ხდის, ამიტომაცაა რომ მილიარდობით თანხები იხარჯება ტექნიკურ უსაფრთხოებაში, როგორც მანამდე ვთქვი კიბერ სივრცის უსაფრთხოების დარღვევამ და მისმა გათიშვამ შეიძლება პანიკა გამოიწვიოს არა მარტო ხალხში არამედ თვითონ სადაზვერვო სამსახურშიც. Covert actions ფარული ქმედებები ხშირად ასოცირდება აქტიურ ღონისძიებებთან (active measures) გამოყენებული საბჭოთა და სხვა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების, მათი სადაზვერვო სამსახურების მიერ. CA_ი ხშირ შემთხვევაში გამოიყენება რომ იმოქმედოს პოლიტიკურ, სამხედრო ან ეკონომიურ ვითარებებზე სხვა ქვეყნებში იმის მიზნით რომ თან არ იქნება გამომჟღავნებული შენი ქვეყნის ინტერესები და ეს ყველაფერი ფარულად მოხდება. ასევე შეიძლება გამოიყენო პროპაგანდისტული გზები ან გარკვეული
  • 14. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 14 სამხედრო, პოლიტიკური მხარის მხარდაჭერით, ტექნიკური და ლოჯისტიკური მხარდაჭერით მთავრობისა რომ დაამყაროს წესრიგი თავის ქვეყანაში. ფარული ქმედებებით შეიძლება იმოქმედო შენსავე ქვეყანაში რომ არ მოხდეს მაგალითად ტერორისტული აქტი ან რაიმე დანაშაული. ასევე უნდა ითქვას რომ ფარული ქმედება შეიძლება იყოს სამხედრო, პატარა ოპერაციის სახით, როცა დიპლომატიას მარტო არ შეუძლია მოქმედება. CA_ი უნდა იყოს განხოციელებული სადაზვერვო სამსახურების მიერ როცა საქმე ეხება საშიშროებას სხვა ქვეყნებიდან. ფარული ქმედებები უნდა იყოს ინიცირებული მხოლოდ დემოკრატიული მყარი პრინციპებით , (ყოველშემთხვევეში დასავლურ დაზვერვაში ასეა ალბათ). დაზვერვის მიზანს წარმოადგენს, რომ მოახდინოს ხელისუფლების ინფორმირება „telling truth unto power’’ დაზვერვის მიზანია რომ დაეხმაროს ხელისუფალთ გადაწყვეტილების მიღებაში რომ 1) გამოირიცხოს მოულოდნელობის ეფექტი მოწინააღდმეგის მხრიდან 2) უზრუნველყოს გრძელვადიანი ექპერტიზით 3) ხელი შეუწყოს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას 4) რომელიც ფარულად იქნება შესრულებული მისი მოთხოვნილებებით, მეთოდებით და რესურსებით. CA_ის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ის არარსებობს, უარყოფილია -plausible deniability - მთავრობის მირე ისე იცემა ნებართვა ოპერაციის ჩატარებაზე და ოპერაცია ისე უნდა შესრულდეს, რომ მთავრობამ ვითომ და არაფერი არ იცის მასზე. ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ფარულ ქმედებებს გააჩნია ადგილები სადაც ის ადვილად შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ იყოს იოლი. მაგალითად; გარკვეულ რეგიონში ფარულად მოქმედება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ლადშაბტთან ტერიტორიის სადაც ადამიანური დაზვერვით ფარული მოქმედება რთულია მითუმეტეს თუ რთული პოლიტიკური რეგიონია და იქ მოქმედება ჭირს, მაგალითად ავღანეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ამის კომპენსაცია ხდება ტეკნიკური -TECHINT - დაზვერვის ხარჯზე; განვითარებული ტექნოლოგიები და უახლესი სისტემები ასეთ პრობლემების მინიმუმამდე ამცირებს. ტექნიკური სახის ფარული მოქმედება კი შეიძლება გულისხმობდეს დაბომბვას ისიც ისე გამოიყურება თითქოსდა ეს სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს, ასეთ ოპერაციას
  • 15. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 15 False-Flag Operation_ ეწოდება. და თუ ხალხის ყურადღება და კრიტიკა სხვა ქვეყნის (მტრის) მიმართულებით იქნება განხოციელებული შეიძლება ჩაითვალოს რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დონის ოპერაციის ჩატარება შესაძლებებლია მითუმეტეს ჩვენს დროში, მაგრამ ამავდოულად დაზვერვა ახალ სირთულეებს ხვდება ახალ ეპოქასთან ერთად. ძველი გაკვეთილები და ახალი გამოწვევები 21.ე საუკუნე ახალი მოულოდნელობებით არის აღსავსე. საიდუმლოებებით აღსავსე და არაპროგნოზირებადი სიტუაციებით, ვიდრე განვლილი ისტორიის მანძილეზე იყო. სახელწიფოებმა უნდა მოახდინონ ამის გაანალიზება, რომ შეძლონ სათანადო რეაგირება, პირველადი გადაწყვეტილებები ვეღარ შეიცვლება რასაც კრიტიკული მნიშვნელობა ექნება და ის დამოკიდებული არის თუ რამდენად ვალიდური იფორმაცია მოიპოვა დაზვერვამ და რამდენად სწრაფად ხდება მისი გაანალიზება შემდგომ და შესრულება. რაც განსაზღვრავს დაზვერვის ეფეკტურობას რაზეც ვილაპრაკე მანამდე მაგრამ ახალ საუკუნეში მარტო სადაზვერვო სამსახურებს არ გააჩნიათ უახლეს ტექნოლოგიაზე მიწვომილობა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყნების საშუალება. იფორმაციის მიწვდომილობა ნებისმიერი პიროვნების მიერ, ერთ - ერთ პრობლემად იქცა, რაც ასევე ახალ საფრთხეეს და რისკებს მატებს ამ საქმიანობას. ამისათვის სადაზვერვო სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში არიან სამოქმედოდ, რომ უახლოს დროში მოახდინონ საფრთხის აღმოჩენა და მისი გადაჭრაზე მუშაობა. ცივი ომის დასრულების შემდგომ სწრაფად მოხდა ეკონომიური, სამხედრო და პოლიტიკური ევოლუცია, რამაც დროთა მანძილზე გამოიწვია გლობალიზაცია და გლობალიზაციასთან ერთად დესტაბილიზაციაც მოხდა, რაც შეიძლება ყოფილიყო თავდაპირველი მიზეზი სადაზვერვო სამსახურრბის მიერ უსაფრთხოებათა გაზრდის, რითაც შეფასებების გაკეთება უფრო კომპლექსური გახდა. ტრანსნაციონალურ რისკების
  • 16. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 16 და გაბატონებული საფრთხეების გამო, უსაფრთხოება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა რეგიონულ სტაბილურობაზე და მოკავშირე სახელწიფოების სოლიდარობაზე. იმის შემდგომ რაც გეოგრაფიულ მანძილს აღარ აქვს მნიშვნელობა და ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სახელმწიფოები და მათი სადაზვერვო სამსახურები ორიენტირებულნი არიან კონფლიქტური სიტუაციების კონტროლით, კონფლიქტების აღკვეთით და კრიზისის მენეჯმენტით, რაც თანამშრომლობაზე და კუალიციურ მუშაობაზეა დამოკიდებული. სადაზვერვო სმსახურებისათვის კი ოპერაციების შესრულება მეტად რთული გახდა, უფრო არასტაბილური ვიდრე ეს იყო ცივი ომის პერიოდში. მიზეზი რამაც გამოიწვია სადაზვერვო სამსახურების ცვლილება არის რისკების მრავალფეროვნება ; თუ ადრე მოწინაღმდეგე ქვეყანა ისაზღვრებოდა მისი განსხვავებული შეხედულებებით, იდეოლოგიით რაც ხდებოდა ცივი ომის პერიოდში. ახლა ეს შეიცვალა, სახელმწიოფოებით რომელთაც არასანდო პიროვნებები შეიძლება მართავდნენ, როცა ტერიტორიული სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დგას, რითაც