SlideShare a Scribd company logo
1 of 5
ამოცანა №28            0,1მოლი ალუმინის სულფატის შემცველ ხსნარში ჭარბად

გაატარეს ამიაკი. რამდენი გრამი ნალექი მიიღება ამ დროს? რა მოხდება თუ
მიღებულ ნალექს დავამატებთ ჭარბ ნატრიუმის ტუტეს?


                                     ამოხსნა:
  მოც:      n(Al2(SO4)3) = 0,1მოლი
  –––––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.      m(ნალექი) = ?


  M(Al2(SO4)3) = 078გ/მოლი
  ამიაკის ალუმინის სულფატის ხსნართან ურთიერთქმედების რეაქციაში ამიაკის
ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ მისი წყალხსნარი - ამონიუმის ჰიდროქსიდი.

                Al2(SO4)3 + 6NH4OH         2Al(OH)3 + 3(NH4)2SO4

  ცხადია რეაქციის ტოლობა გვიჩვენებს, რომ 0,1მოლი Al2(SO4)3 წარმოქმნის 0,2მოლ
ალუმინის ჰიდროქსიდს.
  m(Al(OH)3) = n(Al(OH)3) M(Al(OH)3) = 0,2 78 = 15,6g

  ალუმინის ჰიდროქსიდი ჭარბ ამიაკში არ იხსნება, მაგრამ როგორც ამფოტერული
ბუნების მქონე ნივთიერებას, ხსნის ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
                         Al(OH)3 + NaOH         Na[Al(OH)4]


  პასუხი:   15,6გ ნალექი. ნატრიუმის ტუტის დამატებისას ნალექი იხსნება.




  ამოცანა №29      196გ გოგირდმჟავას შემცველ ხსნარს გასანეიტრალებლად ჯერ

დაუმატეს 60გ ნატრიუმის ტუტე, შემდეგ კი კალიუმის ტუტე. რამდენი გრამი
კალიუმის ტუტე იქნება საჭირო სრული განეიტრალებისათვის?




                                     ამოხსნა:
-2-
  მოც:       m(H2SO4) = 196გ
             m(NaOH) = 60გ
  –––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.       m(KOH) = ?


  დავწეროთ ნეიტრალიზაციის რეაქცია
                          H2SO4 + 2NaOH            Na2SO4 + 2H2O
                       an      H2SO4 + 2KOH           K2SO4 + 2H2O
  როგორც       რეაქციის     ტოლობიდან       ჩანს     1მოლი      გოგირდმჟავას   სრული
განეიტრალებისათვის საჭიროა 2მოლი ტუტე. გავიგოთ აღებული გოგირდმჟავას და
დამატებული ნატრიუმის ტუტის მოლების რაოდენობა:



  n (H2SO4)=        = 2 მოლი       n (NaOH)=       = 1,5 მოლი


  რეაქციის ტოლობის თანახმად 2მოლი გოგირდმჟავას განეიტრალებისთვის
საჭიროა     4მოლი     ტუტე.      აქედან    გამომდინარე       ნათელია,   რომ    სრული
ნეიტრალიზაციისას საჭირო იქნება კიდევ დამატებით KOH, კერძოდ
  n(KOH) = 4 – 1,5 = 2,5მოლი              m(KOH) = 2,5 56 = 140გ


  პასუხი:    m(KOH) = 140გ




  ამოცანა №30 0,222გ CaCl2-ის შემცველ ხსნარს დაუმატეს 2გ AgNO3-ის
შემცველი ხსნარი. როგორია წარმოქმნილი ნალექის მასა? რომელი ნივთიერებები და
რა რაოდენობით გვექნება მიღებულ ხსნარში?




                                          ამოხსნა:
-3-
  მოც:      m(CaCl2) = 0,222გ
            m(AgNO3) = 2გ
  –––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.      m(ნალექი) = ?
            საბოლოო ხსნარში მარილის რაოდენობა


  M(CaCl2) = 111გ/მოლი
  M(AgNO3) = 170გ/მოლი
  M(AgCl) = 143,5გ/მოლი

                    CaCl2 + 2AgNO3            2AgCl + Ca(NO3)2
          0,222                         2
  n(CaCl2) =   = 0,002m l i
                       o    n(AgNO3) =     = 0,012m l i
                                                   o
           111                         170
  როგორც რეაქციის ტოლობიდან ჩანს
                     1 მოლი CaCl2 რეაგირებს 2მოლ AgNO3-თან
                    0,002 “––––––––––––––––––“ x “––––––––––––“
                                x =0,002·2/1= 0,004მოლი
  აშკარაა, რომ AgNO3 ჭარბადაა აღებული და რეაქციაში შეუსვლელი რჩება 0,012 –
0,004 = 0,008მოლი AgNO3.
  რეაქციის შედეგად მიიღება: 0,002 2=0,004მოლი AgCl (ნალექი) და 0,002 მოლი
Ca(NO3)2.
  m(AgCl) = n(AgCl) M(AgCl) = 0,004 143,5 = 0,574გ
  ასე რომ მიიღება 0,574გ ნალექი. ხსნარი შეიცავს 0,008მოლ AgNO3-ს (რეაქციაში
შეუსვლელი) და 0,002მოლ Ca(NO3)2-ს (რეაქციის შედეგად მიღებული).


