1. გაკვეთილი № 50
საშინაო დავალების შემოწმება
მოც :
γ =2
––––––––––––––––––––––––––––––––––––
უ .გ .
ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენოთ ფორმულა
ა)
ბ)
ქიმიური წონასწორობა
შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები
განვიხილოთ რეაქცია:
t0
2KClO3 → 2KCl + 3O2
გაცხელებისას კალიუმის ქლორატი (სხვაგვარად ბერთოლეს მარილი) იშლება. რეაქცია
დასრულდება მაშინ, როცა ბერთოლეს მარილი მთლიანად დაიშლება.
კალიუმის ქლორიდის (KCl) და ჟანგბადის (O2) ურთიერთქმედება და ბერთოლეს
მარილის მიღება შეუძლებელია როგორ პირობებშიც არ უნდა ჩავატაროთ რეაქცია. ეს
რეაქცია შეუქცევადია. შეუქცევადი რეაქციები ბოლომდე მიმდინარეობენ და რეაქციის
შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერების წარმოქმნის უნარი არ აქვთ.
შეუქცევადი რეაქციებია მაგ:
CuSO4 + 2NaOH → Cu(OH)2↓ + Na2SO4
Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑
CuO + H2 → Cu + H2O
და ა.შ.
განვიხილოთ რეაქცია:
N2 + 3H2 → 2NH3 (ა)
ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს მაღალი წნევის და ტემპერატურისას.
მაგრამ იმავე პირობებში წარიმართება რეაქციაც:
2NH3 → N2 + 3H2 (ბ )
როგორც ვხედავთ ერთიდაიგივე პირობებში შეიძლება მიდიოდეს ამიაკის სინთეზის
ანუ პირდაპირი (ა) რეაქცია და ამიაკის დაშლის (ბ) რეაქცია. თუ (ა) რეაქციას პირდაპირ
რეაქციას დავარქმევთ, მაშინ (ბ)-ს მისი საპირისპირო (შებრუნებული) რეაქცია ქვია. ეს
2. 2
ორივე რეაქცია შეიძლება ერთდროულად მიმდინარეობდნენ ერთ სარეაქციო არეში. ასეთ
რეაქციებს შექცევად რეაქციებს უწოდებენ და ორივე რეაქციას გაერთიანებული
ტოლობით ასე გამოსახავენ:
N2 + 3H2 ⇄ 2NH3
შებრუნებული ისრები გვიჩვენებენ, რომ რეაქცია როგორც პირდაპირი ისე
შებრუნებული მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს).
თუ შეუქცევადი რეაქციები სრულდება ერთერთი მორეაგირე კომპონენტის სრული
გარდაქმნით, შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური წონასწორობის დამყარებით. ამ
დროს პირდაპირი რეაქციის სიჩქარე გაუტოლდება შებრუ ნებული რეაქციის სიჩქარეს.
ამიაკის სინთეზის რეაქციისას წონასწორობა მყარდება მაშინ, როდესაც (ა) რეაქციის
სიჩქარე გაუტოლდება (ბ) რეაქციის სიჩქარეს. წონასწორობისას დროის ერთეულში
რამდენი მოლი ამიაკიც წარმო იქმნება (ა) რეაქციის ხარჯზე, იმდენივე დაიშლება (ბ)
რეაქციის საფუძველზე.
გარკვეული წნევისა და ტემპერატურისას (ა) რეაქციის სიჩქარე გამოითვლება
ფორმულით:
V1 = k1 [N2] [H2]3
(ბ) რეაქციის
V2 = k2 [NH3]2
დროის გარკვეული მომენტისათვის პირდაპირი და შებრუნებული რეაქციების
სიჩქარეები ერთმანეთს გაუტოლდება V1 = V2 და მყარდება წონასწორობა.
k1 [N2] [H2]3 = k2 [NH3]2
K-ს წონასწორობის მუდმივა ეწოდება.
