SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 3
გაკვეთილი №3

საშინაო დავალების შემოწმება

2K + 2H2O → 2KOH + H2              SO2 + H2O → H2SO3
K2O + H2O → 2KOH                   SO3 + H2O → H2SO4
Ba + 2H2O → Ba(OH)2 + H2
BaO + H2O → Ba(OH)2
  ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი
         ქვეჯგუფის ელემენტები – ჰალოგენები

   ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები           F
(ფტორი), Cl (ქლორი), Br (ბრომი), I (იოდი), At (ასტატი) ქმნიან მსგავსი ბუნების მქონე
ელემენტების ოჯახს. მათ ჰალოგენებს უწოდებენ (ჰალოგენი ბერძნული სიტყვაა და
ქართულად მარილმბადს ნიშნავს).
   ჰალოგენები   ყველაზე ძლიერი არამეტალებია. მათი ატომების გარე ელექტ რონულ
შრეზე 7-7 ელექტრონია. ზოგადად მათი გამოსახვა ასე შეიძლება: ns2np5. დასრულებული
შრის წარმოსაქმნელად ჰალოგენები ადვილად იერთებენ ელექტ რონს და იმუხტებიან
უარყოფითად:
                                   x + e → x-1
   ყველა ჰალოგენს, გარდა ფტორისა, რომელიც ყველა ელემენტზე უფრო ელექტრო-
უარყოფითია, შეუძლია აგრეთვე გასცეს ელექტრონები და გამოამჟღავნოს დადებითი
დაჟანგულობის ხარისხი, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაა +7. დადებით
დაჟანგულობის ხარისხს ჰალოგენები ფტორ- და ჟანგბადნაერთებში ავლენენ. მაგ: Cl2O7,
ClF3, ClF5 და ა. შ.
   ფტორის ატომს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ ერთი
კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. ცხადია, რომ ფტორი ერთვალენტიანია.


   დანარჩენ ჰალოგენებს კი, გარდა ერთვალენტიანობისა, ახასიათებს სამ-, ხუთ- და
შვიდვალენტოვნებაც. ვაჩვენოთ ეს ქლორის მაგალითზე:


   ქლორის ატომს, ისევე როგორც ფტორის ატომს, მხოლოდ ერთი გაუწყვილებელი
ელექტრონი აქვს, შეუძლია წარმოქმნას ერთი საზიარო ელექტრონული წყვილი, ანუ,
შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ერთი კოვალენტური ბმა. ე.ი. ერთვალენტიანია.
   აღგზნებულ მდგომარეობაში p და s ელექტრონული წყვილების დაშლით და სამი
წყვილიდან თითო-თითო ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით შეუძლიათ
ჰქონდეთ აგრეთვე ისეთი ელექტრონული გარსი, რომელიც შეიცავს 3, 5 და 7 გაუწყვილებელ
ელექტრონს. შესაბამისად მათ შეუძლიათ 3, 5 და 7 საზიარო ელექტრონული წყვილის, ანუ, 3,
5 და 7 კოვალენტური ბმის წარმოქმნა, მაშასადამე, სამ-, ხუთ- და შვიდვალენტანობის
გამოვლენა.
   (ფტორის ატომს ელექტრონულ გარსში არ გააჩნია d ორბიტალები, ამიტომ ფტორი
მხოლოდ ერთვალენტიანია)
2