  პასუხი:   m(AgCl) =0,574გ     n(Ca(NO3)2) = 0,002მოლი n(AgNO3) = 0,008მოლი




  ამოცანა №31              კალიუმის ქლორიდის და კალიუმის ბრომიდის ნარევი,

რომლის მასაა 0,8გ, გააცხელეს მშრალი ქლორის ნაკადში მუდმივ მასამდე. რეაქციის
დამთავრების შემდეგ მყარი ნაშთის მასა გახდა 0,68გ. როგორი იყო საწყის ნარევში
თითოეული კომპონენტის მასა?
-4-




                                               ამოხსნა:
  მოც:            m(KCl + KBr) = 0,8გ
                  m(ნაშთი) = 0,68გ
  ––––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.            m(KCl) = ?   m(KBr) = ?


  M(KCl) = 74,5გ/მოლი                          M(KBr) = 119გ/მოლი
  ამოცანის პირობის თანახმად მიმდინარეობს რეაქცია:
                                     2KBr + Cl2           2KCl + Br2
  გაცხელებისას Br2 აორთქლდება და მიღებულ მყარ ნაშთში საწყისი KBr-ის
ნაცვლად მიიღება KCl. რადგან M(KBr)>M(KCl) ამ გარდაქმნამ მასის შემცირება უნდა
გამოიწვიოს. კერძოდ რეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 2მოლი KBr-ის ნაცვლად
მიიღება 2მოლი KCl. უფრო სწორად: 1მოლი KBr-ის ნაცვლად მიიღება 1მოლი KCl.
  ადვილად დავასკვნით, რომ 1მოლი (119გ) KBr-ის 1მოლ KCl-ად (74,5გ)
გარდაქმნისას მყარი ნაშთის მასა იკლებს 119 – 74,5 = 44,5 გრამით.
  ჩვენ შემთხვევაში მასის კლება შეადგენს 0,8-0,68=0,12გ. შეგვიძლია შევადგინოთ
პროპორცია:
         119გ KBr – ის გარდაქმნისას მასა იკლებს 44,5გ-ით
         x    “                      “                        0,12 “




  ე.ი. საწყისი ნარევი შეიცავდა 0,32გ KBr და 0,80 – 0,32 = 0,48გ KCl.


  პასუხი:         m(KCl) = 0,48გ         m(KBr) = 0,32გ


  ამოცანა №32                  რამდენი გრამი რკინის სულფიდი მიიღება 10გ რკინისა და

8გ გოგირდის ურთიერქმედებისას?
-5-


                                         ამოხსნა:
  მოც:       m(Fe) = 10გ
             m(S) = 8გ
  ––––––––––––––––––––––––
  უ.გ.       m(FeS) = ?


                                    Fe + S          FeS

  რეაქციაში 1მოლი რკინა რეაგირებს 1მოლ გოგირდთან. დავადგინოთ რომელი
კომპონენტია     აღებული     ჭარბად.     გამოვთვალოთ        მორეაგირე   ნივთიერებათა
რაოდენობები:

  n (Fe)=     = 0,18 მოლი              n (S)=   = 0,25 მოლი


  ცხადია, რომ ჭარბად არის აღებული გოგირდი, ე.ი.                  რკინის სულფიდის
რაოდენობა უნდა გამოვთვალოთ რკინის მიხედვით.

  n (Fe) = n (FeS) = 0,18 მოლი
  აქედან m (FeS) = n (FeS) · M (FeS) = 0,18 · 88 = 15,8გ


  პასუხი:          m(FeS) = 15,8გ

More Related Content

What's hot

G 008.docx
G 008.docxG 008.docx
G 008.docxqimia
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27barambo
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48datiko43
 
გაკვეთილი III
გაკვეთილი IIIგაკვეთილი III
გაკვეთილი IIIqimia
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47datiko43
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4datiko43
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6datiko43
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10datiko43
 
გაკვეთილი VI
გაკვეთილი VIგაკვეთილი VI
გაკვეთილი VIqimia
 
გაკვეთილი IV
გაკვეთილი IVგაკვეთილი IV
გაკვეთილი IVqimia
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46datiko43
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5datiko43
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3datiko43
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9datiko43
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 

What's hot (18)

