O slideshow foi denunciado.
Seu SlideShare está sendo baixado. ×

რ.ფუთურიძე.pptx

Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio

Confira estes a seguir

1 de 14 Anúncio

Mais Conteúdo rRelacionado

Semelhante a რ.ფუთურიძე.pptx (20)

Mais de Besik Machitadze (20)

Anúncio

Mais recentes (20)

რ.ფუთურიძე.pptx

  1. 1. იმერეთის ღირსშესანიშნაობები გეოგრაფიის პროექტი რეზი ფუთურიძე
  2. 2. იმერეთი • იმერეთის მხარე დასავლეთ საქართველოს ერთერთი იატორიულ- გეოგრაფიული მხარე. მისი ბუნება ძალიან მრავალფეროვანია. მის ტერიტორიაზე ტყე მასივებს 250 000ჰა უკავია რომლებშიც შედის როგორც ფოთლოვანი ისე წიწვოვანი ტყეები. საკმაოდ მრავალფეროვანია მისი ფაუნაც რომელშიც შედის: კავკასიური დათვი, ტახი, შველი, ირემი, მგელი, მელია და ტურა. მის ცენტრს წარმოადგენს ქუთაისი და მთლიანობაში მოიცავს 12 მუნიციპალიტეტს. 2014 წლის აღწერით აქ ცხოვრობს 535 000-ზე მეტი ადამიანი რაც საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით საკმაოდ ბევრია.
  3. 3. ჩხერის ციხე • ჩხერის ციხე იგივე ზარნის ციხე სოფელ ჩხერში იმერეთის მხარეში მდებარეობს. დღესდღეობით იგი თითქმის დანგრეულია თუმცა ძალიან დიდ ისტორიას ინახავს. ჩხერის ციხე აგებულია XV-XVII საუკუნეებში. იგი შედგება ზედა და ქვედა ციხეებისგან. ის ეკუთვნოდა აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს. 1762 წელს ნიკოლოზ აბაშიძეს მოუწია ამ ციხის სოლომონ I-ზე მიყიდვა
  4. 4. • სწორედ ამ ციხის დამსახურებაა 1774 წელს ჩხერის ბრძოლაში ღირსეული გამარჯვება როცა სოლომონ I-მა და ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხეს თურქ-ოსმალთა 4ჯერ დიდი ჯარი, ასევე ცხერის ციხემ 1810 წელს სოლომონ II-ის წამოწყებულ აჯანყებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რამაც იმერთის სამთავროს ჯარის შეკრების და ბრძოლის საშუალება მისცა. მაგრამ რუსეთის იმპერიამ მაინც შეძლო იმერეთის მიერთება. დღესდღეობით ჩხერის ციხე იმერეთის ღირსშესანიშნაობრიბი და კულტურული ძეგლია.
  5. 5. ქუთაისი • საქართველოს მამაქალაქი, იმერეთის გული და ოქროს საწმისის სამშობლოა. იგი ერთერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. რიონსა და წყალწითელას ხეობებში ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა ადამიანი, ამ პერიოდის ძეგლებია ჭახათა, საკაჟია, თეთრამიწა და საგვარჯალე. თეთრამიწასა და საგვარჯალეში ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანის კულტურაც დასტურდება. თუმცა როგორც ქალაქი ძვ.წ II ათასწლეულში ჩამოყალიბდა მაგრამ აქ ძვ.წ XV-XIII საუკუნეებში არსებობდა კოლხური კულტურა.
  6. 6. • ძველ-ბერძნული მითოლოგიის თანახმად ქუთაისი „მინოსის ხანას“ მიეკუთვნება მათ მიაჩნდათ რომ მინოსს კრეტას მეფეს და აიეტს ნათესაური კავშირი ჰქონდათ. რიონის მარჯვენა ნაპირზე გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის ნამოსახლარები რამაც დაადასტურა ქუთაისის ტიპის მსხვილი ცენტრის არსებობა ძვ.წ VI ათასწლეულში. არქეოლოგებმა მწვანე ყვავილას მიდამოებში აღმოაჩინეს ელინისტური ხანის ეპოქის ალექსანდრე მაკედონელის ტეტრადრაქმა და მითრიდიტეს ოქროს სტატერი. ელინისტური ხანის არტეფაქტები აღმოჩენილია უქიმერიონის გორაზე. ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეულკ თავისი მუსიკით, მწერლობითა და მხატვრობით. სწორედ ქუთაისიდან იყო ბევრი ისეთი პიროვნება რომლებმაც საქართველოს განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ესენი იყვნენ აკაკი წერეთელი, კოტე მარჯანიშვილი, დები იშხნელები და ზაქარია ფალიაშვილი, ასევე ცისფერყანწელები გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი ლადო გუდიაშვილი და სხვები.