იქცევა კარგ თავშესაფარად ტერორისტული ჯგუფებისათვის, კრიმინალური ჯგუფებისათვის, რადიკალისტებისათვის და ხანდახან ისეცაა რომ თვითონ სახელმწიფო არის ამ პოლიტიკის გამტარებელი, რაც უფრო ზრდის რისკებს. ასეთ ქვეყნებში არსებული NGO_ები ან სხვა რაიმე დამოუკიდებელი ოგანიზაციები, მედია საშუალებები კითხვის ქვეშ დგებიან, თავისი ფინასებით და მიზნებით რომლებიც შეიძლება ტერორისტული ჯგუფების მიერ ფინასდებოდეს. რაც წარმოშობს ისეთ სადაზვერვო სამსახურებს რომელნიც პირად სექტორზე არიან ორიენტირებულნი და კონკრეტული პირების მითითებებით მოქმედებენ და არა მთავარი პრინციპით რასაც სახელმწიოფების უსაფრთხოება წარმოადგენს. ყველა ეს მოთამაშეები და ის პირები ვინც მათ უკან შეიძლება იდგნენ, ჩართულნი არიან ჰაკერულ და ონფორმაციულ ომში, რამაც უფრო ართულებს რომ გამოიცნო მათი შემდგომი მოქმედება ან რა იქნება მიზანი. ამიტომაცაა რომ იფორმაციის მოგროვების მეთოდები დრამატულად შეიცვალა 20.ე საუკუნის დასრულებასთან ერთად;
  • 17. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 17 სატელიტიდან დაკვირვება და სოციალური ქსელში ინფორმაციული ანალიზი გახდა ახალი ხერხები თავდასაცავად, რაც ასევე ზრდის სადაზვერვო სამსახურების ეფექტურობას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დიდი ხნის მანძილზე ნაცადი და გამოყეენებული ხერხები უვარგისი გახდა, როგორიცაა ადამიანური დაზვერვა, უბრალოდ მოხდა ისე რომ ძველ ნაცად ხერხებს დაემატა ახალი მეთოდები როგორიცაა ტექნიკური დაზვერვა რაც მხოლოდ ანალიტიკურ ანალიზს აღარ მოითხოვს. არამედ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რაც გაადვილებს მოქმედებას, რაც მისცემს სადაზვერვო სამსახურს საშუალებას შეძლებისდაგვარად ყველგან შეაღწიოს, სადაც ის მოქმედებას ვერ შეძლებს იქ ძველ ნაცად ხერხებს გამოიყენებს, რომელიც უფრო მობილური იქნება უფრო მრავალფეროვანი ანალიზში და მხოლოდ რაციონალურ ანალიზს არ გააკეთებს დასახული მიზნის. თუ 20.ე საუკუნის დაზვერვა იყო აღსავსე საიდუმლოებებით. 21.ე საუკუნის დაზვერვა იქნება აწყობილი ინფორმაციულ ცოდნაზე და მის გამოყენებაზე.*
  • 18. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 18 სოციალური მედია (კიბერ) დაზვერვა: უსაფრთხოება და აუცილებლობა - წარმოგიდგენთ საიდუმლო დაზვერვის ბოლო და უახლეს წევრს - როგორც ადამიანური დაზვერვა (HUMINT) და ტექნიკური დაზვერვა (TECHINT) და სხვა ... ასევე არსებობს სოციალური მედია დაზვერვა (SOCMINT). სოციალური მედიის ხანაში როცა დიდი რაოდენობით ინფორმაცია მიწვდომადია საზოგადობის მიერ. SOCMINT _ის მოვალეობაა ეს გააკონტროლოს და დაიცვას სახელმწიფო და საზოგადოება ამ მხრივ, მოსალოდნელი საფრთხისგან. რაც დაფუძნებულია მეთოდოლოგიურ ქვაკუთხედზე; ინფომრაციის ანალიზი, ფაქტების მოპოვება, მისი გაგება და გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს ზნეობრივ რისკებს - სოციალური მედია ცვლის საზოგადოებას, ჩვენ უფრო და უფრო გადაგვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება სოციალურ ქსელში. და ასეთი ცვლილება ადამიანის პირად სივრცეს ზრდის, რაც დილემას ქმნის მთავრობისათვის. ერთი მხრივ სოციალური სივრცე მრავალ შესაძლებლობებს