G 008.docx
G 008.docxG 008.docx
G 008.docx
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
გაკვეთილი III
გაკვეთილი IIIგაკვეთილი III
გაკვეთილი III
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი VI
გაკვეთილი VIგაკვეთილი VI
გაკვეთილი VI
 
გაკვეთილი IV
გაკვეთილი IVგაკვეთილი IV
გაკვეთილი IV
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 

Similar to ამოცანა 28-32

გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
G009 110926063614-phpapp01
G009 110926063614-phpapp01G009 110926063614-phpapp01
G009 110926063614-phpapp01barambo
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02barambo
 
G 009.docx
G 009.docxG 009.docx
G 009.docxqimia
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
G 010.docx
G 010.docxG 010.docx
G 010.docxqimia
 
G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02barambo
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15barambo
 
G 011.doc
G 011.docG 011.doc
G 011.docqimia
 
G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01barambo
 
G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38datiko43
 
G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02barambo
 

Similar to ამოცანა 28-32 (20)

გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
G009 110926063614-phpapp01
G009 110926063614-phpapp01G009 110926063614-phpapp01
G009 110926063614-phpapp01
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02
 
G 009.docx
G 009.docxG 009.docx
G 009.docx
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
G 010.docx
G 010.docxG 010.docx
G 010.docx
 
G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
G 011.doc
G 011.docG 011.doc
G 011.doc
 
G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01
 
G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38
 
G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02
 

More from barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

More from barambo (20)

