O slideshow foi denunciado.
Seu SlideShare está sendo baixado. ×

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx

Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio
Anúncio

Confira estes a seguir

1 de 13 Anúncio

Mais Conteúdo rRelacionado

Semelhante a მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx (20)

Mais de Besik Machitadze (20)

Anúncio

Mais recentes (20)

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx

  1. 1. ჩემი ქალაქის, ქუთაისის ტურისტული გიდი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2022 მარიამ ცინცაძე
  2. 2. მსოფლიოში არსებულ უძველეს ქალაქებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს მშობლიურ ქალაქს- ქუთაისს. ის საქართველოში მდებარეობს და იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს.
  3. 3. ძველი ქუთაისი ახალი ქუთაისი
  4. 4. ქუთაისის დათვალიერება უნდა დავიწყოთ მისი ცენტრალური მოედნით, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ქალაქის არქიტექტურაზე. ქუთაისის ცენტრალური მოედანი დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი ქუთაისის მთავარი, ცენტრალური ნაწილია. მოედანი უძველესია, სადაც ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრია განთავსებული. აქ არის ქალაქის ყველაზე დიდი მოსასვენებელი სკვერი. მოედნის ცენტრში, ასევე, ნახავთ კოლხურ შადრევანს, სადაც არქეოლოგიური მონაპოვარის მიხედვით, ქართული საგანძურის ელემენტები, ფიგურებია გამოსახული.
  5. 5. თეთრი ხიდი ქუთაისის ერთ-ერთი ულამაზესი და ღირსშესანიშნავი ადგილია თეთრი ხიდი თეთრი ხიდის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ფორმები საზღვარგარეთ იყო დამზადებული, რომლის აღდგენაც 1872 წელს დამთავრდა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს.
  6. 6. მუზეუმები ყველა ქალაქის მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილს წარმოადგენს მუზეუმები, განსაკუთრებით მაშინ როცა ისტორიისა და ხელოვნების მოყვარული ხართ. ქუთაისში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული მუზეუმი და სახვითი ხელოვნების გალერეა ქუთაისის ისტორიული მუზეუმი 1912 წელს დაარსდა. ამჟამად მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული,ასევე შუასაუკუნეების ოქრომჭედლობის შედევრები. მუზეუმის ბიბლითეკა 40 ათასამდე წიგნს იტევს. ხელნაწერთა ფონდში 800 მდე ტექსტია, სადაც ყველაზე ძველი მე- 11 საუკუნის სახარებაა. გალერეა - ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 1976 წელს დაფუძნდა. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 18 ექსპონატს აქვს მინიჭებული. მათ შორის გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანის სამ ნამუშევარს.
  7. 7. ქუთაისის ღირსშესანიშნავი ადგილებიდან,ასევე, გამორჩეულია ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1969 წელს. ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით. აქ, ასევე, არის მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.
  8. 8. ქუთაისში მდებარეობს ეროვნული მასშტაბის ისტორიული ძეგლები, ტაძრები და ეკლესიები, მათ შორის აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ მათი სიძველით. ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მე -11 საუკუნის არქიტექტურული ძეგლია, ტაძარი გამორჩეულია როგორც კულტურულ- არქიტექტორული, ასევე ისტორიული მნიშვნელობით. იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარ- გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, ჯვრის გვერდითი შვერილი მკლავებითა და ოთხი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯით. ტაძარს ქვის გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი და ქვის სამრეკლო. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სამსართულიანი კოშკი დგას.
  9. 9. გელათის მონასტერი გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა მეფემ - დავით მე-4 აღმაშენებელმა. მშენებლობა 1106 წლიდან 1125 წლამდე მიმდინარეობდა. გაფორმება და საბოლოო სახის მიცემა 1130 წლისთვის მოხდა. კომპლექსის მთავარი ღირშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება. მონასტრის კედლების ფრესკული მოხატულობა განახლებულია მე-16, მე-18 სს_ში, თუმცა დასავლეთ სტოაში მე-12 საუკუნის ფრესკაც არის დაცული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის საერო დანიშნულების, კულტურულ- საგანმანათლებლო ძეგლი - გელათის აკადემია. თანამედროვეებში ის მოიხსენიებოდა “მეორე იერუსალიმად” და “სხუად ათინად”. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები. გელათის აკადემიამ დაგვიტოვა ფასდაუდებელი კულტურულ-მეცნიერული მემკვიდრეობა ხელნაწერი წიგნების სახით, რომლებიც ახლა დაცულია ქუთაისის მუზეუმში.
  10. 10. მადლობა ყურადღებისთვის!

×