და ეფექტურობას იძლევა. სოციალური მედია დაზვერვას ანუ (SOCMINT) _ის შეუძლია შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას: კრიმინალური პირების იდენტიფიკაციით, წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება მოახლოებულ უწესრიგობაზე ან საფრთხეზე. როგორც იცვლება საზოგადოება და ვითარდება ისე ვითარდება მასთან ერთად სამართალდამცავი სისეტემა და სადაზვერვო სამსახური. მეორეს მხრივ, ნაციონალური უსაფრთხოების მიზანს წარმოადგენს საზოგადოების გაგება, მისი მხარდაჭერა და დაცვა. რასაც დემოკრატიული ლეგიტიმურობა მოითხოვს სადაც სადაზვერვო სამსახური ახალ მეთოდებს იძენს და ვითარდება და თავისთავად მისი მეთოდები არ იქნება გასაჯაროებული და ყველასათვის მისაწვდომი, მაგრამ მან მაინც უნდა იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში. ინტერნეტი გახდა ახალი შესაძელებლობების გაჩენის წყარო ის ადგილი სადაც ადვილად ხდება ინფორმაციის მოძიება სახელწიფოს მიერ.
  • 19. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 19 დემოკრატიულ სამყაროშიც არ იგრძნობა ადამიანთა პირადი სივრცის ლეგიტიმურობა. ზოგადად სოციალური მედია არ იძლევა იმის გარანტიებს და ვერ იქნები იმაში დარწმუნებული, რომ დაზვერვა მიიღებს თავდაცვით ზომებს რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ადამინები უფრო და უფრო მეტ ინფორაციას დებენ სოციალურ ქსელების და უკვე ძნელი ხდება გაარჩიო რომელია პირადული და რომელი საჯარო. ახალ ახალი ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად და უფრო ფარულად გაავრცელო ინფორმაცია და რისი შემცველია ეს იფორმაცია არავინ იცის, ამიტომაცაა როცა სახელმწიფო და საიდუმლო დაზვერვა ცდილობს ეს გაარკვიოს და აღკვეთოს სავარაუდო საფრთხე ამისთვის ის უფრო ღრმად იყენებს მის ქსელურ შესაძლებლობებს, რაც არაა გასაკვირი. ამიტომაც ჩნდება შეხედულება იმის შესახებ, რომ SOCMINT_ი მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფარგლებში. ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო, როცა სოაციალური მედია ასე აქტიურად არ გამოიყენებოდა ჯერ და რასაც სამომავლოდ შეეძლო საფრთხე შეექმნა, როგორც ფარული საშუალება, საშიში იდეების გავრცელების. და როგორ იმოქმედებდა საპასუხოდ SOCMINT_ ი არავინ იცის რადგან ის ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, როგორც კონკრეტული ორგანო. ჩვენ ვცხოვრობთ სოციალური მედიის საზოგადოებაში. Facebook, Twitter, Google +, LinkedIn - არიან მაგალითი თუ როგორ ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების ტრანსფერი, მათი ურთიერთქმედებები, იდენტურობა, არგუმენტები ახალ სირვრცეში. მხოლოდ Facebook_ი რომ ამვიღოთ დღეში 250 მილიონი ოდენობის სურათი იდება ყოველდღე. 200 ბილიონი ვიდეო იდება Youtube_ზე დღის განმავლობაში. სოციალური მედიის „შიგთავსის’’ გაგება საშუალებას იძლევა უკეთ შეიცნო ადამიანის ფსიქოლიგია. მაგალითად ამერიკელ ფსიქოლოგებს სჯერათ რომ Facebook_ ის გამოკვლევა საშუალებას მისცემს, მათ გაიგონ ადამიანის ფსიქოლოგია, რასაც სოციალურ ქსელში გამოხატავენ ამის დასტურია ოჰაიოს შტატში მომხდარი სკოლის ინციდენტი. როცა სოციალური მედია ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, იმისა რომ დაიქირაონ ქილერი, როცა ალ - ქაიდას შვილობილი ტერორისტულ დაჯგუფებას ალ -
  • 20. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 20 შაბააბს აქვს საკუთარი გვერდი Twitter_ზე, 12300 სავარაუდო დამნაშავენი დაკავშირებულნი არიან Facebook _თან 2011 წლის მონაცემებით. მაშინ გამართლებულია რომ სახელმწიფოს თავდაცვითი უწყებები და დაზვერვა ეძებს და იყენებს ახალ ხერხებს რომ ებრძოლონ ამას. SOCMINT_ის შესაძლებლობები შეფასება და ანალიზი დაზვერვის ერთ - ერთი მთავარი ფუნქციაა, როცა ხდება ადამიანთა იდენტურობის, აზრების, მათი შეხდულებების დამოკიდებულების გადმოტანა სოციალ მედიაზე ის თავს იყრის ერთად BIG DATA _ში რის შემდგომაც ხდება მისი ანალიზი. Crowd-sourced information - რაც გულისხმობს ადამიანური და ტექნოლოგიურ დაზვერვების შეთანხმებულ ურთიერთობას, სახელმწიფო ამ სისტემას იყენებს რომ დაუკავშირდეს საზოგადოებას სოციალურ სივრცეში და მიაწოდოს უახლოესი ინფომრაცია. ( სახელმწიფო სტრუქტურების ვებ - გვერდების მეშვეობით) და ასევე პირიქით მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებისგან და გაიგონ გარკვეული ინფორმაცია მაგალითად საშიშ პიროვნებაზე რომლის დაკავებაც აუცილებელია, სოციალურ ქსელში კი უფრო ადვილია მოძებნო ადამიანები ვისაც შეუძლია ამოიცნოს ეს პიროვნება. ეს სისტემა უსაფრთხოების სამსახურების უფრო გახსნილ და ღია დამოკიდებულებას წარმოაჩენს. ასევე არის მეორე ნაწილი და ძირითადი BIG DATA_სი : Research and understanding - ეს კონკრეტულად სადაზვერვო სამსახურის ფუნქციაა რაც ანალიტიკურ მხარესთანაა დაკავშირებული რაც ახდენს მოპოვებული ინფორმაციის ან პირების ანალიზს, მაგალითად გამოაშკარაოს რაიმე ტერორისტული დაჯგუფება. სხვანაირად რომ ვთქვა სოაციალური მედია დაზვერვა ტექნიკური დაზვერვის ახალი ფუნქციას გულისხმობს (TECHINT). ასეთი გამოყენება სოციალური მედიისა, საშუალებას აძლევს დაზვერვას რომ უფრო სწრაფად და კონკრეტულად იმოქმედოს, მოახდინოს ტრაგედიის აღკვეთა და ასევე
  • 21. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 21 მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. რაშიც ასევე შედის OPEN SOURCE_ის გამოყენება. მისი უპირატესობა ისაა რომ ახალი იფორმაციის გაჩენისას მისი გავრცელება უახლოეს პერიოდში ხდება მთლიან ქსელში, რაც იძლევა საშუაებას ლოკაცისაა იმ ადგილის თუ სადაა საფრთხე და გარკვეული ფაქტის განხილვა იძლევა საშუალებას რომ მოიძიო უფრო ფართო ინფორმაცია, რაც მანადე არ იყო შენთვის ცნობილი. ეს უფრო დახვეწილი და უფრი სრაფი მეთოდია ვიდრე კლასიკური მოძიება ინფორმაციის. ასეთი კველვა იძლევა საშუალებას უფრო მალე შეაფასო მოქმეებები და განზრახვები გარკვეული ჯგუფების, დახვიდე კონკრეტულ პირებზე და ასევე გაიგო თუ როდის უნდა ელოდო საფრთხეს, სოციალური გვერდების საიტების აღმოჩენა რომელიც საფრთხის შემცველია. „Identification of criminal intent or criminal elements in the course of an enquiry both for the prevention and prosecution of crime.“. SOCMINT _ ის ასეთი პოტენციალი იძლევა საშუალებას, რომ უკეთ განავითაროს ზოგადად დაზვერვა, მაგრამ მას ასევე გარკვეული წინააღმდეგობები გააჩნია თავისთავად ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ახალი მეთოდები ყოველთვის დროს საჭიროებს, რომელიც ყოველ ჯერზე იხვეწება. იდეაში, დემოკრატიულ სამყაროში უფრო, მთავარი პირობა ისაა რომ SOCMINT_ი კანონიერების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს მისი შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს მედია საშუალებები, როგორც open source_ი უნდა იყო ზომიერების ფარგლებში. მისი გამოყენების ფორმა არ უნდა სცილდებოდეს იმ მორალურ ნორმებს რის მიღებასაც ვერ შეძლებს შემდგომ საზოგადოება. ბრიტანეთის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგია (National Security Strategy) აღიარებს იმ მცნებას რომ, სადაზვერვო სამსახურის მუშაობა მარტო საზოგადოების თანხმობით არ უნდა ხდებოდეს არამედ მისი თანამონაწილეობით და კოორდინირებული ურთიერთმოქმედებით და ურთიერთგაგებით. თუ სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახური საზოგადოების უკმაყოფილებას და უნდობლობას იწვევს ეს დიდი საფრთხის მატარებელია.
  • 22. სოციალური მედია (კიბერ) სივრცის გამოყენება სადაზვერვო სამსახურში [Type text] Page 22 საზოგადოების კმაყოფილება და ნდობა რომ დაიმსახურო ორ მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სამსახური; პირველი. სადაზვერვო სამსახურებმა მოპოვებული ინფორმაციით უნდა უზრუნველყონ საზოგადოების კმაყოფილება და მათ ინტერესებში უნდა მოქედებდნენ და მეორე. სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა კვეთდეს ზღვარს რაშიც ადამიანთა პირად ცხოვრებაში ჩარევა იგულისხმება თუ ეს უმიზეზოა და ამის საბაბი არ აქვს, ყველაფერი კანონიერების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. რაც გამოწვევას წარმოადგენს დაზვერვისთვის რომ იპოვოს ბალანსი აუცილებლობასა და კანონიერებას შორის. აუცილებლობა პირველი რაც SOCMINT_მა უნდა დაამტკიცოს რომ ის მოქმედია, თუ მას არ გააჩნია გონივრული პერსპექტივა, რომ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას. მაშინ მორალურია, რომ მან მოიძიოს ინფორმაცია და გააკეთოს ანალიზი. თუ ასე არ ხდება გამოვა რომ SOCMINT_ი არაეფექტურია და მას შეუძლია დაადანაშაულოს ის ვინც შეიძლება უდანაშაულო იყოს სინამდვილეში, მიაყენოს ზარალი იმათ ვისი დაცვაც ევლაება. ნებისმიერი ასეთი მოქმედება დაზვერვის ტყუილად არსებობას გულისხმობს. დაზვერვის წამრატებულობა მდგომარეობს იმაში თუ რამდენად სწორედ აფასებს მის მიერ მოძიებულ იფორმაციას და რამდენად სწორ დასკვნას გააკეთებს, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული მისი ნებისიერი მოქმედება. შეფასებების გამოტანა კი მარტო სოციალური მედიის გამოყენბას არ გულისხმობს ის ასევე ძველი გამოცდილ მეთოდებსაც იყენებს, რაც ზემოთ არის მოხსენიებული როგორიცაა HUMINT_ დაზვერვა ან TECHINT _დაზვერვის აუცილებლობას გულისხმობს. DATA ACCESS - ანუ მონაცემთა წვდომა SOCMINT_დაზვერვის ძირითად ფუნქციად რჩება რაც ამ ტიპის დაზვერვის ფარულ - cover - მოქმედებას გულისხმობს. რაც თავისთავად განსხვავდება ინფორმაციის მოძიების ტრადიციული მეთოდებისაგან. მაგალითად რომ ავიღოთ დიდი ბრიტანეთის 2011 წლის გამოსვლები. დაზვერვამ