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 

ამოცანა 28-32

  • 1. ამოცანა №28 0,1მოლი ალუმინის სულფატის შემცველ ხსნარში ჭარბად გაატარეს ამიაკი. რამდენი გრამი ნალექი მიიღება ამ დროს? რა მოხდება თუ მიღებულ ნალექს დავამატებთ ჭარბ ნატრიუმის ტუტეს? ამოხსნა: მოც: n(Al2(SO4)3) = 0,1მოლი ––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m(ნალექი) = ? M(Al2(SO4)3) = 078გ/მოლი ამიაკის ალუმინის სულფატის ხსნართან ურთიერთქმედების რეაქციაში ამიაკის ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ მისი წყალხსნარი - ამონიუმის ჰიდროქსიდი. Al2(SO4)3 + 6NH4OH 2Al(OH)3 + 3(NH4)2SO4 ცხადია რეაქციის ტოლობა გვიჩვენებს, რომ 0,1მოლი Al2(SO4)3 წარმოქმნის 0,2მოლ ალუმინის ჰიდროქსიდს. m(Al(OH)3) = n(Al(OH)3) M(Al(OH)3) = 0,2 78 = 15,6g ალუმინის ჰიდროქსიდი ჭარბ ამიაკში არ იხსნება, მაგრამ როგორც ამფოტერული ბუნების მქონე ნივთიერებას, ხსნის ნატრიუმის ჰიდროქსიდი. Al(OH)3 + NaOH Na[Al(OH)4] პასუხი: 15,6გ ნალექი. ნატრიუმის ტუტის დამატებისას ნალექი იხსნება. ამოცანა №29 196გ გოგირდმჟავას შემცველ ხსნარს გასანეიტრალებლად ჯერ დაუმატეს 60გ ნატრიუმის ტუტე, შემდეგ კი კალიუმის ტუტე. რამდენი გრამი კალიუმის ტუტე იქნება საჭირო სრული განეიტრალებისათვის? ამოხსნა:
  • 2. -2- მოც: m(H2SO4) = 196გ m(NaOH) = 60გ ––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m(KOH) = ? დავწეროთ ნეიტრალიზაციის რეაქცია H2SO4 + 2NaOH Na2SO4 + 2H2O an H2SO4 + 2KOH K2SO4 + 2H2O როგორც რეაქციის ტოლობიდან ჩანს 1მოლი გოგირდმჟავას სრული განეიტრალებისათვის საჭიროა 2მოლი ტუტე. გავიგოთ აღებული გოგირდმჟავას და დამატებული ნატრიუმის ტუტის მოლების რაოდენობა: n (H2SO4)= = 2 მოლი n (NaOH)= = 1,5 მოლი რეაქციის ტოლობის თანახმად 2მოლი გოგირდმჟავას განეიტრალებისთვის საჭიროა 4მოლი ტუტე. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ სრული ნეიტრალიზაციისას საჭირო იქნება კიდევ დამატებით KOH, კერძოდ n(KOH) = 4 – 1,5 = 2,5მოლი m(KOH) = 2,5 56 = 140გ პასუხი: m(KOH) = 140გ ამოცანა №30 0,222გ CaCl2-ის შემცველ ხსნარს დაუმატეს 2გ AgNO3-ის შემცველი ხსნარი. როგორია წარმოქმნილი ნალექის მასა? რომელი ნივთიერებები და რა რაოდენობით გვექნება მიღებულ ხსნარში? ამოხსნა:
  • 3. -3- მოც: m(CaCl2) = 0,222გ m(AgNO3) = 2გ ––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m(ნალექი) = ? საბოლოო ხსნარში მარილის რაოდენობა M(CaCl2) = 111გ/მოლი M(AgNO3) = 170გ/მოლი M(AgCl) = 143,5გ/მოლი CaCl2 + 2AgNO3 2AgCl + Ca(NO3)2 0,222 2 n(CaCl2) = = 0,002m l i o n(AgNO3) = = 0,012m l i o 111 170 როგორც რეაქციის ტოლობიდან ჩანს 1 მოლი CaCl2 რეაგირებს 2მოლ AgNO3-თან 0,002 “––––––––––––––––––“ x “––––––––––––“ x =0,002·2/1= 0,004მოლი აშკარაა, რომ AgNO3 ჭარბადაა აღებული და რეაქციაში შეუსვლელი რჩება 0,012 – 0,004 = 0,008მოლი AgNO3. რეაქციის შედეგად მიიღება: 0,002 2=0,004მოლი AgCl (ნალექი) და 0,002 მოლი Ca(NO3)2. m(AgCl) = n(AgCl) M(AgCl) = 0,004 143,5 = 0,574გ ასე რომ მიიღება 0,574გ ნალექი. ხსნარი შეიცავს 0,008მოლ AgNO3-ს (რეაქციაში შეუსვლელი) და 0,002მოლ Ca(NO3)2-ს (რეაქციის შედეგად მიღებული). პასუხი: m(AgCl) =0,574გ n(Ca(NO3)2) = 0,002მოლი n(AgNO3) = 0,008მოლი ამოცანა №31 კალიუმის ქლორიდის და კალიუმის ბრომიდის ნარევი, რომლის მასაა 0,8გ, გააცხელეს მშრალი ქლორის ნაკადში მუდმივ მასამდე. რეაქციის დამთავრების შემდეგ მყარი ნაშთის მასა გახდა 0,68გ. როგორი იყო საწყის ნარევში თითოეული კომპონენტის მასა?
  • 4. -4- ამოხსნა: მოც: m(KCl + KBr) = 0,8გ m(ნაშთი) = 0,68გ –––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m(KCl) = ? m(KBr) = ? M(KCl) = 74,5გ/მოლი M(KBr) = 119გ/მოლი ამოცანის პირობის თანახმად მიმდინარეობს რეაქცია: 2KBr + Cl2 2KCl + Br2 გაცხელებისას Br2 აორთქლდება და მიღებულ მყარ ნაშთში საწყისი KBr-ის ნაცვლად მიიღება KCl. რადგან M(KBr)>M(KCl) ამ გარდაქმნამ მასის შემცირება უნდა გამოიწვიოს. კერძოდ რეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 2მოლი KBr-ის ნაცვლად მიიღება 2მოლი KCl. უფრო სწორად: 1მოლი KBr-ის ნაცვლად მიიღება 1მოლი KCl. ადვილად დავასკვნით, რომ 1მოლი (119გ) KBr-ის 1მოლ KCl-ად (74,5გ) გარდაქმნისას მყარი ნაშთის მასა იკლებს 119 – 74,5 = 44,5 გრამით. ჩვენ შემთხვევაში მასის კლება შეადგენს 0,8-0,68=0,12გ. შეგვიძლია შევადგინოთ პროპორცია: 119გ KBr – ის გარდაქმნისას მასა იკლებს 44,5გ-ით x “ “ 0,12 “ ე.ი. საწყისი ნარევი შეიცავდა 0,32გ KBr და 0,80 – 0,32 = 0,48გ KCl. პასუხი: m(KCl) = 0,48გ m(KBr) = 0,32გ ამოცანა №32 რამდენი გრამი რკინის სულფიდი მიიღება 10გ რკინისა და 8გ გოგირდის ურთიერქმედებისას?
  • 5. -5- ამოხსნა: მოც: m(Fe) = 10გ m(S) = 8გ –––––––––––––––––––––––– უ.გ. m(FeS) = ? Fe + S FeS რეაქციაში 1მოლი რკინა რეაგირებს 1მოლ გოგირდთან. დავადგინოთ რომელი კომპონენტია აღებული ჭარბად. გამოვთვალოთ მორეაგირე ნივთიერებათა რაოდენობები: n (Fe)= = 0,18 მოლი n (S)= = 0,25 მოლი ცხადია, რომ ჭარბად არის აღებული გოგირდი, ე.ი. რკინის სულფიდის რაოდენობა უნდა გამოვთვალოთ რკინის მიხედვით. n (Fe) = n (FeS) = 0,18 მოლი აქედან m (FeS) = n (FeS) · M (FeS) = 0,18 · 88 = 15,8გ პასუხი: m(FeS) = 15,8გ