SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 31
ესპანეთი
ისტორია
თბილისის 65-ე საჯარო სკოლა
ავტორი : გვანცა ჯიქია
ხელმძღვანელი : ზაზა ნაცვლიშვილი
გეოგრაფიული მდებარეობა
ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ-
დასავლეთით,პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია:საფრანგეთი, ანდორა,პორტუგალია.
ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება
სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოს
პირველი.
ისტორიამდელი ესპანეთი
ესპანეთის ტერიტორიაზე ადამიანს 400 ათ.-100 ათ. წლის წინათ უცხოვრია. ზედა პალეოლითის
დროინდელია კანტაბრიაში, ალტამირას გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილი
ნახატები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესია ევროპის ტერიტორიაზე. ძვ. წ. I ათასწლეულის
დასაწყისში დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო ტარტესოსი შეიქმნა.
ალტამირას გამოქვაბულის ნახატები
ძველი ესპანეთი
ძველი . წ. III საუკუნის დასასრულს ესპანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კართაგენმა დაიმორჩილა. ძვ .
წ. 197 წელს რომმა ესპანეთის ტერიტორია თავის სამფლობელოდ გამოაცხადა და 2 პროვინციად გაყო.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო ესპანეთის დაპყრობა მხოლოდ ძვ.წ.21-19 წწ .
დასრულდა . ამის შემდეგ ესპანეთი გახდა მნიშვნელობით მეორე პროვინცია რომის იმპერიაში თვით იტალიის
შემდეგ. ესპანეთის ტერიტორიაზე დაიბადა ოთხი რომაელი იმპერატორი და ცნობილი პოეტი და ფილოსოფოსი
სენეკა . რომაელთა დაპყრობის შემდეგ ესპანეთში მონათმფლობელური წყობილება დამყარდა. რომანიზაცია
უმთავრესად სამხრეთ ესპანეთს შეეხო. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის მთიანი რაიონების
მცხოვრებმა გალეკებმა,ვასკონებმა და სხვა ტომებმა თვითმყოფობა შეინარჩუნეს. III-V საუკუნეებში ესპანეთში
რომაელი დიდებულების ლატიფუნდიებში კოლონიების, მიწაზე დასმული მონებისა და გაღატაკებული
მონების შრომას იყენებდნენ...
ეპანეთი რომის იმპერიის
შემადგენლობაში I-III სს.
ბარბაროსების მმართველობა
409 წელს პირენეის ნახევარკუნძლს ტომეები : ვესტგუთები,ვანდალები,ალანები და სვებები მიაწყდნენ.
ვესტგუთებმა ვანდალები და ალანები განდევნეს ესპანეთის სამხრეთში, ხოლო 429 წელს აიძულეს ისინი
ჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ, თვითონ კი დააარსეს საკუთარი სამეფო
დედაქალაქით ბარსელონაში.სვებები კი დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ-დასავლეთ გალისიაში და დააარსეს სვებების
სახელმწიფო.მეხუთე საუკუნის ბოლოსათვის პირენეის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი რომაელ
დიდებულებს ემორჩილებოდა და ფორმალურად რომის იმპერიას ექვემდებარებოდა.V საუკუნის მეორე ნახევარში
ვესტგუთების მეფე ევრიხმა(446-484) თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრო (გარდა ჩრდილოეთ-
დასავლეთისა და ჩრდილოეთი ტერიტორიისა სადაც სვებები და ბასკები ცხოვრობდნენ). გალიის იდიდი ნაწილის
დაკარგვის შემდეგ (VI საუკუნის დასაწყისი) ვესტგუთებმა თავისი სამეფოს დედაქალაქი ქ. ტოლედოში
გადაიტანეს (VI საუკუნის შუა წლები). ვესტგუთები პირენეის ნახევარკუნძულის მოსხლეობის მხოლოდ 4 %-
სშეადგენდნენ. 585 წელს მათ სვებების სამეფო შეიერთეს, ხოლო VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელებს
ესპანეთის სამხრეთი ნაწილი წაართვეს (ბიზანტია აქ 554 წლიდან ბატონობდა).
ვესტგუთების სამეფო 500 წელს
ვესტგუტების მიერ ესპანეთის დაპყრობას თან ახლდა სათემო მიჭათმფლობელობისა და წვრილი საგლეხო
მეურნეობის გავრცელება. ვესტგუთურ ესპანეთში დაიწყო ფეოდალიზაციის პროცესი. ყალიბდებოდა და
ძლიერდებოდამსხვილ ფეოდალ-მიწათმფლობელთა კლასი. ესპანელ-რომაელი (საეკლესიო და საერო)
ფეოდალების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა ვესტგუთების მეფის
რეკარედის არიანელობიდან კათოლიკეობაზე გადასვლამ და VI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმის
სახელმწიფო რელიგიად გადაქცევამ (ესპანეთის დანარჩენმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო 400 წელს).
მსხვილ ფეოდალთა სეპარატიზმმა და შინაომებმა დაასუსტა ვესტგუტების სახელმწიფოს სამხედრო
ძლიერება, რამაც არაბებს გაუადვილა პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა.
ბარბაროსების მმართველობა
არაბთა ბატონობა
710 წელს ვესტგუთების ერთერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და ტოლედოს არქიეპისკოპოსმა
დახმარება სთხოვა ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრებ არაბებსა და ბერბერებს, რომლებსაც შემდეგ
მავრებს უწოდებდნენ. მავრიტანიული კორპუსის ხელმძღვანელი ტარიკ იბნ ზიადი 711 წელს
გადავიდა ესპანეთში, ხერეს-დე-ლა-ფრონტერასთან დაამარცხა ვესტგუთების მეფე როდერიხი, ტყვედ
ჩაიგდო იგი და სიკვდილით დასაჯა, მისი სახელმწიფო კი მთლიანად დაიმორჩილა. ესპანეთის ის
ადგილი რომეზედაც ტარიკ იბნ ზიადმა ფეხი პირველად დადგა დღესაც მის სახელს
ატარებს: გიბრალტარი (არაბ. "ჯაბალ ტარიკ") ნიშნავს "ტარიკის კლდეს„
აბდ ალ-რაჰმან მესამე
VIII საუკუნის მეორე მეოთხედში მავრების მიერ დაპყრობილი ტერიტორია მთლიანად ომაიანების
სახალიფოს შემადგენლობაში გადავიდა. 756 წელს ომაიანებმს დამოუკიდებელი კორდოვის
საამირო, ხოლო უფრო მოგვიანებით კი 929 წელს კორდოვის სახალიფო დააარსეს. არაბებმა
მიისაკუთრეს ყველაზე ნაყოფიერი მიწები ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში,
ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ბერბერები დაასახლეს. არაბთა სახელმწიფომ უდიდეს
ძლიერებას მიაღწია აბდ ალ-რაჰმან მესამის მმართველობის დროს. ფეოდალურ ურთიერთობათა
შემდგომი განვითარება არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ვითრებაში ხდებოდა.
არაბთა ბატონობა
მე-16 საუკუნეში ესპანეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები ევროპაში.1504 წელს ხელთ
იგდო ნეაპოლის სამეფო და სიცილია,1512 წელს-ზემო ნავარა.ფერდინანდ მეორე არაგონელისა და ისაბელ
კასტილიელის პირადი უნიის ნიადაგზე გაერთიანებული და გაძლიაერებული ესპანეთი 1516 წელს ფერდინანდის
გარდაცვალების შემდეგ მათ შვილიშვილს კარლ მეხუთეს,როგორც მაქსიმილიანეს შვილიშვილს გადაეცა
გერმანიის იმპერია და ნიდერლანდები.1559 წელს იტალიასთან 50 წლიანი ომის შემდეგ გაბატონდა ცრდილოეტ
და შუა იტალიაში.ამგვარად მის ხელში აღმოჩნდა ესპანეთის,იტალიის,ნიდერლანდების,გერმანიისა და ამერიკის