   ანალოგიურადაა ბრომისა და იოდის შემთხვევაში.
   ბუნებაში ჰალოგენები, მათი მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო, თავისუფალი სახით არ
გვხვდებიან. ისინი ნაერთების სახითაა გავრცელებული.
   მაგ:…ფტორის შემცველი ნაერთებია: CaF2 - მლღობი შპატი,
   Ca3(PO4)2 . CaF2 - ფტორაპატიტი,
   Na3AlF6 - კრიოლიტი.
   ქლორი ბუნებაში ძირითადად NaCl-ის (სუფრის მარილი) სახითაა გავრცე ლებული. ზოგ
ადგილას ის მყარი სახით (ქვამარილი), უდიდესი ნაწილი კი, ოკეანეებში, ზღვებსა და მლაშე
ტბებში წყალხსნარების სახით გვხვდება. (ქლორის შემცველ სხვა მინერალებზე მოგვიანებით
ვისაუბრებთ).
   ბრომის შემცველი ნაერთები თითქმის ყოველთვის გვხვდება ქლორის შემცველ
მინერალებში მინარევების სახით. კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება იოდი. იოდს შეიცავს
ნავთობის ჭაბურღილების წყლები და ზღვის წყალმცენარეები. რაც შეეხება ასტატს, ის
ხელოვნურადაა მიღებული რადიაქტიული გარდაქმნების შედეგად და ბუნებაში არ
გვხვდება. ეს ელემენტი, ქიმიური თვისებების თავლსაზრისით, პრაქტიკულად შესწავლილი
არ არის.
   როგორც გვახსოვს, მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ თანდათან იკლებს
არამეტალური ბუნება. ანუ, ყველაზე ძლიერი ჰალოგენია (და საერთოდ ყველაზე ძლიერი
არამეტალი) ფტორი, ყველაზე სუსტი იოდი (At ამ რიგში არ განვიხილავთ).
   ჰალოგენების შესაბამისი მარტივი ნივთიერებების ფორმულაა X2 (F2, Cl2, Br2 და I2).
   F2 - ღია ყვითელი ფერის აირია, Cl2 - მოყვითალო მომწვანო ფერის აირია. Br2 - მურა-
წითელი ფერის სითხეა, I2- შავი ფერის კრისტალებია. ყველა მათგანს მძაფრი სუნი აქვს და
მომწავლელია.
   ფტორის მიღება ხდება NaF-ის ნალღობის ელექტროლიზის შედეგად. თავისუფალი
ფტორი ძლიერ აგრესიული რეაგენტია. ის შედის რეაქციაში ყველა მეტალთან და
არამეტალთან. ფტორში იწვის წყალი და ქვიშა.
                                 2H2O + 2F2 → 4HF + O2
                                  SiO2 + 2F2 → SiF4 + O2
   ქლორის მიღება შეიძლება ქლორიდების ელექტროლიზით ან ძლიერი მჟანგავებისა და
ქლორწყალბადის ურთიერთქმედებისას (ამ რეაქციებზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ).
თავისუფალი ქლორის საშუალებით შეიძლება მივიღოთ Br2 და I2.
                                2NaBr + Cl2 → 2NaCl + Br2
                                2NaI + Cl2 → 2NaCl + I2
   ქლორი, ბრომი და იოდი აქტიურად რეაგირებენ როგორც მეტალებთან ისე
არამეტალებთან.
   ჰალოგენების წყალბადნაერთების ზოგადი ფორმულაა HX. მათი წყალხსნარები მჟავებია.
HF - საშუალო სიძლიერის მჟავაა. დანარჩენები კი, (HCl, HBr, HI) ძალიან ძლიერი მჟავებია.
ამათგან ყველაზე ძლიერია HI. (როგორც გვახსოვს, რაც უფრო კარგადაა დისოცირებული
მჟავა, მით უფრო ძლიერია ის. ასე, რომ HF ყველაზე სუსტადაა დისოცირებული, HI კი
ყველაზე ძლიერად).
3

   ჰალოგენწყალბადმჟავები მჟავებისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებას ავლენენ.
კერძოდ, რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა
ჰიდროქსიდებთან და მარილებთან.
   HF-ის წყალხსნარს ფტორწყალბადმჟავა ჰქვია. მას მლღობ მჟავასაც უწოდებენ, რადგან
შეუძლია დაშალოს (გახსნას – გაალღოს) მინა, ქვიშა და სილიკატები.
                      SiO2 + 2HF → SiF4 + 2H2O

   ამიტომ, მლღობი მჟავა არ შეიძლება მოვათავსოთ მინის ჭურჭელში. მას პოლიეთილენის,
ან ცვილით დაფარულ ჭურჭელში ინახავენ..
   ჰალოგენიდ იონების აღმომჩენია ვერცხლის ნიტრატი. ვერცხლის კათიონი ლექავს Cl-, Br-
და I- ანიონებს შესაბამისი ხსნარებიდან.
                           AgNO3 + NaCl → AgCl↓ + NaNO3
   ანუ                           Ag+ + Cl- → AgCl

  რეაქციის შედეგად წარმოიქმნება თეთრი ხაჭოსებრი ნალექი,         რომელიც არ იხსნებაა
აზოტმჟავაში, მაგრამ იხსნება ამიაკის წყალხსნარში
                        AgCl + 2NH4OH → [Ag(NH3)2]Cl + 2H2O

