2. ს ა რ ჩ ე ვ ი
• დუშეთის ისტორია;
• ტაძრები;
• ილია დუშეთში;
• მჭადიჯვრის მთავარანგელოზის
დედათა მონასტერი;
• ბაზალეთის ტბა;
• მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
• ჭილაშილების სასახლე.
დუშეთის სახალხო თეატრი
3. დუშეთი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში,
მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მდებარეობს დუშეთის
ქვაბულში, მდ. დუშეთის ხევის ორივე მხარეს.
თბილისიდან 54 კმ-ში.
დუშეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად
ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სასოფლო-
სამეურნეო საქმიანობას ეწევა. დუშეთში არის
სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და
სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი,
კულტსახლი, ბიბლიოთეკა, სახალხო თეატრი,
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამედიცინო
დაწესებულებები და დუშეთის გეოფიზიკური
ობსერვატორია.
7. • ვულკანური წარმოშობის ტბა.
ტბაში არ ჩაედინება და იქიდან არ
გამოედინება არც ერთი მდინარე,
ის მხოლოდ ატმოსფერული
ნალექებითა და მიწის წიაღიდან
ამოსული მინერალებით მდიდარი
წყლებით საზრდოობს. ამის გამო
ტბის წყალიც სამკურნალო
თვისებებით გამოირჩევა.
8. • დაარსდა 1949, საჯარო
დათვალიერებისათვის გაიხსნა 1953 წ. 30
ნოემბერს.
• მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის
ტერიტორიაზე არქეოლოგიური
ექსპედიციებისა და შემთხვევითი
აღმოჩენების შედეგად მოპოვებული
მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუა
საუკუნეებამდე, XIX ს-ის ეთნოგრაფიული
ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების
ნიმუშები - აღმოსავლეთ საქართველოს
მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხალხური
სამოსელი და აქსესუარები. კერამიკის
ჭურჭელი, ძვ.წ. VIIIს-ით დათარიღებული
საბრძოლო და სამუშაო იარაღი,
9. ჭილაშვილების ციხე - დარბაზი
• დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ
ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ
ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი.
• ეს ციხე–დარბაზი დიდ ფეოდალთა ციხე–
დარბაზებთან შედარებით მცირეა, თუმცა
შეიცავს ყველა დამახასიათებელ ელემენტს:
გალავანს, კოშკებს, საცხოვრებელ სახლს, კარის
ეკლესიას, სამეურნეო სადგომებს. ამ „შიდა
ციხის“ გარეთ ყოფილა საჯინიბოები და
გარეთა გალავანი, რომელიც ჭილაშვილების
ბაღ–ვენახებს ერტყმოდა გარს. მილახვრიანთ
კარის ციხე ამჟამად გადაკეთებულია, მისი
პირვლანდელი სახის სრულად წარმოდგენა
ვერ ხერხდება. ციხე–დარბაზის აღმოსავლეთის
ფასადის წინ ღია მუზეუმია მოწყობილი.