ტერიტორიები.როგორც თანამედროვენი ამბობდნენ მის იმპერიაში „მზე არასოდეს არ ჩადიოდა“.
ესპანეთის ოქროს ხანა
საუკუნის შუა წლებიდან იწყება ესპანეთის ეკონომიკური დაცემა.იგი აშკარა ხდება ფილიპე მეორის
მმართველობის დროს.მან კარლ მეხუთის იმპერიის გაყოფისას 1556 წელს მემკვიდრეობით მიიღო
ესპანეთი,იტალია,ამერიკული სამფლობელოები,ნიდერლანდები,ფრანშ-კონტე და რამდენიმე დასაყრდენი პუნქტი
აფრიკაში.1581 წელს პორტუგალიაც შემოიერთა,მიუხედავად ამ ყველაფრისა ესპანეთის იმპერია ნელ-ნელა
ეცემოდა,რაზეც დიდი გავლენა მოახდინა მე-16 საუკუნის ფასების რევოლუციამ.ქვეყნის დასუსტებას ხელს
უწყობდა ინკვიზაციაც.
მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ესპანეთის საგარეო პოლიტიკამ მარცხი განიცადა:ინგლისთან ომში დაიღუპა
„უძლეველი არმადა“.1566 წელს დაიწყო ნიდერლანდების რევოლუცია,რომლის შედეგადაც ჩრდილოეთი
ნიდერლანდი საბოლოოდ გამოეყო ესპანეტს.ხანგრძლივმა ომებმა ხაზინა გაარატაკა.დიდი თანხა იხარჯებოდა
ბიუროკრატიულ აპარატზე.ესპანეთის მეფეებიგენუელ და გერმანელ ბანკირთ მევალეები გახდნენ.ფილიპე მეორემ
ორჯერ გამოაცხადა ბანკროტობა.მეტექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ინგლისთან ომებში ესპანეთმა საზღვაო
უპირატესობაც დაკარგა.
ესპანეთის დაცემა
ვესტფალიის ზავი
ოცდაათწლიანი ომისა (1618-1648) და საფრანგეთ-ინგლისთან შემდგომი იმების შედეგად , ვესტფალიის
(1648),პირენეის(1659),აახენის(1668) და ნიმვეგენის (1678) საზავო ხალშეკრულებებით ესპანეთი იძულებული
იყო ეცნო ჰოლანდიის დამოუკიდებლობა , შერიგებოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას.1668 წელს
სცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა.1640-1652 წ წ. გრძელდებოდა აჯანყება კატალონიაში.1646-1648 წწ.
ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებები მიმდინარეობდა იტალიაში.
ზავის დადების პროცესი
ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის
მეთვრამეტე საუკუნეში ესპანეთი კვლავ განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას.ქვეყნის სამხედრო
ძლიერების დასუსტებამ ესპანეთი და მისი სამფლობელოები საფრანგეთს,დიდ ბრიტანეთს,ავსტრიასა და სხვა
სახელმწიფოებს შორის ბრძოლის ობიექტად გადააქცია.უკანასკნელი ჰასბურგის,უშვილო კარლ მეორის
სიკვდილის შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის.ომის შედეგად ესპანეთში ფილიპე მეხუთის
ხელისუფლება დამკვიდრდა.ომი დასრულდა უტრეხტისა და რაშტატის ზავით.ესპანეთის ევროპული მიწები
დანაწილდა:ავსტრალიელმა ბურბონებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდებში და
იტალიაში;დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა გიბრალტარი და მენორკა;მთელი რიგი ჩრდილოეთ ამერიკული
სამფლობელოები გადავიდა საფრანგეთის ხელში.
1808-1813 წ წ . ესპანეთს ბონაპარტების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი , ჟოსეფ ბონაპარტი
მართავდა.1812 წელს ხელი მოაწერეს ესპანეთის პირველ კონსტიტუციას , ქვეყანა გათავისუფლდა ნაპოლეონის
ჯარებისაგან , მაგრამ ამავდროულად კარგავდნენ კოლონიებს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.1810-1826 წწ.
ლათინურ ამერიკაში ესპანური კოლონიების უმეტესობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1890-იან წლებში კი
დარჩენილი კოლონიების უმეტესობა ესპანეთ-ამერიკის ომის შედეგად აშშ-ს და გერმანიის ხელში გადავიდა .
კუბამ ფორმალურად მიიღო დამოუკიდებლობა.
მე-19 საუკუნეში ესპანეთში 5 დაუმთავრებელი რევოლუცია მოხდა:1808-1814, 1820-1823, 1834-1843, 1854-1856
და 1868-1874 წწ. თუმცა ამ რევოლუციებმა ვერ გადაჭრეს ესპანეთის ძირითადი პრობლემა . ქვეყანა ისევ
ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა.
მეცხრამეტე საუკუნის ესპანეთი
მე-20 საუკუნე და მეორე რესპუბლიკა
პირველ მსოფლიო ომში ესპანეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.1918-1920 წწ. გამოცოცხლდა რევოლუციური
მოძრაობა და კატალონიელების,ბასკების,გალისიელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.1923 წლის
13 სექტემბერს „მტკიცე ხელის“ მთავრობის შესაქმნელად გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ სახელმწიფო
გადატრიალება მოახდინა.ახალმა მთავრობამ-სამხედრო დირექტორიამ-დაითხოვა კორტესი,აკრძალა
პოლიტიკური პარტიები,მიტინგები და კრებები.საერთო ეროვნული წინააღმდეგობების გამო 1930 წლის 30 იანვარს
პრიმო დე რივერა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და დატოვა ქვეყანა.ქვეყანა ანტიმონარქიულმა
მოძრაობამ მოიცვა.
პრიმო დე რივერა
1931 წლის 14 აპრილს მონარქია დაემხო . ესპანეთი რესპუბლიკად გამოცხადდა , დამყარდა ესპანეთის
მეორე რესპუბლიკა . მეფე ალფონსო მეცამეტემ დატოვა ქვეყანა.
1936 წელს გენერალ ფრანსისკო ფრანკოს აჯანყებით დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი , რომელიც
ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემით და ფ.ფრანკოს დიქტატურის დამყარებით,1939 წელს დამთავრდა.
მეორე რესპუბლიკა
ფრანცისკო ფრანკო
მეორე მონარქია : ხუან კარლოს პირველი
1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ესპანეთში აღსდგა კონსტიტუციური მონარქია.მეფე გახდა ფრანკოს მიერ
მემკვიდრედ გამოცხადებული ხუან კარლოს პირველი.1976 წელს შემოიღეს საპარლამენტო
სისტემა,ლეგალიზებული გახდა პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები.1977 წელს დაიშალა მმართველი
პარტია ესპანური ფალანგა.
1978 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია.კატალონიამ,ბასკეთმა და გალისიამ
მიიღეს ავტონომიის სტატუსი.1982 წელს ესპანეთი გახდა ნატოს წევრი.ამავე წლიდან ესპანეთის მთავრობას
მართავდა სოციალისტური მუშათა პარტია,1996 წელს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა.
1986 წელს ესპანეთი გახდა ევროპის კავშირის წევრი.1996 წლიდან ესპანეთის პრემიერ-მინისტრია ხოსე მარია
ასნარი.2000 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ იმარჯვებს სახალხო პარტია .ასნარმა შეინარჩუნა
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
სამოქალაქო ომები
ესპანეთის სამოქალაქო ომი-მასშტაბური კონფლიქტი,რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17
ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე.კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის
მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი
ჯგუფის მიერ.ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური
კონფედერაცია,კარლისტები და ფაშისტური ფალანგა.ომი ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების
გამარჯვებით,რესპუბლიკური მთავრობის დამხობით და დიქტატურის დამყარებით,გენერალ ფრანსისკო ფრანკოს
მეთაურობით.სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმი მმართველ პარტიაში
გაითქვიფა.
რეპუბლიკელებს მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა,ხოლო აჯანყებულთა
მიმდევრებს,ნაციონალისტებს,მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან,ასევე
ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში.მიუხედავად იმისა,რომ აშშ ოფიციალურად
ნეიტრალური იყო,ძირითადი ამერიკული კორპორაციები,როგორიცაა ტექსაკო,ჯენერალ მოტორსი,ფორდ
მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო
მანქანების,საბურავების,სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.
ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და
განიხილებოდა , როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ
ლაგმანებს შორის . კონკრეტულად , ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების
საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით , რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი
გახდა.
ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“ , ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული
მწერლები და ჟურნალისტები . უცხოელ კორესპონდენტთა შორის , რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ , იყვნენ ერნესტ
ჰემინგუეი , მართა გელჰორნი და რობერტ კაპა.
სამოქალაქო ომები
სამოქალაქო ომი
მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად,ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და
პოლიტიკური პათოსით,ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე
მხარეს.ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი,მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა
ერთმანეთს.მებრძოლთა გარდა,პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც
იქნა მოკლული,ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ,რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში
დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.
მადრიდის კრიზისი
მადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად.სექტემბერში
მეამბოხეებმა აიღეს ტალავერი-მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე.ხ.ხირალის
მთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.
ასეთ პირობებში,4 სექტემბერს,შეიქმნა ახალი მთავრობა ლარგო კაბალიეროს
ხელმძღვანელობით.ლ.კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთი
საჩქარო ღონისძიებების განხორციელებას.მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგულარულრ არმიად
გარდაქმნის შესახებ,შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი,დაიწყეს აგრარული რეფორმის
გატარება და სხვა.მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა ,რომ გამორიცხავდა მასების
სწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.
ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას . ნოემბრის დასაწყისში ისნი მადრიდის შემოგარენს
მიუახლოვდნენ . ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და კასა დე კამპოს რაიონში . დედაქალაქის
შიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები , რომლებსაც მეამბოხე მოლა „მეხუთე კოლონას“ უწოდებდა.
კაბალიეროს მთავრობამ , რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა , მიატოვა ქალაქი და ვალენსიაში
გაიქცა . დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერი
მადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა . მადრიდი , რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხის
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ , სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელში
მეამბოხეებმა.
მადრიდის კრიზისი
ბარსელონას პუტჩი
1937 წლის 3 მაისს,იმ დორს,როდესაც მეამბოხეები უტევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს,კატალონიის
ანარქისტმა ბარსელონაში მოაწყვეს კონტრევოლუციური ამბოხება.პუტჩისტებს გააჩნდათ
ტანკები,არტილერია,ტყვიამფრქვევები.ფრონტიდან ბარსელონასკენ გამოემართნენ ანარქისტული ბატალიონები
რესპუბლიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად,პუტჩისტები დამარცხდნენ.
რესპუბლიკელთა ამ ანარქისტულმა ქმედებებმა შედეგად გამოიღო ის,რომ კაბალიეროს მთავრობა
დაიშალა.კაბალიეროს ცდას-შეედგინა ახალი მთავრობა,ხალხი აღშფოთებით შეხვდა.1937 წლის 17 მაისს შეიქმნა
ახალი მთავრობა სოციალისტ ხ.ნეგრინის მეთაურობით.
ფალანგური ბრძოლები
1936 წლის 16 თებერვალს , კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო . მიუხედავად თებერვლის
არჩევნებში მარცხისა , ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწიფო აპარატსა და არმიაში .
ისინი ფინანსურ კაპიტალს , ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ.1936 წლის შუა
ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები . ამბოხებისათვის უნდა
ეხელმძღვანელათ რეაქციონერ გენერლებს მოლას-ნავარასა და ბურგოსში , ფრანკოს-მაროკოში , ფანხულს -
მადრიდში , ხოლო გოდედს - კატალონიაში . ამბოხება დაიწყო 17 ივლისს ესპანეთის მაროკოში.18 ივლისს სეუტის
რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა “, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ
ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის . ამბოხება მოედო ესპანეთში , კანარისა და ბალეარის კუნძულებზე მყოფ
ყველა გარნიზონს . ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80%.
ესპანეთის პირველი რევოლუცია
ესპანეთის პირველი რევოლუცია-ესპანეთში მე-19 საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან
პირველი მიმდინარეობდა 1808-1814 წწ.დაიწყო ნაპოლეონ პირველის მიერ ესპანეთის ოკუპაციის
დროს,რევოლუციის თავისებურებას წარმოადგენდა ესპანელების ანტიფეოდალური მოძრაობის შერწყმა მათ
ბრძოლასთან ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ.1808 წლის 17 მარტს დაიწყო აჯანყება არანხუესში.კარლოს მეოთხე
აიძულეს გადამდგარიყო ტახტიდან თავისი შვილის ფერდინანდ მეშვიდის სასარგებლოდ.20 მარტს ფრანგების
ჯარი მადრიდში შევიდა,რამაც ესპანელთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.1808 წლის 2 მაისს მადრიდში
იფეთქა აჯანყებამ,რომელიც სასტიკად ჩაახშო ფრანგთა ჯარმა.10 მაისს ნაპოლეონმა აიძულა ფერდინანდ მეშვიდე
გადამდგარიყო ტახტიდან,რასაც მოჰყვა ახალი აჯანყებები ასტურიაში,ანდალუსიაში,ვალენსიაში,გალისიასა და
სხვა მხარეებში.განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა ქალქის დაბალი ფენები.მაშინ
როდესაც ხალხი ებრძოდა ფრანგ ოკუპანტებს,უმაღლესი თავადაზნაურობისა და სამღვდეოების ნაწილმა მიიღო
ნაპოლეონის მიერ ბოძებული ბაიონის კონსტიტუცია და ესპანეთის მეფედ სცნო ნაპოლეონის ძმა-ჟოსეფ
ბონაპარტი.
ესპანეთის მეორე რევოლუცია
ესპანეთის მეორე რევოლუცია მიმდინარეობდა 1820-1823 წწ.ამ რევოლუციის მამოძრავებელ ძალას
წარმოადგენდა არმია,რომელმაც 1808-1813 წწ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის გავლენა
განიცადა.რევოლუცია დაიწყო 1820 წლის იანვარში,სამხედრო გამოსვლით კადისში რაფაელ რიეგო-ი-ნუნიესის
მეთაურობით,რასაც მოჰყვა აჯანყება მთელს ქვეყანაში.1820 წლის 9 მარტს მეფე ფერდინანდ მეშვიდე იძულებული
გახდა აღედგინა 1812 წლის კონსტიტუცია,მარტ-აპრილში შეიქმნა კონსტიტუციური მთავრობა,რომელშიც
შევიდნენ პირველი რევოლუციის ყოფილი მოღვაწეები-მოდერადოსის პარტიის წარმომადგენლები.
1820 წლის დეკრეტით გაუქმდა მაიორატები,დაიხურა მონასტრების ნაწილი და მათი მიწები ნაციონალიზებულ
იქნა.შემცირდა გადასახადები იმპორტულ მანქანებზე,გააძევეს იეზუიტები,დაარსდა ეროვნული მილიცია და
არდგენილ იქნა წინა რევოლუციის დროინდელი ადმინისტრაციული რეფორმები.
ეპანეთის მესამე რევოლუცია
ესპანეთის მესამე რევოლუცია მიმდინარეობდა 1834-1843 წწ. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ
კარლისტურ ომთან.1833 წელს რეგენტმა მარია კრისტინამ გამოაქვეყნა მანიფესტი ესპანეთში აბსოლუტისტური
წესების შენარჩუნების შესახებ.მანიფესტმა უკმაყოფილება გამოიწვია,რამაც აიძულა მარია კრისტინა დათმობაზე
წასულიყო.1834 წელს შეიქმნა მოდერადოსთა მთავრობა მარტინეს დე ლა როსას,ხოლო 1835 წლის იბნისიდან-
ტორენოს მეთაურობით.მათი მთავრობის პოლიტიკამ აჯანყებები,რომელთა მსვლელობაშიც წამოაყენეს კადისის
1812 წლის კონსტიტუციის არდგენის ლოზუნგი.1835 წლის სექტემბერში მათი მოთხოვნების საფუძველზე შეიქმნა
პროგრესისტების მთავრობა მენდისაბლის მეთაურობით.მარია კრისტინას ანტი სამთავრობო გადატრიალების
მცდელობამ კვლავ აჯანყება გამოიწვია.
ესპანეთის მეოთხე რევოლუცია
ესპანეთის მეოთხე რევოლუცია მიმდინარეობდა 1854-1856 წწ. დაიწყო 1854 წლის 28 ივნისს სამხედრო .
აჯანყებას მიემხრო მადრიდისა და ესპანეთის სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა.31 ივლისს დედოფალი ისაბელ
მეორე იძულებული გახდა პრემიერად დაენიშნა მესამე რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა,ესპანეთის
ყოფილი რეგენტი ბალდომერო ესპარეტო,რომელმაც პროგრესისტებისა და მემარჯვენე ლიბერალებისგან შექმნა
მთავრობა .1854 წლის 8 ნოემბერს მადრიდსი შეიკრიბა ერთპალატიანი დამფუძნებელი კორტესი,რომლის
დეპუტატთა უმეტესობა ეკუთვნოდა ლიბერალური კავშირის პარტიას სამხედრო მინისტრ ო’დონელის პირადი
მეტოქეობა გადაიზარდა დიდ პოლიტიკურ კონფლიქტში,რის შედეგადაც რევოლუციის მომხრეები ორად
გაიყვნენ:ერთნი ითხოვდნენ რევოლუციის გაღრმავებას,მეორენი კი მიღწეულით კმაყოფილნი იყვნენ.
ლეოპოლდო ო’დონელი ხორისი სარგებლობდა ისაბელ მეორის,სამეფო კარის წრეების და სამღვდელოების
მხარდაჭერით.კატალონიაში,ვალენსიასა და ანდალუსიაში ძალას იკრებდა რესპუბლიკური მოძრაობა.1856 წელს
დაიწყო აგრარული მღელვარებანი ანდალუსიაში,ესტრემადურასა და ვალიადოლიდში,რითაც ისარგებლა
დედოფალმა და გადააყენა ესპარტეროს მთავრობა.მთავრობის სათავეში ჩაუდგა ო’დონელი,რომელმაც დაშალა
ეროვნული მილიცია და დამფუძნებელი კორტესი.აღადგინა 1845 წლის კონსტიტუცია და რევოლუციამდე
მოქმედი სხვა კანონები.
ესპანეთის მეხუთე რევოლუცია
ესპანეთის მეხუთე რევოლუცია მიმდინარეობდა 1868-1874 წწ.1868 წლის 18 სექტემბერს კადისში ადმირალ ხუამ
ბატისტა ტოპეტეს მეთაურობით აჯანყდა ფლოტი.მას მოჰყვა არმიის გამოსვლა,რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ
გენერალიტეტის უმაღლესი წარმომადგენლები.ბრძოლას შეუერთდნენ მადრიდის,ბარსელონის,ვალენსიისა და
სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა,რომლებსაც უმთავრესად რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ.მთელ
ქვეყანაში იქმნებოდა ხუნიტები.ალკოლესთან ბრძოლის შემდეგ დედოფალი ისაბელ მეორე 30 სექტემბერს
ესპანეთიდან გაიქცა და 18 ოქტომბერს შიქმნა დროებითი მთავრობა ფრანსისკო სერანოს მეტაურობით.მაგრამ
რესპუბლიკელები არ დაუშვეს სახელმწიფოს მმართველობაში.1869 წელს გამოქვეყნდა ესპანეთის
კონსტიტუცია,რომელმაც ესპანეთი მემკვიდრეობით მონარქიად გამოაცხადა.ამ კონსტიტუციაში უმთავრესი იყო
ის, რომ პირველად ესპანეთის ისტორიაში, სარწმუნოების თავისუფლება გამოცხადდა.1869 წლის 18 ივნისს
ფ.სერაო დაინიშნა რეგენტად,ხოლო ხუან პრიმი-პრემიერ მინისტრად.1870 წელს ესპანეთის ტახტზე აირჩიეს
უფლისწული ამადეო სავოიელი.
კულტურა
ფლამენკო არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოო
ჩამოყალიბებული სახე მან მე-18 საუკუნესი მიიღო.ფლამენკო ესპანუ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის
ელემენტებს შიეცავს.მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით.ცეკვას თან
ახლავს შეძახილები,ტაში,თითების ტკაცუნი,მამაკაცები ხეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული
მოძრაობით,ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.
2010 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ფლამენგო კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი
მიანიჭა.
კორიდა
კორიდა ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.დამახასიათებელია
ესპანეთისთვის.თავდაპირველად კორიდა იმართებოდა ქალაქის სწორკუთხა მოედნებზე,მე-18
საუკუნეში კორიდის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ იგი,იმართებოდა უკვე წრიულ მოედნებზე.ის
სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ
იბერიელებს,რომლებიც ხარებსწმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ.თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური
რიტუალი იყო.უკვე ესპანეთის ერთიან სახლემწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის
ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა.თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში.მასში
მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე,მისი წონაარ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.
დასასრული

Mais conteúdo relacionado

Destaque

Clients & Condition Advisor
Clients & Condition AdvisorClients & Condition Advisor
Clients & Condition AdvisorStephen Kreger
 
ნინო სამუშია
ნინო სამუშიანინო სამუშია
ნინო სამუშიაTMcompan
 
Pitch deck 20april2014 vf
Pitch deck 20april2014 vfPitch deck 20april2014 vf
Pitch deck 20april2014 vfShelli Trung
 
ალეკო მაღალდაძე
ალეკო მაღალდაძეალეკო მაღალდაძე
ალეკო მაღალდაძეTMcompan
 
MOPRO 2016 Overview Tutorial
MOPRO 2016 Overview TutorialMOPRO 2016 Overview Tutorial
MOPRO 2016 Overview TutorialStephen Kreger
 
Hopro2015 getting started with insurance billing
Hopro2015 getting started with insurance billingHopro2015 getting started with insurance billing
Hopro2015 getting started with insurance billingStephen Kreger
 
Kad perkataan kvkkvkvk
Kad perkataan kvkkvkvkKad perkataan kvkkvkvk
Kad perkataan kvkkvkvkSiti Hajar Ali
 

Destaque (10)

Stmt trisakati kel.1
Stmt trisakati kel.1Stmt trisakati kel.1
Stmt trisakati kel.1
 
Clients & Condition Advisor
Clients & Condition AdvisorClients & Condition Advisor
Clients & Condition Advisor
 
ნინო სამუშია
ნინო სამუშიანინო სამუშია
ნინო სამუშია
 
Pitch deck 20april2014 vf
Pitch deck 20april2014 vfPitch deck 20april2014 vf
Pitch deck 20april2014 vf
 
ალეკო მაღალდაძე
ალეკო მაღალდაძეალეკო მაღალდაძე
ალეკო მაღალდაძე
 
MOPRO 2016 Overview Tutorial
MOPRO 2016 Overview TutorialMOPRO 2016 Overview Tutorial
MOPRO 2016 Overview Tutorial
 
Kad perkataan kvkvkk
Kad perkataan kvkvkkKad perkataan kvkvkk
Kad perkataan kvkvkk
 
Hopro2015 getting started with insurance billing
Hopro2015 getting started with insurance billingHopro2015 getting started with insurance billing
Hopro2015 getting started with insurance billing
 
Child labour
Child labourChild labour
Child labour
 
Kad perkataan kvkkvkvk
Kad perkataan kvkkvkvkKad perkataan kvkkvkvk
Kad perkataan kvkkvkvk
 

გვანცა ჯიქია

  • 1. ესპანეთი ისტორია თბილისის 65-ე საჯარო სკოლა ავტორი : გვანცა ჯიქია ხელმძღვანელი : ზაზა ნაცვლიშვილი
  • 2. გეოგრაფიული მდებარეობა ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ- დასავლეთით,პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია:საფრანგეთი, ანდორა,პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოს პირველი.
  • 3. ისტორიამდელი ესპანეთი ესპანეთის ტერიტორიაზე ადამიანს 400 ათ.-100 ათ. წლის წინათ უცხოვრია. ზედა პალეოლითის დროინდელია კანტაბრიაში, ალტამირას გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილი ნახატები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესია ევროპის ტერიტორიაზე. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო ტარტესოსი შეიქმნა. ალტამირას გამოქვაბულის ნახატები
  • 4. ძველი ესპანეთი ძველი . წ. III საუკუნის დასასრულს ესპანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კართაგენმა დაიმორჩილა. ძვ . წ. 197 წელს რომმა ესპანეთის ტერიტორია თავის სამფლობელოდ გამოაცხადა და 2 პროვინციად გაყო. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო ესპანეთის დაპყრობა მხოლოდ ძვ.წ.21-19 წწ . დასრულდა . ამის შემდეგ ესპანეთი გახდა მნიშვნელობით მეორე პროვინცია რომის იმპერიაში თვით იტალიის შემდეგ. ესპანეთის ტერიტორიაზე დაიბადა ოთხი რომაელი იმპერატორი და ცნობილი პოეტი და ფილოსოფოსი სენეკა . რომაელთა დაპყრობის შემდეგ ესპანეთში მონათმფლობელური წყობილება დამყარდა. რომანიზაცია უმთავრესად სამხრეთ ესპანეთს შეეხო. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის მთიანი რაიონების მცხოვრებმა გალეკებმა,ვასკონებმა და სხვა ტომებმა თვითმყოფობა შეინარჩუნეს. III-V საუკუნეებში ესპანეთში რომაელი დიდებულების ლატიფუნდიებში კოლონიების, მიწაზე დასმული მონებისა და გაღატაკებული მონების შრომას იყენებდნენ... ეპანეთი რომის იმპერიის შემადგენლობაში I-III სს.
  • 5. ბარბაროსების მმართველობა 409 წელს პირენეის ნახევარკუნძლს ტომეები : ვესტგუთები,ვანდალები,ალანები და სვებები მიაწყდნენ. ვესტგუთებმა ვანდალები და ალანები განდევნეს ესპანეთის სამხრეთში, ხოლო 429 წელს აიძულეს ისინი ჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ, თვითონ კი დააარსეს საკუთარი სამეფო დედაქალაქით ბარსელონაში.სვებები კი დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ-დასავლეთ გალისიაში და დააარსეს სვებების სახელმწიფო.მეხუთე საუკუნის ბოლოსათვის პირენეის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი რომაელ დიდებულებს ემორჩილებოდა და ფორმალურად რომის იმპერიას ექვემდებარებოდა.V საუკუნის მეორე ნახევარში ვესტგუთების მეფე ევრიხმა(446-484) თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრო (გარდა ჩრდილოეთ- დასავლეთისა და ჩრდილოეთი ტერიტორიისა სადაც სვებები და ბასკები ცხოვრობდნენ). გალიის იდიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ (VI საუკუნის დასაწყისი) ვესტგუთებმა თავისი სამეფოს დედაქალაქი ქ. ტოლედოში გადაიტანეს (VI საუკუნის შუა წლები). ვესტგუთები პირენეის ნახევარკუნძულის მოსხლეობის მხოლოდ 4 %- სშეადგენდნენ. 585 წელს მათ სვებების სამეფო შეიერთეს, ხოლო VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელებს ესპანეთის სამხრეთი ნაწილი წაართვეს (ბიზანტია აქ 554 წლიდან ბატონობდა). ვესტგუთების სამეფო 500 წელს
  • 6. ვესტგუტების მიერ ესპანეთის დაპყრობას თან ახლდა სათემო მიჭათმფლობელობისა და წვრილი საგლეხო მეურნეობის გავრცელება. ვესტგუთურ ესპანეთში დაიწყო ფეოდალიზაციის პროცესი. ყალიბდებოდა და ძლიერდებოდამსხვილ ფეოდალ-მიწათმფლობელთა კლასი. ესპანელ-რომაელი (საეკლესიო და საერო) ფეოდალების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა ვესტგუთების მეფის რეკარედის არიანელობიდან კათოლიკეობაზე გადასვლამ და VI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმის სახელმწიფო რელიგიად გადაქცევამ (ესპანეთის დანარჩენმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო 400 წელს). მსხვილ ფეოდალთა სეპარატიზმმა და შინაომებმა დაასუსტა ვესტგუტების სახელმწიფოს სამხედრო ძლიერება, რამაც არაბებს გაუადვილა პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა. ბარბაროსების მმართველობა
  • 7. არაბთა ბატონობა 710 წელს ვესტგუთების ერთერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და ტოლედოს არქიეპისკოპოსმა დახმარება სთხოვა ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრებ არაბებსა და ბერბერებს, რომლებსაც შემდეგ მავრებს უწოდებდნენ. მავრიტანიული კორპუსის ხელმძღვანელი ტარიკ იბნ ზიადი 711 წელს გადავიდა ესპანეთში, ხერეს-დე-ლა-ფრონტერასთან დაამარცხა ვესტგუთების მეფე როდერიხი, ტყვედ ჩაიგდო იგი და სიკვდილით დასაჯა, მისი სახელმწიფო კი მთლიანად დაიმორჩილა. ესპანეთის ის ადგილი რომეზედაც ტარიკ იბნ ზიადმა ფეხი პირველად დადგა დღესაც მის სახელს ატარებს: გიბრალტარი (არაბ. "ჯაბალ ტარიკ") ნიშნავს "ტარიკის კლდეს„
  • 8. აბდ ალ-რაჰმან მესამე VIII საუკუნის მეორე მეოთხედში მავრების მიერ დაპყრობილი ტერიტორია მთლიანად ომაიანების სახალიფოს შემადგენლობაში გადავიდა. 756 წელს ომაიანებმს დამოუკიდებელი კორდოვის საამირო, ხოლო უფრო მოგვიანებით კი 929 წელს კორდოვის სახალიფო დააარსეს. არაბებმა მიისაკუთრეს ყველაზე ნაყოფიერი მიწები ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ბერბერები დაასახლეს. არაბთა სახელმწიფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია აბდ ალ-რაჰმან მესამის მმართველობის დროს. ფეოდალურ ურთიერთობათა შემდგომი განვითარება არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ვითრებაში ხდებოდა. არაბთა ბატონობა
  • 9. მე-16 საუკუნეში ესპანეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები ევროპაში.1504 წელს ხელთ იგდო ნეაპოლის სამეფო და სიცილია,1512 წელს-ზემო ნავარა.ფერდინანდ მეორე არაგონელისა და ისაბელ კასტილიელის პირადი უნიის ნიადაგზე გაერთიანებული და გაძლიაერებული ესპანეთი 1516 წელს ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ მათ შვილიშვილს კარლ მეხუთეს,როგორც მაქსიმილიანეს შვილიშვილს გადაეცა გერმანიის იმპერია და ნიდერლანდები.1559 წელს იტალიასთან 50 წლიანი ომის შემდეგ გაბატონდა ცრდილოეტ და შუა იტალიაში.ამგვარად მის ხელში აღმოჩნდა ესპანეთის,იტალიის,ნიდერლანდების,გერმანიისა და ამერიკის ტერიტორიები.როგორც თანამედროვენი ამბობდნენ მის იმპერიაში „მზე არასოდეს არ ჩადიოდა“. ესპანეთის ოქროს ხანა
  • 10. საუკუნის შუა წლებიდან იწყება ესპანეთის ეკონომიკური დაცემა.იგი აშკარა ხდება ფილიპე მეორის მმართველობის დროს.მან კარლ მეხუთის იმპერიის გაყოფისას 1556 წელს მემკვიდრეობით მიიღო ესპანეთი,იტალია,ამერიკული სამფლობელოები,ნიდერლანდები,ფრანშ-კონტე და რამდენიმე დასაყრდენი პუნქტი აფრიკაში.1581 წელს პორტუგალიაც შემოიერთა,მიუხედავად ამ ყველაფრისა ესპანეთის იმპერია ნელ-ნელა ეცემოდა,რაზეც დიდი გავლენა მოახდინა მე-16 საუკუნის ფასების რევოლუციამ.ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყობდა ინკვიზაციაც. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ესპანეთის საგარეო პოლიტიკამ მარცხი განიცადა:ინგლისთან ომში დაიღუპა „უძლეველი არმადა“.1566 წელს დაიწყო ნიდერლანდების რევოლუცია,რომლის შედეგადაც ჩრდილოეთი ნიდერლანდი საბოლოოდ გამოეყო ესპანეტს.ხანგრძლივმა ომებმა ხაზინა გაარატაკა.დიდი თანხა იხარჯებოდა ბიუროკრატიულ აპარატზე.ესპანეთის მეფეებიგენუელ და გერმანელ ბანკირთ მევალეები გახდნენ.ფილიპე მეორემ ორჯერ გამოაცხადა ბანკროტობა.მეტექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ინგლისთან ომებში ესპანეთმა საზღვაო უპირატესობაც დაკარგა. ესპანეთის დაცემა
  • 11. ვესტფალიის ზავი ოცდაათწლიანი ომისა (1618-1648) და საფრანგეთ-ინგლისთან შემდგომი იმების შედეგად , ვესტფალიის (1648),პირენეის(1659),აახენის(1668) და ნიმვეგენის (1678) საზავო ხალშეკრულებებით ესპანეთი იძულებული იყო ეცნო ჰოლანდიის დამოუკიდებლობა , შერიგებოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას.1668 წელს სცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა.1640-1652 წ წ. გრძელდებოდა აჯანყება კატალონიაში.1646-1648 წწ. ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებები მიმდინარეობდა იტალიაში. ზავის დადების პროცესი