ზოგადად, როცა K>1, მაშინ წონასწორულ სისტემაში ჭარბობს პირდაპირი რეაქციის
პროდუქტები, ხოლო როცა K<1, - შებრუნებული რეაქციის პროდუქტები.
ლე -შატელიეს პრინციპი
წონასწორობა სისტემისათვის მდგრადი მდგომარეობაა. სისტემა ყოველთვის
ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას. თუ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობის
დამრღვევი რაიმე გარეშე ფაქტორი, მაშინ სისტემაში აღიძვრება ძალები, რომლებიც
გარეშე ზემოქმედების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
ამ მოვლენას “მოძრავი წონასწორობის” ან ლე-შატელიეს პრინციპი ეწოდება.
მაგ: თუ წონასწორულ სისტემაში გარედან შევიყვანთ რომელიმე მორეაგირე
კომპონენტს, მაშინ წონასწორულ სისტემაში იზრდება ამ კომპონენტის გარდაქმნის
მიმართულებით მიმდინარე რეაქციის სიჩქარე, ანუ წონასწორობა გადაიხრება ამ
კომპონენტის გარდაქმნის მიმართულებით.
მაგ: თუ ამიაკის სინთეზის რეაქციაში დამატებით შევიყვანთ H2-ს, მაშინ
N2 + 3H2⇄ 2NH3 + Q
წონასწორობა გადაიხრება ამიაკის წარმოქმნის მხარეს, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. თუ
გავზრდით ტემპერატურას სისტემა შთანთქავს მინიჭებულ სითბოს (ენერგიის) იმის
ხარჯზე, რომ წონასწორობა გადაიხრება ენდოთერმული რეაქციის მხარეს. ჩვენ
შემთხვევაში ენდოთერმული რეაქცია ამიაკის დაშლაა. ე.ი. მაღალ ტემპერატურაზე
წონასწორობა გადაიხრება მარცხნივ. პირიქით – ტემპერატურის შემცირებისას
წონასწორობა გადაიხრება ეგზოთერმული რეაქციისკენ ანუ ამიაკის სინთეზის
მიმართულებით.
3. 3
აირად ფაზაში მიმდინარე რეაქციებისთვის წნევის გაზრდით წონასწორობა იხრება იმ
რეაქციის მიმართულებით, რომელიც მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. თუ
დავაკვირდებით ჩვენს მიერ განხილულ რეაციას შევამჩნევთ, რომ 1 მოლი N2 და 3 მოლი
H2 წარმოქმნიან 2 მოლ ამიაკს (NH3). ანუ რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის
შემცირებით.
გავიხსენოთ, რომ აირებისთვის მოლური თანაფარდობა და მოცულობითი
თანაფარდობა ერთმანეთის ტოლია.
4 მოცულობა აირებისგან მიიღება 2 მოცუ ლო ბა აირი.
ამიაკის მიღების რეაქცია მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. ე.ი. მაღალი
წნევისას წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ და პირიქით წნევის შემცირებისას
წონასწორობის აღსადგენად უნდა გაიზარდოს მოცულობა ანუ წონასწორობა გადაიხრება
მარჯვნიდან მარცხნივ.
კატალიზატორი ერთნაირად აჩქარებს როგორც პირდაპირ, ისე შებრუნებულ რეაქციას.
ამიტომ ის წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს.
საშინაო დავალება :
1. გოგირდის (VI) ოქსიდის მისაღებად სარეაქციოდ აიღეს 5მოლი SO2 და 3მოლი O2.
წონასწორობის დამყარების შემდეგ რეაქციაში შეუსვლელი დარჩა 3მოლი SO2.
როგორია ამ შექცევადი რეაქციის წონასწორობის მუდმივა? რეაქციას ატარებენ 10
ლ მოცულობის ჭურჭელში.
2. გოგირდის (VI) ოქსიდის მიღების რეაქცია ეგზოთერმულია. საით გადაიხრება
წონასწორობა
a. წნევის შემცირებისას?
b. ტემპერატურის გაზრდისას?
გ) სარეაქციო არეში O2-ის დამატებით შეტანისას?