1. ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში, ინგლისურ და
რუსულ ენებში (გეგმა)
1. ინტეგრირებული საგნები
და პედაგოგები
ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი,
ინგლისური- ნინო ათოშვილი, რუსული- მაია გელაშვილი
2. გაკვეთილის თემა დიდი წიგნი (,,ვეფხისტყაოსანი” მსოფლიო ლიტერატურაში)
3. სწავლების საფეხური და
კლასი
საშუალო
X -ბ
4. მოსწავლეთა რაოდენობა 27
5. მოსწავლეთა საჭიროებანი ინფორმაციისა და ცნებების კონცეპტუალური გაგება; ცოდნის
გამოყენების სტრატეგიები და პროცესები; მათ მიერ გამოსაკვლევი
ინფორმაციისა თუ სტრატეგიის მნიშვნელობისა და დანიშნულების
შესახებ წარმოდგენა; გაკვეთილის პროცესში ჩართვის სურვილი და
შინაგანი მოტივაცია;
6. გაკვეთილის მიზანი და
განსავითარებელი
უნარები
მოსწავლეები გაეცნობიან ,,ვეფხისტყაოსნის” ლექსწყობის
საკითხებს, პოემის მხატვრულ ენას, ხელნაწერებსა და ბეჭდურ
გამოცემებს, გააანალიზებენ ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმანის
თავისებურებებს და შეადარებენ ერთმანეთს პოემის ქართულ-
ინგლისურ-რუსულ ნიმუშებს და იმსჯელებენ თარგმანის
სირთულეების შესახებ. შეძლებენ აუდიტორიის წინაშე
წარმოადგინონ პრეზენტაციები თვალსაჩინოების გამოყენებით.
ამასთან დაკავშირებით გამოთქვან თავიანთი თვალსაზრისი;
მსჯელობა განამტკიცონ არგუმენტებით;
განსავითარებელი უნარები:
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
კვლევის უნარი;
შემოქმედებითი უნარი;
თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება PowerPoint-ის
გამოყენებით;
ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა;
პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები;
პრეზენტაციის შეფასება.
7. ე ს გ-ით მისაღწევი
შედეგები/ინდიკატორები
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის
გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ
შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ
განმაზოგადებელ ფორმებს);
უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას
(სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს;
იმეორებს; მოჰყავს მაგალითები);
გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ
2. კონსტრუქციებს);
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის
შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს,
დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს).
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი
მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო
მოხსენების შესავალი ნაწილი, ძირითადი ნაწილი და
დასკვნითი ნაწილი.
ინგლისური-
რუსული-
8. წინასწარი ცოდნა ქართ. -მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ შოთა რუსთაველის
,,ვეფხისტყაოსანი”, იციან მხატვრული ხერხების ამოცნობა.
ინგლისური-
რუსული-
ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო
მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება PowerPoint-ის
გამოყენებით.
9. შეფასება განმავითარებელი: მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა
მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე;
განმსაზღვრელი: მოსწავლეები აფასებენ ჯგუფების პრეზენტაციას
რუბრიკით.
10. საგანმანათლებლო
რესურსები და
გამოყენებული
ლიტერატურა
გამოყენებული მასალა- ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი,
პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა;
ინფორმაციული წყაროები:
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი”(ნ. ნათაძის რედაქციით);
ინტერნეტი
11. გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი და დრო
გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
(გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია
მონიტორზე)
კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 4 ჯგუფად. თითო
ჯგუფში იქნება 6 -7 მოსწავლე.
A ფაზა (გამოწვევა)
(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 2წთ.
აქტივობა1. ქართულის მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს
გაკვეთილის თემას, მიზნებს,აკეთებინებს გაკვეთილის თემის
ინტერპრეტაციას (8წთ.)
აქტივობა 2. ინგლისურისა და რუსულის მასწავლებლები ატარებენ
მინი ლექციას გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით. (10 წთ.)