  7. 7. • 2022 წელს ამ უნიკალურ ხუროთმოძღვრულ ძეგლს 67 წელი შეუსრულდა. ამ უნიკალური თეატრის არქიტექტორი გახლავთ აკადემიკოსი მიხეილ შავიშვილი. შენობის მშენებლობა 1939 წელს დაიწყო და 16 წელი გაგრძელდა. შენობა საზეიმოდ გაიხსნა 1955 წლის 5 ნოემბერს. ქუთაისის თეატრის უნიკალურ ნაგებობას 2009 წელს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იდეურად თეატრის შენობის არქიტექტონიკა ასახავს მზის მეფის აიეტისა და კოლხი მედეას მისტერიების ქალაქის სულიერ კავშირს ელინურ კულტურასთან და იმდროინდელ თეატრთან. შენობა აგებულია კლასიკური ელინური ეპოქისათვის დამახასიათებელი ტრადიციითა და სტილის დაცვით.
  8. 8. ბაგრატი • ბაგრატის ტაძარი აგებულია „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ წოდებული ბაგრატ III-ის მიერ 1003 წელს იმდროინდელ საქართველოს დედაქალაქ ქუთაისში. მისი არქიტექტურა ძალიან მრავალფეროვანია, მაგალითად განსაკუთრებულია აღმოსავლეთ ფასადი_ ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით, უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები, კედლებსა და იატაკს ულამაზესი მოზაიკა ამკობს. ბაგრატის ტაძარი სიმეტრიული და დახვეწილი პროპორციების მქონე ნაგებობაა, რომელიც შედგება ფასადების კომპოზიციებითა და მრავალფეროვანი მორთულობებით რაც მიუთითებს არქიტექტორის ოსტატობაზე. 1666 წელს ოსმალებმა დაიკავეს ქუთაისის ციხე, სადაც მდებარეობდა ბაგრატის ტაძარი, 1691 წელს არჩილ მეფის მეთაურობით ალყა შემოარტყეს უქიმერიონს, თუმცა ოსმალებმა ბაგრატის ტაძარი ააფეთქეს, ჩამოაქციეს გუმბათი და კედლები, ხოლო რაც ძვირფასი იყო მარმარილოს პერანგი და ტაძრის ბევრი სხვმოკაზმულობა ოსმალეთში წაიღეს. ტაძარი საბოლოოდ განადგურდა 1770 წელს, როცა რუსი გენერალი ტოტლებენი სოლომონ I-ის დასახმარებლად ჩამოვიდა, მან არ დაუჯერა ქართველი მეფის გეგმას და ისედაც თითქმის ჩამოშლილ ბაგრატს ზარბაზნები დაუშინა.
  9. 9. 1770 წლის 6 აგვისტოს როცა ციხეში შეიჭრნენ იქ აღარავინ დახვდათ ოსმალები თამით გაპარულიყვნენ თუმცა რუსების ალყას თავი როგორ დააღწიეს არავინ იცის. ამის შემდეგ კი რუსებმა დაიწყეს ტაძრის ძარცვადა იქ მყოფი ქართველი ტყვეები საბოლოოდ სპარსეთის მაგივრად რუსეთში წაიყვანეს გასაყიდად. სოლომონ მეფემ გალავანი დაანგრია იმის შიშით რო ოსმალები ისევ დაბრუნდებოდნენ უქიმერიონის დასაპყრობად. თვითონ ტაძრის ეზოში ბევრი ნაგებობა დგას მაგალითად ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამ სართულიანი კოშკი რომელიც ტაძარზე უფრო ადრეა აშენებული, სამივე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული რომელშიც ერთერთი ვერსიით ეპისკოპოსი ცხოვრობდა. IXX საუკუნეში უამრავი მოგზაური, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მოგზაურობდა იმერეთში, რომლებიც ვერ ფარავდნენ აღფრთოვანებას ტაძრის მიმართ, მაგალითად აკადემიკოსი პავლინოვი რომელიც ბაგრატს კავკასიის არქიტექტურის ყველაზე მდიდარ ძეგლს უწოდებს, 1822 წელს აქ იმყოფებოდა საფრანგეთის მეფის კონსული რომელიც ასევე აღფრთოვანებული დარჩა ტაძრის სილამაზით. 2003 წელს ჩატარებულმა ექსპედიციამ ხუთი წლის მანძილზე აღმოაჩინა ადამიანთა ზემოქმედების კვალი ენეოლით ადრე ბრინჯაოს ხანიდან, ცნობილია რომ ბაგრატის ტაძარი მანამდე არსებულ ნაგებობებზეა დაშენებული, ასევე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი ბაზილიკის ნაშთი რომელიც სიგრძეში 30 ხოლო სიგანეში 25 მ-ს აღწევდა ის სავარაუდოდ სპარსელების მიერაა დანგრეული. აქვეა აღმოჩენილი VII-XIII საუკუნის ახალი ტაძარი „ ქუთაისის საყდარი“ სადაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი იყო დაკრძალული. ასევე აღმოჩენილია წარწერა რომლიდანაც ვგებულობთ რომ ეს ტაძარი 1003 წელსაა აგებული „ოდეს განამტკიცა იატაკი ქორინიკონი იყო 1003“ ამბობს წარწერა. ამასთან ამ წარწერაში გამოყენებულია არაბული ციფრები რაც მათი ხმარების უძველესი შემთხვევაა კავკასიაში. 2009 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის გამო ბაგრატის ტაძარი აღარ შედის იუნესკოს დაცვის ძეგლთა სიაში.