  • 12. ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის მეთვრამეტე საუკუნეში ესპანეთი კვლავ განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას.ქვეყნის სამხედრო ძლიერების დასუსტებამ ესპანეთი და მისი სამფლობელოები საფრანგეთს,დიდ ბრიტანეთს,ავსტრიასა და სხვა სახელმწიფოებს შორის ბრძოლის ობიექტად გადააქცია.უკანასკნელი ჰასბურგის,უშვილო კარლ მეორის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის.ომის შედეგად ესპანეთში ფილიპე მეხუთის ხელისუფლება დამკვიდრდა.ომი დასრულდა უტრეხტისა და რაშტატის ზავით.ესპანეთის ევროპული მიწები დანაწილდა:ავსტრალიელმა ბურბონებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდებში და იტალიაში;დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა გიბრალტარი და მენორკა;მთელი რიგი ჩრდილოეთ ამერიკული სამფლობელოები გადავიდა საფრანგეთის ხელში.
  • 13. 1808-1813 წ წ . ესპანეთს ბონაპარტების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი , ჟოსეფ ბონაპარტი მართავდა.1812 წელს ხელი მოაწერეს ესპანეთის პირველ კონსტიტუციას , ქვეყანა გათავისუფლდა ნაპოლეონის ჯარებისაგან , მაგრამ ამავდროულად კარგავდნენ კოლონიებს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.1810-1826 წწ. ლათინურ ამერიკაში ესპანური კოლონიების უმეტესობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1890-იან წლებში კი დარჩენილი კოლონიების უმეტესობა ესპანეთ-ამერიკის ომის შედეგად აშშ-ს და გერმანიის ხელში გადავიდა . კუბამ ფორმალურად მიიღო დამოუკიდებლობა. მე-19 საუკუნეში ესპანეთში 5 დაუმთავრებელი რევოლუცია მოხდა:1808-1814, 1820-1823, 1834-1843, 1854-1856 და 1868-1874 წწ. თუმცა ამ რევოლუციებმა ვერ გადაჭრეს ესპანეთის ძირითადი პრობლემა . ქვეყანა ისევ ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა. მეცხრამეტე საუკუნის ესპანეთი
  • 14. მე-20 საუკუნე და მეორე რესპუბლიკა პირველ მსოფლიო ომში ესპანეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.1918-1920 წწ. გამოცოცხლდა რევოლუციური მოძრაობა და კატალონიელების,ბასკების,გალისიელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.1923 წლის 13 სექტემბერს „მტკიცე ხელის“ მთავრობის შესაქმნელად გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა.ახალმა მთავრობამ-სამხედრო დირექტორიამ-დაითხოვა კორტესი,აკრძალა პოლიტიკური პარტიები,მიტინგები და კრებები.საერთო ეროვნული წინააღმდეგობების გამო 1930 წლის 30 იანვარს პრიმო დე რივერა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და დატოვა ქვეყანა.ქვეყანა ანტიმონარქიულმა მოძრაობამ მოიცვა. პრიმო დე რივერა
  • 15. 1931 წლის 14 აპრილს მონარქია დაემხო . ესპანეთი რესპუბლიკად გამოცხადდა , დამყარდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკა . მეფე ალფონსო მეცამეტემ დატოვა ქვეყანა. 1936 წელს გენერალ ფრანსისკო ფრანკოს აჯანყებით დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი , რომელიც ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემით და ფ.ფრანკოს დიქტატურის დამყარებით,1939 წელს დამთავრდა. მეორე რესპუბლიკა ფრანცისკო ფრანკო
  • 16. მეორე მონარქია : ხუან კარლოს პირველი 1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ესპანეთში აღსდგა კონსტიტუციური მონარქია.მეფე გახდა ფრანკოს მიერ მემკვიდრედ გამოცხადებული ხუან კარლოს პირველი.1976 წელს შემოიღეს საპარლამენტო სისტემა,ლეგალიზებული გახდა პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები.1977 წელს დაიშალა მმართველი პარტია ესპანური ფალანგა. 1978 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია.კატალონიამ,ბასკეთმა და გალისიამ მიიღეს ავტონომიის სტატუსი.1982 წელს ესპანეთი გახდა ნატოს წევრი.ამავე წლიდან ესპანეთის მთავრობას მართავდა სოციალისტური მუშათა პარტია,1996 წელს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა. 1986 წელს ესპანეთი გახდა ევროპის კავშირის წევრი.1996 წლიდან ესპანეთის პრემიერ-მინისტრია ხოსე მარია ასნარი.2000 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ იმარჯვებს სახალხო პარტია .ასნარმა შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
  • 17. სამოქალაქო ომები ესპანეთის სამოქალაქო ომი-მასშტაბური კონფლიქტი,რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე.კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ.ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია,კარლისტები და ფაშისტური ფალანგა.ომი ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით,რესპუბლიკური მთავრობის დამხობით და დიქტატურის დამყარებით,გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით.სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმი მმართველ პარტიაში გაითქვიფა. რეპუბლიკელებს მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა,ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს,ნაციონალისტებს,მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან,ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში.მიუხედავად იმისა,რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო,ძირითადი ამერიკული კორპორაციები,როგორიცაა ტექსაკო,ჯენერალ მოტორსი,ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების,საბურავების,სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.
  • 18. ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა , როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ლაგმანებს შორის . კონკრეტულად , ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით , რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“ , ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები . უცხოელ კორესპონდენტთა შორის , რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ , იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი , მართა გელჰორნი და რობერტ კაპა. სამოქალაქო ომები
  • 19. სამოქალაქო ომი მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად,ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით,ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს.ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი,მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს.მებრძოლთა გარდა,პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული,ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ,რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.
  • 20. მადრიდის კრიზისი მადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად.სექტემბერში მეამბოხეებმა აიღეს ტალავერი-მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე.ხ.ხირალის მთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება. ასეთ პირობებში,4 სექტემბერს,შეიქმნა ახალი მთავრობა ლარგო კაბალიეროს ხელმძღვანელობით.ლ.კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთი საჩქარო ღონისძიებების განხორციელებას.მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგულარულრ არმიად გარდაქმნის შესახებ,შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი,დაიწყეს აგრარული რეფორმის გატარება და სხვა.მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა ,რომ გამორიცხავდა მასების სწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.
  • 21. ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას . ნოემბრის დასაწყისში ისნი მადრიდის შემოგარენს მიუახლოვდნენ . ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და კასა დე კამპოს რაიონში . დედაქალაქის შიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები , რომლებსაც მეამბოხე მოლა „მეხუთე კოლონას“ უწოდებდა. კაბალიეროს მთავრობამ , რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა , მიატოვა ქალაქი და ვალენსიაში გაიქცა . დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერი მადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა . მადრიდი , რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ , სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელში მეამბოხეებმა. მადრიდის კრიზისი
  • 22. ბარსელონას პუტჩი 1937 წლის 3 მაისს,იმ დორს,როდესაც მეამბოხეები უტევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს,კატალონიის ანარქისტმა ბარსელონაში მოაწყვეს კონტრევოლუციური ამბოხება.პუტჩისტებს გააჩნდათ ტანკები,არტილერია,ტყვიამფრქვევები.ფრონტიდან ბარსელონასკენ გამოემართნენ ანარქისტული ბატალიონები რესპუბლიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად,პუტჩისტები დამარცხდნენ. რესპუბლიკელთა ამ ანარქისტულმა ქმედებებმა შედეგად გამოიღო ის,რომ კაბალიეროს მთავრობა დაიშალა.კაბალიეროს ცდას-შეედგინა ახალი მთავრობა,ხალხი აღშფოთებით შეხვდა.1937 წლის 17 მაისს შეიქმნა ახალი მთავრობა სოციალისტ ხ.ნეგრინის მეთაურობით.
  • 23. ფალანგური ბრძოლები 1936 წლის 16 თებერვალს , კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო . მიუხედავად თებერვლის არჩევნებში მარცხისა , ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწიფო აპარატსა და არმიაში . ისინი ფინანსურ კაპიტალს , ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ.1936 წლის შუა ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები . ამბოხებისათვის უნდა ეხელმძღვანელათ რეაქციონერ გენერლებს მოლას-ნავარასა და ბურგოსში , ფრანკოს-მაროკოში , ფანხულს - მადრიდში , ხოლო გოდედს - კატალონიაში . ამბოხება დაიწყო 17 ივლისს ესპანეთის მაროკოში.18 ივლისს სეუტის რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა “, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის . ამბოხება მოედო ესპანეთში , კანარისა და ბალეარის კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს . ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80%.
  • 24. ესპანეთის პირველი რევოლუცია ესპანეთის პირველი რევოლუცია-ესპანეთში მე-19 საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან პირველი მიმდინარეობდა 1808-1814 წწ.დაიწყო ნაპოლეონ პირველის მიერ ესპანეთის ოკუპაციის დროს,რევოლუციის თავისებურებას წარმოადგენდა ესპანელების ანტიფეოდალური მოძრაობის შერწყმა მათ ბრძოლასთან ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ.1808 წლის 17 მარტს დაიწყო აჯანყება არანხუესში.კარლოს მეოთხე აიძულეს გადამდგარიყო ტახტიდან თავისი შვილის ფერდინანდ მეშვიდის სასარგებლოდ.20 მარტს ფრანგების ჯარი მადრიდში შევიდა,რამაც ესპანელთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.1808 წლის 2 მაისს მადრიდში იფეთქა აჯანყებამ,რომელიც სასტიკად ჩაახშო ფრანგთა ჯარმა.10 მაისს ნაპოლეონმა აიძულა ფერდინანდ მეშვიდე გადამდგარიყო ტახტიდან,რასაც მოჰყვა ახალი აჯანყებები ასტურიაში,ანდალუსიაში,ვალენსიაში,გალისიასა და სხვა მხარეებში.განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა ქალქის დაბალი ფენები.მაშინ როდესაც ხალხი ებრძოდა ფრანგ ოკუპანტებს,უმაღლესი თავადაზნაურობისა და სამღვდეოების ნაწილმა მიიღო ნაპოლეონის მიერ ბოძებული ბაიონის კონსტიტუცია და ესპანეთის მეფედ სცნო ნაპოლეონის ძმა-ჟოსეფ ბონაპარტი.
  • 25. ესპანეთის მეორე რევოლუცია ესპანეთის მეორე რევოლუცია მიმდინარეობდა 1820-1823 წწ.ამ რევოლუციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა არმია,რომელმაც 1808-1813 წწ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის გავლენა განიცადა.რევოლუცია დაიწყო 1820 წლის იანვარში,სამხედრო გამოსვლით კადისში რაფაელ რიეგო-ი-ნუნიესის მეთაურობით,რასაც მოჰყვა აჯანყება მთელს ქვეყანაში.1820 წლის 9 მარტს მეფე ფერდინანდ მეშვიდე იძულებული გახდა აღედგინა 1812 წლის კონსტიტუცია,მარტ-აპრილში შეიქმნა კონსტიტუციური მთავრობა,რომელშიც შევიდნენ პირველი რევოლუციის ყოფილი მოღვაწეები-მოდერადოსის პარტიის წარმომადგენლები. 1820 წლის დეკრეტით გაუქმდა მაიორატები,დაიხურა მონასტრების ნაწილი და მათი მიწები ნაციონალიზებულ იქნა.შემცირდა გადასახადები იმპორტულ მანქანებზე,გააძევეს იეზუიტები,დაარსდა ეროვნული მილიცია და არდგენილ იქნა წინა რევოლუციის დროინდელი ადმინისტრაციული რეფორმები.
  • 26. ეპანეთის მესამე რევოლუცია ესპანეთის მესამე რევოლუცია მიმდინარეობდა 1834-1843 წწ. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ კარლისტურ ომთან.1833 წელს რეგენტმა მარია კრისტინამ გამოაქვეყნა მანიფესტი ესპანეთში აბსოლუტისტური წესების შენარჩუნების შესახებ.მანიფესტმა უკმაყოფილება გამოიწვია,რამაც აიძულა მარია კრისტინა დათმობაზე წასულიყო.1834 წელს შეიქმნა მოდერადოსთა მთავრობა მარტინეს დე ლა როსას,ხოლო 1835 წლის იბნისიდან- ტორენოს მეთაურობით.მათი მთავრობის პოლიტიკამ აჯანყებები,რომელთა მსვლელობაშიც წამოაყენეს კადისის 1812 წლის კონსტიტუციის არდგენის ლოზუნგი.1835 წლის სექტემბერში მათი მოთხოვნების საფუძველზე შეიქმნა პროგრესისტების მთავრობა მენდისაბლის მეთაურობით.მარია კრისტინას ანტი სამთავრობო გადატრიალების მცდელობამ კვლავ აჯანყება გამოიწვია.
  • 27. ესპანეთის მეოთხე რევოლუცია ესპანეთის მეოთხე რევოლუცია მიმდინარეობდა 1854-1856 წწ. დაიწყო 1854 წლის 28 ივნისს სამხედრო . აჯანყებას მიემხრო მადრიდისა და ესპანეთის სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა.31 ივლისს დედოფალი ისაბელ მეორე იძულებული გახდა პრემიერად დაენიშნა მესამე რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა,ესპანეთის ყოფილი რეგენტი ბალდომერო ესპარეტო,რომელმაც პროგრესისტებისა და მემარჯვენე ლიბერალებისგან შექმნა მთავრობა .1854 წლის 8 ნოემბერს მადრიდსი შეიკრიბა ერთპალატიანი დამფუძნებელი კორტესი,რომლის დეპუტატთა უმეტესობა ეკუთვნოდა ლიბერალური კავშირის პარტიას სამხედრო მინისტრ ო’დონელის პირადი მეტოქეობა გადაიზარდა დიდ პოლიტიკურ კონფლიქტში,რის შედეგადაც რევოლუციის მომხრეები ორად გაიყვნენ:ერთნი ითხოვდნენ რევოლუციის გაღრმავებას,მეორენი კი მიღწეულით კმაყოფილნი იყვნენ. ლეოპოლდო ო’დონელი ხორისი სარგებლობდა ისაბელ მეორის,სამეფო კარის წრეების და სამღვდელოების მხარდაჭერით.კატალონიაში,ვალენსიასა და ანდალუსიაში ძალას იკრებდა რესპუბლიკური მოძრაობა.1856 წელს დაიწყო აგრარული მღელვარებანი ანდალუსიაში,ესტრემადურასა და ვალიადოლიდში,რითაც ისარგებლა დედოფალმა და გადააყენა ესპარტეროს მთავრობა.მთავრობის სათავეში ჩაუდგა ო’დონელი,რომელმაც დაშალა ეროვნული მილიცია და დამფუძნებელი კორტესი.აღადგინა 1845 წლის კონსტიტუცია და რევოლუციამდე მოქმედი სხვა კანონები.
  • 28. ესპანეთის მეხუთე რევოლუცია ესპანეთის მეხუთე რევოლუცია მიმდინარეობდა 1868-1874 წწ.1868 წლის 18 სექტემბერს კადისში ადმირალ ხუამ ბატისტა ტოპეტეს მეთაურობით აჯანყდა ფლოტი.მას მოჰყვა არმიის გამოსვლა,რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ გენერალიტეტის უმაღლესი წარმომადგენლები.ბრძოლას შეუერთდნენ მადრიდის,ბარსელონის,ვალენსიისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა,რომლებსაც უმთავრესად რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ.მთელ ქვეყანაში იქმნებოდა ხუნიტები.ალკოლესთან ბრძოლის შემდეგ დედოფალი ისაბელ მეორე 30 სექტემბერს ესპანეთიდან გაიქცა და 18 ოქტომბერს შიქმნა დროებითი მთავრობა ფრანსისკო სერანოს მეტაურობით.მაგრამ რესპუბლიკელები არ დაუშვეს სახელმწიფოს მმართველობაში.1869 წელს გამოქვეყნდა ესპანეთის კონსტიტუცია,რომელმაც ესპანეთი მემკვიდრეობით მონარქიად გამოაცხადა.ამ კონსტიტუციაში უმთავრესი იყო ის, რომ პირველად ესპანეთის ისტორიაში, სარწმუნოების თავისუფლება გამოცხადდა.1869 წლის 18 ივნისს ფ.სერაო დაინიშნა რეგენტად,ხოლო ხუან პრიმი-პრემიერ მინისტრად.1870 წელს ესპანეთის ტახტზე აირჩიეს უფლისწული ამადეო სავოიელი.
  • 29. კულტურა ფლამენკო არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოო ჩამოყალიბებული სახე მან მე-18 საუკუნესი მიიღო.ფლამენკო ესპანუ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შიეცავს.მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით.ცეკვას თან ახლავს შეძახილები,ტაში,თითების ტკაცუნი,მამაკაცები ხეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით,ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით. 2010 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ფლამენგო კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
  • 30. კორიდა კორიდა ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.დამახასიათებელია ესპანეთისთვის.თავდაპირველად კორიდა იმართებოდა ქალაქის სწორკუთხა მოედნებზე,მე-18 საუკუნეში კორიდის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ იგი,იმართებოდა უკვე წრიულ მოედნებზე.ის სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იბერიელებს,რომლებიც ხარებსწმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ.თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო.უკვე ესპანეთის ერთიან სახლემწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა.თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში.მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე,მისი წონაარ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.