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
აქტივობა 3. ქართულის მასწავლებელი საუბრობს ჯგუფური
დავალებების მნიშვნელობის შესახებ, ურიგებს ჯგუფებს რუბრიკას:
3. პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები და სთხოვს ჯგუფებს
გაეცნონ რუბრიკას, შეაჯერონ თავიანთი ნამუშევრები და შემდეგ
წარმოადგინონ პრეზენტაციები. (5წთ.)
აქტივობა 4. ჯგუფები ეცნობიან რუბრიკას და ემზადებიან
პრეზენტაციისთვის. 5 წთ.
აქტივობა 5. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს
ჩვენებით PowerPoint-ის გამოყენებით.
I ჯგ. ,,ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები და ბეჭდური გამოცემები;
II ჯგ. ,,ვეფხისტყაოსნის” ლექსწყობის საკითხები;
III ჯგ. ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმანები;
IV ჯგ. ,,ვეფხისტყაოსნის” მხატვრული ენა. (20წთ.)
აქტივობა 5. მოსწავლეები ინგლისურისა და რუსულის
მასწავლებლების ხელმძღვანელობით კითხულობენ ამ ენებზე
,,ვეფხისტყაოსნის” თარგმანის ტაეპებს,ადარებენ ორიგინალურსა
და თარგმნილს. 15 წთ.
C ფაზა (გამთლიანება)
აქტივობა 6. მოსწავლეები აფასებენ ჯგუფურ პრეზენტაციას
რუბრიკის მიხედვით. 8წთ.
აქტივობა 7. ქართულის მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
აჯამებს გაკვეთილს, მოსწავლეები პოულობენ განსხვავებას
ორიგინალსა და თარგმნილ ტაეპებს შორის, მსჯელობენ
თარგმნილის თავისებურებებზე, სირთულეებზე,რომელთა
გადალახვაც უწევთ მთარგმელებს პოემის ფორმისა და იდეის
ორიგინალთან დაახლოებისთვის.(15წთ.)
საშინაო დავალება: გააანალიზეთ ჩატარებული ინტეგრირებული
გაკვეთილი. 2წთ.
12. გაკვეთილის ჩატარების
თარიღი: 6.03.2015წ.
დანართი
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
სათაურთან, მოცემულ საკითხთან შესაბამისობა
1
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; იყენებს შესაბამის
ტერმინოლოგიას; კარგად აქვს ორგანიზებული(შესავალი, ძირითადი
ნაწილი,დასკვნა)
3
მსჯელობს, მაგრამ თხრობისას დარღვეულია ლოგიკური ბმა., აკლია რომელიმე
თხრობის ელემენტი(შესავალი,ძრითადი ნაწილი, დასკვნა
2
საკითხი არასრულად არის გადმოცემული;ტერმინოლოგია ნაკლოვანია ან აკლია 1
4. ორგანიზებულობა.
პრეზენტაცია არ შეესაბამება სათაურს. ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული,არ
არის ორგანიზებული
0
არგუმენტირება, პარალელები
2
მსჯელობს არგუმენტირებულად,დამაჯერებლად , მოჰყავს ციტატები, ავლებს
პარალელებს,
3
მსჯელობა ჩანს,მაგრამ არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,არ ავლებს
პარალელებს
2
პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას;იშვიათად
ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს
1
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს,გადმოცემულისაკითხები არსებითად
მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია;
0
ვიზუალური მასალის გამოყენება
3
ეფექტურად იყენებს სლაიდშოუს,პლაკატს, დაფას და ა.შ. სხვა ვიზუალიზაციის
ხერხებს
2
ვიზუალიზაციის ხერხები გამოყენებული აქვს, თუმცა არაეფექტურად,
უმართებულოდ
1
ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს 0
რეგლამენტი. საკომუნიკაციო უნარები
4
იცავს რეგლამენტს ფლობს საკომუნიკაციო უნარებს(ჟესტიკულაცია, ხმის
ტემბრი,აუდიტორიის ფლობა)
2
უჭირს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ან ვერ იცავს რეგლამენტს 1
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობსგაურკვევლად; არ იცავს
რეგლამენტს
0