  შემჟავებისას ისევ ილექება AgCl.
                         [Ag(NH3)2]Cl + 2HCl → AgCl↓ + 2NH4Cl

  ანალოგიურად ილექება შესაბამისი ხსნარებიდან AgBr და AgI.
    Ag+ + Br- → AgBr AgBr ბაცი ყვითელი ნალექია, არ იხსნება აზოტმჟავაში, სწრაფად
მუქდება

    Ag+ + I- → AgI              AgI მუქი ყვითელი ნალექია

   აქვე აღვნიშნოთ, რომ ვერცხლის ფტორიდი წყალში ხსნადია.
   ჰალოგენებს შორის ბუნებაში გავრცელებისა და პრაქტიკული გამოყენების
თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ქლორი. ამ ელემენტს დაწვრილებით გავეცნობით
შემდეგ გაკვეთილზე.


  საშინაო დავალება:

  1. როგორია ჰალოგენების აქტიურობის რიგი?
  2. დაწერეთ   ფტორის ურთიერთქმედების რეაქციები ნატრიუმთან, რკინასთან,
     ფოსფორთან და გოგირდთან (აქ ეს ელემენტები მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს
     ავლენენ)
  3. როგორია ჰალოგენწყალბადმჟავების სიძლიერის რიგი?
  4. დაწერეთ ბრომწყალბადმჟავას ურთიერთქმედების რეაქციები ცინკთან, მაგნიუმის
     ოქსიდთან, კალციუმის ჰიდროქსიდთან და ნატრიუმის კარბობნატთან

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1datiko43
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13datiko43
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25datiko43
 
G 012.doc
G 012.docG 012.doc
G 012.docqimia
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტებიbarambo
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21datiko43
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15datiko43
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18datiko43
 
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაარაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაlika_86
 
G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02barambo
 
G002 110923030500-phpapp02
G002 110923030500-phpapp02G002 110923030500-phpapp02
G002 110923030500-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 
G 018.doc
G 018.docG 018.doc
G 018.docqimia
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.docqimia
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23datiko43
 
გაკვეთილი II
გაკვეთილი IIგაკვეთილი II
გაკვეთილი IIqimia
 

Mais procurados (20)

გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25
 
G 012.doc
G 012.docG 012.doc
G 012.doc
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტები
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაარაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
 
G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02
 
G002 110923030500-phpapp02
G002 110923030500-phpapp02G002 110923030500-phpapp02
G002 110923030500-phpapp02
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
G 018.doc
G 018.docG 018.doc
G 018.doc
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.doc
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 
გაკვეთილი II
გაკვეთილი IIგაკვეთილი II
გაკვეთილი II
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 

Destaque

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9barambo
 
G012 110926064535-phpapp02
G012 110926064535-phpapp02G012 110926064535-phpapp02
G012 110926064535-phpapp02barambo
 

Destaque (10)

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
G012 110926064535-phpapp02
G012 110926064535-phpapp02G012 110926064535-phpapp02
G012 110926064535-phpapp02
 

Semelhante a გაკვეთილი № 3

G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19barambo
 

Semelhante a გაკვეთილი № 3 (20)

