1. S h e n a d n o b e b i
უკვე ათასობით წელია, რაც
შენადნობები გამოიყენება.
მეტალურგები, რომლებიც
ლითონებზე მუშაობენ, სხვადასხვა
თვისებების მქონე მრავალი სახის
შენადნობებს აწარმოებენ.
მეცნიერები შენადნობებისთვის
ლითონებს დიდი სიფრთხილით
აჩევენ, ანუ სწორ რეცეპტს იგონებენ.
ყველაზე გავრცელებული ლითონი
- ფოლადი, შენადნობია. ის რკინის,
მცირე რაოდენობით ნახშირბადისა
და ზოგიერთი სხვა ლითონის ნაერთია. სწორედ ამის გამოა ის ასეთი მყარი.
ჩვეულებრივი ფოლადის ცუდი თვისება ის არის, რომ იჟანგება. იმისთვის რომ
ფოლადი არ დაიჟანგოს მეტალურგები მას ქრომსა და ნიკელს უმატებენ. ეს
ლითონები არ იჟანგება და ფოლადსაც უჟანგავს ხდის. sწორედ ასე მიიღება უჟანგავი
ფოლადი.
2. ბრინჯაო სპილენძის შენადნობიa
სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთან,
უმთავრესად ლითონebTan: კალასთან,
ალუმინთან , ბერილიუმთან და სხვა.
ბრინჯაოს არ უწოდებენ მხოლოდ
სპილენძისა და თუთიის, აგრეთვე
სპილენძისა და ნიკელის შენადნობებს.
უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი
დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ
კიდევ ახ. წ.–მდე 3000 წლის წინ იცოდა.
შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს
სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ
დარიშხანს, სტიბიუმს, ტყვიას, თუთიას,
მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც
კალიანი ბრინჯაო იყო.
3. თითბერი, სპილენძის ფუძეზე
დამზადებული შენადნობიa,
რომლის ძირითადი დანამატია
თუთია (50%-მდე); თითბერი – ჯერ
კიდევ ჩვ. წ. აღ -მდე ძველი
ბერძნებისა და ეგვიპტელებისათვის
იყო ცნობილი. XVIII საუკუნის
ბოლომდე მას ღებულობდნენ ხის
ნახშირთან შერეული სპილენძისა და
თუთიის მადნის დნობით. XIX
საუკუნიდან დაიწყეს სპილენძისა და
თუთიის პირდაპირი შედნობა.
სპილენძის შენადნობებიდან
თითბერი ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს
მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია.მექანიკური,
ანტიკოროზიულ და სხვა თვისებათა გასაუმჯობესებლად სპილენძისა და თუთიის
ორმაგ შემადნობებს უმეტესად ალუმინს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ტყვიას და სხვა
ელემენტებს უმატებენ.
თუჯი რკინის შენადნობიa
ნახშირბადთან, აგრეთვე
სილიციუმთან, მანგანუმთან,
4. ფოსფორთან, გოგირდთან; ცხელ მდგომარეობაში წნევით ძნელი
დასამუშავებელია.თუჯი რკინის მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული
პირველადი პროდუქტია. arsebobsarsebobs Tujis ori saxeoba: ruxi da TeTri. თუჯს,
რომლის სტრუქტურაში ნახშირბადი გრაფიტის სახითაა, რუხი თუჯი ეწოდება.
ხოლო თუ ცემენტიტის ანუ რკინის კარბიდის სახით - თეთრი თუჯი.
ლიგატურა დამხმარე შენადნობიa,
რომელთა მეშვეობით თხევად
ლითონს მალეგირებელ ელემენტებს
ლითონის ნადნობისათვის ან
გამყარებული ლითონის
განსაზღვრული თვისებების
მისანიჭებლად iyeneben.
ლიგატურიდან თხევადი
ლითონისთვის მალეგირებელი
ელემენტების დამატება სხვა
5. ხერხითაც შეიძლება, მაგრამ იგი ამ თვისებებს ლიგატურიდან უკეთესად ითვისებს.
ძვირფასი ლითონის მონეტის მოსაჭრელად განკუთვნილი შენადნობისათვის
დაბალი ხარისხის ლითონის დამატება; მაგ: ვერცხლის ან სპილენძის დამატება
ოქროსათვის, სპილენძისა – ვერცხლისათვის და ა.შ.; ამგვარ შენადნობს ოქროთი ან
ვერცხლით ლეგირებული ეწოდება, მონეტის ჩამოსხმისათვის მოხმარებულ
შენადნობის მასას კი მონეტის ლიგატურული მასა.