2. ნიკო ფიროსმანი დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ.ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894წ. კონდუქტორად მუშაობდა ამიერ კავკასიის რკინიგზაზე.
3. ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები.
4. ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალირი განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდევაც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას.ფიროსმანის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე.
5. ფიროსმანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს(დღემდე ფიროსმანი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია” და ა.შ. მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალუტრ აზრსაქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია”ირემი”,”ჟირაფი” თეთრი ღორი გოჭებით” და ა.შ. ფიროსმანი ჟირაფი
6. ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების, ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს.”ბეგოს კამპანია” “თავადების ქეიფი მინდვრად”. ზოგჯერ ქეიფისსცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე ან ჩართულია პანორამულ კომპოზიციებში. თემატიკურ სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები. თავადების ქეიფი მინდვრად “ბეგოსკ ამპანია”
7. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი. მხატვრის მშობლიურ სოფელ მირზაანში გაიხსნა მუზეუმი.მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმებში, თბილისის ყოფილ საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის კავშირისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრ დაუცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.
8. როდესაც ფიროსმანის მემკვიდრეობას ვეცნობით ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება,რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს, ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იან წლების მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალ თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს.
9. ფიროსმანის ერთად-ერთი სიყვარული იყო ფრანგი მოცეკვავე ქალი. ის ჩამოვიდა საქართველოში1905-წელს და ამ დროს გაიცნო ფიროსმანმა იგი. ფიროსმანზე იწერებოდა რომ ფიროსმანმა არ იცოდა თუ რა იყო სიყვარული სანამ მარგარიტას არ გაიცნობდა.ფიროსმანმა მარგარიტა გაიცნო კაფე შაიტანში დიდად მოიხიბლა მისი სილამაზით და ერთ დღეს მას ყვავილების ზღვა გაუგზავნა
10. -ის მართლაც დაღლილი იყო… ავადმყოფობით, შიმშილით, დაუფასებლობით…1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა.