Anúncio

საქართველოს ოკუპცია 1921.pdf

14 de Feb de 2023
Anúncio

Mais conteúdo relacionado

Mais de Marine Rekhviashvili(16)

Último(20)

Anúncio

საქართველოს ოკუპცია 1921.pdf

  1. ს ს ი პ ლ ა გ ო დ ე ხ ი ს მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ ი ს ს ო ფ ე ლ გ ი ო რ გ ე თ ი ს ს ა ჯ ა რ ო ს კ ო ლ ა წ ა რ მ ო გ ი დ გ ე ნ თ პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა ს თ ე მ ზ ე საქართველოს ოკუპაცია ს ლ ა ი დ ი მ ო მ ზ ა დ ე ბ უ ლ ი ა მ ა რ ი ნ ე რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი ს მ ი ე რ
  2. 1 9 2 1 წ ლ ი ს რ უ ს ე თ - ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ო მ ი , თ ა ვ ი ს ი შ ე დ ე გ ე ბ ი თ , ე რ თ - ე რ თ ი ყ ვ ე ლ ა ზ ე ტ რ ა გ ი კ უ ლ ი მ ო ვ ლ ე ნ ა ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი ს ტ ო რ ი ა შ ი .
  3. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918- 1921) და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი მემკვიდრეობა დღევანდელიქართული სახე ლმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყის საგანია. 26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება, იუნ კერთა გმირობა და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის თბილისში შემოსვლა ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის იმპერიის ყოფილ პერიფერიაზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით; მიიღო კონსტიტუცია; დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუტები; შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს; შექმნა მრავალპარტიული სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი; ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა.
  4.  თავისი არსებობის მესამე – 1921 წელისაქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იმედითა და მომავლის რწმენით დაიწყო. მართალია, ამ წლის დამდეგისათვის საგარეო საფრთხეები ძველებური დარჩა და ერთბაშად არც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღებულა, მაგრამ ოპტიმისტური განწყობის საფუძველი ხალხსა და ხელისუფლებას ნამდ- ვილად ჰქონდა.პოლიტიკური თვალსაზრისით ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო სტაბილური განვითარების ფაზაში შედიოდა.უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელიკრება უკვე ქვეყნის ძირითადი კანონის – კონსტიტუციის პროექტს განიხილავდა. ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტზე დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები დიდ იმედს ამყარებდნენ.
  5.  1921 წლის ოკუპაციამდე, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება უძღოდა წინ. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ვითარება რთული იყო. მის დაკარგვას რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყოველნაირად ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა კი ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა.
  6.  1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. მაგრამ, ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო.
  7.  ქვეყნის დასაპყრობად მზადება კარგახანს მიმდინარეობდა, რასაც მოსკოვში უშუალოდ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის მეთაური და შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იყო.  1920 წელს ორჯონიკიძემ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აეხსნა მოსკოვისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოკუპაციას რუსეთისთვის და ლენინს, სტალინს და ჩიჩერინს წერდა:  „თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს...საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ.”
  8.  1921 წლის იანვარში რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საომარი ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის 12 თებერვალს დაიწყო. 15 თებერვალს კი სერგო ორჯონიკიძეს სტალინმა აცნობა, რომ დაუყოვნებლივ დაეკავებინა თბილისი. „წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის.“ 
  9.  16 თებერვალს, მე-11 წითელი არმიის 96-ე, მე-60 და მე-20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სოფელ შულავერში შევიდნენ. შულავერის კომიტეტში სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და სხვა ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ.17 თებერვალს საქართველოს არმიას სათავეში გენერალი კვინიტაძე ჩაუდგა.
  10.  17 თებერვალსვე ბრძოლაში იუნკერები ჩაერთნენ. იუნკრები თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში კოჯორ- ტაბახმელას მიდამოებში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ, თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.  ლომებივით იბრძვიან იუნკრები ყველა ნაწილებიდან. იუნკრები ყველაზე მედგრად და განუწყვეტლივ ამაგრებენ ფრონტს… ისინი ჩასაფრდებიან წუნკალა მტერს და მთელი დღე-ღამეს, როგორც ზღვის ტალღებს, უკუაქცევენ ბოლშევიკების იერიშებს…» -რეზო გაბაშვილის რეპორტაჟი უშუალოდ ფრონტის ხაზიდან
  11. გ ი ო რ გ ი მ ა ზ ნ ი ა შ ვ ი ლ ი – „ მ ე ა რ ც მ ე ნ შ ე ვ ი კ ე ბ ი ს გ ე ნ ე რ ა ლ ი ვ ა რ დ ა ა რ ც ბ ო ლ შ ე ვ ი კ ე ბ ი ს ა , მ ე ვ ა რ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გ ე ნ ე რ ა ლ ი ! ”  1921 წლის 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. „დედაქალაქის მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტობა, ისე საშუალო სასწავლებლების უფროსი კლასების მოწაფეები ფრონტზე არიან და აღუწერელი გმირობით იბრძვიან. ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი თავგანწირვა.“მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ კი ქართული შეიარაღებული ძალები თბილისის დასაცავად შემდეგნაირად განალაგა: მარჯვენა ფლანგზე - კოჯორ მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ცენტრში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილები იყო: შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იყო. მარცხენა ფლანგზე- გვარდიის ნაწილები იდგა, გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით. 
  12. „20 და 21 თებერვალს გაზეთი „ერთობა“ წერდა: „ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარც ხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე დ ა მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რა იონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილის ს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარ ჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დ როში მას აღარ მოელის.“ 22 თებერვალს შემოტევა დაიწყო დარიალის მხრიდან, თუმცა, ქართველმა მეომრებმა ხიდი ააფეთქეს და მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს. ამ მიმართულებით მოქმედ ქართულ ჯარს პოლკოვნიკი სიმონ წერეთელი ხელმძღვანელობდა.
  13.  23 თებერვალს რუსეთთან ომში დაცემული მეომრები თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს. „1921 წლის 23 თებერვალს, უფროსკლასელები დილიდანვე დიდი მთავრის ქუჩაზე, მორგში წაგვიყვანეს, სადაც კოჯორში დახოცილი ქართველები იყვნენ ჩამოსვენებულნი. 11 კუბო, 11 რჩეული ვაჟკაცი. პროცესიას სამღვდელოება კათოლიკოს ლეონიდეს წინამძღოლობით წარუძღვა. კუბოებს სტუდენტები მოასვენებდნენ. ვერის ხიდით ახლანდელ რუსთაველის მოედანზე ამოვედით. მოედანი ხალხით გაივსო, ასე მივაცილეთ ტაძრამდე მებრძოლნი.”იხსენებს პუბლიცისტი ანტონ კელენჯერიძე.
  14.  საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მოგონებები ბრძოლის ველიდან: «25 თებერვლის ღამეა. ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი აგებულებისაა სომხიანცი, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი». - მთავრობამდატოვათბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა.
  15.  ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”  26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წითელმა არმიამ კი 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა.ასე დაიწყო საქართველოს ოკუპაციის 70 წლიანი ისტორია.
  16. ჟურნალი „სახალხო გვარდიელი", 1921 წელი, #6. გალაქტიონი ,,ტფილისტან”  თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირენოდარიდან და სხვ. სულ აქ არიან. ქუჩაში თუ გავა ადამიანი, ყოველ ნაბიჯზე უცხო ტომები, მდიდრები, კარგად ჩაცმულები. გამოექცნენ ბოლშევიკებს. ყველანი ჩვენსკენ მორბიან. აქ კარგი თავშესაფარია, ჩვენც ყველას ვიღებთ, ვუმასპინძლდებით.  სხვათა შორის, ჩამოვიდნენ არტისტები მოსკოვის სამხატვრო თეატრის კაჩალოვთან ერთად. ისინი ამბობენ: ჩვენ საშინელი წარმოდგენა გვქონდა საქართველოზეო. გვეგონა, აქ ყველა მხეცებია, ამოღებული ხანჯლებით დარბიანო და დღე სახლებში უვარდებიან, ჰკლავენ, სძარცვავენო.  სიზმარში გვეგონა თავი, აქ არაჩვეულებრივი ცხოვრებაა. ყველაფერია, მხიარულობენ, სიჩუმეა. ერთმა სთქვა, რომ ჯერ ვერ შევეჩვიე ამ სიჩუმესო, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მარტო სროლა ისმის. მიკვირს, რომ დღისით გარეთ ვარო, ხალხს ვხედავო, მოსიარულეს, მოცინარეს. სამოთხეა, სამოთხე. რატომ ადრე არა ვიცოდით.  როცა რაშიმე დავჭირდებით, მაშინ დაგვაფასებენ ხოლმე, ცხოველები, პირუტყვები ვეგონეთ. ესეც შენი ხალხი, რომელის ერთ დროს ქვეშევრდომნი ვიყავით, “პატარა პარიზიც” დაარქვეს. ფული ბლომად აქვთ. არაფერს ზოგავენ. ხელგაშლილად ცხოვრობენ.“ 
  17.  თებერვალში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისა და მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ- 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა ქართულმა მხედრობამ პარტიზანული ბრძოლები წამოეწყო დამპყრობლებისა წინააღმდეგ. ამ საქმისთვის სათავეში ჩადგომა პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალეს, როგორც გამოცდილ სამხედროს.
  18.  ხსოვნის სიმბოლოდ ყაყაჩოს     
  19.   John McCrae     
  20. გამოყენებული ლიტერტურა  ://gfsis.org.ge/ge/publications/view/2956  https://paatagigauri.blogspot.com/2019/03/blog-post.html  http://legionerebi.com/armia1918/?p=2050  https://archive.gov.ge/ge/okupaviis-100-tseli-1  https://archive.gov.ge/ge/sakartelos-pirveli-demokratiuli-respublik  https://www.26may.ge/ka/home/index  https://bit.ly/3jPbLwp ს ლ ა ი დ ი მ ო მ ზ ა დ ე ბ უ ლ ი ა მ ა რ ი ნ ე რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი ს მ ი ე რ
  21. გმადლობთ ყურადღებისათვის !
Anúncio