O slideshow foi denunciado.
Seu SlideShare está sendo baixado. ×

აქემენიანთა სპარსეთი

Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio

Confira estes a seguir

1 de 21 Anúncio

აქემენიანთა სპარსეთი

Baixar para ler offline

ძველი სპარსეთის ისტორია. ზოროასტრიზმი.

ძველი სპარსეთის ისტორია. ზოროასტრიზმი.

Anúncio
Anúncio

Mais Conteúdo rRelacionado

Diapositivos para si (20)

Semelhante a აქემენიანთა სპარსეთი (9)

Anúncio

Mais de fiqria sidamonize (20)

Mais recentes (20)

Anúncio

აქემენიანთა სპარსეთი

  1. 1. ავტორი: ფ. სიდამონიძე ქ. რუსთავი მე-12 საჯარო სკოლა
  2. 2. მ ი დ ი ი ს ს ა მ ე ფ ო სპარსეთი
  3. 3. 1. ბაბილონი 2. პერსეპოლისი 3. ფასარგადი 4. სუსა 5. ეკბატანა ფასარგადი (სპარს. — ) پاسارگاد ძველი სპარსული ქალაქი. აქემენიდების იმპერიის პირველი დედაქალაქი. მდებარეობს პერსეპოლისიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 87 და შირაზიდან 130 კილომეტრზე. ქალაქი მდებარეობს ფარსის ოსტანში. სახელწოდება ითარგმნება როგორც "ფარსის ბაღები“. აქ მდებარეობს კიროს დიდის მავზოლეუმი. კიროს მე-2 დროშა კიროს მე-2 მავზოლეუმი
  4. 4. სპარსი მეფე, რომელიც ირანს ძვ. წ. 522–486 წლებში მართავდა. არის აქემენიანების გვერდითი შტოს დამფუძნებელი, დარიოსი ტახტზე ავიდა თვითმარქვია გაუმატას მოკვლის შემდეგ. ძვ. წ. 522-521 წლებში აჯანყებები ჩააქრო ელამში, ბაბილონში,მიდიაში, მარგიანეში, ეგვიპტეში და სხვაგან. შუა აზიაში დაიმორჩილა საკების ტომი. ცნობილია, ასევე, მისი მარცხიანი ლაშქრობა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები სკვითების წინააღმდეგ. დარიოს I-მა გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები დასავლეთით და აღმოსავლეთით. მის დროს დაიწყო ბერძენ- სპარსელთა ომები, ორჯერ ილაშქრა საბერძნეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. განაგრძობდა აქემენიანთა დინასტიის დამაარსებლის კიროს II- ის პოლიტიკას - იღებდა ადგილობრივი მეფეების ტიტულებს და ანგარიშს უწევდა ადგილობრივ რელიგიურ კულტებს. დარიოს I-მა გაატარა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები. სახელმწიფო დაჰყო სატრაპიებად (სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქები), შემოიღო სრულიად ახალი, ერთიანი მყარი საგადასახადო (სატრაპიები გადასახადს იხდიდნენ ოქროთი და ვერცხლით, ვასალური სახელმწიფოები კი ნატურით) და სამონეტო სისტემა. ჭრიდა ოქროს მონეტას - დარიკს. ძველი სავაჭრო გზების მოწესრიგებასთან ერთად შექმნა ახალი კარგად მოვლილი საფოსტო გზები, აღადგინა ნილოს-სუეცის არხი. მის დროს არნახულად განვითარდა საერთაშორისო ვაჭრობა. დარიოს I-ის სახელთანაა დაკავშირებული ფართო სამშენებლო საქმიანობა (მემფისი ს ტაძრები, სუზის სასახლეები, პერსეპოლისის დაარსება და სხვ.). ზოგიერთი მეცნიერი ძველი სპარსული ლურსმული დამწერლობის შექმნასაც დარიოს I-ს მიაწერს. მისი მეფობის დროს აქემენიდთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია.
  5. 5. პერსეპოლისის კედელი აპადანას დარბაზი. სპარსი და მიდიელი ჯარისკაცები
  6. 6. დარიოს III ან კოდომანი (დაახ. ძვ. წ. 380 - 330) — სპარსეთის აქამენიდთა იმპერიის ბოლო მეფე ძვ. წ. 336-330 წლებში. დარიოს III-მ შეძლო მმართველობის განმტკიცება და ეგვიპტეც დაიმორჩილა (ძვ. წ. 335 წ.), მაგრამ ალექსანდრე მაკედონელმა, ძვ.წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში დაამარცხა. 331 წელს კი გავგამელასთან მისი არმია საბოლოოდ გაანადგურა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ მისი დამარცხების შემდეგ ტახტიდან იქნა ჩამოგდებული. მან აღმოსავლეთ ირანს შეაფარა თავი, სადაც იგი მოკლა მისმავე ნათესავმა ბაქტრიის სატრაპმა ბესოსმა. დარიოს III-ის სიკვდილის შემდეგ აქემენიდთა სახელმწიფო დაემხო.
  7. 7. ამ რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუშთრიანიზმი. ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია. რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშთრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით - ზოროასტრით . ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა. ისტორიკოსთა თანახმად, ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი. ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას მიეკუთვნება, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.
  8. 8. ზოროასტრული ტაძარი ფარავაჰარი ადამიანის სულის გამოსახულება დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ
  9. 9. ზოროასტრიზმის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს: ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს. ახ. წ. III-VII სს. ახ. წ. VIII-IX სს.
  10. 10. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში. მაგ: სიტყვები ტაძარი კერპი ზვარაკი ეშმა ჯოჯოხეთი მართალი წარმართი ბაგინი დროშა ანდერძი დასტური და სხვა. ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები - ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი,არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა
  11. 11. დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილია ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი. საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა. ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს ნიქოზში იყო "საგზებელი ცეცხლისა" (ცეცხლის ტაძარი) უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზოროასტრიზმის მიმდევართა, ალბათ სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, ფეთხაინზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის - "ათეშგას" ნაშთები.
  12. 12. აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) - წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს.
  13. 13. რომელმაც ბოლო მოუღო აქემენიდური სპარსეთის იმპერიას იწოდებოდა შემდეგი ტიტულებით: მაკედონიის ბასილევსი, კორინთოს ლიგის ჰეგემონი, სპარსეთის შაჰანშაჰი ძვ. წ. 330—ძვ. წ. 323, ეგვიპტის ფარაონი, აზიის ლორდი.
  14. 14. გმადლობთ, ყურადღებისთვის! გისურვებთ წარმატებებს!

×