  10. 10. გელათი • გელათის მინასტერი შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრია. აგებულია ქ. ქუთაისიდან 11 კმ დაშორებით. 1106 წელს დავით აღმაშენებელის მიერ. გელათის მონასტერი არის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს სროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. • გელათის კომპლექსში შედიოდა აკდემია, რო.ელიც დღეს ჩვსნამდე ნანგრევების სახითაა მოღწეული, XII საუკუნეში აგებული წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაა, რომელიც არქიტექტურით მთავარი ტაძრის მსგავსია და ბერ-მონაზონთა საცხოვრებელი კელიები. მთავარი ეკესიისათვის მიუშენებიათ სტოა და ეკვედერები ამათთან ერთად ტაძრის სიგრძე 36 მ-ს ხოლო სიგანე 35 მ-ს აღწევს.ის გარედან ეკლარის ქვითაა მოპიქკეთებული ძალიან ოსტატურადაა გაკეთებული ეკლესიის თაღები თუმცა ჩუქურთმები იშვიათადაა გარეგან დიზაინში გამოყენებული. გელათის მონასტერმა რეგრესი განიცადა XIII-XV საუკუნეებში, თემურლენგის შემოსევების და ასევე საადგილმამულო ბრძოლების გამო. 1510 წელს ის გადაწვეს მონღოლებმა თუმცა ბაგრატ III-მ და გიორგი ბრწივალემ მისი აღდგენა შეძლეს. აქ დაკრძალულია საქართველოს მეფეთა უმეტესობა: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, ერთერთი მოსაზრებით თამარი, ბაგრატ III, გიორგი II, გუორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვები. 2006 წლის 7 ნოემბერს გამოცხადდა საქართველოს კულტურის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად.
  11. 11. კაცხის სვეტი • კაცხის სვეტი იმერეთის მხარეში ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაცხში მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე მდებარეობს. სვეტის სიმაღლე 40 მ-ია. სვეტის ზედა ბაქანზე ორი პატარა ეკლესიაა აგებული. მეცნიერები ასეთ ადგილზე აშენებულ ეკლესიებს მესვეტეობის კულტურას მიაკუთვნებენ რომელიც ერაყში იყო გავრცელებული და მეცნიერებს აზრს უმტკიცებს ის ფაქტი რომ იმდროინდელ ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ერაყთან. აგებულია ქვემოდან აზიდული გათლილი კვადრებით, ეკლესიას ასევე აქვს ქვედა სართული იგივე სამარხი. ზუსტად არაა ცნობილი როდის შეწყდა ქრისტიანული ცხოვრება ამ სვეტზე თუმცა ვახუშტი ბაგრატიონის დროს იქ ბერები აღარ ცხოვრობდნენ. მეოცე საუკუნის შუახანებამდე სვეტზე ასვლა ალპინინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელი იყო. 2007 წელს დაიწყო სვეტზე არსებული და მის ძირში არსებული სამლოცველოების რესტავრაცია. აღსანიშნავია ისიც რომ ბერების კურთხევით ამ სვეტზე ასვლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. ასევე 2007 წელს კაცხის სვეტზე აღმოჩენილია კირქვის მცირე ქვათლილი რომელზეც ათ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე ძლიერ ცოდვილი გიორგი რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ ძელი ცხოვრებაზე“ ანუ სვეტის თავზე. • კაცხის სვეტი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლად გამოცხახდა 2006 წლის 7 ნოემბერს.
  12. 12. პრომეთეს მღვიმე • პრომეთეს მღვიმე ერთერთი კარსტული მღვიმეა საქართველოში, 6 კმ-ში წყალტუბოდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მღვიმე არის დერეფნის ტიპის სიღრუე. აქვს სამი შესასვლელი: ერთი მდებარეობს მშრალი ხეობის ფსკერზე, 147 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მე-2 იხსნება 160 მ-ზე, ხოლო მე-3 ყუმის ტბების ჯაჭვის გავლით, 125 მ-ზე. მღვიმის გააჩნია 22 დერეფანი თუმცა ჩვენთვის მხოლოდ 6 ის დათვალიერებაა შესაძლებელი. აქ გვხვდება 2 მეტრის სტალაქტიტები და 8-10 მეტრის სტალაგმიტები რაც საკმაოდ დიდია სხვა საქართველოს მღვიმეებთან შედარებით. მისი შიდა ინტერიერი კი მეტ ჯადოსნურობას მატებს მას. პრომეთეს მღვიმეს ნამდვილად შეუძლია ზღაპრულ სამყაროში გამოგზაუროთ.
  13. 13. მადლობა ყურადღებისთვის წყარო: wikipedia

×