2. შესავალი
• საკონკურსო დავალების მიხედვით
“რეკომენდებულია კონკურსანტმა არ
წარმოადგინოს ისეთი ნიმუში, რომელიც
სრულად განასახიერებს ან მნიშვნელოვნად
ემსგავსება სხვა ქვეყნის ვალუტის სიმბოლოს”
• პირდაპირი მსგავსების თავიდან ასაცილებლად,
ასევე ვალუტის სიმბოლოთა მსგავსი
მახასიათებლების განსასაზღვრად მსოფლიოში
ცნობილი სიმბოლოებისგან შედგა 5 ჯგუფი (იხ.
მომდევნო გვერდებზე)
2
3. I ჯგუფი -
ერთი გადახაზული ასო
ამ ჯგუფში შემავალი სიმბოლოები
ნაწარმოებია ვალუტის სახელის
პირველი ასოსგან - მასზე 2
პარალელური ხაზის გადასმით.
საბაზისოდ გამოიყენება
ლათინური ანბანის ასოები.
ეს ჯგუფი ყველაზე
მრავალრიცხოვანია.
3
4. II ჯგუფი -
ორი ხაზი ცვლის აზრს
ამ ჯგუფის სიმბოლოები
გამოირჩევა 2 პარალელური
ხაზისთვის ფუნქციონალური
დატვირთვის მინიჭებით:
თავდაპირველად გვაქვს ერთი
ასო, ხოლო ხაზების გადასმის
შედეგად ვღებულობთ სხვას.
ასეთი ტექნიკით შესრულებული
ყველაზე ცნობილი სიმბოლო აქვს
ევროს, ხოლო ყველაზე ახალი -
თურქულ ლირას.
4
5. III ჯგუფი -
ერთი დამატებითი ხაზი
ამ ჯგუფში შემავალ სიმბოლოებში
ხდება საბაზისო ასოს ისეთი
სტილიზაცია, როცა ერთი ხაზის
დამატებით მიიღება 2
პარალელური ხაზის შემცველი
სიმბოლო.
ეს მიდგომა საშუალებას იძლევა
საბოლოო სიმბოლო
ინტუიტიურად გასაგები და
ცნობადი დარჩეს
მომხმარებლისთვის, მაგრამ
ამასთანავე ჰქონდეს ვალუტის
ნიშნისთვის დამახასიათებელი
სახეც.
ბოლო დროს ასეთი ტექნიკით
შეიქმნა მაგალითად ყაზახური
ტენგესა და სომხური დრამის
სიმბოლოები.
5
6. IV ჯგუფი -
ახალი ლიგატურა
ამ ჯფუგის სიმბოლოებში
გამოყენებულია ვალუტის
სახელის ფრაზის შემოკლება.
შესაბამისად, სიმბოლო შედგება
არა ერთი, არამედ რამდენიმე ასოს
ერთიანობისგან და ქმნის ახალ
ლიგატურას.
ასეთი სიმბოლო იტევს უფრო მეტ
ინფორმაციას, ვიდრე სხვა
ჯგუფების შემთხვევაში.
მოქმედ ვალუტათაგან ყველაზე
ძველი ასეთი სიმბოლო აქვს
ისრაელის შეკელს, ხოლო ყველაზე
ახალი - თურქულ ლირას.
6
7. V ჯგუფი -
ყველაზე ძველი
სიმბოლოები
ამ ჯგუფში შესულია ვალუტის 2
ყველაზე ცნობილი სიმბოლო - აშშ
დოლარი და ბრიტანული ფუნტი.
ორივე შემთხვევაში სიმბოლოში
დაშიფრულია არა ვალუტის
მიმდინარე ოფიციალური
სახელწოდება, არამედ
ისტორიული წონის ერთეული.
გარდა ამისა, მხოლოდ ამ ორი
სიმბოლოს შემთხვევაში 2
პარალელური ხაზი ისტორიულად
თანდათან ჩანაცვლდა ერთი
ხაზით, რაც სხვა ჯგუფებში არ
გვხვდება.
7
8. დასკვნა
• ქართული დამწერლობის მნიშვნელობის
გათვალისწინებით და მსოფლიო
ვალუტების სიმბოლოთა ანალიზის
შედეგად, საკონკურსოდ წარსადგენი 3
სიმბოლოს შექმნისას ვიხელმძღვანელეთ
შესაბამისად - II, III და IV ჯგუფების
თვისებებით.
8