G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
 
G 054
G 054G 054
G 054
 
G 052
G 052G 052
G 052
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 

Mais de barambo

Mais de barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 

გაკვეთილი № 3

  • 1. გაკვეთილი №3 საშინაო დავალების შემოწმება 2K + 2H2O → 2KOH + H2 SO2 + H2O → H2SO3 K2O + H2O → 2KOH SO3 + H2O → H2SO4 Ba + 2H2O → Ba(OH)2 + H2 BaO + H2O → Ba(OH)2 ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები – ჰალოგენები ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები F (ფტორი), Cl (ქლორი), Br (ბრომი), I (იოდი), At (ასტატი) ქმნიან მსგავსი ბუნების მქონე ელემენტების ოჯახს. მათ ჰალოგენებს უწოდებენ (ჰალოგენი ბერძნული სიტყვაა და ქართულად მარილმბადს ნიშნავს). ჰალოგენები ყველაზე ძლიერი არამეტალებია. მათი ატომების გარე ელექტ რონულ შრეზე 7-7 ელექტრონია. ზოგადად მათი გამოსახვა ასე შეიძლება: ns2np5. დასრულებული შრის წარმოსაქმნელად ჰალოგენები ადვილად იერთებენ ელექტ რონს და იმუხტებიან უარყოფითად: x + e → x-1 ყველა ჰალოგენს, გარდა ფტორისა, რომელიც ყველა ელემენტზე უფრო ელექტრო- უარყოფითია, შეუძლია აგრეთვე გასცეს ელექტრონები და გამოამჟღავნოს დადებითი დაჟანგულობის ხარისხი, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაა +7. დადებით დაჟანგულობის ხარისხს ჰალოგენები ფტორ- და ჟანგბადნაერთებში ავლენენ. მაგ: Cl2O7, ClF3, ClF5 და ა. შ. ფტორის ატომს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ ერთი კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. ცხადია, რომ ფტორი ერთვალენტიანია. დანარჩენ ჰალოგენებს კი, გარდა ერთვალენტიანობისა, ახასიათებს სამ-, ხუთ- და შვიდვალენტოვნებაც. ვაჩვენოთ ეს ქლორის მაგალითზე: ქლორის ატომს, ისევე როგორც ფტორის ატომს, მხოლოდ ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს, შეუძლია წარმოქმნას ერთი საზიარო ელექტრონული წყვილი, ანუ, შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ერთი კოვალენტური ბმა. ე.ი. ერთვალენტიანია. აღგზნებულ მდგომარეობაში p და s ელექტრონული წყვილების დაშლით და სამი წყვილიდან თითო-თითო ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით შეუძლიათ ჰქონდეთ აგრეთვე ისეთი ელექტრონული გარსი, რომელიც შეიცავს 3, 5 და 7 გაუწყვილებელ ელექტრონს. შესაბამისად მათ შეუძლიათ 3, 5 და 7 საზიარო ელექტრონული წყვილის, ანუ, 3, 5 და 7 კოვალენტური ბმის წარმოქმნა, მაშასადამე, სამ-, ხუთ- და შვიდვალენტანობის გამოვლენა. (ფტორის ატომს ელექტრონულ გარსში არ გააჩნია d ორბიტალები, ამიტომ ფტორი მხოლოდ ერთვალენტიანია)
  • 2. 2 ანალოგიურადაა ბრომისა და იოდის შემთხვევაში. ბუნებაში ჰალოგენები, მათი მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო, თავისუფალი სახით არ გვხვდებიან. ისინი ნაერთების სახითაა გავრცელებული. მაგ:…ფტორის შემცველი ნაერთებია: CaF2 - მლღობი შპატი, Ca3(PO4)2 . CaF2 - ფტორაპატიტი, Na3AlF6 - კრიოლიტი. ქლორი ბუნებაში ძირითადად NaCl-ის (სუფრის მარილი) სახითაა გავრცე ლებული. ზოგ ადგილას ის მყარი სახით (ქვამარილი), უდიდესი ნაწილი კი, ოკეანეებში, ზღვებსა და მლაშე ტბებში წყალხსნარების სახით გვხვდება. (ქლორის შემცველ სხვა მინერალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ). ბრომის შემცველი ნაერთები თითქმის ყოველთვის გვხვდება ქლორის შემცველ მინერალებში მინარევების სახით. კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება იოდი. იოდს შეიცავს ნავთობის ჭაბურღილების წყლები და ზღვის წყალმცენარეები. რაც შეეხება ასტატს, ის ხელოვნურადაა მიღებული რადიაქტიული გარდაქმნების შედეგად და ბუნებაში არ გვხვდება. ეს ელემენტი, ქიმიური თვისებების თავლსაზრისით, პრაქტიკულად შესწავლილი არ არის. როგორც გვახსოვს, მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ თანდათან იკლებს არამეტალური ბუნება. ანუ, ყველაზე ძლიერი ჰალოგენია (და საერთოდ ყველაზე ძლიერი არამეტალი) ფტორი, ყველაზე სუსტი იოდი (At ამ რიგში არ განვიხილავთ). ჰალოგენების შესაბამისი მარტივი ნივთიერებების ფორმულაა X2 (F2, Cl2, Br2 და I2). F2 - ღია ყვითელი ფერის აირია, Cl2 - მოყვითალო მომწვანო ფერის აირია. Br2 - მურა- წითელი ფერის სითხეა, I2- შავი ფერის კრისტალებია. ყველა მათგანს მძაფრი სუნი აქვს და მომწავლელია. ფტორის მიღება ხდება NaF-ის ნალღობის ელექტროლიზის შედეგად. თავისუფალი ფტორი ძლიერ აგრესიული რეაგენტია. ის შედის რეაქციაში ყველა მეტალთან და არამეტალთან. ფტორში იწვის წყალი და ქვიშა. 2H2O + 2F2 → 4HF + O2 SiO2 + 2F2 → SiF4 + O2 ქლორის მიღება შეიძლება ქლორიდების ელექტროლიზით ან ძლიერი მჟანგავებისა და ქლორწყალბადის ურთიერთქმედებისას (ამ რეაქციებზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ). თავისუფალი ქლორის საშუალებით შეიძლება მივიღოთ Br2 და I2. 2NaBr + Cl2 → 2NaCl + Br2 2NaI + Cl2 → 2NaCl + I2 ქლორი, ბრომი და იოდი აქტიურად რეაგირებენ როგორც მეტალებთან ისე არამეტალებთან. ჰალოგენების წყალბადნაერთების ზოგადი ფორმულაა HX. მათი წყალხსნარები მჟავებია. HF - საშუალო სიძლიერის მჟავაა. დანარჩენები კი, (HCl, HBr, HI) ძალიან ძლიერი მჟავებია. ამათგან ყველაზე ძლიერია HI. (როგორც გვახსოვს, რაც უფრო კარგადაა დისოცირებული მჟავა, მით უფრო ძლიერია ის. ასე, რომ HF ყველაზე სუსტადაა დისოცირებული, HI კი ყველაზე ძლიერად).
  • 3. 3 ჰალოგენწყალბადმჟავები მჟავებისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებას ავლენენ. კერძოდ, რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა ჰიდროქსიდებთან და მარილებთან. HF-ის წყალხსნარს ფტორწყალბადმჟავა ჰქვია. მას მლღობ მჟავასაც უწოდებენ, რადგან შეუძლია დაშალოს (გახსნას – გაალღოს) მინა, ქვიშა და სილიკატები. SiO2 + 2HF → SiF4 + 2H2O ამიტომ, მლღობი მჟავა არ შეიძლება მოვათავსოთ მინის ჭურჭელში. მას პოლიეთილენის, ან ცვილით დაფარულ ჭურჭელში ინახავენ.. ჰალოგენიდ იონების აღმომჩენია ვერცხლის ნიტრატი. ვერცხლის კათიონი ლექავს Cl-, Br- და I- ანიონებს შესაბამისი ხსნარებიდან. AgNO3 + NaCl → AgCl↓ + NaNO3 ანუ Ag+ + Cl- → AgCl რეაქციის შედეგად წარმოიქმნება თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც არ იხსნებაა აზოტმჟავაში, მაგრამ იხსნება ამიაკის წყალხსნარში AgCl + 2NH4OH → [Ag(NH3)2]Cl + 2H2O შემჟავებისას ისევ ილექება AgCl. [Ag(NH3)2]Cl + 2HCl → AgCl↓ + 2NH4Cl ანალოგიურად ილექება შესაბამისი ხსნარებიდან AgBr და AgI. Ag+ + Br- → AgBr AgBr ბაცი ყვითელი ნალექია, არ იხსნება აზოტმჟავაში, სწრაფად მუქდება Ag+ + I- → AgI AgI მუქი ყვითელი ნალექია აქვე აღვნიშნოთ, რომ ვერცხლის ფტორიდი წყალში ხსნადია. ჰალოგენებს შორის ბუნებაში გავრცელებისა და პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ქლორი. ამ ელემენტს დაწვრილებით გავეცნობით შემდეგ გაკვეთილზე. საშინაო დავალება: 1. როგორია ჰალოგენების აქტიურობის რიგი? 2. დაწერეთ ფტორის ურთიერთქმედების რეაქციები ნატრიუმთან, რკინასთან, ფოსფორთან და გოგირდთან (აქ ეს ელემენტები მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს ავლენენ) 3. როგორია ჰალოგენწყალბადმჟავების სიძლიერის რიგი? 4. დაწერეთ ბრომწყალბადმჟავას ურთიერთქმედების რეაქციები ცინკთან, მაგნიუმის ოქსიდთან, კალციუმის ჰიდროქსიდთან და ნატრიუმის კარბობნატთან